მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" და­არ­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­ტა­ლის ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბა დიდი იქ­ნე­ბა.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დღეს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა.

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ ვა­ფუძ­ნებთ ვენ­ტუ­რულ ფონდს, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს. ჩვენ სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ბა­ზა­ზე და­ვა­ფუძ­ნებთ სუ­ვე­რე­ნულ ფონდს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უფრო დახ­ვე­წი­ლი და გა­სა­გე­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, სა­მი­ვე ფონ­დის და­ფუძ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­მა­ტე­ბით სტი­მულს მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას. ეს არ არის საკ­მა­რი­სი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რომ ბიზ­ნე­სი იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ვა­პი­რებ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან შეხ­ვედ­რას. ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იყოს ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი.

"თქვენ იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნა, ჩვენ ეს ფუქნცია იდე­ა­ლუ­რად უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, ამი­სათ­ვის უნდა აშენ­დეს პორ­ტი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა წე­ლი­წად­ში 110 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა, რომ­ლე­საც პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით. სამი პრო­ექ­ტის ვა­რი­ან­ტი გვქონ­და, ეს არის სა­უ­კე­თე­სო, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 სა­ა­თი. პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი. პორ­ტებ­ზე სულ სა­უბ­რობ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი აშე­ნე­ბის არც პრო­ექ­ტი არ­სე­ბობ­და და არც და­ფი­ნან­სე­ბის ვა­რი­ან­ტი. ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია სრულ­ყო­ფა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ. თქვენ იცით სა­ა­კაშ­ვი­ლის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდეა ლა­ზი­კის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა ჯგუფ­მა გა­არ­ჩია სამი ვა­რი­ან­ტი - ლა­ზი­კა ძა­ლი­ან აგებს ანაკ­ლი­ის პორტთან, რო­მე­ლიც არის სიმ­ძლავ­რით რამ­დენ­ჯერ­მე უფრო დიდი, ამა­ვე დროს არ გვირ­ჩი­ეს, ჭა­ო­ბის ამოშ­რო­ბამ, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან დიდი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი პორ­ტის მშნე­ბე­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის მი­დის სე­რი­ო­ზუ­ლი მზა­დე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა, პრო­ექ­ტის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რი პრო­ექ­ტი გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი ხელს შე­უ­წყობს ეკო­ნო­მი­კის აღ­მავ­ლო­ბას.

"რკი­ნიგ­ზა, რომ­ლი­თაც ნავ­თობ­რო­დუქ­ტე­ბი გა­და­ი­ზი­დე­ბო­და ყვე­ლა წე­ლი­წადს მცირ­დე­ბო­და და ეს 2 მი­ლი­ონ ნა­ხევ­რამ­დე და­ვი­და 8 ტო­ნი­დან. ჩვენ წელს გავზრდით და გა­ვა­ორ­მა­გებთ და გა­ი­სის­თვის უკვე გვექ­ნე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი ტონა, შემ­დგომ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამის ზრდას და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა 16 ტო­ნამ­დე ავიყ­ვა­ნოთ. საპ­რო­ექ­ტო გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა უნდა გავ­ზარ­დოთ 100 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე. ამის შე­საძ­ლო­ე­ბა ჩვენ გვაქვს, ესეც გა­ნი­ხი­ლე­ბა და ამა­ზე ვმუ­შა­ობთ", - გა­ნა­ცხდა პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, შე­მოვ­ლით რკი­ნიგ­ზას რომ აკე­თებ­დნენ, ის 25%-ით ამ­ცი­რებ­და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ნა­ო­ბას ჩვე­ნი რკი­ნიგ­ზის.

"ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უთ­ვლე­ლი იყო, ისე­ვე რო­გორ გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ის ცალ­მხრი­ვი იყო და ორ­მხრი­ვი მა­ტა­რე­ბე­ლი არ გა­დი­ო­და და შე­სა­ბა­მი­სად პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ჩვენ პრო­ექ­ტებს მო­ვიყ­ვანთ ეკო­ნო­მი­კის ჭკუ­ა­ზე და ნორ­მა­ლურ პრო­ექ­ტებს გა­ვაგ­რძე­ლებთ. ჩვე­ნი სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ავით­ვი­სოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი უნდა ქონ­დეს ამით ეკო­ნო­მი­კას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "თანაინვესტირების ფონდის" დაარსებით საქართველოში კაპიტალის ზრდის საშუალება დიდი იქნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველო ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება.

"თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ჩვენ ვაფუძნებთ ვენტურულ ფონდს, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. ჩვენ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დავაფუძნებთ სუვერენულ ფონდს, რომელიც იქნება უფრო დახვეწილი და გასაგები ინვესტორებისთვის, სამივე ფონდის დაფუძნება აუცილებლად დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობა, რომ ბიზნესი იყო დამოუკიდებელი, ვაპირებ ბიზნესმენებთან შეხვედრას. ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს ხელშეუხებელი", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, გლობალური პროექტები სახელმწიფოსგან იქნება მხარდაჭერილი.

"თქვენ იცით, რომ საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ეს ფუქნცია იდეალურად უნდა შევასრულოთ, ამისათვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა, რომლესაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავდით. სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი. პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პორტის მშნებელობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება დოკუმენტაციის დამუშავება, პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თანაინვესტირების ფონდი ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმავლობას.

"რკინიგზა, რომლითაც ნავთობროდუქტები გადაიზიდებოდა ყველა წელიწადს მცირდებოდა და ეს 2 მილიონ ნახევრამდე დავიდა 8 ტონიდან. ჩვენ წელს გავზრდით და გავაორმაგებთ და გაისისთვის უკვე გვექნება 5 მილიონი ტონა, შემდგომ გავაგრძელებთ ამის ზრდას და შესაძლებლობა გვექნება 16 ტონამდე ავიყვანოთ. საპროექტო გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მილიონ ტონამდე. ამის შესაძლოება ჩვენ გვაქვს, ესეც განიხილება და ამაზე ვმუშაობთ", - განაცხდა პრემიერმა.

მისი თქმით, შემოვლით რკინიგზას რომ აკეთებდნენ, ის 25%-ით ამცირებდა გამტარუნარინაობას ჩვენი რკინიგზის.

"ეს აბსოლუტურად გაუთვლელი იყო, ისევე როგორ გვირაბების მშენებლობა, ის ცალმხრივი იყო და ორმხრივი მატარებელი არ გადიოდა და შესაბამისად პრობლემა ჰქონდა. ჩვენ პროექტებს მოვიყვანთ ეკონომიკის ჭკუაზე და ნორმალურ პროექტებს გავაგრძელებთ. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა ქონდეს ამით ეკონომიკას", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ