ბენზინისგან განსხვავებით, დიზელზე ფასები მცირდება. ნავთობიმპორტიორების ნაწილმა დიზელი 5-დან 7-თეთრამდე გააიაფა. "სოკარის" 105-ივე ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც სრულიად საქართველოს მოიცავს, დიზელის ფასი 1,90 ლარამდე შემცირდა, რაც თხუთმეტ თეთრიანი კლების ტოლფასია.
"ფინასნური და ეკონომოკური ასპექტიდან გამომდინარე, ფასის ასეთ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება საკმაოდ რთულია კომპანიისათვის, მაგრამ ვინაიდან ქვეყანაში არის საშემოდგომო ხვნა-თესვის პერიოდი, კახეთსა და დანარჩენ საქართველოში დაიწყო და მიმდინარეობს რთველი, შესაბამისად საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნილება დიზელის საწვავზე მოსახლეობის მხრიდან. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით და ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" ამ ეტაპზე მაქსიმალურად დაწია ფასი დიზელის საწვავზე",-აცხადებენ ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში”.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" განზრახული აქვს, აღნიშნული ფასი დიზელის საწვავზე შეინარჩუნოს მთელი შემოდგომის განმავლობაში, რაც მომხმარებელს სერიოზული დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9