მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?
რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?

ზღვის სე­ზო­ნი დას­რულ­და და ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ცა­რი­ელ­და. წელს ზღვა­ზე ჩა­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წვი­მი­ან­მა ამინ­დებ­მა შე­უ­შა­ლა ხელი და ვა­და­ზე ადრე გულ­და­წყვე­ტი­ლი დაბ­რუნ­და სახ­ლში. უა­მინ­დო­ბის გამო თურ­მე ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წილ­მა ბა­თუ­მი­დან თურ­ქეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სა­მა­გი­ე­როდ, ბევ­რი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვე აქ­ვეყ­ნებ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში 770 608 ვი­ზი­ტო­რი შე­მო­ვი­და, რაც გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 28,2%-ით მე­ტია. "რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდს, ჯამ­ში 3 568 518 უცხო­ე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მე­ტად - თურ­ქე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და ირა­ნი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან. მათი უმე­ტე­სო­ბა პო­ლო­ნე­ლე­ბი, ჩე­ხე­ბი და ავ­სტრი­ე­ლე­ბი არი­ან. შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან - ყა­ზა­ხე­ბი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან - ბე­ლო­რუ­სი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი", - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მარ­თა­ლია, დღეს ისე­თი ხმა­უ­რი­ა­ნი აღარ არის ბა­თუ­მი, რო­გორც აგ­ვის­ტო­ში იყო, მაგ­რამ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მა­ინც არი­ან. ძი­რი­თა­დად - უცხო­ე­ლე­ბი. არც სექ­ტემ­ბე­რი აღ­მოჩ­ნდა მზი­ა­ნი, ხში­რად წვიმს, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა გა­სარ­თობს მა­ინც პო­უ­ლობს. ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­სა და აჭა­რის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ. ტუ­რის­ტე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან ამ ჯა­დოს­ნუ­რი ბა­ღის მცე­ნა­რე­თა გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი.

იგო­რი, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ბე­ლო­რუ­სი­ი­დან:

- უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ, მაგ­რამ მინ­სკში ვცხოვ­რობ. ბორტგამ­ცი­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ და ქარ­თვე­ლებს ვა­ცი­ლებ ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი. ერთი კვი­რაა, აქ ვარ და ძა­ლი­ან მა­გა­რია!

- პირ­ვე­ლად ხართ ბა­თუმ­ში?

- არა, ომამ­დე ნამ­ყო­ფი ვარ ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­შიც. წელს დაგვპა­ტი­ჟეს და ჩა­მო­ვე­დით. გა­მი­ხარ­და, რომ ისე­თი ბა­თუ­მი დამ­ხვდა, რო­გო­რიც დავ­ტო­ვე, თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი და როცა მოვ­დი­ო­დი, ცო­ტა­თი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

- რის გამო?

- მე­გო­ნა, ომი შეგცვლი­დათ, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ომი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა იყო და ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ეს არ ასა­ხუ­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი ნე­ბუ­ლი კენ­ჭა­ძე ბა­თუ­მის მცხოვ­რე­ბია. ის სე­ზონ­ზე სა­კუ­თარ სახ­ლს აქი­რა­ვებს და ეს არის ოჯა­ხის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი.

ნე­ბუ­ლი კენ­ჭა­ძე:

- წელს ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი თით­ქმის ჩა­ი­შა­ლა, მაგ­რამ აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და სექ­ტემ­ბე­რი ოდ­ნავ უკე­თე­სი იყო. სე­ზო­ნი მა­ინც სე­ზო­ნია და დამ­სვე­ნე­ბე­ლი მა­ინც არის. უფრო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და თურ­ქე­ბი არი­ან წელს. კერ­ძო სექ­ტორ­ში არ გვყავ­და ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი. უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის გამო ძი­რი­თა­დად ისი­ნი სას­ტუმ­რო­ებ­ში არ­ჩევ­დნენ ყოფ­ნას.

- ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ?

- ქარ­თვე­ლე­ბი ბა­თუმ­ში ნაკ­ლე­ბად არი­ან, ისი­ნი უფრო ქო­ბუ­ლეთ­ში ის­ვე­ნე­ბენ. ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად, მაგ­რამ წვი­მე­ბის გამო მერე თურ­ქეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ. ბევ­რმა ქარ­თველ­მა ჩა­ა­ლა­გა ჩე­მო­და­ნი და გა­და­ვი­და თურ­ქეთ­ში. რუ­სე­ბი რომ ჩა­მო­დი­ან, თურ­ქეთ­ში ნამ­დვი­ლად არ მი­დი­ან, მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ ბა­თუ­მი. მე წელს უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მყავ­და. სა­ერ­თოდ, უცხო­ე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ბა­თუ­მი. ჩემი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვაო. ერთი კვი­რა იყ­ვნენ და მო­ი­ა­რეს ყვე­ლა­ფე­რი. ბო­ლოს თბი­ლის­ში წა­ვიდ­ნენ, იქა­უ­რო­ბა­საც და­ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ და იქი­დან თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ.

- ახ­ლაც გყავთ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი თუ სე­ზო­ნი დამ­თავ­რდა?

- ჩვენ­თვის უკვე დამ­თავ­რდა სე­ზო­ნი, აწი ვინც ჩა­მო­ვა, ის უფრო მე­ტად სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­დე­ბა. ჩვენ 15-20 ლა­რად, სე­ზონ­ზე - 25 ლა­რად ვა­ქი­რა­ვებთ ბი­ნებს, მაგ­რამ მა­ინც არ არის ხალ­ხი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­გე­ბას ვერ ვნა­ხუ­ლობთ. გა­და­სა­ხა­დებს ვიხ­დით და შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან ძა­ლი­ან მცი­რე­დი რჩე­ბა. ბა­თუ­მი ნამ­დვი­ლად არის ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქი, მო­სახ­ლე­ო­ბას გვი­ხა­რია, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა, გა­ლა­მაზ­და აქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა უმუ­შევ­რო­ბა. სე­ზონს ვე­ლო­დე­ბით მო­უთ­მენ­ლად, მაგ­რამ სას­ტუმ­რო­ე­ბი ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან და ალ­ბათ მალე კერ­ძო ეზო­ში ბევ­რი და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც აღარ შე­მო­ვა. ჩვენ­თან უფრო და­ბა­ლი ფენა მო­დის, რო­მელ­საც არ აქვს სას­ტუმ­როს ფული.

ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან პი­ა­ცას მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი თვლი­ან, რომ წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ­თვის სე­ზო­ნი მა­ინც არ ჩა­ვარ­დნი­ლა: "სა­ერ­თო ჯამ­ში წვი­მებ­მა წელს ზღვის სე­ზონს ხელი შე­უ­შა­ლა, მაგ­რამ სერ­ვი­სე­ბი გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ და ამი­ტომ ჩვენ­თან შე­და­რე­ბით იმა­ტა ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვმა. ამინ­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მა­ინც უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. ახ­ლაც არი­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი, თუმ­ცა სე­ზო­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია"

ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტშიც თვლი­ან, რომ 2013 წლის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო.

"წელს სე­ზო­ნი ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო და ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, რად­გან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე ბა­თუ­მი არა­ერთ ჩარ­ტე­რულ თუ რე­გუ­ლა­რულ ფრე­ნას უმას­პინ­ძლებს პო­ლო­ნე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან თუ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. სე­ზო­ნის სი­ახ­ლედ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, მა­ი­სის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან­ვე რომ შე­იმ­ჩნე­ო­და ტუ­რის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა. აჭა­რა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, იან­ვრი­დან აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით რე­გი­ონ­ში 12 პრო­ცენ­ტი­თაა გაზ­რდი­ლი ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით. წელს ზრდა გვქონ­და ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა უკ­რა­ი­ნა, პო­ლო­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, თურ­ქე­თი. ამ ქვეყ­ნებ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტი ინ­ტენ­სი­ურ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. გარ­და ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბი­სა, ტუ­რის­ტე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლობ­დნენ ისე­თი ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მი, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რი, ღვი­ნის სახ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იკ­ვე­თა ეკო­ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა: ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მარ­კი­რე­ბა, ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სათ­ვალ­თვა­ლო პუნ­ქტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, ღვი­ნი­სა და სოფ­ლად ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­რეკ­ლა­მო ბრო­შუ­რე­ბის შექ­მნა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ დამ­სვე­ნებ­ლებს, უა­მინ­დო­ბის გამო, წელს, გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ო­და", - გვი­თხრეს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?

რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?

ზღვის სეზონი დასრულდა და ზღვისპირა ქალაქების ქუჩებიც ფაქტობრივად, დაცარიელდა. წელს ზღვაზე ჩასული დამსვენებლების უმრავლესობას წვიმიანმა ამინდებმა შეუშალა ხელი და ვადაზე ადრე გულდაწყვეტილი დაბრუნდა სახლში. უამინდობის გამო თურმე ქართველების ნაწილმა ბათუმიდან თურქეთში გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვე აქვეყნებდა სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულთა სტატისტიკურ მონაცემებს. მათი ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში 770 608 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2%-ით მეტია. "რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს, ჯამში 3 568 518 უცხოელი იყო საქართველოში. აგვისტოში საქართველოში უფრო მეტად - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან ჩამოდიოდნენ. ასევე, გარკვეული ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათი უმეტესობა პოლონელები, ჩეხები და ავსტრიელები არიან. შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახები, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის მოქალაქეები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მართალია, დღეს ისეთი ხმაურიანი აღარ არის ბათუმი, როგორც აგვისტოში იყო, მაგრამ დამსვენებლები მაინც არიან. ძირითადად - უცხოელები. არც სექტემბერი აღმოჩნდა მზიანი, ხშირად წვიმს, თუმცა მათი უმეტესობა გასართობს მაინც პოულობს. ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ. ტურისტები აღფრთოვანებული არიან ამ ჯადოსნური ბაღის მცენარეთა განსაცვიფრებელი სილამაზით. მსოფლიოში ცნობილია ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

იგორი, დამსვენებელი ბელორუსიიდან:

- უკრაინელი ვარ, მაგრამ მინსკში ვცხოვრობ. ბორტგამცილებლად ვმუშაობ და ქართველებს ვაცილებ ბათუმსა და თბილისში. მიუხედავად ამისა, ომის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვედი. ერთი კვირაა, აქ ვარ და ძალიან მაგარია!

- პირველად ხართ ბათუმში?

- არა, ომამდე ნამყოფი ვარ ბათუმში, თბილისსა და ქუთაისშიც. წელს დაგვპატიჟეს და ჩამოვედით. გამიხარდა, რომ ისეთი ბათუმი დამხვდა, როგორიც დავტოვე, თბილი და სტუმართმოყვარე. ძალიან მიყვარს ქართველები და როცა მოვდიოდი, ცოტათი ვნერვიულობდი.

- რის გამო?

- მეგონა, ომი შეგცვლიდათ, მაგრამ მივხვდი, რომ ომი მხოლოდ პოლიტიკა იყო და ხალხის ურთიერთობაზე ეს არ ასახულა.

ქალბატონი ნებული კენჭაძე ბათუმის მცხოვრებია. ის სეზონზე საკუთარ სახლს აქირავებს და ეს არის ოჯახის ძირითადი შემოსავალი.

ნებული კენჭაძე:

- წელს ზაფხულის სეზონი თითქმის ჩაიშალა, მაგრამ აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბერი ოდნავ უკეთესი იყო. სეზონი მაინც სეზონია და დამსვენებელი მაინც არის. უფრო უკრაინელები და თურქები არიან წელს. კერძო სექტორში არ გვყავდა ბევრი დამსვენებელი. უკეთესი პირობების გამო ძირითადად ისინი სასტუმროებში არჩევდნენ ყოფნას.

- ქართველები ბევრნი იყვნენ?

- ქართველები ბათუმში ნაკლებად არიან, ისინი უფრო ქობულეთში ისვენებენ. ჩამოდიოდნენ დასასვენებლად, მაგრამ წვიმების გამო მერე თურქეთში მიდიოდნენ. ბევრმა ქართველმა ჩაალაგა ჩემოდანი და გადავიდა თურქეთში. რუსები რომ ჩამოდიან, თურქეთში ნამდვილად არ მიდიან, მათ ძალიან უყვართ ბათუმი. მე წელს უკრაინელი დამსვენებლები მყავდა. საერთოდ, უცხოელებს ძალიან მოსწონთ ბათუმი. ჩემი დამსვენებლები ამბობდნენ, ძალიან გვაინტერესებდა საქართველოს ნახვაო. ერთი კვირა იყვნენ და მოიარეს ყველაფერი. ბოლოს თბილისში წავიდნენ, იქაურობასაც დაათვალიერებდნენ და იქიდან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ.

- ახლაც გყავთ დამსვენებლები თუ სეზონი დამთავრდა?

- ჩვენთვის უკვე დამთავრდა სეზონი, აწი ვინც ჩამოვა, ის უფრო მეტად სასტუმროში დაბინავდება. ჩვენ 15-20 ლარად, სეზონზე - 25 ლარად ვაქირავებთ ბინებს, მაგრამ მაინც არ არის ხალხი. ფაქტობრივად, მოგებას ვერ ვნახულობთ. გადასახადებს ვიხდით და შემოსული თანხიდან ძალიან მცირედი რჩება. ბათუმი ნამდვილად არის ტურისტული ქალაქი, მოსახლეობას გვიხარია, რომ რაღაცები შეიცვალა, გალამაზდა აქაურობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა. სეზონს ველოდებით მოუთმენლად, მაგრამ სასტუმროები ჩვენი კონკურენტები არიან და ალბათ მალე კერძო ეზოში ბევრი დასასვენებლადაც აღარ შემოვა. ჩვენთან უფრო დაბალი ფენა მოდის, რომელსაც არ აქვს სასტუმროს ფული.

ამ ქალბატონისგან განსხვავებით, კმაყოფილები არიან პიაცას მენეჯმენტის წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ წვიმიანი ამინდების მიუხედავად, მათთვის სეზონი მაინც არ ჩავარდნილა: "საერთო ჯამში წვიმებმა წელს ზღვის სეზონს ხელი შეუშალა, მაგრამ სერვისები გავამრავალფეროვნეთ და ამიტომ ჩვენთან შედარებით იმატა ტურისტების რიცხვმა. ამინდი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ჩვენი სასტუმროების მომხმარებლები მაინც უცხოელები არიან. ახლაც არიან შემორჩენილები, თუმცა სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია"

ტურიზმის დეპარტამენტშიც თვლიან, რომ 2013 წლის ტურისტული სეზონი წარმატებული იყო.

"წელს სეზონი ძალიან ადრე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ოქტომბრის დასაწყისამდე ბათუმი არაერთ ჩარტერულ თუ რეგულარულ ფრენას უმასპინძლებს პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. სეზონის სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს, მაისის პირველი რიცხვებიდანვე რომ შეიმჩნეოდა ტურისტების განსაკუთრებული ზრდა. აჭარაში განთავსებული სასტუმროების მონაცემებზე დაყრდნობით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით რეგიონში 12 პროცენტითაა გაზრდილი ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით. წელს ზრდა გვქონდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი. ამ ქვეყნებში დეპარტამენტი ინტენსიურ სარეკლამო კამპანიებს ახორციელებდა. გარდა ზღვაზე დასვენებისა, ტურისტები ხშირად სარგებლობდნენ ისეთი ტურისტული ობიექტებით, როგორებიცაა ბათუმის დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი, მახუნცეთის ჩანჩქერი, ღვინის სახლები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ეკოტურიზმის მიმართულებითაც, რომლის განვითარებისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა სხვადასხვა პროექტი განახორციელა: ეკოტურისტული მარშრუტების მარკირება, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო პუნქტების ინფრასტრუქტურის შექმნა, ღვინისა და სოფლად ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო ბროშურების შექმნა. რაც შეეხება ქართველ დამსვენებლებს, უამინდობის გამო, წელს, გასული წლების მსგავსად, კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა", - გვითხრეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურში.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია