მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს
ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს

25 წლის ლელა სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი მე­ხუ­თე წე­ლია, სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და ათე­ნის ერთ-ერთი სპორ­ტუ­ლი სკო­ლის სა­ხე­ლით, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს; პა­რა­ლე­ლუ­რად, ბერ­ძნულ ოფის­ში მუ­შა­ობს და სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო­გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს... გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ბერ­ძნეთ­ში "მწვერ­ვა­ლე­ბის" და­სა­პყრო­ბად გამ­გზავ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ამ­ბა­ვი "გზის" მკი­თხვე­ლე­ბის­თვი­საც გაგ­ვეც­ნო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტს მივსდევ­დი - მძლე­ო­სა­ნი (დავ­რბი­ვარ) ვარ. შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ვი­მარ­ჯვებ­დი. როცა სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რძე, სპორ­ტს ჩა­მოვ­შორ­დი. მახ­სოვს, ჩემი მწვრთნე­ლი - ლერი ჩხენ­კე­ლი რო­გორ ცდი­ლობ­და, წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია და ამის გამო, ძა­ლი­ან ვე­მად­ლი­ე­რე­ბი. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში - ვერა, მაგ­რამ სა­ბერ­ძნეთ­ში წარ­მა­ტე­ბით მი­ვი­წევ წინ...

- მძლე­ოს­ნო­ბით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი?

- სკო­ლა­ში, ფი­ზკულ­ტუ­რის პირ­ველ­სა­ვე გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა: მინ­და, ივარ­ჯი­შო და გპირ­დე­ბი, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვო. სპორ­ტუ­ლი ნიჭი მა­მი­დას­გან გა­მომ­ყვა - ისიც მძლე­ო­სა­ნი იყო... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ქუ­თა­ის­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე. იმ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტის­თვის დრო აღარ მრჩე­ბო­და...

- ფი­ლო­ლო­გო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე? სპორ­ტსმე­ნო­ბა პერ­სპექ­ტი­ულ პრო­ფე­სი­ად არ მი­გაჩ­ნდა?

- ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ამ საგ­ნებს სკო­ლა­შიც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. თან, იმ პე­რი­ოდ­ში მწვრთნე­ლი და­მე­ღუ­პა და მეც გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი... ჰოდა, სპორ­ტს ნელ-ნელა ჩა­მოვ­შორ­დი.

- სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა?

- ვი­ცო­დი, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბო­და.

- კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი გქონ­და?

- ჩემი მი­ზა­ნი იყო, სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვა­ლი მქო­ნო­და.

- სა­ბერ­ძნეთ­ში იო­ლად მო­ა­ხერ­ხე მიზ­ნის მიღ­წე­ვა?

- წარ­მა­ტე­ბას იო­ლად ვერც აქ მი­აღ­წევ, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც არ და­მიგ­ვი­ან­და (იცი­ნის). სა­ბერ­ძნე­თის ის­ტო­რია მომ­წონ­და და რაც მთა­ვა­რია, აქ ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან.

- და მა­ინც, მარ­ტი­ვი არ არის, როცა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა უცხო ქვე­ყა­ნა­ში "მწვერ­ვა­ლე­ბის" და­სა­პყრო­ბად მი­ემ­გზავ­რე­ბა...

- გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რე­ბა პირ­ველ წლებ­ში რთუ­ლი იყო, რად­გან ბერ­ძნუ­ლი არ ვი­ცო­დი. როცა ლა­პა­რაკს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ხში­რად ვტი­რო­დი კი­დეც. მა­შინ სა­კუ­თარ თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ ყო­ველ­დღე მი­ნი­მუმ, 30 ბერ­ძნულ სი­ტყვას ვის­წავ­ლი­დი და სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სულ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. სა­ღა­მოს, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ თავს პა­ტა­რა გა­მოც­დას ვუ­ტა­რებ­დი - ვა­მოწ­მებ­დი, რამ­დე­ნი უცხო სი­ტყვა ვის­წავ­ლე. ბერ­ძნულ სკო­ლა­შიც შე­ვე­დი, სა­დაც ბერ­ძნუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა, წერა-კი­თხვა შე­ვის­წავ­ლე. აქ არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ბერ­ძნუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის სწავ­ლა უფა­სოა. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი: თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერთ კა­ფე­ში ვი­შო­ვე - ყა­ვას, კოქ­ტე­ილს ვამ­ზა­დებ­დი... ათენ­ში სპორ­ტს ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ქუ­ჩა­ში მო­ვარ­ჯი­შე ხალ­ხს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ჩემი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი მახ­სენ­დე­ბო­და. ჰოდა, ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე, ვარ­ჯი­ში მეც და­მე­წყო. მწვრთნე­ლი მაკ­ვირ­დე­ბო­და, - დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთ­ში რა მან­ძილს გა­ვირ­ბენ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გად "წა­ვე­დი" და სპორ­ტსკო­ლამ "ამიყ­ვა­ნა", მერე კი შე­მომ­თა­ვა­ზეს, შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ამ ფაქტს მწვრთნე­ლი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად შეხ­ვდა. ახლა ყო­ველ თვე­ში 3-4 შე­ჯიბ­რე­ბა მაქვს. წინ წარ­მა­ტე­ბით მი­ვი­წევ...

- სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- თე­ბერ­ვალ­ში პა­რიზ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი, სა­დაც მა­რა­თონ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- გული არ გწყდე­ბა, რომ შე­ჯიბ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით არ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- ყვე­ლამ იცის, რომ ქარ­თვე­ლი ვარ (იღი­მის)...

- მოგ­ვი­ყე­ვი, სა­ბერ­ძნეთ­ში რო­გორ ცხოვ­რობ?

- აქ ბერ­ძე­ნი მე­გობ­რე­ბი გა­ვი­ჩი­ნე. ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რიც მყავს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ათენ­ში რამ­დე­ნი­მე ბინა აქვს და ერთ-ერთი და­მით­მო - ქი­რას არ მახ­დე­ვი­ნებს... ბერ­ძნულ ოფის­ში ვმუ­შა­ობ. ასე­ვე, გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ: რეკ­ლა­მა რამ­დე­ნი­მე ფირ­მის სა­ღა­მოს კა­ბებს, სპორ­ტულ მა­ღა­ზი­ებს გა­ვუ­კე­თე. ერთ-ერთ მარ­კე­ტინ­გულ კლიპ­შიც გა­და­მი­ღეს... სპორ­ტი­სა და სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ვა­ხერ­ხებ: დი­ლით ოფის­ში მივ­დი­ვარ, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე კი ვარ­ჯი­ში მე­წყე­ბა, რო­მელ­საც 10-ზე ვამ­თავ­რებ.

- ალ­ბათ სპორ­ტსმენს, საკ­ვე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი მე­ნიუ გაქვს...

- არა. დი­ე­ტა­ზე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. როცა დავ­რბი­ვარ, რა თქმა უნდა, კა­ლო­რი­ებს ვკარ­გავ. შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლია, მა­კა­რო­ნი, ხორ­ცი და კარ­ტო­ფი­ლი ვჭა­მო - ასე­თი საჭ­მე­ლი კი არ მიყ­ვარს. ათენ­ში მა­კა­რო­ნი და ხორ­ცი "ნო­მე­რი პირ­ვე­ლი" საკ­ვე­ბია. მე­გობ­რებს ხუმ­რო­ბით ვე­უბ­ნე­ბი, - სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­კა­რონს მა­შინ ჭა­მენ, როცა ოჯახ­ში საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა-მეთ­ქი (იცი­ნის).

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გე­ყო­ლე­ბა...

- კი, მყავს. ჩემ მი­მართ ინ­ტე­რესს ბევ­რი იჩენს, მაგ­რამ მე ჯერ არა­ვის­ზე ვფიქ­რობ.

- ბერ­ძე­ნი ბი­ჭე­ბი ქა­ლი­სად­მი სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ?

- ყვე­ლა ცდი­ლობს, ელე­გან­ტუ­რი იყოს, თავი ჭკვი­ან და საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნოს (იღი­მის). ამ­ჟა­მად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი არ­სე­ბაა: ძაღ­ლი ლიბ­რა, რო­მე­ლიც ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­ლავთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს! სა­ოც­რად თბი­ლი და ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლია...

- სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფილ­ხარ?

- არა და ჩემი ქვე­ყა­ნა, მშობ­ლე­ბი, ძმა, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს

ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს

25 წლის ლელა საღარეიშვილი მეხუთე წელია, საბერძნეთში ცხოვრობს და ათენის ერთ-ერთი სპორტული სკოლის სახელით, შეჯიბრებებში მონაწილეობს; პარალელურად, ბერძნულ ოფისში მუშაობს და სარეკლამო ფოტოგადაღებებში მონაწილეობს... გადავწყვიტეთ, საბერძნეთში "მწვერვალების" დასაპყრობად გამგზავრებული ქართველი გოგონას ამბავი "გზის" მკითხველებისთვისაც გაგვეცნო.

- საქართველოში ყოფნისას, 11 წლის განმავლობაში სპორტს მივსდევდი - მძლეოსანი (დავრბივარ) ვარ. შეჯიბრებებში ვიმარჯვებდი. როცა სწავლა უნივერსიტეტში განვაგრძე, სპორტს ჩამოვშორდი. მახსოვს, ჩემი მწვრთნელი - ლერი ჩხენკელი როგორ ცდილობდა, წარმატებისთვის მიმეღწია და ამის გამო, ძალიან ვემადლიერები. მართალია, საქართველოში - ვერა, მაგრამ საბერძნეთში წარმატებით მივიწევ წინ...

- მძლეოსნობით რატომ დაინტერესდი?

- სკოლაში, ფიზკულტურის პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელმა მითხრა: მინდა, ივარჯიშო და გპირდები, წარმატებას მიაღწევო. სპორტული ნიჭი მამიდასგან გამომყვა - ისიც მძლეოსანი იყო... სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. იმ პერიოდში სპორტისთვის დრო აღარ მრჩებოდა...

- ფილოლოგობა რატომ გადაწყვიტე? სპორტსმენობა პერსპექტიულ პროფესიად არ მიგაჩნდა?

- ქართული ენა და ლიტერატურა ძალიან მიყვარდა. ამ საგნებს სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. თან, იმ პერიოდში მწვრთნელი დამეღუპა და მეც გადაღლილი ვიყავი... ჰოდა, სპორტს ნელ-ნელა ჩამოვშორდი.

- საბერძნეთში გამგზავრება რამ გადაგაწყვეტინა?

- ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზა იქნებოდა.

- კონკრეტული მიზანი გქონდა?

- ჩემი მიზანი იყო, საუკეთესო მომავალი მქონოდა.

- საბერძნეთში იოლად მოახერხე მიზნის მიღწევა?

- წარმატებას იოლად ვერც აქ მიაღწევ, მაგრამ ძალიანაც არ დამიგვიანდა (იცინის). საბერძნეთის ისტორია მომწონდა და რაც მთავარია, აქ ქრისტიანები არიან.

- და მაინც, მარტივი არ არის, როცა ახალგაზრდა გოგონა უცხო ქვეყანაში "მწვერვალების" დასაპყრობად მიემგზავრება...

- გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. საბერძნეთში ცხოვრება პირველ წლებში რთული იყო, რადგან ბერძნული არ ვიცოდი. როცა ლაპარაკს ვერ ვახერხებდი, ხშირად ვტიროდი კიდეც. მაშინ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყოველდღე მინიმუმ, 30 ბერძნულ სიტყვას ვისწავლიდი და სადაც უნდა წავსულიყავი, სულ ვმეცადინეობდი. საღამოს, შინ დაბრუნებული, საკუთარ თავს პატარა გამოცდას ვუტარებდი - ვამოწმებდი, რამდენი უცხო სიტყვა ვისწავლე. ბერძნულ სკოლაშიც შევედი, სადაც ბერძნული ენის გრამატიკა, წერა-კითხვა შევისწავლე. აქ არის სკოლები, სადაც ბერძნული ენის შესწავლის მსურველთათვის სწავლა უფასოა. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი: თავდაპირველად სამსახური ერთ-ერთ კაფეში ვიშოვე - ყავას, კოქტეილს ვამზადებდი... ათენში სპორტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ქუჩაში მოვარჯიშე ხალხს რომ ვუყურებდი, ჩემი შეჯიბრებები მახსენდებოდა. ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, ვარჯიში მეც დამეწყო. მწვრთნელი მაკვირდებოდა, - დროის რა მონაკვეთში რა მანძილს გავირბენდი. საბედნიეროდ, კარგად "წავედი" და სპორტსკოლამ "ამიყვანა", მერე კი შემომთავაზეს, შეჯიბრებებზე გავსულიყავი. პირველივე ცდაზე გავიმარჯვე. ამ ფაქტს მწვრთნელი ძალიან ემოციურად შეხვდა. ახლა ყოველ თვეში 3-4 შეჯიბრება მაქვს. წინ წარმატებით მივიწევ...

- საერთაშორისო შეჯიბრებებში თუ მონაწილეობ?

- თებერვალში პარიზში მივემგზავრები, სადაც მარათონში მივიღებ მონაწილეობას.

- გული არ გწყდება, რომ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით არ მონაწილეობ?

- ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ (იღიმის)...

- მოგვიყევი, საბერძნეთში როგორ ცხოვრობ?

- აქ ბერძენი მეგობრები გავიჩინე. ერთი უკრაინელი მეგობარიც მყავს. დაოჯახებულია. ათენში რამდენიმე ბინა აქვს და ერთ-ერთი დამითმო - ქირას არ მახდევინებს... ბერძნულ ოფისში ვმუშაობ. ასევე, გადაღებებზე დავდივარ: რეკლამა რამდენიმე ფირმის საღამოს კაბებს, სპორტულ მაღაზიებს გავუკეთე. ერთ-ერთ მარკეტინგულ კლიპშიც გადამიღეს... სპორტისა და სამსახურის შეთავსება ცოტა რთულია, მაგრამ ვახერხებ: დილით ოფისში მივდივარ, საღამოს 7 საათზე კი ვარჯიში მეწყება, რომელსაც 10-ზე ვამთავრებ.

- ალბათ სპორტსმენს, საკვების განსაზღვრული მენიუ გაქვს...

- არა. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. როცა დავრბივარ, რა თქმა უნდა, კალორიებს ვკარგავ. შემდეგ სასურველია, მაკარონი, ხორცი და კარტოფილი ვჭამო - ასეთი საჭმელი კი არ მიყვარს. ათენში მაკარონი და ხორცი "ნომერი პირველი" საკვებია. მეგობრებს ხუმრობით ვეუბნები, - საქართველოში მაკარონს მაშინ ჭამენ, როცა ოჯახში საკვების ნაკლებობაა-მეთქი (იცინის).

- თაყვანისმცემლები გეყოლება...

- კი, მყავს. ჩემ მიმართ ინტერესს ბევრი იჩენს, მაგრამ მე ჯერ არავისზე ვფიქრობ.

- ბერძენი ბიჭები ქალისადმი სიყვარულსა და პატივისცემას როგორ გამოხატავენ?

- ყველა ცდილობს, ელეგანტური იყოს, თავი ჭკვიან და საქმიან ადამიანად წარმოაჩინოს (იღიმის). ამჟამად ჩემს ცხოვრებაში ერთი უსაყვარლესი არსებაა: ძაღლი ლიბრა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლავთ. ძალიან მიყვარს! საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლია...

- საბერძნეთში გამგზავრების მერე საქართველოში არ ყოფილხარ?

- არა და ჩემი ქვეყანა, მშობლები, ძმა, ნათესავები, ახლობლები ძალიან მენატრებიან.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია