მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა
პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც უწ­მინ­დეს­მა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი.

"ამას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვინც მი­გაჩ­ნი­ათ ღირ­სად და რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ ურ­თუ­ლეს დროს გა­უ­ძღვეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, მას მი­ე­ცით ხმა", - მი­მარ­თა უწ­მინ­დეს­მა მრევლს.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ბო­რო­ტე­ბა ბო­რო­ტე­ბით ვერ იკურ­ნე­ბა, ბო­რო­ტე­ბა იკურ­ნე­ბა მხო­ლოდ სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით. "თუ ადა­მი­ან­მა ბო­რო­ტე­ბა გა­გი­კე­თა, სი­კე­თით უნდა გა­და­უ­ხა­დო და ის სი­კე­თე ათ­მა­გად და ას­მა­გად და­გიბ­რუნ­დე­ბა. ეს ღვთის კა­ნო­ნია", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე თხოვ­ნით მი­მარ­თა მრევლს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ნუ გა­მო­ი­ჩე­ნენ სი­ხარ­ბეს და დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ მცი­რე­დით. "თუ გაქვთ სახლ-კარი, საჭ­მე­ლი, ნუ იქ­ნე­ბით ხარბნი და ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს მოგ­ცემთ. ჩვე­ნი გო­ნე­ბა უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ღვთი­სა­კენ. ჩვე­ნი ჯვა­რი ბო­ლომ­დე უნდა ვა­ტა­როთ და ვთხო­ვოთ უფალს, ძალა მოგ­ვცეს ამის­თვის, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იღ­ლე­ბა და ეცე­მა. ამი­ტომ და­ი­წე­რა სა­გა­ლო­ბე­ლი "და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე, მოდი ჩემ­თან უფა­ლო", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

უწ­მინ­დეს­მა ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მი გა­იხ­სე­ნა - "დრო­ნი იც­ვლე­ბი­ან და ჩვენც ვიც­ვლე­ბით მას­თან ერ­თად" და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ან­მა უნდა იფიქ­როს, რა მხრივ იც­ვლე­ბა იგი.

"თუ ცუ­დის­კენ ვიც­ვლე­ბით, სა­ცო­და­ვე­ბი ვყო­ფილ­ვართ, თუ კარ­გის­კენ - ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. სი­კე­თე და ბო­რო­ტე­ბა ისე­თი დიდი სა­კი­თხე­ბია, მუ­დამ აღელ­ვებ­და და აწუ­ხებ­და ძველ ფი­ლო­სო­ფო­სებს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ თა­ვი­სი ბე­ნი­ე­რე­ბა შექ­მნას სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე, ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ თუ ბო­რო­ტე­ბას აკე­თებს, ამით მო­გე­ბა­შია. უნდა გვახ­სოვ­დეს, უბე­დუ­რი ის კი არ არის ვი­საც ბო­რო­ტე­ბას უკე­თე­ბენ, უბე­დუ­რია ის, ვინც აკე­თებს ბო­რო­ტე­ბას", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს პატ­რი­არ­ქმა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი და შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ლო­ცა და ისურ­ვა "ღმერ­თმა ამ­სა­ხუ­როს ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში მალე იქნება პრეზიდენტის არჩევნები.

"ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვინც მიგაჩნიათ ღირსად და რომელსაც შეუძლია ამ ურთულეს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, მას მიეცით ხმა", - მიმართა უწმინდესმა მრევლს.

პატრიარქის თქმით, ბოროტება ბოროტებით ვერ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით. "თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, სიკეთით უნდა გადაუხადო და ის სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება. ეს ღვთის კანონია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე თხოვნით მიმართა მრევლს და საზოგადოებას, ნუ გამოიჩენენ სიხარბეს და დაკმაყოფილდნენ მცირედით. "თუ გაქვთ სახლ-კარი, საჭმელი, ნუ იქნებით ხარბნი და ღმერთი ყველაფერს მოგცემთ. ჩვენი გონება უნდა იყოს მიმართული ღვთისაკენ. ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა ვატაროთ და ვთხოვოთ უფალს, ძალა მოგვცეს ამისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იღლება და ეცემა. ამიტომ დაიწერა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესმა ძველი რომაელების გამონათქვამი გაიხსენა - "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად" და აღნიშნა, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს, რა მხრივ იცვლება იგი.

"თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ კარგისკენ - ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბენიერება შექმნას სხვის უბედურებაზე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, უბედური ის კი არ არის ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც აკეთებს ბოროტებას", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ქართველი ჯარისკაცები და შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დალოცა და ისურვა "ღმერთმა ამსახუროს ისინი საქართველოს კეთილდღეობისთვის".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"