საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს
ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს

თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­მა, ვე­ტე­რან­თა კავ­ში­რის წევ­რებ­მა, იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა და დევ­ნი­ლებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­რი­ას სა­ბი­ნაო ფონ­დის შექ­მნას სთხოვ­დნენ, რათა თბი­ლი­სის მე­რი­ამ უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლებ­ზე იზ­რუ­ნოს და ხალ­ხს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლე­ბის მი­მართ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ყუ­რა­დღე­ბას არ იჩენს. ამი­ტომ მათ მე­რი­ას­თან მი­ი­ტა­ნეს სამ­გლო­ვი­ა­რო გვირ­გვი­ნი და ქა­ლა­ქის მოქ­მე­დი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას სუ­რა­თი, რო­მელ­საც შავი ფე­რის არ­შია ჰქონ­და შე­მოვ­ლე­ბუ­ლი. აქ­ცი­ა­ზე უკ­რავ­დნენ სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კა­საც. საპ­რო­ტეს­ტო ატ­რი­ბუ­ტებს შო­რის ჩან­და ცო­ცხე­ბიც, რო­მელ­ზეც წი­თე­ლი ვარ­დე­ბი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი.

აქ­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა ტრან­სპა­რან­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით - "ნა­თე­ლი ქა­ლა­ქის შავ­ბნე­ლი მე­რია", "ჩვენც გვაქვს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა", "არა სო­ცი­ა­ლურ ბარ­ბა­რო­სო­ბას", "მე თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი ვარ" , "გა­მო­ი­ძი­ეთ თაღ­ლი­თუ­რი საქ­მე­ე­ბი".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­ფორ­მან­სით თბი­ლი­სის მერს გლო­ვო­ბენ, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის­თვის არა­ფერს აკე­თებს. მათ მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­უ­წო­დეს, სამ­გლო­ვი­ა­რო გვირ­გვი­ნი და სუ­რა­თი გა­ე­ტა­ნათ მე­რი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ამა­ზე უარი თქვეს, რა­საც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ თა­ვის დაწ­ვაც სცა­და. მა­მა­კაც­მა ჯი­ბი­დან ბენ­ზი­ნით სავ­სე ბოთ­ლი ამო­ი­ღო და გა­და­ის­ხა, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი შე­ჩე­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, ბოთ­ლი და ასან­თი წა­არ­თვეს და პი­ჯა­კი გა­ხა­დეს, რო­მელ­ზეც ბენ­ზი­ნი ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი.

ინ­ცი­დენ­ტამ­დე მა­მა­კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ამ­ქვეყ­ნად აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­და და მის სი­ცო­ცხლეს ფასი არ ჰქონ­და.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც აცხა­დებ­და, რომ ის ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს, ეპი­ლეფ­სი­ურ კრუნ­ჩხვა­ში ჩა­ვარ­და. მას დახ­მა­რე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და მე­რი­ის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მე­რი­ას­თან გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვამ. მისი თქმით, ამ ფორ­მით პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა მე­რი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და მე­რია ამას ვერ წა­ა­ხა­ლი­სებს, რად­გან ამას ქა­ო­სი მოჰ­ყვე­ბა.

ამ­ჟა­მად აქ­ცი­ა­ზე სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით დამ­შვიდ­და, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი კვლავ რჩე­ბი­ან მე­რი­ას­თან.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს

ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველებმა, ვეტერანთა კავშირის წევრებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას საბინაო ფონდის შექმნას სთხოვდნენ, რათა თბილისის  მერიამ  უსახლკაროდ დარჩენილებზე იზრუნოს და ხალხს საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დედაქალაქის მერია  უსახლკაროდ დარჩენილების მიმართ ინიციატივას და ყურადღებას არ იჩენს. ამიტომ მათ მერიასთან მიიტანეს სამგლოვიარო გვირგვინი და ქალაქის მოქმედი მერის გიგი უგულავას სურათი, რომელსაც შავი ფერის არშია ჰქონდა შემოვლებული. აქციაზე უკრავდნენ სამგლოვიარო მუსიკასაც. საპროტესტო ატრიბუტებს შორის ჩანდა ცოცხებიც, რომელზეც წითელი ვარდები იყო დამაგრებული.

აქციაზე გამოჩნდა ტრანსპარანტები წარწერებით - "ნათელი ქალაქის შავბნელი მერია", "ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება", "არა სოციალურ ბარბაროსობას", "მე თაღლითების მსხვერპლი ვარ" , "გამოიძიეთ თაღლითური საქმეები".

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პერფორმანსით თბილისის მერს გლოვობენ, რომელიც ქალაქისთვის არაფერს აკეთებს.  მათ მერიის თანამშრომლებმა მოუწოდეს, სამგლოვიარო გვირგვინი და სურათი გაეტანათ მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი თქვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა. მამაკაცმა ჯიბიდან ბენზინით სავსე ბოთლი ამოიღო და გადაისხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა და თბილისის მერიისა და პოლიციის თანამშრომლებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ბოთლი და ასანთი წაართვეს და პიჯაკი გახადეს, რომელზეც ბენზინი ჰქონდა გადასხმული.  

ინციდენტამდე მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ამქვეყნად აღარაფერი დარჩენოდა და მის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა.

აქციის კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აცხადებდა, რომ ის ონკოლოგიურად დაავადებულია და სხვადასხვა სახის დაავადებები აქვს, ეპილეფსიურ კრუნჩხვაში ჩავარდა. მას დახმარება აქციის მონაწილეებმა, პოლიციელებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. მერიასთან გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.  

მოგვიანებით, მიმდინარე აქციაზე კომენტარი გააკეთა მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ. მისი თქმით, ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა მერიისთვის მიუღებელია და მერია ამას ვერ  წაახალისებს, რადგან ამას ქაოსი მოჰყვება.

ამჟამად აქციაზე სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა სოციალურად დაუცველები კვლავ რჩებიან მერიასთან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია