პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე ვითარებაზე რეაგირებას სთხოვს
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე ვითარებაზე რეაგირებას სთხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ევ­რო­კავ­შირს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხა­ზის გას­წვრივ მიმ­დი­ნა­რე სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევრ ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ეკო­ნო­მი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საქ­მე­ში და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­კო­ვი კვლავ აგ­რძე­ლებს უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბებს ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას. "17 სექ­ტემ­ბრი­დან რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ახ­ლეს მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ, კერ­ძოდ კი - გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიც­ში და ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დვან­ში. მსგავ­სი უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბი მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზღუ­დავს მათ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ უფ­ლე­ბებს, მათ შო­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის, მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და სხვა ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ა­ლურ უფ­ლე­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თებ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბის, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბი­სა და სა­საფ­ლა­ო­ზე შეს­ვლის უფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი­სა და მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბის არ­სე­ბო­ბა.

"მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მივ­მარ­თო ევ­რო­კავ­შირს - არ­სე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­აძ­ლი­ე­როს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და უზ­რუნ­ველ­ყოს უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის­თვის;

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის ჩათ­ვლით;

გა­აგ­რძე­ლოს ქმე­დი­თი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­მართ;

მკვეთ­რად და­ა­ფიქ­სი­როს თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის შეც­ვლის მი­უ­ღე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბით;

სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხა­ზის გას­წვრივ მიმ­დი­ნა­რე სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა­ზე და მო­უ­წო­დოს რუ­სეთს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს ეს უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბა;

მო­უ­წო­დოს რუ­სეთს - გა­მო­ი­ჩი­ნოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

ხელი შე­უ­წყოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას;

რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი ლტოლ­ვილ­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე ვითარებაზე რეაგირებას სთხოვს

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე ვითარებაზე რეაგირებას სთხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე რეაგირების თხოვნით მიმართავს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საქმეში დადებითი დინამიკის მიუხედავად, მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო მოქმედებებს ოკუპაციის ხაზზე.

პრემიერის განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონალურ უსაფრთხოებას. "17 სექტემბრიდან რუსმა სამხედროებმა განაახლეს მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ კი - გორის რაიონის სოფელ დიცში და ქარელის რაიონის სოფელ დვანში. მსგავსი უკანონო მოქმედებები მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სასაფლაოზე შესვლის უფლებას", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაცია, რუსული ჯარებისა და მძიმე შეიარაღების არსებობა.

"მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით მივმართო ევროკავშირს - არსებული სერიოზული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და უზრუნველყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისთვის;

მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით;

გააგრძელოს ქმედითი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;

მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პრინციპული პოზიცია, რომ დაუშვებელია ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინება არსებული ფორმატის შეცვლის მიუღებელი მცდელობებით;

სათანადო რეაგირება მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე და მოუწოდოს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო მოქმედება;

მოუწოდოს რუსეთს - გამოიჩინოს კონსტრუქციულობა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასთან დაკავშირებით;

ხელი შეუწყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიან ფუნქციონირებას;

რეალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების რეალიზაციისათვის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?