ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ღმერთს მართლმადიდებლობას ამოფარებული ადამიანებისგან დაცვას სთხოვს. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ამიერიდან აღარ გავბრაზდები. აღარ ჩამაგდებს თქვენი ბოროტება და უმადურობა აგრესიაში. აღარ მომინდება მადლიერება გამოხატოთ ჩემს მიმართ. ვისაც სურვილი ექნება შეუძლია გამლანძღოს, წამაქციოს, ცილი დამწამოს და ათასგვარი სიბინძურე მომიგონოს, მე თქვენ ღიმილით შეგხვდებით, გული სითბოთი მექნება სავსე, მეორე ლოყას მოგიშვერთ, უფრო ძლიერად რომ დამარტყათ. თქვენი "ხელშეწყობით" მე დავეცი. მიუხედავად თქვენი დაუნდობლობისა და სისასტიკისა, მაინც ლაღი ვიქნები, ბედნიერი და იმედიანი, იმიტომ, რომ დაცემულს ღმერთი ყოველთვის ააყენებს. ღმერთო, მიხსენი მართლმადიდებლობას ამოფარებული ეშმაკებისგან, რომელიც მრავლად არიან საქართველოში", - წერს ჯაჯანიძე.