მოდელი თამთა შედანია "მის მსოფლიო 2013"-ზე საქართველოს წარადგენდა, კონკურსი 28 სექტემბერს ინდონეზიაში გაიმართა. მასში სულ 126 ქვეყანა მონაწილეობდა.
თამთამ კონკურსის ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერც ერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა. ორ დღეში ის სამშობლოში დაბრუნდება და საკუთარი წარუმატებლობის მიზეზებზე თავად ისაუბრებს.
"მის მსოფლიო 2013" 23 წლის ფილიპინელი მენ იანგი გახდა, მეორე ადგილი საფრანგეთის წარმომადგენელმა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი - განას მოქალაქეა.
თამთა შედანია პირველად საზოგადოებამ 2008 წელს, "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო. ის სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად, საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში გაემგზავრა, თუმცა მალე იმავე მისიით, აზიაში გადაინაცვლა. 2012 წელს კი "მის საქართველოს" ტიტულის მოსაპოვებლად, კონკურსში ჩაერთო და წარმატებასაც მიაღწია, - "მის საქართველო 2012 გახდა".
ლალი ფაცია
იხილეთ ფოტოგალერეა: თამთა შედანია საცურაო კოსტუმებში (+ 8 ფოტო)