პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩირი: გემრიელი და სასარგებლო
ჩირი: გემრიელი და სასარგებლო

ქიშ­მი­ში

ყუ­რძე­ნი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში. მას­ში შე­დის იო­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლი შა­ქა­რი (15-20%), 0,8% ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი და 0,5% მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბი. ყუ­რძე­ნი P ვი­ტა­მი­ნის წყა­როა. ქიშ­მი­ში სა­სარ­გებ­ლოა ფილ­ტვე­ბის, გუ­ლი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის­თვის. მას გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­დი­ო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ - ის ხომ მდი­და­რია გუ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო კა­ლი­უ­მით. ქიშ­მი­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტა­ნონ ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის რა­ცი­ონ­ში გუ­ლის არიტ­მი­ი­სა და ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ავად­მყო­ფებ­მა. ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათ­თვის, ვინც შარ­დმდენ პრე­პა­რა­ტებს იღებს. მაგ­ნი­უ­მის შემ­ცვე­ლო­ბის გამო ქიშ­მიშს ნევ­რო­პა­თო­ლო­გე­ბიც უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას. ქიშ­მიშს ურ­ჩე­ვენ ნერ­ვი­ულ და ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბად ადა­მი­ა­ნებს. ბო­რის დიდი შემ­ცვე­ლო­ბის გამო მას სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნე­ბენ ორ­თო­პე­დე­ბი. ის აფერ­ხებს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას. ქიშ­მიშ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა მან­გა­ნუ­მი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის­თვის.

შავი ქლი­ა­ვის ჩირი

პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი შავი ქლი­ა­ვის ჩი­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ რო­მის იმ­პე­რი­ი­დან მო­დის. გამ­ხმა­რი შავი ქლი­ა­ვი მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. მას­ში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა 39-41%-ია, ახა­ლი ქლი­ავ­ში კი - 10-12%. შავი ქლი­ა­ვის ჩირი არე­გუ­ლი­რებს ნახ­შირ­წყლო­ვან ბა­ლანსს, აქვს შფოთვის მოხ­სნის უნა­რი, ამაღ­ლებს ორ­გა­ნიზ­მის გამ­ძლე­ო­ბას სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­მართ. გამ­ხმა­რი შავი ქლი­ა­ვით კეთ­დე­ბა კომ­პო­ტი, რო­მე­ლიც სა­სარ­გებ­ლოა ნაწ­ლა­ვე­ბის, თირკმლე­ბის და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. შავი ქლი­ა­ვის ჩი­რის ნა­ყე­ნის და­ლე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბის დროს. შეკ­რუ­ლო­ბის დროს ძა­ლი­ან კარ­გია შავი ქლი­ა­ვის ჩი­რის დალ­ბო­ბა და ძი­ლის წინ 100 გრა­მის მი­ღე­ბა.

ლეღ­ვის ჩირი

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კა­ლო­რი­ულ ჩი­რად მიჩ­ნე­უ­ლია გამ­ხმა­რი ლეღ­ვი. მის შე­სა­ხებ ბევრ მი­თო­ლო­გი­ურ ნა­წარ­მო­ებ­შია სა­უ­ბა­რი. გამ­ხმარ ლეღვში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა 55%-ია. ლეღ­ვის ჩირი არე­გუ­ლი­რებს ფა­რი­სე­ბუ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ბოლო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ლეღ­ვის ჩირს შე­უძ­ლია კი­ბოს უჯრე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა. გამ­ხმა­რი ლეღ­ვი შე­ი­ცავს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ფერ­მენ­ტებს. იგი ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­იყ­ნე­ბა ნაწ­ლა­ვე­ბი­დან პა­რა­ზი­ტე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად და ბრონ­ქი­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ. ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა მას ასე­ვე, ხვე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც იყე­ნებს: 5 ცალი ლეღ­ვი ჩა­ვაგ­დოთ ცხე­ლი რძით სავ­სე ჭი­ქა­ში, გავსრი­სოთ, მი­ვი­ღოთ ნა­ხე­ვა­რი ჭიქა დღე­ში 4-ჯერ.

ვაშ­ლის ჩირი

ვაშ­ლი თით­ქმის ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ ვი­ტა­მინს (A, PP, B1, B2) შე­ი­ცავს. ვაშ­ლის გა­მოშ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა კა­ნი­ა­ნად და კურ­კე­ბი­ა­ნად, მაგ­რამ უჯო­ბე­სია, თუ გათ­ლილ, უკურ­კო და აუ­ცი­ლებ­ლად დაჭ­რილ ვაშლს გა­მო­ვაშ­რობთ. ვაშ­ლის ჩირი შე­ი­ცავს 40-45% შა­ქარს. ასე­ვე - პექ­ტინს. გამ­ხმა­რი ვაშ­ლი სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლას­თვის, ვი­საც კი საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ფი­ნი­კის ჩირი

ფი­ნი­კი კა­ლო­რი­უ­ლო­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ნამ­დვი­ლი ჩემ­პი­ო­ნია. მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რია ვი­ტა­მი­ნი B6 (აუმ­ჯო­ბე­სებს შრო­მის უნარს და ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას). კი­დევ ერთი: ფი­ნიკ­ში არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­მად­გენ­ლო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ას­პი­რინს. ის ხელს უწყობს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

მსხლის ჩირი

ძველ ჩი­ნეთ­ში მსხა­ლი მიჩ­ნე­უ­ლი იყოს დღეგ­რძე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ, რად­გან მსხლის ხე დიდ­ხანს ცო­ცხლობს. მსხა­ლი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან მძი­მე ლი­თო­ნე­ბი­სა და ტოქ­სი­ნე­ბის გა­მო­დევ­ნას. მას­ში ბევ­რია უხ­სნა­დი უჯრე­დი­სი, რო­მე­ლიც ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას არე­გუ­ლი­რებს. ახა­ლი მსხა­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ბა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 0,2-0,3%) და მა­ღა­ლი შაქ­რი­ა­ნო­ბით (20%-მდე). გა­მომშრა­ლი მსხა­ლი შე­ი­ცავს 35%-მდე შა­ქარს და 24%-მდე წყალს. ჩი­რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­გა­რი მსხა­ლი (ბო­ლომ­დე და­უმ­წი­ფე­ბე­ლი). აშ­რო­ბენ მთელ, ნა­ხე­ვარ და ოთხად გაჭ­რილ მსხალს.

ჩი­რის­გან მრა­ვა­ლი გემ­რი­ე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლას და­გი­ლე­ვი­ათ ხი­ლის უგემ­რი­ე­ლე­სი კი­სე­ლი, ხოლო ძველ კუ­ლი­ნა­რი­ულ წიგ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტის ნახ­ვა. მა­გა­ლი­თად, ძვე­ლად შავი ქლი­ა­ვის ჩი­რის­გან სო­უსს ასე ამ­ზა­დებ­დნენ: კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი 500 გ ქლი­ა­ვის ჩირი გა­ა­ტა­რეთ სა­ცერ­ში, ჩა­ას­ხით ქვაბ­ში, და­ას­ხით ცოტა თეთ­რი ღვი­ნო, კარ­გად დაფ­ქუ­ლი და­რი­ჩი­ნი და შა­ქა­რი. კარ­გად აუ­რი­ეთ და წა­მო­ა­დუ­ღეთ 1-2 წუთი.

ახლა სამ­კურ­ნა­ლო კუ­ლი­ნა­რი­ი­დან მო­გაწ­ვდით ერთ რე­ცეპტს: დაგ­ჭირ­დე­ბათ 200 გ ვაშ­ლი, 60 გ ხაჭო, 30გ ქიშ­მი­ში, 10 დ ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, კვერ­ცხის გული, 5 გ მა­ნის ბურ­ღუ­ლი, 30 გ არა­ჟა­ნი და 15 გ შა­ქა­რი. კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ად­ვი­ლია. გა­ა­ტა­რეთ სა­ცერ­ში ხაჭო, აუ­რი­ეთ მას­ში მა­ნის ბურ­ღუ­ლი, ქიშ­მი­ში, შა­ქა­რი, კვერ­ცხი და ნა­ღე­ბის კა­რა­ქი. ვაშლს მო­ა­ჭე­რით თავი, გა­მო­უ­ღეთ გული (გვერ­დე­ბი და ძირი არ და­ა­ზი­ა­ნოთ), ამო­ავ­სეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სით და გა­მო­ა­ცხვეთ აირ­ღუ­მელ­ში. სუფ­რა­ზე გა­ი­ტა­ნეთ არა­ჟ­ნით და შაქ­რის პუდ­რით. ეს კერ­ძი გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც - იმუ­ნი­ტეტ­საც ამაღ­ლებს და ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბა­საც უწყობს ხელს.

ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად კი კარ­გია ასე­თი ნა­რე­ვი: 200 გ ლეღ­ვი, შავი ქლი­ა­ვი და კუ­რა­გა და­ა­ქუც­მა­ცეთ, და­უ­მა­ტეთ 25 გ ნი­გო­ზი, მი­ი­ღეთ დი­ლა­ო­ბით თითო სუფ­რის კოვ­ზი. ქიშ­მი­ში ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩირი: გემრიელი და სასარგებლო

ჩირი: გემრიელი და სასარგებლო

ქიშმიში

ყურძენი უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. მასში შედის იოლად ასათვისებელი შაქარი (15-20%), 0,8% ორგანული მჟავები და 0,5% მინერალური მარილები. ყურძენი P ვიტამინის წყაროა. ქიშმიში სასარგებლოა ფილტვების, გულისა და ნერვული სისტემისთვის. მას განსაკუთრებით კარდიოლოგები გვირჩევენ - ის ხომ მდიდარია გულისათვის სასარგებლო კალიუმით. ქიშმიში აუცილებლად უნდა შეიტანონ ყოველდღიური კვების რაციონში გულის არიტმიისა და ჰიპერტონიული დაავადებების მქონე ავადმყოფებმა. ის აუცილებელია მათთვის, ვინც შარდმდენ პრეპარატებს იღებს. მაგნიუმის შემცველობის გამო ქიშმიშს ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვიულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის.

შავი ქლიავის ჩირი

პირველი ცნობები შავი ქლიავის ჩირის გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან მოდის. გამხმარი შავი ქლიავი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. მასში შაქრის შემცველობა 39-41%-ია, ახალი ქლიავში კი - 10-12%. შავი ქლიავის ჩირი არეგულირებს ნახშირწყლოვან ბალანსს, აქვს შფოთვის მოხსნის უნარი, ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესული სიტუაციების მიმართ. გამხმარი შავი ქლიავით კეთდება კომპოტი, რომელიც სასარგებლოა ნაწლავების, თირკმლების და გულის დაავადებების დროს. შავი ქლიავის ჩირის ნაყენის დალევა რეკომენდებულია კუჭის პრობლემების დროს. შეკრულობის დროს ძალიან კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება.

ლეღვის ჩირი

ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ჩირად მიჩნეულია გამხმარი ლეღვი. მის შესახებ ბევრ მითოლოგიურ ნაწარმოებშია საუბარი. გამხმარ ლეღვში შაქრის შემცველობა 55%-ია. ლეღვის ჩირი არეგულირებს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციონირებას. ბოლო სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, რომ ლეღვის ჩირს შეუძლია კიბოს უჯრედების განვითარების შეფერხება. გამხმარი ლეღვი შეიცავს საჭმლის მონელების მასტიმულირებელ ფერმენტებს. იგი ხალხურ მედიცინაში ეფექტიანად გამოიყნება ნაწლავებიდან პარაზიტების გამოსადევნად და ბრონქიტის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა მას ასევე, ხველების საწინააღმდეგოდაც იყენებს: 5 ცალი ლეღვი ჩავაგდოთ ცხელი რძით სავსე ჭიქაში, გავსრისოთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

ვაშლის ჩირი

ვაშლი თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს (A, PP, B1, B2) შეიცავს. ვაშლის გამოშრობა შეიძლება კანიანად და კურკებიანად, მაგრამ უჯობესია, თუ გათლილ, უკურკო და აუცილებლად დაჭრილ ვაშლს გამოვაშრობთ. ვაშლის ჩირი შეიცავს 40-45% შაქარს. ასევე - პექტინს. გამხმარი ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ფინიკის ჩირი

ფინიკი კალორიულობითა და ვიტამინების რაოდენობით ნამდვილი ჩემპიონია. მასში განსაკუთრებით ბევრია ვიტამინი B6 (აუმჯობესებს შრომის უნარს და ყურადღების კონცენტრაციას). კიდევ ერთი: ფინიკში არის ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ასპირინს. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას.

მსხლის ჩირი

ძველ ჩინეთში მსხალი მიჩნეული იყოს დღეგრძელობის სიმბოლოდ, რადგან მსხლის ხე დიდხანს ცოცხლობს. მსხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონებისა და ტოქსინების გამოდევნას. მასში ბევრია უხსნადი უჯრედისი, რომელიც ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ახალი მსხალი გამოირჩევა დაბალი მჟავიანობით (დაახლოებით 0,2-0,3%) და მაღალი შაქრიანობით (20%-მდე). გამომშრალი მსხალი შეიცავს 35%-მდე შაქარს და 24%-მდე წყალს. ჩირისთვის გამოიყენება მაგარი მსხალი (ბოლომდე დაუმწიფებელი). აშრობენ მთელ, ნახევარ და ოთხად გაჭრილ მსხალს.

ჩირისგან მრავალი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ალბათ ყველას დაგილევიათ ხილის უგემრიელესი კისელი, ხოლო ძველ კულინარიულ წიგნებში შეიძლება ბევრი საინტერესო, მაგრამ დავიწყებული რეცეპტის ნახვა. მაგალითად, ძველად შავი ქლიავის ჩირისგან სოუსს ასე ამზადებდნენ: კარგად მოხარშული 500 გ ქლიავის ჩირი გაატარეთ საცერში, ჩაასხით ქვაბში, დაასხით ცოტა თეთრი ღვინო, კარგად დაფქული დარიჩინი და შაქარი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ 1-2 წუთი.

ახლა სამკურნალო კულინარიიდან მოგაწვდით ერთ რეცეპტს: დაგჭირდებათ 200 გ ვაშლი, 60 გ ხაჭო, 30გ ქიშმიში, 10 დ ნაღების კარაქი, კვერცხის გული, 5 გ მანის ბურღული, 30 გ არაჟანი და 15 გ შაქარი. კერძის მომზადება ადვილია. გაატარეთ საცერში ხაჭო, აურიეთ მასში მანის ბურღული, ქიშმიში, შაქარი, კვერცხი და ნაღების კარაქი. ვაშლს მოაჭერით თავი, გამოუღეთ გული (გვერდები და ძირი არ დააზიანოთ), ამოავსეთ მომზადებული მასით და გამოაცხვეთ აირღუმელში. სუფრაზე გაიტანეთ არაჟნით და შაქრის პუდრით. ეს კერძი გემრიელიცაა და სასარგებლოც - იმუნიტეტსაც ამაღლებს და ნაწლავების მუშაობასაც უწყობს ხელს.

ძალების აღსადგენად კი კარგია ასეთი ნარევი: 200 გ ლეღვი, შავი ქლიავი და კურაგა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 25 გ ნიგოზი, მიიღეთ დილაობით თითო სუფრის კოვზი. ქიშმიში ძალიან სასარგებლოა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს