პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ
ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა, სერ­გო რა­ტი­ან­მა ის პი­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მელ­თა გა­მოც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. რო­გორც რა­ტი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მათ შო­რის არი­ან პი­ა­ნის­ტი ირმა გი­გა­ნი და მომ­ღე­რა­ლი ბო­რის ბე­დია.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კო­მი­ტეტს ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­წმი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ამ და აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ამ მო­მარ­თეს. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია თა­მაზ დო­ნა­ძის, და­ვით თო­მაშ­ვი­ლის, და­ვით მა­მა­გუ­ლიშ­ვი­ლი­სა და ანა შა­ნი­ა­ნის მოხ­ვედ­რას ითხოვს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ხოლო კონ­სერ­ვა­ტო­რია - ირმა გი­გა­ნის, ბო­რის ბე­დი­ას, ხა­ტია კიკ­ნა­ძი­სა და და­ვით დარ­ბა­ნი­ა­ნის. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნე კი­ღუ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ამ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 17-ს შე­ად­გენს, არ­ვი­ცი და ამას მო­ვი­კი­თხავ", - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პუ­ტატ­მა, სერ­გი რა­ტი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა ან­გრევს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და ქმნის კო­რუფ­ცი­ის სა­ფუძ­ველს.

სერ­გო რა­ტი­ა­ნის აზ­რით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი აბსრუ­დუ­ლია, რად­გან ქმნის თე­ო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა თუ ვერ გა­და­ლა­ხავს მი­ნი­მა­ლურ ზღვარს, არა­მედ სა­ერ­თოდ არ იცის ქარ­თუ­ლი ენა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან, თუ მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ში ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო-შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­კურ­სში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­დის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­მა მო­ამ­ზა­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბის მიერ დად­გინ­დე­ბა სას­წავ­ლო გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბის წესი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­სა­ზღვრავს.

გარ­და ამი­სა, კა­ნონს უკუ­ძა­ლა მი­ე­ცე­მა და სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ 2013 წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ვერ გა­და­ლა­ხეს ამა თუ იმ სა­გან­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი და, მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მი­უ­ხე­და­ვად, სწავ­ლის უფ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ

ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ის პირები დაასახელა, რომელთა გამოც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ შორის არიან პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალი ბორის ბედია.

"ამ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელწმიფო კონსერვატორიამ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ მომართეს. სამხატვრო აკადემია თამაზ დონაძის, დავით თომაშვილის, დავით მამაგულიშვილისა და ანა შანიანის მოხვედრას ითხოვს უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო კონსერვატორია - ირმა გიგანის, ბორის ბედიას,  ხატია კიკნაძისა და დავით დარბანიანის. რაც შეეხება ივანე კიღურაძის განცხადებას, რომ ამ მოსწავლეთა რაოდენობა 17-ს შეადგენს, არვიცი და ამას მოვიკითხავ", - აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა, სერგი რატიანმა განუცხადა, კანონპროექტის მიღების კატეგორიული წინააღმდეგია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვება ანგრევს განათლების სისტემას და ქმნის კორუფციის საფუძველს.

სერგო რატიანის აზრით, კანონპროექტი აბსრუდულია, რადგან ქმნის თეორიულ შესაძლებლობას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს ადამიანი, რომელიც არა თუ ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს, არამედ საერთოდ არ იცის ქართული ენა.  

განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის, რომელიც განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.

გარდა ამისა, კანონს უკუძალა მიეცემა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა