"მის მსოფლიო - 2013" 23 წლის ფილიპინელი მეგან იანგი გახდა. სილამაზის კონკურსის ფინალში, რომელიც შაბათს ინდონეზიის კუნზულ ბალიზე ჩატარდა, ფილიპინელის გარდა მის საფრანგეთი, მის განა, მის ბრაზილია და მის ესპანეთი მოხვდნენ.
ყველაზე ლამაზი გოგონების ათეულში იამაიკის, ინდონეზიის, ინგლისისა და ავსტრალიის წარმომადგენლები გავიდნენ. მაყურებლის სიმპატიის ნომინაციაში ჯილდო მის გიბრალტარს ერგო. საქართველო კონკურსზე მოქმედმა მოდელმა თამთა შედანიამ წარადგინა. სულ ღონისძიებაში 137 გოგონა მონაწილეობდა.
ტრადიციულად, გვირგვინი ფილიპინელს შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულმა ჩინელმა იუი ვენსიამ გადასცა. იანგმა ჟიურის წევრებს მადლობა გადაუხადა და შეჰპირდა, რომ საუკეთესო "მის მსოფლიო" იქნება.
2013 წელს კონკურსი პირველად ტრადიციული ბიკინის დეფილეს გარეშე ჩატარდა. ასეთი ნაბიჯი ღონისძიების ორგანიზატორებმა კუნძულის მორწმუნე მოსახლეობასთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გადადგეს.
"მის მსოფლიოს" ქართველმა კონკურსანტმა თამთა შედანიამ სამოდელო კარიერა 2007 წელს, პრესტიჟულ საერთაშორისო სამოდელო კონურსში "ELIT MODEL LOOK GEORGIA "-ში გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ პარიზში გაემგზავრა და მსოფლიო მოდის დედაქალაქში წარმატებული სამოდელო კარიერისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.
2012 წელს "მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და ქვეყანა ლას-ვეგასში კონკურს "მის სამყარო 2012-ზე" წარადგინა, თუმცა ნახევრაფინალამდე ვერ მიაღწია.
"მის საქართველოს" ორგანიზატორები შედანიას საერთაშორისო კონკურზე გაშვებით, მასზე როგორც მოქმედ მოდელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ასევე იხილეთ: თამთა შედანია "მის მსოფლიო 2013"-დან ტიტულის გარეშე ბრუნდება
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.