პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დვანში ქართველმა ჟურნალისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
დვანში ქართველმა ჟურნალისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

სო­ფელ დვან­ში ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აქ­ცია რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ დას­რულ­და. აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზი­დან სოფ­ლის მო­სახ­ლე­ბის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლეს და დვ­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ესა­უბრნენ.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ის სამი სახ­ლიც მო­ი­ნა­ხუ­ლეს, რომ­ლის დე­მონ­ტა­ჟიც გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლე­ბი, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ავ­ლეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ორ­დღი­ა­ნი ვადა, რო­მე­ლიც რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და­საც­ლე­ლად და­ა­წე­სეს, ამა­ღამ იწუ­რე­ბა.

იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი, სა­დაც ახ­ლად გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბია, ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მავ­თულხლარ­თებ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

დვა­ნე­ლე­ბი მთავ­რო­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზავ­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­უ­ზავ­ნეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რად­გან სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბის მხრი­დან სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა.

ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აქ­ცია სო­ფელ დვან­ში, ე.წ სა­ზღვარ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის გან­მა­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­საც სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის მიღ­მა მყო­ფი ოსუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღებ­დნენ. ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლეს და რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია ტრან­ფა­რან­ტე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

აქ­ცია ლო­ზუნ­გით - "არა მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­გეგ­მა. აქ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო ე.წ. სა­ზღვრის სა­დე­მარ­კა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დვანში ქართველმა ჟურნალისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

დვანში ქართველმა ჟურნალისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტების აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დასრულდა. აქციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზიდან სოფლის მოსახლებისკენ გადაინაცვლეს და დვნაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

მედიის წარმომადგენლებმა ის სამი სახლიც მოინახულეს, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. აღნიშნული სახლები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ მოექცა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორდღიანი ვადა, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ტერიტორიის დასაცლელად დააწესეს, ამაღამ იწურება.

იმ ტერიტორიაზე კი, სადაც ახლად გავლებული მავთულხლართებია, ქართველი მესაზღვრეები არიან განლაგებული, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებს მავთულხლართებთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს.

დვანელები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. აღნიშნული გზავნილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ ჟურნალისტების მეშვეობით გაუზავნეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან სოფლის მოსახლეობას მთავრობის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა.

ქართველი ჟურნალისტების აქცია სოფელ დვანში, ე.წ საზღვართან დაახლოებით 3 საათის განმალობაში მიმდინარეობდა, რომელსაც საოკუპაციო ზოლის მიღმა მყოფი ოსური მედიის წარმომადგენლები იღებდნენ. ქართველმა ჟურნალისტებმა ცოცხალი ჯაჭვის ფონზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და რუსული ოკუპაცია ტრანფარანტებით გააპროტესტეს.

აქცია ლოზუნგით - "არა მცოცავ ოკუპაციას" სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის განმავლობაში ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები არ გამოჩენილან, ასევე შეჩერებული იყო ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?