პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თომას ჰამერბერგი - "რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა"
თომას ჰამერბერგი - "რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა"

ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი თო­მას ჰა­მერ­ბერ­გი 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეკ­ლე­სი­ას აკის­რებს. ამის შე­სა­ხებ ჰა­მერ­ბერ­გმა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა.

"რაც თქვენ­თან 17 მა­ისს მოხ­და, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და ამა­ზე ეკ­ლე­სი­ა­საც ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ დღეს და­ირ­ღვა ადა­მი­ან­თა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი - სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი...

იმ დღეს მოხ­და ბევ­რი ისე­თი რამ, რა­საც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დოქ­ტრი­ნე­ბიც გმო­ბენ, - უპირ­ვე­ლე­სად, ძა­ლა­დო­ბა. ქრის­ტი­ა­ნო­ბა, რო­გორც მე მეს­მის, მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულ­სა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბას ქა­და­გებს და არა ერ­თმა­ნე­თის ცე­მას. სხვა­თა შო­რის, მე ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ პატ­რი­არ­ქსაც შევ­ხვდი და მა­ნაც და­მი­დას­ტუ­რა, რომ ძა­ლა­დო­ბა არა­სო­დეს არის გა­მო­სა­ვა­ლი. ამას­თან, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მათ, ვინც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან, ასე­ვე უნდა მი­ე­ცეთ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ არ­გუ­მენტს ხში­რად იყე­ნებს ეკ­ლე­სია. კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ამ თე­მა­ზე უნდა გვქონ­დეს დი­ა­ლო­გი ხალ­ხთან და გა­ვეც­ნოთ მის მო­საზ­რე­ბებს. ვფიქ­რობ, ამ თე­მა­ზე ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით მსჯე­ლო­ბა ორი­ვე მხა­რეს წა­ად­გე­ბა", -აღ­ნიშ­ნა ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა.

17 მა­ისს, ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ მათ ამ აქ­ცი­ის გა­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თომას ჰამერბერგი - "რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა"

თომას ჰამერბერგი - "რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა"

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ეკლესიას აკისრებს. ამის შესახებ ჰამერბერგმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, მიუღებელი იყო და ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ამ დღეს დაირღვა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებები...

იმ დღეს მოხდა ბევრი ისეთი რამ, რასაც ქრისტიანული დოქტრინებიც გმობენ, - უპირველესად, ძალადობა. ქრისტიანობა, როგორც მე მესმის, მოყვასის სიყვარულსა და მიმტევებლობას ქადაგებს და არა ერთმანეთის ცემას. სხვათა შორის, მე ამ თემაზე სასაუბროდ პატრიარქსაც შევხვდი და მანაც დამიდასტურა, რომ ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი. ამასთან, ხშირად ამბობენ, რომ მათ, ვინც ჰომოსექსუალების წინააღმდეგი არიან, ასევე უნდა მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ამ არგუმენტს ხშირად იყენებს ეკლესია. კეთილი და პატიოსანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემაზე უნდა გვქონდეს დიალოგი ხალხთან და გავეცნოთ მის მოსაზრებებს. ვფიქრობ, ამ თემაზე ფხიზელი გონებით მსჯელობა ორივე მხარეს წაადგება", -აღნიშნა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის" ორგანიზებული აქცია უნდა გამართულიყო. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა და ათასობით მოქალაქემ მათ ამ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ სრულად

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია