Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა
დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა

თე­ატ­რა­ლუ­რი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან გულ­მოკ­ლულ­მა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა, წას­ვლი­სას, დღეს უკვე მისი სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი და­წყევ­ლა. არ ვიცი, ვინ და­წყევ­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, მაგ­რამ რა­ღაც რომ სჭირს, ფაქ­ტია. ეს არხი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს პი­რუთ­ვნე­ლად აშუ­ქებ­დეს, რაც თავი მახ­სოვს, თვი­თო­ნაა გა­სა­შუ­ქე­ბე­ლი. მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში კი არაა, თა­ვა­დაა ეპი­ცენ­ტრი.

ეს ეპო­პეა 90-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზი­ის კი­ბე­ე­ბი­დან, პრო­ტეს­ტის ად­რე­სა­ტი მა­შინ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო. მას შემ­დეგ ბევ­რმა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა, ბევ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ბარ­და წარ­სულს, მაგ­რამ ხმა­უ­რი და მძვინ­ვა­რე­ბა არ მოკ­ლე­ბია იქა­უ­რო­ბას. ყვე­ლა ხე­ლი­სუ­ფა­ლი სა­თა­ვი­სოდ ცდი­ლობ­და ამ არ­ხის­თვის აღ­ვი­რის ამო­დე­ბას, ცდი­ლობ­და რა, წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და კი­დეც, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხეს რა? თავი მოგ­ვა­ბეზ­რეს თა­ვი­ან­თი ში­დაპ­რობ­ლე­მე­ბით, ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით. ჩვე­ნი ჯი­ბე­ე­ბი­დან ფი­ნანსდე­ბა არხი, რო­მე­ლიც ჩვენ არ გვემ­სა­ხუ­რე­ბა, ლა­მის, მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, ვის ემ­სა­ხუ­რე­ბა - ფაქ­ტია, მო­სახ­ლე­ო­ბა არ იყე­ნებს მათ მომ­სა­ხუ­რე­ბას და სხვა არ­ხებს უყუ­რებს - ამას მოწ­მობს რე­ი­ტინ­გე­ბი, მარ­ტო ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კი არა, სა­ერ­თოდ მთე­ლი ამ წლე­ბის. ამ არხზე გა­და­ცე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა იმ­დე­ნად და­ბალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია, ვგო­ნებ, ზოგ ტე­ლე­წამ­ყვანს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც აღარ უყუ­რე­ბენ.

ამ არ­ხის ბოლო 20 წლის ის­ტო­რი­ას რომ ჩა­უღ­რმავ­დე, ტვი­ნი აგეთ­ქვი­ფე­ბა, ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში უფრო იო­ლად გა­ერ­კვე­ვი, ვიდ­რე ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ამ­ბებ­ში. აქ ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე ისე და­ი­წყო ბრძო­ლა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ეგი­დით, გე­გო­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე თვის უკან იგი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, წამ­ყვა­ნე­ბი მუხლჩა­უხ­რე­ლად არ აშუ­ქებ­დნენ ცე­კას სხდო­მებ­სა თუ ჩაის კრე­ფას. ტე­ლე­ვი­ზია ორად გა­იხ­ლი­ჩა - ოპო­ზი­ცია "შუ­შის სა­სახ­ლე­ში" გა­მაგრდა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭერ­მა დიქ­ტო­რებ­მა ავ­ტო­ბუ­სი­დან გა­აგ­რძე­ლეს მა­უ­წყებ­ლო­ბა, მაგ­რამ სულ მოკ­ლე ხან­ში, ბურ­თი და მო­ე­და­ნი პუტ­ჩის იდე­ო­ლოგ ჟურ­ნა­ლის­ტებს დარ­ჩათ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიქ­ტა­ტი უკვე აღარ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ - თა­ვა­დაც ამ ახალ ძა­ლა­ში მო­ი­აზ­რებ­დნენ თავს. პრაქ­ტი­კუ­ლად, წმინ­და სამ­თავ­რო­ბო არ­ხად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და ასეც აგ­რძე­ლებ­დნენ საქ­მი­ა­ნო­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე. მო­ნას­ტე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აი­რია, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ევ­რო­საბ­ჭოს წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა - სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლო­ბად ქცე­ვა. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პა­ტი­ვი წი­ლად გა­მოც­დილ "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­შიკ" ზაზა შენ­გე­ლი­ას ხვდა, თუმ­ცა რამ­დე­ნად იყო ეს პა­ტი­ვი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია - ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან კად­რე­ბი უნდა გა­ეშ­ვა, აქე­დან და­ი­წყო აყალ­მა­ყა­ლი, სკან­და­ლე­ბი, მძაფ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, წას­ვლა არა­ვის უნ­დო­და, არა­და, ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ბევ­რი, მარ­თლაც, ისე­თი წა­ვი­და, ვინც არ უნდა წა­სუ­ლი­ყო - იმი­ტომ, რომ ვინც წას­ვლას იმ­სა­ხუ­რებ­და, პატ­რო­ნე­ბი გა­მო­უჩ­ნდა "ზე­მოთ". ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად წა­რი­მარ­თა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვი­სა და ამ ფუ­ლით სხვა ად­გილ­ზე ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბის სა­კი­თხი დად­გა, ახლა ამა­ზე ატყდა სკან­და­ლი. ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, ლა­მის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად, სიმ­ბო­ლოდ გა­მო­ა­ცხა­დეს, ალა­პა­რაკ­დნენ მის დიად წარ­სულ­ზე, არა­და, მარ­თლაც გა­უ­გე­ბა­რი იყო, რო­მელ წარ­სულ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ - საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის წარ­სულ­ზე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ძმა­თამ­კვლელ ომში და დვ­რი­ტად და­ე­დო სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას? ან არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად რა ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და ეს "აკ­ვა­რი­უ­მი"?

მოკ­ლედ, ეს პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­და და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ის კედ­ლებ­ში და­ი­დო ბინა. ამა­ვე კედ­ლებ­ში, უკვე ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სავ­ლეს პავ­ლედ გა­დაქ­ცე­ვა გა­იხ­სე­ნა, ცხა­დია, კონ­კრე­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­ტექ­სტში, მაგ­რამ თვი­თონ საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია - სავ­ლე რომ პავ­ლედ - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლად ვერ იქცა, უკვე ფაქ­ტია. ან რა­ტომ გვქონ­და იმე­დი, რომ უწყებ­რი­ვი კუდი გას­წორ­დე­ბო­და და მთავ­რო­ბე­ბის მსა­ხუ­რე­ბის­გან დახ­ლარ­თუ­ლი კირჩხი­ბი და­ი­წყებ­და მარ­თლადსვლას? სამ­თავ­რო­ბო არ­ხმა ინერ­ცი­ით გა­აგ­რძე­ლა სამ­თავ­რო­ბო არ­ხად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბით - თუ ადრე პირ­და­პირ, ლე­გა­ლუ­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და, ახლა კონ­ტროლ­მა ირი­ბი სახე მი­ი­ღო, შე­ი­ფუ­თა, შე­ი­ნიღ­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ჯი­ბი­დან და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი იყო კვლა­ვაც. სკან­და­ლე­ბით კი კვლა­ვაც გვა­მა­რა­გებ­და, კვლა­ვაც პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა შერ­კი­ნე­ბის ას­პა­რე­ზი იყო. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად შე­ღე­რე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ მა­ნამ არ და­ი­ცხრო ვნე­ბე­ბი, სა­ნამ თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი არ წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

არც კინ­წუ­რაშ­ვი­ლის წას­ვლით დამ­თავ­რე­ბუ­ლა მიეთ-მო­ე­თი. ხან ბორდ-ში იყო აყალ­მა­ყა­ლი, ხან შე­ნო­ბა­ში, ხან შე­ნო­ბის წინ. მი­ლი­ო­ნე­ბი მი­დი­ო­და და მი­დი­ო­და.

ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა, მარ­თლაც, აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მო­თხოვ­ნებს, ისევ და ისევ პი­როვ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ხარ­ჯზე, იქ­ნე­ბო­და ეს გოგი გვა­ხა­რი­ას, ეკა კვე­სი­ტა­ძი­სა თუ დათო პა­ი­ჭა­ძის გა­და­ცე­მე­ბი და იგი­ვე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. თუმ­ცა, ამ გა­და­ცე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, არხზე იყო გა­და­ცე­მე­ბი, არა­ნა­ირ მო­თხოვ­ნებს რომ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და - არც პრო­ფე­სი­ულს, არც კო­მერ­ცი­ულს, არც ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებ­და, არც არა­ვის. აინ­ტე­რე­სებ­დათ მხო­ლოდ მათ, ვინც იმ იდო­ტო­ბე­ბის კე­თე­ბა­ში კაი მსუ­ქან ხელ­ფასს იღებ­და და და­ნე­ბივ­რობ­და. რა იყო ეს? ნა­ცი­ო­ნა­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ? არა­ნა­ი­რად, თუ მათ არა­ვინ უყუ­რებ­და? ეს უფრო იმ ვა­იპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სათ­ბურს ჰგავ­და, რომ­ლე­ბიც სხვა, პო­ლი­ტი­კის წარმ­მარ­თველ არ­ხებ­ზე ვერ ივარ­გებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც უნდა შე­ე­ნა­ხათ. ინა­ხავ­დნენ კი­დეც.

შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ახლა ახალ­მა მო­ი­წა­დი­ნა სხვე­ბის შე­ნახ­ვა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რყე­ვამ ტე­ლე­პო­ლი­გონ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო, რომ საზ­მა­უ­წყე­ბე­ლი შტურ­მის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბო­და, რომ დღეს და ხვალ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აღარ დას­ჭი­დე­ბო­და ის "მე­ცხრე არხი", რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სჭირ­დე­ბო­და. გა­მოთ­ქვა კი­დეც მო­საზ­რე­ბა, რომ საზ­მა­უ­წყე­ბე­ლი და "მე­ცხრე არხი" და­ე­ქორ­წი­ნე­ბი­ნათ. "მე­ცხრე არხს" მზით­ვად აპა­რა­ტუ­რა­საც ატან­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად მიხ­ვდა, რაც მოხ­დე­ბო­და - და­ხუ­რუ­ლი "მე­ცხრე არ­ხის" კად­რე­ბი მა­ყარ­ში გა­მოყ­ვე­ბოდ­ნენ ამ მზითვს და, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წევ­და ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ხის შე­ნახ­ვა. ეს გეგ­მა ჩა­ვარ­და. იე­რი­შებ­მა უკვე პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სახე მი­ი­ღო. გია ჭან­ტუ­რია გა­დად­გა. შემ­დეგ არხი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უდიპ­ლო­მო­ბის სკან­დალს შე­ე­წი­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის აქ­ტივ­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო, რაც ევ­რო­პულ დას­კვნებ­ში აი­სა­ხა, სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სას მოხ­და გა­უ­გო­ნა­რი რამ - სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის "ლა­ივ­ში" გაშ­ვე­ბა მხო­ლოდ საზ­მა­უ­წყე­ბელ­მა მო­ა­ხერ­ხა. მოკ­ლედ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გა­უშ­ვეს. ამ ფაქ­ტმა ცხად­ყო, რომ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი არა­ვის აწყობ­და! შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე არ და­მე­თან­ხმოს ამა­ში, მაგ­რამ თუ აწყობ­დათ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ამ და­ბა­ლან­სე­ბულ გა­და­ცე­მებს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მე­გო­ბა­რი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებ­და თუ "ოც­ნე­ბის" ფა­ვო­რი­ტი რო­მე­ლი­მე "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი"? ჯერი ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­ზე მიდ­გა და ახლა ეკა კვე­სი­ტა­ძე და დათო პა­ი­ჭა­ძე გა­უშ­ვეს - გა­და­ცე­მე­ბი და­უ­ხუ­რეს. მა­ნამ­დე შე­იც­ვა­ლა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სკან­და­ლი მოჰ­ყვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, სოფო მო­სი­ძის Facebook-ის სტა­ტუსს.

რა პრო­ცეს­თან გვაქვს საქ­მე? "მე­ცხრე არხი" მზით­ვით არ ვინ­დო­მეთ და ხელ­ში უმ­ზით­ვოდ შეგ­ვრჩა - მა­ყა­რი მა­ინც გა­მო­ა­ყო­ლეს - არხი ნელ-ნელა იწ­მინ­დე­ბა ძვე­ლი კად­რე­ბის­გან და მათ "მე­ცხრე­არ­ხე­ლე­ბი" ენაც­ვლე­ბი­ან. ეკა კვე­სი­ტა­ძეს ბრა­ლი დას­დეს, მხა­რე ხარო და არხზე სხვა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მიჰ­ყავთ. თუნ­დაც მი­კერ­ძო­ე­ბულ რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ო­ნალს, თან მიჰ­ყვე­ბა მთე­ლი ლაშ­ქა­რი და­ბალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბის, თა­ნაც მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბის - ანუ ახლა ისი­ნი უნდა შე­ვი­ნა­ხოთ.

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­წე­ულ ამაგს უფა­სებს, მერე რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ხარ­ჯზე ხდე­ბა, და მერე რა, რომ საზ­მაუ კი­დევ და­მა­ტე­ბით 4 მი­ლი­ონს ითხოვს ბი­უ­ჯე­ტი­დან და ეს ფული ჩვე­ნი ჯი­ბი­და­ნაა გა­და­სახ­დე­ლი. საზ­მა­უ­წყე­ბე­ლი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში დგე­ბა და თან არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ფორ­მით - ქვეყ­ნის წამ­ყვან ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვი­თომ­ცდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნით, უშ­ვე­ბენ არ­ხი­დან. ამაზ­რზე­ნია იმის მოს­მე­ნა, თუ რო­გორ სა­უბ­რობს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი მუჭა ნა­წი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ის ნა­წი­ლია, ვინც 41 შე­მო­ხა­ზა, თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, ვინც შარ­შან 41 შე­მო­ხა­ზა, ახლა რა ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს ციფ­რი 41, და მე­ო­რეც - რას ეუბ­ნე­ბი­ან ან იმას, ვინც 5 შე­მო­ხა­ზა, ან იმას, ვინც სა­ერ­თოდ არ მი­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე? სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ არი­ან? რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­და მოკ­ვე­თა? ან რო­დის გა­ვუ­ფორ­მეთ ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს და კორ­კო­ტას მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი, ყველ­გან რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ? ან მა­შინ რა გუ­ნე­ბა­ზე უნდა დად­გე, როცა უყუ­რებ ხალ­ხს, რო­მელ­საც "თხა და გი­გოს" მერე რომ არა­ფე­რი აქვს წა­კი­თხუ­ლი და კვე­სი­ტა­ძე­სა და პა­ი­ჭა­ძეს უვი­ცე­ბად იხ­სე­ნი­ებს? ან მა­შინ, როცა ფუ­ნას ეს­ვრი­ან საზ­მა­უ­წყე­ბელს? ან ეს ცრუ­ე­პა­ტა­ჟი რის სიმპტო­მია და მერე კი­დევ ვინ ის­ვრის ამ ფუ­ნას, რას ეს­ვრის და რაც მთა­ვა­რია - რა­ტომ? ან ვინ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე, ვინ არი­ან და რას უნდა ვე­ლო­დეთ მათ­გან?

სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ემ­ზარ გო­გუ­ა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტურ აქ­ტივ­ში "სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბა (1985-1990 წწ.) და გა­ზეთ "ერის" სტი­ლისტ-ლიტ­მუ­შა­კო­ბაა (1992-2002 წწ.). ამ გა­მოც­დი­ლე­ბით ვა­პი­რებთ არ­ხის აღორ­ძი­ნე­ბას? გენ­დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეა, ის თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სწო­რედ საზ­მა­უს რე­ფორ­მებს შე­ე­წი­რა - 2004 წელს გა­უშ­ვეს. მა­ნამ­დე კი - 1998-2000 წლებ­ში რე­დაქ­ტო­რობ­და ას­ლან აბა­ში­ძის და­ფი­ნან­სე­ბულ გა­ზეთს "ახა­ლი ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი", რო­მელ­მაც 2 წე­ლიც ვერ იარ­სე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად გვა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბი­სა. მა­შინ ვერ უპა­სუ­ხა მის­მა ნაღ­ვაწ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს და ახლა რა­ტომ გვგო­ნია, რომ სუ­პე­რრე­ი­ტინ­გულ არხს გაგ­ვი­კე­თებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს რომ უპა­სუ­ხებს?

ამ­დე­ნი სკან­და­ლის შემ­დეგ, ისევ გა­აქ­ტი­ურ­და სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ერ­თოდ გა­სა­უქ­მე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი. საპრლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან ეს პო­ზი­ცია ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ გა­ახ­მო­ვა­ნა Facebook-ში ("საზ­მა­უს და­ხურ­ვის მომ­ხრე ვარ, დიახ, სა­ერ­თოდ უნდა დავ­ხუ­როთ, რად­გა­ნაც წურ­ბე­ლე­ბად იქ­ცნენ და ვერა და ვერ გახ­დნენ მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი და ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი. იქ დღე­საც მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ნა­ცე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მან­ქურ­თე­ბი და ათას­გვარ ინ­ტრი­გებს ხლარ­თა­ვენ. ჩვნ კი მათ ხელ­ფა­სებს ვუხ­დით"). საზ­მა­უს და­ხურ­ვის მო­თხოვ­ნას სხვა პი­რე­ბის გვერ­დებ­ზეც ნა­ხავ­დით ნაც-ქო­ცო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ შე­მოდ­გო­მით გა­მო­ვი­და. მას მი­აჩ­ნდა, რომ "საზ­მო" - უნდა გა­უქ­მდეს და არ უნდა ფი­ნანსდე­ბო­დეს ხალ­ხის მიერ, რომ ქო­ნე­ბა და ლი­ცენ­ზია უნდა გა­ი­ყი­დოს ძა­ლი­ან ძვი­რად და მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დეს ხალ­ხს! "თუ არ გა­უქ­მდე­ბა", მა­შინ პირ­ვე­ლი: უნდა შე­იქ­მნას ისე­თი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას მი­ა­ნი­ჭებს. - მე­ო­რე: ნე­ბის­მი­ერ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს ტე­ლე­ვი­ზია ისევ მთავ­რო­ბის ჯი­ბის ტე­ლე­ვი­ზია იქ­ნე­ბა! ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი­ვით არის ამ არ­ხე­ბის მო­მა­ვა­ლი - იქ გა­მოჩ­ნდე­ბა, რე­ა­ლუ­რად, რა სა­ხის მთავ­რო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლომ", - წერ­და მა­შინ ყან­დი­აშ­ვი­ლი; დღეს კი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებს კონ­ტროლს საზ­მა­უ­ში.

რა ხდე­ბა? ამ კი­თხვის ად­რე­სა­ტი მხო­ლოდ კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი არაა. ად­რე­სა­ტი ყვე­ლაა - დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად: წინა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მარ­თლაც­და, გვინ­და ეს ტე­ლე­ვი­ზია? კი­დევ რამ­დე­ნი წელი უნდა ვი­ხა­დოთ ჯი­უ­ტად ამ არ­ხის­თვის ფული? ერთი ანეკ­დო­ტის არ იყოს, ხო ხე­დავთ რომ გვწყენს? ხომ ხე­დავთ რომ და­წყევ­ლი­ლია?

რეზო შა­ტა­კიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა

დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა

თეატრალური ლეგენდის თანახმად, მსახიობებისგან გულმოკლულმა კოტე მარჯანიშვილმა, წასვლისას, დღეს უკვე მისი სახელობის თეატრი დაწყევლა. არ ვიცი, ვინ დაწყევლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ რაღაც რომ სჭირს, ფაქტია. ეს არხი, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პირუთვნელად აშუქებდეს, რაც თავი მახსოვს, თვითონაა გასაშუქებელი. მოვლენების ეპიცენტრში კი არაა, თავადაა ეპიცენტრი.

ეს ეპოპეა 90-იანი წლებიდან დაიწყო, ტელევიზიის კიბეებიდან, პროტესტის ადრესატი მაშინ ზვიად გამსახურდია იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ხელისუფლება ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ხმაური და მძვინვარება არ მოკლებია იქაურობას. ყველა ხელისუფალი სათავისოდ ცდილობდა ამ არხისთვის აღვირის ამოდებას, ცდილობდა რა, წარმატებით ახერხებდა კიდეც, მაგრამ მოახერხეს რა? თავი მოგვაბეზრეს თავიანთი შიდაპრობლემებით, შიდადაპირისპირებებით. ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება არხი, რომელიც ჩვენ არ გვემსახურება, ლამის, მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის ემსახურება - ფაქტია, მოსახლეობა არ იყენებს მათ მომსახურებას და სხვა არხებს უყურებს - ამას მოწმობს რეიტინგები, მარტო ბოლოდროინდელი კი არა, საერთოდ მთელი ამ წლების. ამ არხზე გადაცემების უმეტესობა იმდენად დაბალრეიტინგულია, ვგონებ, ზოგ ტელეწამყვანს საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ უყურებენ.

ამ არხის ბოლო 20 წლის ისტორიას რომ ჩაუღრმავდე, ტვინი აგეთქვიფება, ბერძნულ მითოლოგიაში უფრო იოლად გაერკვევი, ვიდრე ამ ტელევიზიის ამბებში. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა წმინდა პოლიტიკური და პოლიტიკურად მოტივირებული პროფესიული კონფლიქტები. საბჭოთა პროპაგანდის მანქანამ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ისე დაიწყო ბრძოლა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ეგიდით, გეგონება, რამდენიმე თვის უკან იგივე ჟურნალისტები, წამყვანები მუხლჩაუხრელად არ აშუქებდნენ ცეკას სხდომებსა თუ ჩაის კრეფას. ტელევიზია ორად გაიხლიჩა - ოპოზიცია "შუშის სასახლეში" გამაგრდა, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერმა დიქტორებმა ავტობუსიდან გააგრძელეს მაუწყებლობა, მაგრამ სულ მოკლე ხანში, ბურთი და მოედანი პუტჩის იდეოლოგ ჟურნალისტებს დარჩათ. ახალი ხელისუფლების დიქტატი უკვე აღარ გაუპროტესტებიათ - თავადაც ამ ახალ ძალაში მოიაზრებდნენ თავს. პრაქტიკულად, წმინდა სამთავრობო არხად ჩამოყალიბდნენ და ასეც აგრძელებდნენ საქმიანობას წლების მანძილზე. მონასტერი მოგვიანებით აირია, როდესაც აუცილებელი გახდა ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - სამთავრობო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლობად ქცევა. მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების პატივი წილად გამოცდილ "ტელევიზიონშიკ" ზაზა შენგელიას ხვდა, თუმცა რამდენად იყო ეს პატივი, ძნელი სათქმელია - ტელევიზიიდან კადრები უნდა გაეშვა, აქედან დაიწყო აყალმაყალი, სკანდალები, მძაფრი დაპირისპირებები, წასვლა არავის უნდოდა, არადა, ვიღაც აუცილებლად უნდა წასულიყო. ბევრი, მართლაც, ისეთი წავიდა, ვინც არ უნდა წასულიყო - იმიტომ, რომ ვინც წასვლას იმსახურებდა, პატრონები გამოუჩნდა "ზემოთ". ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად წარიმართა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში ამორტიზირებული შენობის გაყიდვისა და ამ ფულით სხვა ადგილზე ახალი შენობის აგების საკითხი დადგა, ახლა ამაზე ატყდა სკანდალი. ამორტიზირებული შენობა, ლამის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, სიმბოლოდ გამოაცხადეს, ალაპარაკდნენ მის დიად წარსულზე, არადა, მართლაც გაუგებარი იყო, რომელ წარსულზე ლაპარაკობდნენ - საბჭოთა პროპაგანდის წარსულზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ძმათამკვლელ ომში და დვრიტად დაედო სამოქალაქო დაპირისპირებას? ან არქიტექტურულად რა ფასეულობას წარმოადგენდა ეს "აკვარიუმი"?

მოკლედ, ეს პროექტი ჩავარდა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბჭოთა ისტორიის კედლებში დაიდო ბინა. ამავე კედლებში, უკვე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სავლეს პავლედ გადაქცევა გაიხსენა, ცხადია, კონკრეტული ჟურნალისტის კონტექსტში, მაგრამ თვითონ საბჭოთა ისტორიით დამძიმებული ტელევიზია - სავლე რომ პავლედ - საზოგადოებრივ მაუწყებლად ვერ იქცა, უკვე ფაქტია. ან რატომ გვქონდა იმედი, რომ უწყებრივი კუდი გასწორდებოდა და მთავრობების მსახურებისგან დახლართული კირჩხიბი დაიწყებდა მართლადსვლას? სამთავრობო არხმა ინერციით გააგრძელა სამთავრობო არხად ფუნქციონირება, მცირედი ცვლილებებით - თუ ადრე პირდაპირ, ლეგალურად კონტროლდებოდა, ახლა კონტროლმა ირიბი სახე მიიღო, შეიფუთა, შეინიღბა და რაც მთავარია, ჩვენი ჯიბიდან დასაფინანსებელი იყო კვლავაც. სკანდალებით კი კვლავაც გვამარაგებდა, კვლავაც პოლიტიკურ ძალთა შერკინების ასპარეზი იყო. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად შეღერებულმა ოპოზიციამ მანამ არ დაიცხრო ვნებები, სანამ თამარ კინწურაშვილი არ წავიდა თანამდებობიდან.

არც კინწურაშვილის წასვლით დამთავრებულა მიეთ-მოეთი. ხან ბორდ-ში იყო აყალმაყალი, ხან შენობაში, ხან შენობის წინ. მილიონები მიდიოდა და მიდიოდა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რამდენიმე გადაცემა, მართლაც, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ისევ და ისევ პიროვნული პროფესიონალიზმის ხარჯზე, იქნებოდა ეს გოგი გვახარიას, ეკა კვესიტაძისა თუ დათო პაიჭაძის გადაცემები და იგივე დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვებები. თუმცა, ამ გადაცემების პარალელურად, არხზე იყო გადაცემები, არანაირ მოთხოვნებს რომ არ აკმაყოფილებდა - არც პროფესიულს, არც კომერციულს, არც ხალხს აინტერესებდა, არც არავის. აინტერესებდათ მხოლოდ მათ, ვინც იმ იდოტობების კეთებაში კაი მსუქან ხელფასს იღებდა და დანებივრობდა. რა იყო ეს? ნაციონალებს ემსახურებოდნენ? არანაირად, თუ მათ არავინ უყურებდა? ეს უფრო იმ ვაიპროფესიონალების სათბურს ჰგავდა, რომლებიც სხვა, პოლიტიკის წარმმართველ არხებზე ვერ ივარგებდნენ, მაგრამ მაინც უნდა შეენახათ. ინახავდნენ კიდეც.

შეიცვალა ხელისუფლება და ახლა ახალმა მოიწადინა სხვების შენახვა. არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო რყევამ ტელეპოლიგონზე გადაინაცვლა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ საზმაუწყებელი შტურმის ობიექტი გახდებოდა, რომ დღეს და ხვალ ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭიდებოდა ის "მეცხრე არხი", რომელიც არჩევნებამდე სჭირდებოდა. გამოთქვა კიდეც მოსაზრება, რომ საზმაუწყებელი და "მეცხრე არხი" დაექორწინებინათ. "მეცხრე არხს" მზითვად აპარატურასაც ატანდა, მაგრამ საზოგადოება კარგად მიხვდა, რაც მოხდებოდა - დახურული "მეცხრე არხის" კადრები მაყარში გამოყვებოდნენ ამ მზითვს და, პრაქტიკულად, საზოგადოებას მოუწევდა ივანიშვილის არხის შენახვა. ეს გეგმა ჩავარდა. იერიშებმა უკვე პერსონიფიცირებული სახე მიიღო. გია ჭანტურია გადადგა. შემდეგ არხი დაატოვებინეს საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს, რომელიც თეა წულუკიანის უდიპლომობის სკანდალს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენიშვილის აქტივში დაბალანსებული გადაცემები იყო, რაც ევროპულ დასკვნებში აისახა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას მოხდა გაუგონარი რამ - საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე ამბების "ლაივში" გაშვება მხოლოდ საზმაუწყებელმა მოახერხა. მოკლედ, ბერძენიშვილი გაუშვეს. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ დაბალანსებული გადაცემები არავის აწყობდა! შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს ამაში, მაგრამ თუ აწყობდათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამ დაბალანსებულ გადაცემებს ნაციონალების მეგობარი ბერძენიშვილი გააკეთებდა თუ "ოცნების" ფავორიტი რომელიმე "ტელევიზიონშიკი"? ჯერი ტელეწამყვანებზე მიდგა და ახლა ეკა კვესიტაძე და დათო პაიჭაძე გაუშვეს - გადაცემები დაუხურეს. მანამდე შეიცვალა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, სკანდალი მოჰყვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სოფო მოსიძის Facebook-ის სტატუსს.

რა პროცესთან გვაქვს საქმე? "მეცხრე არხი" მზითვით არ ვინდომეთ და ხელში უმზითვოდ შეგვრჩა - მაყარი მაინც გამოაყოლეს - არხი ნელ-ნელა იწმინდება ძველი კადრებისგან და მათ "მეცხრეარხელები" ენაცვლებიან. ეკა კვესიტაძეს ბრალი დასდეს, მხარე ხარო და არხზე სხვა მიკერძოებული ჟურნალისტები მიჰყავთ. თუნდაც მიკერძოებულ რამდენიმე პროფესიონალს, თან მიჰყვება მთელი ლაშქარი დაბალკვალიფიციურების, თანაც მიკერძოებულების - ანუ ახლა ისინი უნდა შევინახოთ.

დღევანდელი ხელისუფლება მათ არჩევნებამდე გაწეულ ამაგს უფასებს, მერე რა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე ხდება, და მერე რა, რომ საზმაუ კიდევ დამატებით 4 მილიონს ითხოვს ბიუჯეტიდან და ეს ფული ჩვენი ჯიბიდანაა გადასახდელი. საზმაუწყებელი ახალი ხელისუფლების სამსახურში დგება და თან არცთუ სასიამოვნო ფორმით - ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს, ვითომცდა საზოგადოების მოთხოვნით, უშვებენ არხიდან. ამაზრზენია იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობს მთელი საზოგადოების სახელით საზოგადოების ერთი მუჭა ნაწილი. სავარაუდოდ, ეს ის ნაწილია, ვინც 41 შემოხაზა, თუმცა საკითხავია, ვინც შარშან 41 შემოხაზა, ახლა რა ხასიათზე აყენებს ციფრი 41, და მეორეც - რას ეუბნებიან ან იმას, ვინც 5 შემოხაზა, ან იმას, ვინც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე? საზოგადოებაში აღარ არიან? როდის განხორციელდა მოკვეთა? ან როდის გავუფორმეთ ირაკლი კაკაბაძეს და კორკოტას მინდობილობები, ყველგან რომ ჩვენი სახელით ლაპარაკობენ? ან მაშინ რა გუნებაზე უნდა დადგე, როცა უყურებ ხალხს, რომელსაც "თხა და გიგოს" მერე რომ არაფერი აქვს წაკითხული და კვესიტაძესა და პაიჭაძეს უვიცებად იხსენიებს? ან მაშინ, როცა ფუნას ესვრიან საზმაუწყებელს? ან ეს ცრუეპატაჟი რის სიმპტომია და მერე კიდევ ვინ ისვრის ამ ფუნას, რას ესვრის და რაც მთავარია - რატომ? ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს დღეს საზოგადოებრივ არხზე, ვინ არიან და რას უნდა ველოდეთ მათგან?

სამეურვეო საბჭოს ემზარ გოგუაძე ხელმძღვანელობს, რომლის ჟურნალისტურ აქტივში "სახალხო განათლების" კორესპონდენტობა (1985-1990 წწ.) და გაზეთ "ერის" სტილისტ-ლიტმუშაკობაა (1992-2002 წწ.). ამ გამოცდილებით ვაპირებთ არხის აღორძინებას? გენდირექტორი თამაზ ტყემალაძეა, ის თამაზ ტყემალაძე, რომელიც სწორედ საზმაუს რეფორმებს შეეწირა - 2004 წელს გაუშვეს. მანამდე კი - 1998-2000 წლებში რედაქტორობდა ასლან აბაშიძის დაფინანსებულ გაზეთს "ახალი ქართული გაზეთი", რომელმაც 2 წელიც ვერ იარსება, მიუხედავად გვარიანი დაფინანსებისა. მაშინ ვერ უპასუხა მისმა ნაღვაწმა საზოგადოების მოთხოვნებს და ახლა რატომ გვგონია, რომ სუპერრეიტინგულ არხს გაგვიკეთებს, საზოგადოების მოთხოვნებს რომ უპასუხებს?

ამდენი სკანდალის შემდეგ, ისევ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ საერთოდ გასაუქმებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი. საპრლამენტო უმრავლესობიდან ეს პოზიცია ზვიად კვაჭანტირაძემ გაახმოვანა Facebook-ში ("საზმაუს დახურვის მომხრე ვარ, დიახ, საერთოდ უნდა დავხუროთ, რადგანაც წურბელებად იქცნენ და ვერა და ვერ გახდნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები. იქ დღესაც მოკალათებულები არიან ნაცების ხელისუფლების მანქურთები და ათასგვარ ინტრიგებს ხლართავენ. ჩვნ კი მათ ხელფასებს ვუხდით"). საზმაუს დახურვის მოთხოვნას სხვა პირების გვერდებზეც ნახავდით ნაც-ქოცობის მიუხედავად.

ამ ინიციატივით კოკა ყანდიაშვილი ჯერ კიდევ შემოდგომით გამოვიდა. მას მიაჩნდა, რომ "საზმო" - უნდა გაუქმდეს და არ უნდა ფინანსდებოდეს ხალხის მიერ, რომ ქონება და ლიცენზია უნდა გაიყიდოს ძალიან ძვირად და მიღებული თანხა მოხმარდეს ხალხს! "თუ არ გაუქმდება", მაშინ პირველი: უნდა შეიქმნას ისეთი კანონი, რომელიც სრული დამოუკიდებლობის გარანტიას მიანიჭებს. - მეორე: ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ეს ტელევიზია ისევ მთავრობის ჯიბის ტელევიზია იქნება! ლაკმუსის ქაღალდივით არის ამ არხების მომავალი - იქ გამოჩნდება, რეალურად, რა სახის მთავრობა მიიღო საქართველომ", - წერდა მაშინ ყანდიაშვილი; დღეს კი, ნაციონალების განცხადებით, სწორედ კოკა ყანდიაშვილი ახორციელებს კონტროლს საზმაუში.

რა ხდება? ამ კითხვის ადრესატი მხოლოდ კოკა ყანდიაშვილი არაა. ადრესატი ყველაა - დიდიან-პატარიანად: წინა და ახალი ხელისუფლება, საზოგადოება. მართლაცდა, გვინდა ეს ტელევიზია? კიდევ რამდენი წელი უნდა ვიხადოთ ჯიუტად ამ არხისთვის ფული? ერთი ანეკდოტის არ იყოს, ხო ხედავთ რომ გვწყენს? ხომ ხედავთ რომ დაწყევლილია?

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები