საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ 200 რომ მიმეცა, ეცოცხლა ეგება"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა!
"კიდევ 200 რომ მიმეცა, ეცოცხლა ეგება"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა!

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და, - სა­ფი­ნან­სო-სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კოტე ლო­მი­ძემ ქა­ლა­ქის მე­რის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ ზო­მამ­დე ქუ­თა­ი­სე­ლი 82 წლის მო­ხუ­ცის, ვილ­კენ დო­ლა­ბე­რი­ძის შიმ­ში­ლით სიკ­ვდილ­მა მი­იყ­ვა­ნა. ამ უკა­ნას­კნელ­მა მას დახ­მა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სთხო­ვა.

კოტე ლო­მი­ძე:

- ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­თან დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მო­სუ­ლი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. იმ­დე­ნად გამ­ხდა­რი და გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბუ­ლი იყო შიმ­ში­ლი­სა­გან, რომ როცა შევ­ხე­დე, თვა­ლის გას­წო­რე­ბა გა­მი­ჭირ­და. რო­გორც ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს, ორ­ჯერ და­ვეხ­მა­რე 200-ლა­რი­ა­ნი და 100-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რე­ბით, კა­ნო­ნით ეს წე­ლი­წად­ში გა­სა­ცე­მი თან­ხის მაქ­სი­მუ­მია გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებ­ზე, გუ­ლი­თაც რომ გინ­დო­დეს, მეტს ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მის­ცემ. ამი­ტო­მაც, ბო­ლოს უა­რის თქმამ მო­მი­წია. არა­და, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა ჰქონ­და - იქ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზე კი არ ეწე­რა, არა­მედ ვი­ტა­მი­ნე­ბის სრულ დე­ფი­ციტ­ზე იყო ლა­პა­რა­კი. ამი­ტომ, გულ­მა არ მო­მით­მი­ნა და ერთ სა­ღა­მოს თა­ნა­შემ­წეს ვუ­თხა­რი, - იმ კაც­ზე ფიქ­რი თა­ვი­დან არ ამომ­დის და წამო, ვნა­ხოთ-მეთ­ქი. მის სახ­ლთან რომ მი­ვე­დით, მე დაბ­ლა დავ­რჩი, თა­ნა­შემ­წე ბი­ნა­ში შე­ვი­და და უკან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაბ­რუნ­და, - აღარ სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, ორი დღის წინ და­უ­მარ­ხავთ, წა­ვი­დე­თო!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"კიდევ 200 რომ მიმეცა, ეცოცხლა ეგება"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა!

"კიდევ 200 რომ მიმეცა, ეცოცხლა ეგება"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა!

შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის საკრებულოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, - საფინანსო-სარევიზიო კომისიის სხდომაზე ქუთაისის მერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა კოტე ლომიძემ ქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებზე დახმარების გაცემა მოითხოვა.

როგორც ირკვევა, მერის მოვალეობის შემსრულებელი ამ ზომამდე ქუთაისელი 82 წლის მოხუცის, ვილკენ დოლაბერიძის შიმშილით სიკვდილმა მიიყვანა. ამ უკანასკნელმა მას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა.

კოტე ლომიძე:

- ეს ადამიანი რამდენჯერმე იყო ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოსული ქალიშვილთან ერთად. იმდენად გამხდარი და გაძვალტყავებული იყო შიმშილისაგან, რომ როცა შევხედე, თვალის გასწორება გამიჭირდა. როგორც ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს, ორჯერ დავეხმარე 200-ლარიანი და 100-ლარიანი ვაუჩერებით, კანონით ეს წელიწადში გასაცემი თანხის მაქსიმუმია გაჭირვებულ ოჯახებზე, გულითაც რომ გინდოდეს, მეტს ვერავის ვერაფერს მისცემ. ამიტომაც, ბოლოს უარის თქმამ მომიწია. არადა, კატასტროფული ჯანმრთელობის ცნობა ჰქონდა - იქ კონკრეტულად რაიმე დაავადებაზე კი არ ეწერა, არამედ ვიტამინების სრულ დეფიციტზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, გულმა არ მომითმინა და ერთ საღამოს თანაშემწეს ვუთხარი, - იმ კაცზე ფიქრი თავიდან არ ამომდის და წამო, ვნახოთ-მეთქი. მის სახლთან რომ მივედით, მე დაბლა დავრჩი, თანაშემწე ბინაში შევიდა და უკან რამდენიმე წუთში დაბრუნდა, - აღარ სჭირდება ჩვენი დახმარება, ორი დღის წინ დაუმარხავთ, წავიდეთო!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია