პარტნიორები:

    მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

    მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

    ტეხასის მცხოვრებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი შექმა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არ გეგონოთ, რომ ეს სათამაშო მანქანაა, პირიქით, ამ ავტომობილით მგზავრობა ნებისმიერ ქალაქში შეიძლება.

    სატრანსპორტო საშუალების სიგრძე 126 სანტიმეტრია, სიმაღლე 63.5 სმ., ხოლო სიგანე 65.41 სმ.

    "პაწუკა" ავტომობილის შემქმნელს ოსტინ კოულსონი ჰქვია, რომელმაც საკუთარი ქმნილებისთვის კვადროციკლის ძრავა და საბავშო ეტლი გამოიყენა.

    მიუხედავად ასეთი გაბარიტებისა, ავტომობილი გადაადგილების სრულფასოვანი საშუალებაა, რომელსაც გზებზე სიარული ნებადართული აქვს. განათების სისტემა და სარკეები ყველა სტანდარტს პასუხობს. გარდა ამისა, ყველაზე პატარა ავტომობილს უსაფრთხოების ღვედიც აქვს, მაგრამ საეჭვოა ავარიის შემთხვევაში მან ვინმეს უშველოს.

    მანქანა ნელა დადის, მაგრამ პატარა ზომის გამო ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს 160 კმ/ს დადიხართ, ყოველ შემთხვევაში მანქანის მფლობელი ასე ამბობს.

    ოსტინის თქმით, ავტომობილი უკვე გახდა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა. ხალხი სიამოვნებით იღებს მასთან ფოტოებს, მაგრამ ცოტა თუ გამოჩნდება მსურველი, "პატარა მხეცი" ტრასაზე გაიყვანოს.

    იხილეთ ვიდეო

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს