პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"
დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"

ჩვე­ნი სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი­ა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ღა­მის შო­უს სტუ­დი­ამ" ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" ეთერ­ში ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, სა­დაც მთა­ვარ როლს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ობს ახალ სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ჯა­რის­კა­ცის რო­ლი ხვდა წი­ლად.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ ახა­ლი სე­რი­ა­ლით "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"?

- ეს სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლა­ქის­გან" რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ესეც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დი­ა­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა, ხში­რად გვხვდე­ბა წარ­სუ­ლის ჩარ­თვე­ბი, შე­და­რე­ბე­ბი და მთელ ის­ტო­რი­ას მთხრო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა. ამ­ბა­ვი მხი­ა­რუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი. წი­ნა სე­რი­ა­ლი­დან თით­ქმის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გა­უშ­ვეს, მხო­ლოდ მე მხვდა წი­ლად აქ მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი (ი­ცი­ნის). და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვილს ად­რეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბებ­ზე უფ­რო და­ვახ­ლოვ­დით. ამ ხალ­ხმა იცის თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თე­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა მომ­წონს და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც დავ­თან­ხმდი. სე­რი­ა­ლი ხალ­ხმა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

- ეთერ­ში სე­რი­ა­ლის გას­ვლი­სას "რუს­თა­ვი 2"-ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­ვა, რო­გორ ფიქ­რობთ, გა­უ­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ამის ში­ში უფ­რო სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ, მსა­ხი­ო­ბი ვარ და ვცდი­ლობ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო ჩე­მი საქ­მე. თუ ჩემს მე­გობ­რებს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ექ­ნე­ბათ, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სა­ხით, კარ­გი იქ­ნე­ბა. არ ვთვლი უბე­დუ­რე­ბად კონ­კუ­რენ­ცი­ას, პი­რი­ქით შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­წი­ოთ კონ­კუ­რენ­ცი­ა, ამის პი­რო­ბე­ბი არის. "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დემ­ნას ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, ვე­ღარ გა­ნა­ვი­თა­რა სცე­ნა­რის­ტმა ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟი და "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი­დან" წა­მო­ვე­დი. ნე­ბის­მი­ერ დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შემ­ქმნე­ლებ­თან. მე­რე და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და დავ­თან­ხმდი. ძა­ლი­ან ცუ­დი სტრა­ტე­გია აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თი არ­ხის სე­რი­ალ­ში და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს მე­ო­რე არ­ხზე რომ არ ათა­მა­შე­ბენ. სა­დაც კარ­გი პი­რო­ბე­ბი და ანა­ზღ­ა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა, იქ წა­ვალ. ცოლ­ქმრო­ბა­ში არ მო­სუ­ლა ღა­ლა­ტი, ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მას­თან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე (ი­ცი­ნის)?

- არას­დროს გაგ­ქცე­ვი­ათ თვა­ლი სხვის­კენ?

- ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და, არ ვი­ცი, ოჯა­ხი რა­ტომ უნ­და და­მენ­გრეს.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ რო­ლებ­ზე ხში­რად გი­წევთ უა­რის თქმა?

- ჩემ­თვის მთა­ვა­რი­ა, თე­მა იყოს ნორ­მა­ლუ­რი და საქ­მეს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თებ­დნენ. ამას თუ და­ვი­ნა­ხავ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თა­ნაც სი­­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, მაგ­რამ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით საქ­მე კარ­გად. რო­ცა როლს მთა­ვა­ზო­ბენ, ჯერ ვცდი­ლობ, გა­ვი­გო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მთა­ვა­ზო­ბენ თუ არა ამას. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი არ არის რე­ჟი­სო­რი და ფილ­მი კარ­გი გა­მო­სდის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა სიტყ­ვა­ზე ვენ­დე ან სა­თა­ნა­დოდ არ და­ვინ­ტე­რეს­დი სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლით და მე­რე თავ­ბე­დი ვიწყ­ევ­ლე (ი­ცი­ნის). დი­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ მომ­სვლი­ა, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­აქვს ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბას. ხში­რად ყო­ფი­ლა ანა­ზღ­ა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ არის პრო­ექ­ტე­ბი, რო­ცა ანა­ზღ­ა­უ­რე­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. ხან­და­ხან თვე­ო­ბით არ მი­მი­ღია ჰო­ნო­რა­რი, გა­რან­ტი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად გვაქვს მსა­ხი­ო­ბებს, რომ დავ­დოთ კონ­ტრაქ­ტე­ბი და მე­რე ვი­ჩივ­ლოთ, ეს დიდ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ დამ­კვე­თი სარ­გებ­ლობს ამით (ი­ცი­ნის).

- ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვავ­დე­ბით თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან?

- ბევ­რს ჰგო­ნი­ა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა იო­ლი­ა, ტაშ­-ფან­დუ­რა ცხოვ­რე­ბა გვაქვს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის იუ­მო­რი მოგ­წონთ?

- ხალ­ხს რომ არ მოს­წონ­დეს, შო­უ­ე­ბი არ იარ­სე­ბებ­და. ვი­საც არ მოს­წონს, სხვა არ­ხზე გა­დარ­თოს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მუ­რა­ბა უყ­ვარს ძა­ლი­ან, მაგ­რამ დღე­და­ღა­მე მუ­რა­ბას ხომ არ შე­ჭამს? ასეა ეს სე­რი­ა­ლე­ბიც.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ეკა პა­პი­აშ­ვი­ლი იღებს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილ­მს, კი­დევ და­მამ­ტკი­ცეს მე­ო­რე ფილ­მზე, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც ნო­ემ­ბერ­ში და­იწყ­ე­ბა. თე­ატ­რში იხ­სნე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი და ვნა­ხოთ, ახალ სპექ­ტაკ­ლზე თუ და­ვიწყ­ებთ მუ­შა­ო­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"

ჩვე­ნი სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი­ა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ღა­მის შო­უს სტუ­დი­ამ" ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" ეთერ­ში ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, სა­დაც მთა­ვარ როლს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ობს ახალ სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ჯა­რის­კა­ცის რო­ლი ხვდა წი­ლად.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ ახა­ლი სე­რი­ა­ლით "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"?

- ეს სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლა­ქის­გან" რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ესეც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დი­ა­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა, ხში­რად გვხვდე­ბა წარ­სუ­ლის ჩარ­თვე­ბი, შე­და­რე­ბე­ბი და მთელ ის­ტო­რი­ას მთხრო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა. ამ­ბა­ვი მხი­ა­რუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი. წი­ნა სე­რი­ა­ლი­დან თით­ქმის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გა­უშ­ვეს, მხო­ლოდ მე მხვდა წი­ლად აქ მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი (ი­ცი­ნის). და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვილს ად­რეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბებ­ზე უფ­რო და­ვახ­ლოვ­დით. ამ ხალ­ხმა იცის თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თე­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა მომ­წონს და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც დავ­თან­ხმდი. სე­რი­ა­ლი ხალ­ხმა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

- ეთერ­ში სე­რი­ა­ლის გას­ვლი­სას "რუს­თა­ვი 2"-ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­ვა, რო­გორ ფიქ­რობთ, გა­უ­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ამის ში­ში უფ­რო სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ, მსა­ხი­ო­ბი ვარ და ვცდი­ლობ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო ჩე­მი საქ­მე. თუ ჩემს მე­გობ­რებს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ექ­ნე­ბათ, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სა­ხით, კარ­გი იქ­ნე­ბა. არ ვთვლი უბე­დუ­რე­ბად კონ­კუ­რენ­ცი­ას, პი­რი­ქით შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­წი­ოთ კონ­კუ­რენ­ცი­ა, ამის პი­რო­ბე­ბი არის. "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დემ­ნას ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, ვე­ღარ გა­ნა­ვი­თა­რა სცე­ნა­რის­ტმა ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟი და "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი­დან" წა­მო­ვე­დი. ნე­ბის­მი­ერ დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შემ­ქმნე­ლებ­თან. მე­რე და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და დავ­თან­ხმდი. ძა­ლი­ან ცუ­დი სტრა­ტე­გია აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თი არ­ხის სე­რი­ალ­ში და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს მე­ო­რე არ­ხზე რომ არ ათა­მა­შე­ბენ. სა­დაც კარ­გი პი­რო­ბე­ბი და ანაზღ­ა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა, იქ წა­ვალ. ცოლ­ქმრო­ბა­ში არ მო­სუ­ლა ღა­ლა­ტი, ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე (ი­ცი­ნის)?

- არას­დროს გაგ­ქცე­ვი­ათ თვა­ლი სხვის­კენ?

- ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და, არ ვი­ცი, ოჯა­ხი რა­ტომ უნ­და და­მენ­გრეს.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ რო­ლებ­ზე ხში­რად გი­წევთ უა­რის თქმა?

- ჩემ­თვის მთა­ვა­რი­ა, თე­მა იყოს ნორ­მა­ლუ­რი და საქ­მეს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თებ­დნენ. ამას თუ და­ვი­ნა­ხავ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თა­ნაც სი­­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, მაგ­რამ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით საქ­მე კარ­გად. რო­ცა როლს მთა­ვა­ზო­ბენ, ჯერ ვცდი­ლობ, გა­ვი­გო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მთა­ვა­ზო­ბენ თუ არა ამას. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი არ არის რე­ჟი­სო­რი და ფილ­მი კარ­გი გა­მო­სდის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა სიტყ­ვა­ზე ვენ­დე ან სა­თა­ნა­დოდ არ და­ვინ­ტე­რეს­დი სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლით და მე­რე თავ­ბე­დი ვიწყ­ევ­ლე (ი­ცი­ნის). დი­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ მომ­სვლი­ა, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­აქვს ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბას. ხში­რად ყო­ფი­ლა ანაზღ­ა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ არის პრო­ექ­ტე­ბი, რო­ცა ანაზღ­ა­უ­რე­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. ხან­და­ხან თვე­ო­ბით არ მი­მი­ღია ჰო­ნო­რა­რი, გა­რან­ტი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად გვაქვს მსა­ხი­ო­ბებს, რომ დავ­დოთ კონ­ტრაქ­ტე­ბი და მე­რე ვი­ჩივ­ლოთ, ეს დიდ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ დამ­კვე­თი სარ­გებ­ლობს ამით (ი­ცი­ნის).

- ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვავ­დე­ბით თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან?

- ბევრს ჰგო­ნი­ა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა იო­ლი­ა, ტაშ­-ფან­დუ­რა ცხოვ­რე­ბა გვაქვს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის იუ­მო­რი მოგ­წონთ?

- ხალხს რომ არ მოს­წონ­დეს, შო­უ­ე­ბი არ იარ­სე­ბებ­და. ვი­საც არ მოს­წონს, სხვა არ­ხზე გა­დარ­თოს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მუ­რა­ბა უყ­ვარს ძა­ლი­ან, მაგ­რამ დღე­და­ღა­მე მუ­რა­ბას ხომ არ შე­ჭამს? ასეა ეს სე­რი­ა­ლე­ბიც.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ეკა პა­პი­აშ­ვი­ლი იღებს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილმს, კი­დევ და­მამ­ტკი­ცეს მე­ო­რე ფილ­მზე, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც ნო­ემ­ბერ­ში და­იწყ­ე­ბა. თე­ატ­რში იხ­სნე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი და ვნა­ხოთ, ახალ სპექ­ტაკ­ლზე თუ და­ვიწყ­ებთ მუ­შა­ო­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება