Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი კონგრესმენი - ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ვაშინგტონს უყურადღებოდ დარჩა
ამერიკელი კონგრესმენი - ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ვაშინგტონს უყურადღებოდ დარჩა

ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, ელი­ოტ ენ­გელ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ უფრო მწვა­ვე პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლის ფონ­ზე, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხი ვა­შინგტო­ნის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩა.

"გუ­ლახ­დი­ლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, ეს პრობ­ლე­მა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დაგ­ვრჩა. ვფიქ­რობ, ჩვენ სხვა მხა­რეს ვი­ყუ­რე­ბით და ასე არ უნდა ვიქ­ცე­ო­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როს­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ელი­ოტ ენ­გელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­შინგტო­ნი გულ­გრი­ლი არ უნდა დარ­ჩეს იმის მი­მართ, თუ რო­გორ ახ­დენს რუ­სე­თი ზე­წო­ლას მე­ზობ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­ის­წრა­ფი­ან.

"რუ­სე­თი იწყებს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის გაზ­რდას და ვფიქ­რობ, უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ ვი­ცით, რა­საც აკე­თებს და არ მოგ­ვწონს. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და და­ვეხ­მა­როთ ამ ქვეყ­ნებს იმოქ­მე­დონ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით - და არ იყ­ვნენ იმის მუ­ქა­რის ქვეშ, რომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის მი­წო­დე­ბას შე­უ­ჩე­რე­ბენ ან ბო­ი­კოტს გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ მათ პრო­დუქტს", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა და დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მუ­ქა­რა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ამერიკელი კონგრესმენი - ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ვაშინგტონს უყურადღებოდ დარჩა

ამერიკელი კონგრესმენი - ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ვაშინგტონს უყურადღებოდ დარჩა

ამერიკელმა კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, ელიოტ ენგელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უფრო მწვავე პრობლემებთან ბრძოლის ფონზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საკითხი ვაშინგტონის ყურადღების მიღმა დარჩა.

"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს პრობლემა ყურადღების მიღმა დაგვრჩა. ვფიქრობ, ჩვენ სხვა მხარეს ვიყურებით და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ელიოტ ენგელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გულგრილი არ უნდა დარჩეს იმის მიმართ, თუ როგორ ახდენს რუსეთი ზეწოლას მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფიან.

"რუსეთი იწყებს საკუთარი გავლენის გაზრდას და ვფიქრობ, უნდა გავაგებინოთ, რომ ვიცით, რასაც აკეთებს და არ მოგვწონს. ჩვენ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ქვეყნებს იმოქმედონ საკუთარი სურვილით - და არ იყვნენ იმის მუქარის ქვეშ, რომ ნავთობისა და გაზის მიწოდებას შეუჩერებენ ან ბოიკოტს გამოუცხადებენ მათ პროდუქტს", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა და დასძინა, რომ ყველანაირი მუქარა მიუღებელია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა