ქართველმა ჟურნალისტებმა დვანში ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

ქართველმა ჟურნალისტებმა დვანში ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

ქართველმა ჟურნალისტებმა დვანში, საოკუპაციო საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ქართველი ჟურნალისტების აქციას ე.წ. საზღვრის მეორე მხრიდან ოსური მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან. მათი მისამართით ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სიმბოლური თვითმფრინავი გაუშვა, რომელიც ქაღალდისგან იყო დამზადებული, წარწერით - "შორს ხელები საქართველოსგან".

როგორც მაკა რაზმაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქართველი ჟურნალისტები დღევანდელი აქციით ებრძვიან იმას, რაც საკუთარ სახლში ხდება.

მაკა რაზმაძის თქმით, ყველა უნდა გამოფხიზლდეს რათა 20-წლიანი ოკუპაცია შეჩერდეს.

ამასთან, ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოს ჟურნალისტებს მოუწოდებს, ქართველ ჟურნალისტთა აქციას შეუერთდნენ და საკუთარი აზრი დააფიქსირონ, რომ საზღვრები საჭირო არ არის.

ქართველი ჟურნალისტების საპროტესტო აქციას დვანის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეუერთდა.

ჟურნალისტები, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, იმ სახლების მონახულებას გეგმავენ, რომელთა დემონტაჟი მოხდა, რადგან ისინი მავთულხლართების გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?