ფონდი "ქართული გალობა" ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს

ფონდი "ქართული გალობა" ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს

ფონდი "ქართული გალობა" ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ჰამლეტ გონაშვილის განახლებული ორი კომპაქტური დისკისგან შემდგარი CD ალბომები და მონოგრაფია, რომელიც ფონდი "ქართული გალობის" მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოვიდა. გაყიდული ალბომებიდან შემოსული თანხა მომღერლის ოჯახს გადაეცემა.

ამასთან, ფონდი წლის ბოლომდე რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელთაგან აღსანიშნავია: გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის შენობის რემონტი და აღნიშნული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამის დაწყება, გალობის სასწავლო აუდიო ალბომის გამოცემა, ღვაწლმოსილ ლოტბართა საღამოების გამართვა რეგიონებში, ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემა, ფონდის საიტი და სხვა.

ფონდი "ქართული გალობა", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას.

ფონდი "ქართული გალობის" დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი 11 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები. ფონდმა მათ საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.

ფონდი "ქართული გალობა" მსმენელებს ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე 28 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე იწვევს. მათივე ცნობით, ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში და საიტზე: www.biletebi.ge.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება