პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"
ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"

დე­პუ­ტატ­მა სოსო ჯაჭვლი­ან­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა, რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლას წე­რი­ლი - "კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი" , სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ველ გვერ­დზე, სხვა­და­სახ­ვა ენა­ზე ნა­თარ­გმნი და­ი­ბეჭ­დოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი ვაჟა-ფშა­ვე­ლამ 1905 წელს და­წე­რა. წე­რილ­ში მწე­რა­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთა­ვა­ზობს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბას, რო­გორ უნდა მოხ­დეს ამ ორი ცნე­ბის გა­გე­ბა:

"პატ­რი­ო­ტიზ­მი უფრო გრძნო­ბის საქ­მეა, ვიდ­რე ჭკუა-გო­ნე­ბი­სა, თუმ­ცა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა მუ­დამ ყო­ფი­ლა და არის მისი მა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი და პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი. კოს­მო­პი­ლი­ტიზ­მი მხო­ლოდ ჭკუ­ის ნა­ყო­ფია, ადა­მი­ა­ნის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სა, მას ადა­მი­ა­ნის გულ­თან საქ­მე არა აქვს, იგი საღ­სა­რია იმ უბე­დუ­რო­ბის ასა­ცი­ლებ­ლად, რო­მე­ლიც დღემ­დის მთელს კა­ცობ­რი­ო­ბას თავს დას­ტრი­ა­ლებს.

ამი­ტომ კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნდა გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შენი ერი, შენი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შენი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს. ვინც უარ­ყოფს თა­ვის ეროვ­ნე­ბას, თა­ვის ქვე­ყა­ნას იმ ფიქ­რით, ვი­თომ კოს­მო­პო­ლი­ტი ვარო, ის არის მა­ხინ­ჯი გრძნო­ბის პატ­რო­ნი, იგი თა­ვი­სა­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად დიდი მტე­რია კა­ცობ­რი­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ვი­თომ ერ­თგუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს უცხა­დებს. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ისე გა­ვი­გოთ კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი, ვი­თომ ყვე­ლამ თა­ვის ეროვ­ნე­ბა­ზე ხელი აი­ღო­სო. მა­შინ მთელ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ უნდა უარ­ჰყოს თა­ვი­სი თავი. ყვე­ლა ერი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძებს, რათა თა­ვად იყოს თა­ვის­თა­ვის პატ­რო­ნი, თი­თონ მო­უ­ა­როს თავს, თა­ვის სა­კუ­თა­რის ძალ-ღო­ნით გან­ვი­თარ­დეს. ცალ-ცალ­კე ეროვ­ნე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მთე­ლის კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა."- წერ­და ვაჟა თა­ვის წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ წე­რი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში და­ბეჭდ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვითსოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღეს გა­მო­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"

ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ  გიორგი მარგველაშვილს ინიციატივით მიმართა, რომ ვაჟა-ფშაველას წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" , სასკოლო სახელმძღვანელოების პირველ გვერდზე, სხვადასახვა ენაზე ნათარგმნი დაიბეჭდოს.

აღნიშნული პუბლიცისტური წერილი ვაჟა-ფშაველამ 1905 წელს დაწერა. წერილში  მწერალი  პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას სთავაზობს თავის შეხედულებას, როგორ უნდა მოხდეს ამ ორი ცნების გაგება:

"პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა."- წერდა ვაჟა თავის წერილში.

შეგახსენებთ,  ამ წერილის სახელმძღვანელოებში დაბეჭდვის ინიციატივით სოსო ჯაჭვლიანი დღეს გამოვიდა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს