24-25 სექტემბრის სტიქიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა. დაზიანდა მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დიდი ნაწილი, თითქმის ყველა სოფლის ცენტრალური და საუბნო გზა. დაიტბორა საყანე ფართობებიც.
დაბაში, ხევში, გოგოლესუბანსა და ამაღლებაში მოვარდნილმა ღვარცოფმა, სოფლის დამაკავშირებელი ხიდები მთლიანად ან ნაწილობრივ წაიღო. სტიქიამ ასევე სრულად დაანგრია უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა.