სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა
ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა

25 სექ­ტემ­ბერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სე­ზონს დან­გრე­უ­ლი სტუ­დი­ი­დან ხსნის. ეთერ­ში ვნა­ხავთ სტუ­დი­ის რე­მონტს, მუ­შებს, სტუმ­რებს სა­რე­მონ­ტო ხელ­სა­წყო­ე­ბით და პი­რა­დი ამ­ბე­ბით, ნა­ნუ­კას ლაკო ბუ­კი­ას მა­ი­სუ­რით. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ამ სე­ზონ­ზე სწო­რედ ეს დი­ზა­ი­ნე­რი ჩა­აც­მევს ტე­ლე­წამ­ყვანს. ჟურ­ნა­ლის­ტმა ინ­ტერ­ვი­უ­ში იხუმ­რა, თუ გა­და­ცე­მის თემა შე­მო­მაკ­ლდა, უც­ნა­ურ ჩაც­მუ­ლო­ბა­საც მო­ვიშ­ვე­ლი­ე­ბო.

- ნა­ნუ­კა, შვე­ბუ­ლე­ბა რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე?

- მინ­დო­და, მა­რი­ამ­სა და სა­ბა­ზე თა­ნაბ­რად გა­და­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა ჩემი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, თუმ­ცა ისე გა­მო­ვი­და, რომ უფრო მეტი დრო მა­რი­ამ­სა და ირაკ­ლის და­ვუთ­მე. მა­რი­ამს ფრე­ნის ეში­ნია, მოკ­ლე რე­ი­სებ­ზე ძლივს დაფ­რი­ნავს, ამი­ტომ ჩავფრინ­დით ვე­ნა­ში და შე­ვე­ცა­დე, მა­რი­ა­მის­თვის ახლო ქა­ლა­ქე­ბი მან­ქა­ნით მე­ნახ­ვე­ბი­ნა. ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, მას­თან ერ­თად ვნა­ხო პრა­ღა, გერ­მა­ნი­ის პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი, შვე­ი­ცა­რი­ა­შიც ვი­ყა­ვით.

- მე­გო­ნა, ირაკ­ლის­თან მარ­ტო წახ­ვი­დო­დი.

- რა­ტომ?

- დიდი ხანი იყა­ვით ცალ-ცალ­კე...

- არც ისე, თვე­ში ორ­ჯერ მა­ინც ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს.

- სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა შენ ირაკ­ლის­თან იყა­ვი, თბი­ლის­ში მო­რი­გი ჭორი გავ­რცელ­და, რომ ქმარს და­შორ­დი...

- მე­რამ­დე­ნედ? არ­ჩევ­ნე­ბის მერე რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რცელ­და ეს ჭორი. მე ვიცი ერთი გოგო, ვის გა­მოც თურ­მე ირაკ­ლის დავ­შორ­დი, მე­ო­რე გო­გოც ვიცი, რო­მელ­საც ასე­ვე და­აბ­რა­ლეს ჩვე­ნი და­შო­რე­ბა. მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს ვადა გას­დის. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ტი­ლე­რი­ას მა­გო­ნებს, რომ აღარ და­ამ­თავ­რეს სი­ცი­ლი ამ თე­მა­ზე, იმ­დენ­ჯერ გა­ავ­რცე­ლეს ეს ჭორი... ხომ იცი, მგე­ლი მგე­ლიო, და მგო­ნი, მარ­თლა დავ­შორ­დე­ბი, თუ თავს არ და­მა­ნე­ბე­ბენ (იცი­ნის).

- შენ და ირაკ­ლიმ რო­გორ გა­ა­ტა­რეთ ეს ზა­ფხუ­ლი?

- 6-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კარ­გია, როცა გე­ნატ­რე­ბა, უნდა გა­ეპ­რან­ჭო. ოჯა­ხუ­რად გა­ვა­ტა­რეთ დრო, ტუ­რის­ტუ­ლად, ქა­ლა­ქე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით. ეს არ იყო მოგ­ზა­უ­რო­ბა-შო­პინ­გი, ამ დღე­ებს სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და.

- ირაკ­ლი არ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- ალ­ბათ ჯერ არ დად­გა ამის დრო. რომ ჩა­მო­ვი­დეს, რა გა­ა­კე­თოს?! ის არ და­კავ­დე­ბა ბიზ­ნე­სით.

- ასე შო­რი­შორს ყოფ­ნა არ გი­ჭირთ?

- არა. ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რო­მე­ლიც წაგ­ვეხ­მა­რა კი­დეც.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შეჩ­ვე­ვის პე­რი­ო­დი რომ იწყე­ბო­და, ახა­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტუ­ლი დრო დად­გა. ექ­ვსწლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ რა­ღა­ცებს ეჩ­ვე­ვი, ინერ­ცი­ით აკე­თებ იმას, რაც მას მოს­წონს, ზოგი სა­დილს უმ­ზა­დებს, ზოგი პე­რანგს უუ­თო­ებს, გა­აჩ­ნია, ვის რო­გო­რი ცოლ­ქმრო­ბა აქვს.

- ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ინც არ უნდა იყო, გყავს ქმა­რი, რო­მელ­ზეც ამ ეტაპ­ზე არ ზრუ­ნავ...

- თუ ზრუნ­ვას და­ვარ­ქმევთ კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით ზრუნ­ვას, პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბას, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას, ასე არც არას­დროს ვზრუ­ნავ­დი. მე და ირაკ­ლის ასე­თი ცოლ­ქმრო­ბა არც გვქო­ნია. მას მოს­წონ­და ისე­თი ნა­ნუ­კა, რო­გო­რიც ახლა ვარ. თუ მი­ნუს ათი კილო ვიქ­ნე­ბი, სულ გა­გიჟ­დე­ბა სი­ხა­რუ­ლის­გან (იღი­მე­ბა).

- მი­ნუს 10 კი­ლოგ­რამ­ზე გა­მახ­სენ­და, მთე­ლი ზა­ფხუ­ლია დი­ე­ტას იცავ. რამ­დე­ნი კილო და­ი­კე­ლი და რო­გორ ხარ?

- ენის ქვეშ "კორ­სი­ზით" დავ­დი­ვარ. თუმ­ცა, არა მგო­ნია, ეს შიმ­ში­ლის ბრა­ლი იყოს. მეც ხომ მაქვს გული, ჩემი გუ­ლიც ფრი­ა­ლებს (იცი­ნის). "რუს­თა­ვი 2" -ში მოს­ვლი­დან 16 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი და გავ­ჩერ­დი, მეტს ვე­ღარ ვიკ­ლებ. 2 კგ მო­ვი­მა­ტე.

- წინა სე­ზო­ნის ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ გა­და­ცე­მა­ზე მინ­და გკი­თხო, რო­მელ­შიც პრე­ზი­დენტს უმას­პინ­ძლე. არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ამ­ბობ­დნენ, ნა­ნუ­კამ მი­შას ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა "გა­უპ­რა­ვაო" .

- ჩემს გა­და­ცე­მა­ში ნე­გა­ტი­უ­რად არა­ვის­ზე არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. პრე­ცე­დენტს ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ, თუ არ ჩავ­თვლით ფადი ას­ლის, ისიც ჩემ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით მოხ­და. ამი­ტომ მიყ­ვარს ჩემი გა­და­ცე­მა, ყვე­ლა­ში პო­ზი­ტივს ვე­ძებ. თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დამ­თან­ხმდე­ბა, მა­საც ასე­თი­ვე გა­და­ცე­მას გა­ვუ­კე­თებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა

ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა

25 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანი სეზონს დანგრეული სტუდიიდან ხსნის. ეთერში ვნახავთ სტუდიის რემონტს, მუშებს, სტუმრებს სარემონტო ხელსაწყოებით და პირადი ამბებით, ნანუკას ლაკო ბუკიას მაისურით. როგორც გავარკვიეთ, ამ სეზონზე სწორედ ეს დიზაინერი ჩააცმევს ტელეწამყვანს. ჟურნალისტმა ინტერვიუში იხუმრა, თუ გადაცემის თემა შემომაკლდა, უცნაურ ჩაცმულობასაც მოვიშველიებო.

- ნანუკა, შვებულება როგორ გამოიყენე?

- მინდოდა, მარიამსა და საბაზე თანაბრად გადამენაწილებინა ჩემი დასვენების დღეები, თუმცა ისე გამოვიდა, რომ უფრო მეტი დრო მარიამსა და ირაკლის დავუთმე. მარიამს ფრენის ეშინია, მოკლე რეისებზე ძლივს დაფრინავს, ამიტომ ჩავფრინდით ვენაში და შევეცადე, მარიამისთვის ახლო ქალაქები მანქანით მენახვებინა. ალბათ იშვიათად მომეცემა საშუალება, მასთან ერთად ვნახო პრაღა, გერმანიის პატარა ქალაქები, შვეიცარიაშიც ვიყავით.

- მეგონა, ირაკლისთან მარტო წახვიდოდი.

- რატომ?

- დიდი ხანი იყავით ცალ-ცალკე...

- არც ისე, თვეში ორჯერ მაინც ვნახულობთ ერთმანეთს.

- სწორედ იმ პერიოდში, როცა შენ ირაკლისთან იყავი, თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა, რომ ქმარს დაშორდი...

- მერამდენედ? არჩევნების მერე რამდენჯერმე გავრცელდა ეს ჭორი. მე ვიცი ერთი გოგო, ვის გამოც თურმე ირაკლის დავშორდი, მეორე გოგოც ვიცი, რომელსაც ასევე დააბრალეს ჩვენი დაშორება. მგონია, რომ ყველაფერს ვადა გასდის. ეს ყველაფერი არტილერიას მაგონებს, რომ აღარ დაამთავრეს სიცილი ამ თემაზე, იმდენჯერ გაავრცელეს ეს ჭორი... ხომ იცი, მგელი მგელიო, და მგონი, მართლა დავშორდები, თუ თავს არ დამანებებენ (იცინის).

- შენ და ირაკლიმ როგორ გაატარეთ ეს ზაფხული?

- 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კარგია, როცა გენატრება, უნდა გაეპრანჭო. ოჯახურად გავატარეთ დრო, ტურისტულად, ქალაქების, მუზეუმების, ისტორიული ადგილების დათვალიერებით. ეს არ იყო მოგზაურობა-შოპინგი, ამ დღეებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.

- ირაკლი არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას?

- ალბათ ჯერ არ დადგა ამის დრო. რომ ჩამოვიდეს, რა გააკეთოს?! ის არ დაკავდება ბიზნესით.

- ასე შორიშორს ყოფნა არ გიჭირთ?

- არა. ჩვენი პირადი ურთიერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც წაგვეხმარა კიდეც.

- რას გულისხმობ?

- ჩვენს ცხოვრებაში შეჩვევის პერიოდი რომ იწყებოდა, ახალი ტემპერამენტული დრო დადგა. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რაღაცებს ეჩვევი, ინერციით აკეთებ იმას, რაც მას მოსწონს, ზოგი სადილს უმზადებს, ზოგი პერანგს უუთოებს, გააჩნია, ვის როგორი ცოლქმრობა აქვს.

- ცუდ სიტუაციაში მაინც არ უნდა იყო, გყავს ქმარი, რომელზეც ამ ეტაპზე არ ზრუნავ...

- თუ ზრუნვას დავარქმევთ კლასიკური გაგებით ზრუნვას, პერანგის დაუთოებას, სადილის მომზადებას, ასე არც არასდროს ვზრუნავდი. მე და ირაკლის ასეთი ცოლქმრობა არც გვქონია. მას მოსწონდა ისეთი ნანუკა, როგორიც ახლა ვარ. თუ მინუს ათი კილო ვიქნები, სულ გაგიჟდება სიხარულისგან (იღიმება).

- მინუს 10 კილოგრამზე გამახსენდა, მთელი ზაფხულია დიეტას იცავ. რამდენი კილო დაიკელი და როგორ ხარ?

- ენის ქვეშ "კორსიზით" დავდივარ. თუმცა, არა მგონია, ეს შიმშილის ბრალი იყოს. მეც ხომ მაქვს გული, ჩემი გულიც ფრიალებს (იცინის). "რუსთავი 2" -ში მოსვლიდან 16 კილოგრამი დავიკელი და გავჩერდი, მეტს ვეღარ ვიკლებ. 2 კგ მოვიმატე.

- წინა სეზონის ერთ-ერთ გახმაურებულ გადაცემაზე მინდა გკითხო, რომელშიც პრეზიდენტს უმასპინძლე. არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობდნენ, ნანუკამ მიშას ცხრაწლიანი მმართველობა "გაუპრავაო" .

- ჩემს გადაცემაში ნეგატიურად არავისზე არაფერი კეთდება. პრეცედენტს ვერ დამისახელებთ, თუ არ ჩავთვლით ფადი ასლის, ისიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ამიტომ მიყვარს ჩემი გადაცემა, ყველაში პოზიტივს ვეძებ. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში მონაწილეობაზე დამთანხმდება, მასაც ასეთივე გადაცემას გავუკეთებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები