Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა
ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა

ფრან­გმა ალ­პი­ნის­ტმა მონბ­ლან­ზე განძს მი­აგ­ნო, რო­მე­ლიც მყინ­ვარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. სა­გან­ძუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 246 000 ევ­როა. ყუთ­ში, რო­მე­ლიც ალ­პი­ნის­ტმა იპოვ­ნა, სა­ფი­რო­ნი­სა და ლა­ლის თვლე­ბი აღ­მოჩ­ნდა. მა­მა­კაც­მა ნა­პოვ­ნი გან­ძი პო­ლი­ცი­ის უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ი­ტა­ნა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა.

"ეს ახალ­გაზ­რდა ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მიხ­ვდა, რომ ნა­პოვ­ნი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა რო­მე­ლი­ღაც და­ღუ­პულ მთამ­სვლელს ეკუთ­ვნო­და. ალ­პი­ნისტს შე­ეძ­ლო გან­ძი თა­ვის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ­ჯო­ბი­ნა ის პო­ლი­ცი­ის­თვის გა­და­ე­ცა",- აღ­ნიშ­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში.

ძვირ­ფა­სი თვლე­ბი და­ფა­სო­ე­ბუ­ლი იყო პა­კე­ტებ­ში, რო­მელ­თაც ჰქონ­და შემ­დე­გი წარ­წე­რა: "დამ­ზა­დე­ბუ­ლია ინ­დო­ეთ­ში". სა­ვა­რა­უ­დოდ, მონბ­ლან­ზე ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა 1950 ან 1966 წელს აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და Air India-ს ლა­ი­ნე­რებ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა ეძებს ძვირ­ფა­სი ტვირ­თის პატ­რონს. თუკი მათი მიგ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, მა­შინ, შე­საძ­ლოა, ნა­პოვ­ნი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა მპოვ­ნელს გა­და­ე­ცეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია afp.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა

ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა

ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე განძს მიაგნო, რომელიც მყინვარზე დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. საგანძურის ღირებულება 246 000 ევროა. ყუთში, რომელიც ალპინისტმა იპოვნა, საფირონისა და ლალის თვლები აღმოჩნდა.  მამაკაცმა ნაპოვნი განძი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცავებს გადასცა.

"ეს ახალგაზრდა ძალიან პატიოსანი აღმოჩნდა. მიხვდა, რომ ნაპოვნი ძვირფასეულობა რომელიღაც დაღუპულ მთამსვლელს ეკუთვნოდა. ალპინისტს შეეძლო განძი თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ ამჯობინა ის პოლიციისთვის გადაეცა",- აღნიშნეს სამართალდამცავ უწყებაში.

ძვირფასი თვლები დაფასოებული იყო პაკეტებში, რომელთაც ჰქონდა შემდეგი წარწერა: "დამზადებულია ინდოეთში". სავარაუდოდ, მონბლანზე ძვირფასეულობა 1950 ან 1966 წელს აღმოჩნდა, როდესაც კატასტროფა განიცადა Air India-ს ლაინერებმა. ხელისუფლება ახლა ეძებს ძვირფასი ტვირთის პატრონს. თუკი მათი მიგნება ვერ მოხერხდება, მაშინ, შესაძლოა, ნაპოვნი ძვირფასეულობა მპოვნელს გადაეცეს.  

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა