პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა
ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და, თუმ­ცა ხში­რად ამა თუ იმ ასა­კის­თვის "შე­უ­ფე­რე­ბელ" ნა­წარ­მო­ე­ბებს ირ­ჩევ­და. დღე­საც აქ­ტი­ურ მკი­თხვე­ლად რჩე­ბა და ძი­ლის წინ სა­ა­მი­სოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი...

- ძა­ლი­ან კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და და მაქვს. ბევ­რი წიგ­ნი ჩა­ვა­ბა­რე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რად­გან სახ­ლში ვერ ვა­ტევ­დი. ახლა მეც და ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვართ ახა­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბით, რო­მე­ლიც უწინ სა­ერ­თოდ არ იყო. გა­ნა­კუთ­რე­ბით ბევრ წიგნს ვი­ძენ ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. ჩემი ბავ­შვო­ბი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი მაქვს ნო­დარ დუმ­ბა­ძის თხელყდი­ა­ნი ლექ­სე­ბის პა­ტა­რა წიგ­ნი - "გკოც­ნი შენი მა­ნა­ნა" , რო­მე­ლიც ჩემს გო­გო­ნა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამ წიგნს ჩემი ბავ­შვო­ბის სუნი ას­დის, ფურ­ცლებს ად­გილ-ად­გილ საჭ­მე­ლი აქვს დას­ხმუ­ლი. მას­ში შე­მა­ვა­ლი ლექ­სე­ბი სულ ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, წიგ­ნებს არას­წო­რად ვკი­თხუ­ლობ­დი. მახ­სოვს, ერთხელ ბა­ტო­ნე­ბი მქონ­და, მა­შინ 11-12 წლის ვიქ­ნე­ბო­დი და მი­ვა­დე­ქი ემილ ზო­ლას. დიდ­ხანს იცი­ნოდ­ნენ ამა­ზე, რად­გან წა­ვი­კი­თხე უზარ­მა­ზა­რი რო­მა­ნი "ნანა" და ბო­ლოს დე­დას ვკი­თხე, რით მოკ­ვდა ეს პერ­სო­ნა­ჟი.

- ვინ­მეს რჩე­ვით წა­ი­კი­თხეთ თუ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო?

- არ მახ­სოვს, უბ­რა­ლოდ, სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბევ­რი უნდა მე­კი­თხა და როცა ხელ­ში წიგ­ნი მე­კა­ვა, გარ­შე­მო ყვე­ლას უხა­რო­და. ეს დიდი დო­ზით ჩემი მხრი­დან მე­ტიჩ­რო­ბა იყო, პა­ტა­რა ასაკ­ში ასე წა­ვი­კი­თხე გოლ­ზუ­ორ­თი­სა და დრა­ი­ზე­რის ტო­მე­ბი. ახლა კი ვამ­ბობ, რომ ბევ­რი რამ არ მახ­სოვს, მაგ­რამ ის გან­მარ­ტო­ე­ბა და წიგ­ნის კი­თხვა თა­ვის კვალს მა­ინც ტო­ვებს და და­კარ­გულ დროდ არ მი­მაჩ­ნია.

- ბევ­რი ამ­ბობს, რომ წიგ­ნის კი­თხვის ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას ჰქონ­და, ზო­გიც სტუ­დენ­ტო­ბას ასა­ხე­ლებს...

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის პე­რი­ო­დი იყო. მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ბევ­რი უნდა გვე­კი­თხა და ასეც ვიქ­ცე­ო­დით. თან მა­შინ კი­თხვა მო­და­შიც იყო. ჟურ­ნალ­ში "ინას­ტრან­ნა­ია ლი­ტე­რა­ტუ­რა" , რო­მელ­საც "ინას­ტრან­კას" ვე­ძახ­დით, რო­მა­ნე­ბი გაგ­რძე­ლე­ბე­ბით იბეჭ­დე­ბო­და. იმ ფურ­ცლებს შემ­დეგ წიგ­ნე­ბად ვკინ­ძავ­დით და ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ბა­ტო­ნი მიშა დაგ­ვცი­ნო­და კი­დეც, თქვენ კი არ კი­თხუ­ლობთ, ნაგ­ვის ყუთი გაქვთ თავ­შიო. ალ­ბათ ნა­წი­ლობ­რივ მარ­თა­ლიც იყო, რად­გან ათას­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით გვე­ტე­ნე­ბო­და თავი და მერე ამა­ზე ვმსჯე­ლობ­დით და ვლა­პა­რა­კობ­დით.

- ბა­ტო­ნი მი­შას წიგ­ნებ­საც კი­თხუ­ლობ­დით?

- რა თქმა უნდა, მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის "სა­ნამ რე­პე­ტი­ცია და­ი­წყე­ბა" სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­ლდათ და ასე­თად დარ­ჩე­ბა. ისე­ვე, რო­გორც სტა­ნის­ლავ­სკის "ჩემი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში" . ეს წიგ­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბი­სათ­ვის "დედა ენაა", გამ­რავ­ლე­ბი­სა და "მენ­დე­ლე­ე­ვის ტა­ბუ­ლა" .

- წიგ­ნე­ბის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია...

- ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის დროს არ იყო. ამის კულ­ტუ­რა უფრო მე­ტად ბოლო წლებ­ში გაჩ­ნდა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. წიგ­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ჩუ­ქა­რია, ფა­სი­თაც და ისე­დაც ძვირ­ფა­სია. ჩემი შვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ვინ­მეს­თვის სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა გვინ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან სხვა დროს, წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობთ. ვფიქ­რობ, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა მო­და­შია და ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვე­ვა­ში გა­და­სუ­ლი მოდა ნამ­დვი­ლად კარ­გი ფაქ­ტია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა

ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა

მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ ბავშვობაში ბევრს კითხულობდა, თუმცა ხშირად ამა თუ იმ ასაკისთვის "შეუფერებელ" ნაწარმოებებს ირჩევდა. დღესაც აქტიურ მკითხველად რჩება და ძილის წინ საამისოდ სპეციალური დრო აქვს გამოყოფილი...

- ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და მაქვს. ბევრი წიგნი ჩავაბარე ბიბლიოთეკაში, რადგან სახლში ვერ ვატევდი. ახლა მეც და ჩემ გარშემო ყველა აღტაცებული ვართ ახალი ქართული თარგმანებით, რომელიც უწინ საერთოდ არ იყო. განაკუთრებით ბევრ წიგნს ვიძენ ბავშვებისათვის. ჩემი ბავშვობიდან შემორჩენილი მაქვს ნოდარ დუმბაძის თხელყდიანი ლექსების პატარა წიგნი - "გკოცნი შენი მანანა" , რომელიც ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს. ამ წიგნს ჩემი ბავშვობის სუნი ასდის, ფურცლებს ადგილ-ადგილ საჭმელი აქვს დასხმული. მასში შემავალი ლექსები სულ ზეპირად ვიცოდი. მართალი გითხრათ, წიგნებს არასწორად ვკითხულობდი. მახსოვს, ერთხელ ბატონები მქონდა, მაშინ 11-12 წლის ვიქნებოდი და მივადექი ემილ ზოლას. დიდხანს იცინოდნენ ამაზე, რადგან წავიკითხე უზარმაზარი რომანი "ნანა" და ბოლოს დედას ვკითხე, რით მოკვდა ეს პერსონაჟი.

- ვინმეს რჩევით წაიკითხეთ თუ საკუთარი არჩევანი იყო?

- არ მახსოვს, უბრალოდ, სულ მეუბნებოდნენ, რომ ბევრი უნდა მეკითხა და როცა ხელში წიგნი მეკავა, გარშემო ყველას უხაროდა. ეს დიდი დოზით ჩემი მხრიდან მეტიჩრობა იყო, პატარა ასაკში ასე წავიკითხე გოლზუორთისა და დრაიზერის ტომები. ახლა კი ვამბობ, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ის განმარტოება და წიგნის კითხვა თავის კვალს მაინც ტოვებს და დაკარგულ დროდ არ მიმაჩნია.

- ბევრი ამბობს, რომ წიგნის კითხვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სკოლის მოსწავლეობისას ჰქონდა, ზოგიც სტუდენტობას ასახელებს...

- ჩემს შემთხვევაში ეს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი იყო. მიშა თუმანიშვილი გვეუბნებოდა, რომ ბევრი უნდა გვეკითხა და ასეც ვიქცეოდით. თან მაშინ კითხვა მოდაშიც იყო. ჟურნალში "ინასტრანნაია ლიტერატურა" , რომელსაც "ინასტრანკას" ვეძახდით, რომანები გაგრძელებებით იბეჭდებოდა. იმ ფურცლებს შემდეგ წიგნებად ვკინძავდით და ხელიდან ხელში გადადიოდა. ბატონი მიშა დაგვცინოდა კიდეც, თქვენ კი არ კითხულობთ, ნაგვის ყუთი გაქვთ თავშიო. ალბათ ნაწილობრივ მართალიც იყო, რადგან ათასგვარი ინფორმაციით გვეტენებოდა თავი და მერე ამაზე ვმსჯელობდით და ვლაპარაკობდით.

- ბატონი მიშას წიგნებსაც კითხულობდით?

- რა თქმა უნდა, მიშა თუმანიშვილის "სანამ რეპეტიცია დაიწყება" სამაგიდო წიგნი გახლდათ და ასეთად დარჩება. ისევე, როგორც სტანისლავსკის "ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში" . ეს წიგნები მსახიობებისა და რეჟისორებისათვის "დედა ენაა", გამრავლებისა და "მენდელეევის ტაბულა" .

- წიგნების ჩუქების ტრადიცია...

- ჩემი ახალგაზრდობის დროს არ იყო. ამის კულტურა უფრო მეტად ბოლო წლებში გაჩნდა, რაც ძალიან მახარებს. წიგნი შესანიშნავი საჩუქარია, ფასითაც და ისედაც ძვირფასია. ჩემი შვილიდან გამომდინარე, თუ ვინმესთვის საჩუქრის გაკეთება გვინდა, დაბადების დღეზე ან სხვა დროს, წიგნებს ვყიდულობთ. ვფიქრობ, წიგნის ჩუქება მოდაშია და ამ თვალსაზრისით ჩვევაში გადასული მოდა ნამდვილად კარგი ფაქტია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება