პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები
კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები

მრა­ვა­ლი წე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თხმად იზი­ა­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში მცდა­რია. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

1. ყვე­ლა­ზე მშრა­ლი ად­გი­ლი დე­და­მი­წა­ზე

შეც­დო­მა: უდაბ­ნო სა­ჰა­რა

რე­ა­ლუ­რი: ან­ტარ­ქტი­და

როცა დე­და­მი­წის რო­მე­ლი­მე წერ­ტილ­ში წე­ლი­წად­ში 250 მმ-ზე ნაკ­ლე­ბი ნა­ლე­ქი მო­დის, ის უდაბ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვა. სა­ჰა­რა­ში წე­ლი­წად­ში 25 მმ ნა­ლე­ქი მო­დის, ან­ტარ­ქტი­დის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში კი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი წე­ლია ნა­ლე­ქი არ მო­სუ­ლა. ან­ტარ­ქტი­დის ფარ­თო­ბის 2% ყი­ნუ­ლი­სა და თოვ­ლის სა­ფა­რის­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამ უბ­ნებ­ზე ქარი 300 კმ/სთ სიჩ­ქა­რით ქრის და გზად აშ­რობს ყო­ველ­გვარ სის­ვე­ლეს - წყალს, ყი­ნულს და თოვლს.

სხვა­თა შო­რის, ჩი­ლე­ში, უდაბ­ნო ატა­კა­მა­ში წლი­უ­რი ნა­ლე­ქის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0,1 მმ-ს არ აღე­მა­ტე­ბა, ანუ ის 250-ჯერ უფრო მშრა­ლია, ვიდ­რე სა­ჰა­რა.

2. ყვე­ლა­ზე დიდი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი

შეც­დო­მა: ლურ­ჯი ვე­შა­პი

რე­ა­ლო­ბა: სოკო მან­ჭკვა­ლა

სოკო მან­ჭკვა­ლა ყვე­ლა­ზე დიდი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია დე­და­მი­წა­ზე. ორე­გო­ნის შტატ­ში, მა­ლუ­რის ეროვ­ნულ ნაკ­რძალ­ში იზ­რდე­ბა მან­ჭკვა­ლა-რე­კორდსმე­ნი,რო­მე­ლიც 900 ჰექ­ტარ ფარ­თობს იკა­ვებს. მისი ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით, 2000-8000 წე­ლია. სო­კოს დიდი ნა­წი­ლი მი­წის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი. სო­კოს ფეს­ვე­ბი ხე­ე­ბის ფეს­ვებს ეხ­ვე­ვა და მათ გა­ნად­გუ­რე­ბას იწ­ვევს. ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე კი პა­ტა­რა სო­კო­ე­ბის სა­ხით ამო­დის.

თავ­და­პირ­ვე­ლად ორე­გო­ნის გი­გან­ტუ­რი მან­ჭკვა­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სად მი­აჩ­ნდათ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მეც­ნი­ე­რე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც მი­წის­ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა.

3. რამ­დე­ნი გრძნო­ბა აქვს ადა­მი­ანს?

შეც­დო­მა: 5

რე­ა­ლო­ბა: მი­ნი­მუმ 9

მხედ­ვე­ლო­ბას, სმე­ნას, გე­მოს, შე­ხე­ბა­სა და ყნოს­ვას კიდე 4 გრძნო­ბა ემა­ტე­ბა - სით­ბოს შეგ­რძნე­ბა, წო­ნას­წო­რო­ბა, ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა და პროპ­რი­ო­ცეფ­ცია - როცა ყო­ველ­თვის ვი­ცით, სად მდე­ბა­რე­ობს ჩვე­ნი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი - მა­ში­ნაც კი, როცა მათ ვერ ვხე­დავთ.

4. რამ­დე­ნი პლა­ნე­ტაა მზის სის­ტე­მა­ში?

შეც­დო­მა: 9

რე­ა­ლო­ბა: 8 ან 10 და მეტი

ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად 9-ს და­სა­ხე­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად შეც­დო­მაა. ყვე­ლა­ზე კონ­სერ­ვა­ტორ ას­ტრო­ლო­გებ­საც პლუ­ტო­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად უფრო მი­აჩ­ნი­ათ, ვიდ­რე მეც­ნი­ე­რე­ბის. პლუ­ტო­ნი სი­მად­ვი­ლე­ში ყი­ნუ­ლის "ნამ­ცე­ცია", რომ­ლის მსგავ­სი 340 000-მდე ცი­უ­რი სხე­უ­ლი მოძ­რა­ობს მზის სის­ტე­მა­ში.

მე­ა­თე პლა­ნე­ტად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი პლა­ნე­ტა ცე­რე­სი, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც სტა­ტუ­სი "ას­ტე­რო­ი­დად" შე­უც­ვა­ლეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე ბედი ელის პლუ­ტონს.

5. ნა­პო­ლე­ო­ნის ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო მარ­ცხი

შეც­დო­მა: ვა­ტერ­ლოო

რე­ა­ლო­ბა: ნა­პო­ლე­ო­ნი კურ­დღლებს გა­ექ­ცა

1807 წელს ნა­პო­ლე­ონ­მა ერთ-ერთი სამ­შვი­დო­ბო ზა­ვის აღ­ნიშ­ვნა ნა­დი­რო­ბით გა­და­წყვი­ტა. ბა­ტონს რომ უფრო ნა­ყო­ფი­ე­რად ენა­დი­რა, მის­მა შტა­ბის უფ­როს­მა, ალექ­სან­დრე ბერ­ტი­ემ რამ­დე­ნი­მე ათა­სი კულრ­დღე­ლი შე­ი­ძი­ნა და ტყე­ში გა­უშ­ვა. სა­უ­ბე­დუ­როდ, კურ­დღლე­ბი არა ვე­ლუ­რი, არა­მედ ში­ნა­ურ ფერ­მებ­ში გაზ­რდი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

სამ­კუ­თხა ქუ­დით ხელ­ში მდგა­რი ნა­პო­ლე­ო­ნი პატ­რო­ნად აღიქ­ვეს, რო­მე­ლიც მათ გა­მოკ­ვე­ბას აპი­რებ­და...

ნა­პო­ლე­ონს ათა­სო­ბით კურ­დღე­ლი შე­მო­ე­სია. ლა­ქი­ებ­მა ცხო­ვე­ლე­ბი ვე­რაფ­რით მო­ი­გე­რი­ეს, რის გა­მოც ბო­ნა­პარ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გაქ­ცე­უ­ლი­ყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია e-reading.biz-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები

კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები

მრავალი წელია ადამიანები ერთხმად იზიარებენ რამდენიმე საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას. აღმოჩნდა, რომ ბევრი ასეთი შეხედულება სინამდვილეში მცდარია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

1. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე

შეცდომა: უდაბნო საჰარა

რეალური: ანტარქტიდა

როცა დედამიწის რომელიმე წერტილში წელიწადში 250 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის, ის უდაბნოდ მიიჩნევა. საჰარაში წელიწადში 25 მმ ნალექი მოდის, ანტარქტიდის ზოგიერთ რაიონში კი რამდენიმე მილიონი წელია ნალექი არ მოსულა. ანტარქტიდის ფართობის 2% ყინულისა და თოვლის საფარისგან სრულიად თავისუფალია. ამ უბნებზე ქარი 300 კმ/სთ სიჩქარით ქრის და გზად აშრობს ყოველგვარ სისველეს - წყალს, ყინულს და თოვლს.

სხვათა შორის, ჩილეში, უდაბნო ატაკამაში წლიური ნალექის მაჩვენებელი 0,1 მმ-ს არ აღემატება, ანუ ის 250-ჯერ უფრო მშრალია, ვიდრე საჰარა.

2. ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი

შეცდომა: ლურჯი ვეშაპი

რეალობა: სოკო მანჭკვალა

სოკო მანჭკვალა ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმია დედამიწაზე. ორეგონის შტატში, მალურის ეროვნულ ნაკრძალში იზრდება მანჭკვალა-რეკორდსმენი,რომელიც 900 ჰექტარ ფართობს იკავებს. მისი ასაკი დაახლოებით, 2000-8000 წელია. სოკოს დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა მოქცეული. სოკოს ფესვები ხეების ფესვებს ეხვევა და მათ განადგურებას იწვევს. ნიადაგის ზედაპირზე კი პატარა სოკოების სახით ამოდის.

თავდაპირველად ორეგონის გიგანტური მანჭკვალა გამონაკლისად მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მთლიანი ორგანიზმია, რომელიც მიწისქვეშ ერთიანდება.

3. რამდენი გრძნობა აქვს ადამიანს?

შეცდომა: 5

რეალობა: მინიმუმ 9

მხედველობას, სმენას, გემოს, შეხებასა და ყნოსვას კიდე 4 გრძნობა ემატება - სითბოს შეგრძნება, წონასწორობა, ტკივილის შეგრძნება და პროპრიოცეფცია - როცა ყოველთვის ვიცით, სად მდებარეობს ჩვენი სხეულის ნაწილები - მაშინაც კი, როცა მათ ვერ ვხედავთ.

4. რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

შეცდომა: 9

რეალობა: 8 ან 10 და მეტი

ყოველ შემთხვევაში, ამ შეკითხვაზე პასუხად 9-ს დასახელება, ნამდვილად შეცდომაა. ყველაზე კონსერვატორ ასტროლოგებსაც პლუტონი კულტურის ნაწილად უფრო მიაჩნიათ, ვიდრე მეცნიერების. პლუტონი სიმადვილეში ყინულის "ნამცეცია", რომლის მსგავსი 340 000-მდე ციური სხეული მოძრაობს მზის სისტემაში.

მეათე პლანეტად იყო აღიარებული პლანეტა ცერესი, რომელსაც რატომღაც სტატუსი "ასტეროიდად" შეუცვალეს. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის პლუტონს.

5. ნაპოლეონის ყველაზე სამარცხვინო მარცხი

შეცდომა: ვატერლოო

რეალობა: ნაპოლეონი კურდღლებს გაექცა

1807 წელს ნაპოლეონმა ერთ-ერთი სამშვიდობო ზავის აღნიშვნა ნადირობით გადაწყვიტა. ბატონს რომ უფრო ნაყოფიერად ენადირა, მისმა შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ბერტიემ რამდენიმე ათასი კულრდღელი შეიძინა და ტყეში გაუშვა. საუბედუროდ, კურდღლები არა ველური, არამედ შინაურ ფერმებში გაზრდილები აღმოჩნდნენ.

სამკუთხა ქუდით ხელში მდგარი ნაპოლეონი პატრონად აღიქვეს, რომელიც მათ გამოკვებას აპირებდა...

ნაპოლეონს ათასობით კურდღელი შემოესია. ლაქიებმა ცხოველები ვერაფრით მოიგერიეს, რის გამოც ბონაპარტი იძულებული გახდა, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო.

მომზადებულია e-reading.biz-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს