სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ
ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ

სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით უამ­რა­ვი სარ­ჩე­ლი შე­დის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ვის მოგ­ვა­რე­ბას ამ გზით ცდი­ლობს. ზოგი ოჯა­ხის წევრთან ვერ იყოფს ქო­ნე­ბას, ზოგი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ქმარს შვი­ლის­თვის ალი­მენტს სთხოვს, ზო­გი­ერ­თი მე­ო­რე მხა­რის­გან აღე­ბუ­ლი სეს­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს. ხან მე­ზობ­ლე­ბი და­ო­ბენ სა­ერ­თო ღო­ბის გავ­ლე­ბა­ზე და ვინ მოთ­ვლის, რა სა­ხის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას არ ცდი­ლო­ბენ მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი.

მო­სა­მარ­თლე­ებს უამ­რა­ვი მსგავ­სი და­ვის გა­და­წყვე­ტა უწევთ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სარ­ჩე­ლი იმის გამო ვერ შე­აქვთ, რომ სა­სა­მარ­თლო ბა­ჟის გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა არ აქვთ.

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა ახალ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს და ნო­ტა­რი­უ­სე­ბი ახალ ფუნ­ქცი­ას შე­ი­თავ­სე­ბენ. მათ და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით შე­ეძ­ლე­ბათ, ანუ თუ გაქვთ დავა მე­ო­რე მხა­რეს­თან, შე­გიძ­ლი­ათ, მე­დი­ა­ტორ-ნო­ტა­რი­უსს მი­მარ­თოთ და თქვენ წი­ნა­შე წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მა უფრო იოლი გზით გა­დაჭ­რათ.

ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, მე­დი­ა­ტო­რი-ნო­ტა­რი­უ­სი, ლალი გზი­რიშ­ვი­ლი:

- ნო­ტა­რი­ა­ტის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში გა­კეთ­და ჩა­ნა­წე­რი სა­ნო­ტა­რო მე­დი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი ნო­ტა­რი­უ­სებ­მა, მე­დი­ა­ტორ-ნო­ტა­რი­უ­სის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გად­მოგ­ვე­ცა და 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან შევ­ძლებთ კერ­ძო, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლად გა­და­წყვე­ტას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტენ სა­და­ვო საქ­მე­ებს.

- ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის და­ვის მოგ­ვა­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა ნო­ტა­რი­უსს?

- ნო­ტა­რი­უს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი, მაგ­რამ შვი­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა ჩვენ­თან ვერ მოხ­დე­ბა, ეს სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს გზით უნდა გა­და­წყდეს, მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა. ხში­რად სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ მხა­რე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს გზით, ახლა მათ შე­ეძ­ლე­ბათ, ეს ჩვენ­თან გა­და­წყვი­ტონ. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ ფუ­ლად ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა მე­დი­ა­ტორ-ნო­ტა­რი­უსს ეს იქ­ნე­ბა სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, იპო­თე­კა თუ სხვა რამ. ერთი სი­ტყვით, ნო­ტა­რი­უსს შე­ეძ­ლე­ბა სა­მემ­კვიდ­რეო, სა­ო­ჯა­ხო, სა­მე­ზობ­ლო და სხვა ქო­ნებ­რი­ვი თუ არა­ქო­ნებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნებს.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სი და დავა რა ვა­და­ში გა­და­წყდე­ბა?

- მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი მე­დი­ა­ტო­რი-ნო­ტა­რი­უ­სის თან­დას­წრე­ბით იწყე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას და მისი დახ­მა­რე­ბით, აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას; მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს რო­გორც სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო­ში, ასე­ვე მის გა­რეთ, არა­ფორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ნო­ტა­რო მე­დი­ა­ცი­ის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მხა­რე­ებს და­ვის მოგ­ვა­რე­ბა ისე სწრა­ფად და ია­ფად მო­უ­წევთ, სა­სა­მარ­თლო­ში მის­ვლა აღარც კი დას­ჭირ­დე­ბათ. ეს ხელს შე­უ­წყობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­საც. სა­სა­მარ­თლო გა­ნიტ­ვირ­თე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის­გან და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ასე დატ­ვირ­თუ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან. სა­ნო­ტა­რო მე­დი­ა­ცია არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და არა - იძუ­ლე­ბი­თი პრო­ცე­სი, ნო­ტა­რი­უს­თან და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი სა­კუ­თა­რი ნე­ბით მი­დი­ან. მე­დი­ა­ტო­რი-ნო­ტა­რი­უ­სი, რო­გორც მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მრჩე­ვე­ლი, და­ვის თი­თო­ე­უ­ლი მხა­რის ინ­ტე­რე­სებს თა­ნაბ­რად იცავს და ეხ­მა­რე­ბა მათ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა­ში; ნო­ტა­რი­უსს არ აქვს უფ­ლე­ბა, გა­ამ­ჟღავ­ნოს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მის­თვის მე­დი­ა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­დი­ა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბით კონ­ფლიქ­ტი სრულ­დე­ბა. სა­ნო­ტა­რო მე­დი­ა­ცია არა მხო­ლოდ მო­რი­გე­ბის, არა­მედ შე­რი­გე­ბის გა­რან­ტი­ა­ცაა. როცა მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან, ნო­ტა­რი­უ­სი შე­ად­გენს მო­რი­გე­ბის აქტს და ამოწ­მებს სა­ნო­ტა­რო წე­სით. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მხა­რის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი.

- მა­ინც რა ეღი­რე­ბა მე­დი­ა­ტო­რი-ნო­ტა­რი­უ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა? ვი­ცით, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო­ში იმი­ტომ არ ჩი­ვის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბაჟი ვერ შე­აქვს.

- თვი­თონ მო­ქა­ლა­ქის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, ხარ­ჯის თვალ­საზ­რი­სით. ეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ეღი­რე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ზღვა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი არ არის. ეს სა­კი­თხი მხა­რე­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდე­ბა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, მხა­რე­ე­ბი სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ გა­და­ე­კი­და ერ­თმა­ნეთს, რად­გან იქ ერთი მხა­რე ყო­ველ­თვის წა­გე­ბუ­ლია, მე­დი­ა­ცი­ის დროს კი შე­თან­ხმდე­ბი­ან და მო­რა­ლუ­რი და პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც არ გა­ფუჭ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნო­ტა­რი­უ­სი მიხ­ვდე­ბა, რომ მო­რი­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, პრო­ცე­სი შე­წყდე­ბა და მათი დავა გა­და­ი­ნაც­ვლებს სა­სა­მარ­თლო­ში. მე­დი­ა­ტო­რი ვე­რა­ვის ძა­ლას ვერ და­ა­ტანს. თუ ნა­ხავს ნო­ტა­რი­უ­სი, რომ ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლია ერთი მხა­რე, მას შე­უძ­ლია მოს­თხო­ვოს, ჩარ­თოს მხა­რემ საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი, რათა მისი უფ­ლე­ბე­ბი უკეთ და­იც­ვას.

- მოგ­ვა­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ?

- ვე­ლო­დე­ბით ამ პრო­ცესს. ეს ფუნ­ქცია ნო­ტა­რი­უსს ყო­ველ­თვის აქვს. ხში­რად ვაგ­ვა­რებთ მსგავს პრობ­ლე­მებს. არა მგო­ნია, გაგ­ვი­ჭირ­დეს. ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა. არის ერთი ფრა­ზა, - მე­დი­ა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი ის არის, რომ აქ არ არ­სე­ბობს და­მარ­ცხე­ბუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ორი­ვე მხა­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რად­გან ორი­ვე თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა იყოს და უნდა მი­ვი­დეს იმ დას­კვნამ­დე, რომ ამის მოგ­ვა­რე­ბა ასე ჯობს.

- თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ შემ­თხვე­ვას, როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბით პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და?

- ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მოგ­ვმარ­თა. მას მე­უღ­ლე ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და შვილ­თან ერ­თად მო­ვი­და. მო­ი­ტა­ნა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ან­დერ­ძი, სა­დაც ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რის წილი გან­სა­ზღვრუ­ლი იყო. ამ ქალ­ბა­ტონს შვი­ლიც ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი და მისი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის შვილს ანუ შვი­ლიშ­ვილ­საც უტო­ვებ­და თა­ვის წილს. ქალ­ბა­ტო­ნი კი ამ­ბობ­და, ჩემი შვი­ლი რუ­სეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იქ ჰყავ­და ცოლ-შვი­ლი წაყ­ვა­ნი­ლი, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ ვიცი, ამი­ტომ ბავ­შვს წილს ვერ ვაძ­ლევ, ეს ჩვენ მოგ­ვე­ცი და ბავ­შვი რომ გა­მოჩ­ნდე­ბა, მას ჩვენ მივ­ცემ­თო. ბავ­შვი მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო. გა­ვა­კე­თეთ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ კვალს ვერ მი­ვა­გე­ნით, მემ­კვიდ­რე არ გა­მოჩ­ნდა. მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვის გას­ვლის შემ­დეგ ის ქალ­ბა­ტო­ნი ისევ მო­ვი­და სამ­კვიდ­რო მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად. ფაქ­ტობ­რი­ვად, მცი­რე­წლო­ვა­ნი, უმა­მოდ გაზ­რდი­ლი ბავ­შვი წი­ლის გა­რე­შე რჩე­ბო­და. და­ვი­წყე ფიქ­რი, სად მო­მე­ძებ­ნა ეს ბავ­შვი. პი­რა­დი არ­ხე­ბი მო­ვიშ­ვე­ლიე და მი­ვა­გე­ნი ბავ­შვის დე­დას. გა­ირ­კვა, რომ ის რუ­სეთ­ში კი არა, თბი­ლის­ში იყო და ეს იცო­და ბავ­შვის ბე­ბი­ა­მაც, უბ­რა­ლოდ, მო­ი­ტყუა, თო­რემ ერთი სო­ფე­ლი ჰქონ­დათ. ეს მემ­კვიდ­რე ვი­პო­ვე და ბავ­შვს მი­ვა­ღე­ბი­ნე წილი. გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნა, ის ქო­ნე­ბა გა­ი­ყი­და და მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის ისე გა­ნა­წილ­და, რო­გორც ეს ან­დერ­ძში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, მე­დი­ა­ტო­რი-ნო­ტა­რი­უ­სე­ბი და­ვებს მო­აგ­ვა­რე­ბენ მო­რი­გე­ბით და ბევრ ადა­მი­ანს აღარ მო­უ­წევს სა­სა­მარ­თლო­ში სირ­ბი­ლი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ

ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ

სამოქალაქო წესით უამრავი სარჩელი შედის სასამართლოებში და ათასობით ადამიანი სხვადასხვა სახის დავის მოგვარებას ამ გზით ცდილობს. ზოგი ოჯახის წევრთან ვერ იყოფს ქონებას, ზოგი განქორწინებულია და ქმარს შვილისთვის ალიმენტს სთხოვს, ზოგიერთი მეორე მხარისგან აღებული სესხის უკან დაბრუნებას ცდილობს. ხან მეზობლები დაობენ საერთო ღობის გავლებაზე და ვინ მოთვლის, რა სახის პრობლემის გადაჭრას არ ცდილობენ მოდავე მხარეები.

მოსამართლეებს უამრავი მსგავსი დავის გადაწყვეტა უწევთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სარჩელი იმის გამო ვერ შეაქვთ, რომ სასამართლო ბაჟის გადასახდელი თანხა არ აქვთ.

1-ლი ოქტომბრიდან მოქალაქეებს ნოტარიუსთა პალატა ახალ სერვისებს სთავაზობს და ნოტარიუსები ახალ ფუნქციას შეითავსებენ. მათ დავების მოგვარება ალტერნატიული გზით შეეძლებათ, ანუ თუ გაქვთ დავა მეორე მხარესთან, შეგიძლიათ, მედიატორ-ნოტარიუსს მიმართოთ და თქვენ წინაშე წამოჭრილი პრობლემა უფრო იოლი გზით გადაჭრათ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მედიატორი-ნოტარიუსი, ლალი გზირიშვილი:

-  ნოტარიატის შესახებ კანონში გაკეთდა ჩანაწერი სანოტარო მედიაციის შესახებ. გავიარეთ ტრენინგები ნოტარიუსებმა, მედიატორ-ნოტარიუსის სერტიფიკატები გადმოგვეცა და 1-ლი ოქტომბრიდან შევძლებთ კერძო, სამართლებრივი დავების სასამართლოს გარეშე, ალტერნატიულად გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში ადამიანები გაცილებით მარტივად გადაწყვეტენ სადავო საქმეებს.

-  ყველა კატეგორიის დავის მოგვარება შეეძლება ნოტარიუსს?

-  ნოტარიუსმა შეიძლება გადაწყვიტოს საოჯახო სამართლებრივი დავები, მაგრამ შვილად აყვანის საკითხების განხილვა ჩვენთან ვერ მოხდება, ეს საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს, მისი პრეროგატივაა. ხშირად სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას ცდილობენ მხარეები სასამართლოს გზით, ახლა მათ შეეძლებათ, ეს ჩვენთან გადაწყვიტონ. ასევე, ნებისმიერ ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების მოგვარება შეეძლება მედიატორ-ნოტარიუსს ეს იქნება სესხის ხელშეკრულება, იპოთეკა თუ სხვა რამ. ერთი სიტყვით, ნოტარიუსს შეეძლება სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავების გადაწყვეტაში დაეხმაროს ადამიანებს.

-  როგორი იქნება ეს პროცესი და დავა რა ვადაში გადაწყდება?

-  მოდავე მხარეები მედიატორი-ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, აღწევენ შეთანხმებას; მედიაციის პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთ, არაფორმალურ ვითარებაში. სანოტარო მედიაციის უპირატესობა ის არის, რომ მხარეებს დავის მოგვარება ისე სწრაფად და იაფად მოუწევთ, სასამართლოში მისვლა აღარც კი დასჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს მართლმსაჯულებასაც. სასამართლო განიტვირთება სამოქალაქო საქმეების განხილვისგან და მოსამართლეები ასე დატვირთულები აღარ იქნებიან. სანოტარო მედიაცია არის ნებაყოფლობითი და არა - იძულებითი პროცესი, ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეები საკუთარი ნებით მიდიან. მედიატორი-ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესებს თანაბრად იცავს და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში; ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი. მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება. სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა. როცა მხარეები შეთანხმდებიან, ნოტარიუსი შეადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული იქნება თითოეული მხარის მოვალეობანი.

-  მაინც რა ეღირება მედიატორი-ნოტარიუსის მომსახურება? ვიცით, რომ ბევრი ადამიანი სასამართლოში იმიტომ არ ჩივის, რომ სახელმწიფო ბაჟი ვერ შეაქვს.

-  თვითონ მოქალაქისთვისაც ძალიან კარგი იქნება, ხარჯის თვალსაზრისით. ეს გაცილებით ნაკლები ეღირება, თუმცა კონკრეტული ზღვარი ჯერჯერობით დაწესებული არ არის. ეს საკითხი მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდება. სასამართლო პროცესის შემდეგ შეიძლება, მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს, რადგან იქ ერთი მხარე ყოველთვის წაგებულია, მედიაციის დროს კი შეთანხმდებიან და მორალური და პიროვნული ურთიერთობებიც არ გაფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი მიხვდება, რომ მორიგება შეუძლებელია, პროცესი შეწყდება და მათი დავა გადაინაცვლებს სასამართლოში. მედიატორი ვერავის ძალას ვერ დაატანს. თუ ნახავს ნოტარიუსი, რომ ძალიან დაუცველია ერთი მხარე, მას შეუძლია მოსთხოვოს, ჩართოს მხარემ საქმეში ადვოკატი, რათა მისი უფლებები უკეთ დაიცვას.

-  მოგვარება არ გაგიჭირდებათ?

-  ველოდებით ამ პროცესს. ეს ფუნქცია ნოტარიუსს ყოველთვის აქვს. ხშირად ვაგვარებთ მსგავს პრობლემებს. არა მგონია, გაგვიჭირდეს. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი იქნება. არის ერთი ფრაზა, - მედიაციის წარმატების საწინდარი ის არის, რომ აქ არ არსებობს დამარცხებული და გამარჯვებული, ორივე მხარე გამარჯვებულია, რადგან ორივე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს და უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ამის მოგვარება ასე ჯობს.

-  თქვენი პრაქტიკიდან ხომ არ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა მოლაპარაკებით პრობლემა მოგვარდა?

-  ერთმა ქალბატონმა მოგვმართა. მას მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და შვილთან ერთად მოვიდა. მოიტანა გარდაცვლილი მეუღლის ანდერძი, სადაც ყველა ოჯახის წევრის წილი განსაზღვრული იყო. ამ ქალბატონს შვილიც ჰყავდა გარდაცვლილი და მისი მეუღლე გარდაცვლილი შვილის შვილს ანუ შვილიშვილსაც უტოვებდა თავის წილს. ქალბატონი კი ამბობდა, ჩემი შვილი რუსეთში გარდაიცვალა, იქ ჰყავდა ცოლ-შვილი წაყვანილი, მათი ადგილსამყოფელი არ ვიცი, ამიტომ ბავშვს წილს ვერ ვაძლევ, ეს ჩვენ მოგვეცი და ბავშვი რომ გამოჩნდება, მას ჩვენ მივცემთო. ბავშვი მცირეწლოვანი იყო. გავაკეთეთ საჯარო განცხადება, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით, მემკვიდრე არ გამოჩნდა. მამაკაცის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ის ქალბატონი ისევ მოვიდა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ფაქტობრივად, მცირეწლოვანი, უმამოდ გაზრდილი ბავშვი წილის გარეშე რჩებოდა. დავიწყე ფიქრი, სად მომეძებნა ეს ბავშვი. პირადი არხები მოვიშველიე და მივაგენი ბავშვის დედას. გაირკვა, რომ ის რუსეთში კი არა, თბილისში იყო და ეს იცოდა ბავშვის ბებიამაც, უბრალოდ, მოიტყუა, თორემ ერთი სოფელი ჰქონდათ. ეს მემკვიდრე ვიპოვე და ბავშვს მივაღებინე წილი. გამოსავალი მოიძებნა, ის ქონება გაიყიდა და მემკვიდრეებს შორის ისე განაწილდა, როგორც ეს ანდერძში იყო მითითებული. ვფიქრობთ, მედიატორი-ნოტარიუსები დავებს მოაგვარებენ მორიგებით და ბევრ ადამიანს აღარ მოუწევს სასამართლოში სირბილი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ