სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Washington Post - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა
The Washington Post - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა

"ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთს არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, რას იზამს ამე­რი­კა?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს Washington Post "დე­მოკ­რა­ტი­ის ხელ­შე­წყო­ბის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტის კარლ გერშმა­ნის სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ასა­დის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რით გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ში. თუმ­ცა, მისი წარ­მა­ტე­ბა ამ სა­კი­თხში ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მოს­კოვს პრობ­ლე­მე­ბი ემა­ტე­ბა "ახლო სა­ზღვარ­გა­რეთ­ში".

"ცი­ვის ომის კლა­სი­კუ­რი აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, თუმ­ცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის აშ­კა­რა გვერ­დზე დგო­მით, რუ­სეთ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის მუ­ქა­რა გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ევ­რა­ზი­ულ სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში მო­ექ­ცია პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი და და­ებ­ლო­კა ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ბე­ლო­რუ­სის, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის ევრო სტრუქ­ტუ­რებ­ში სა­ბო­ლოო ინ­ტეგ­რა­ცი­ას მო­ი­აზ­რებს. რუ­სე­თის ზე­წო­ლა კი­დევ უფრო გამ­წვავ­და ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მებს", - წერს კარლ გერშმა­ნი.

"დე­მოკ­რა­ტი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ სომ­ხე­თი მო­ექ­ცა, რო­მე­ლიც მზა­დაა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დეს, რად­გან მოს­კო­ვი სომ­ხე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

კარლ გერშმა­ნის თქმით, სხვა ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის და­ში­ნე­ბებს მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მარ­თა­ლია რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ ბა­ზარ­ზე მოლ­დო­ვუ­რი ღვი­ნის გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლა და გა­ზის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტი­თაც და­ე­მუქ­რა, თუმ­ცა მოლ­დო­ვა ერ­თგუ­ლი რჩე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბის მი­მართ, მოს­კო­ვის ენერ­გო მუ­ქა­რას კი რუ­მი­ნეთ­თან მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბით უპა­სუ­ხა.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ბო­ი­კო­ტი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მუ­ქა­რის სა­მიზ­ნე იყო. მარ­თა­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბი­სას ქვე­ყა­ნა ნაკ­ლე­ბად ან­ტი­რუ­სუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ამავდრო­უ­ლად გეგ­მავს ვილ­ნი­უს­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას, რი­თაც იმის სიგ­ნალს იძ­ლე­ვა, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბაა და არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის არ­ჩე­ვა­ნი", - წერს კარლ გერშმა­ნი.

"დე­მოკ­რა­ტი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის და­ში­ნე­ბა კონ­ტრ-პრო­დუქ­ტი­უ­ლი გა­მოდ­გა უკ­რა­ი­ნა­შიც, რო­მელ­საც რუ­სე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლად ხში­რად ემუქ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო სან­ქცი­ე­ბით, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი შო­კო­ლა­დის რუ­სეთ­ში იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვით.

"ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­მა ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­იპ­რო ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ი­სა და ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან, რო­მე­ლიც ძი­რი­თად შუა აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აზი­ის სა­კი­თხით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მაგ­რამ არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზე­ბი, რი­თიც ვა­შინგტონს შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა. აშშ-მა უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას მთავ­რო­ბებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­მა არა მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხებს შე­უ­წყოს ხელი, არა­მედ შექ­მნას ნაკ­ლე­ბად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­შე მე­ტად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა არა რო­გორც და­სას­რუ­ლი, არა­მედ უფრო ღრმა რე­ფორ­მე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­წყის ეტა­პად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ", - აღ­ნიშ­ნავს კარლ გერშმა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Washington Post-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

The Washington Post - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა

The Washington Post - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა

"ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა?" - ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post "დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" პრეზიდენტის კარლ გერშმანის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერით გარკვეულ წარმატებას მიაღწია შუა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებაში. თუმცა, მისი წარმატება ამ საკითხში ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვს პრობლემები ემატება "ახლო საზღვარგარეთში".

"ცივის ომის კლასიკური აღმოსავლეთ-დასავლური დაპირისპირების საპასუხოდ, თუმცა შეერთებული შტატების აშკარა გვერდზე დგომით, რუსეთმა ეკონომიკური და უსაფრთხოების მუქარა გამოიყენა, რათა ევრაზიულ საბაჟო კავშირში მოექცია პოსტ-კომუნისტური ქვეყნები და დაებლოკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვასა და უკრაინის ევრო სტრუქტურებში საბოლოო ინტეგრაციას მოიაზრებს. რუსეთის ზეწოლა კიდევ უფრო გამწვავდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელზეც სავარაუდოდ, ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს", - წერს კარლ გერშმანი.

"დემოკრატიის ხელშემწყობი ფონდის" პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ჯერჯერობით, მხოლოდ სომხეთი მოექცა, რომელიც მზადაა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს, რადგან მოსკოვი სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მეზობელ აზერბაიჯანთან მიმართებაში.

კარლ გერშმანის თქმით, სხვა ქვეყნებში რუსეთის დაშინებებს მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მართალია რუსეთმა საკუთარ ბაზარზე მოლდოვური ღვინის გაყიდვა აკრძალა და გაზის მიწოდების შეწყვეტითაც დაემუქრა, თუმცა მოლდოვა ერთგული რჩება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პარაფირების მიმართ, მოსკოვის ენერგო მუქარას კი რუმინეთთან მილსადენის მშენებლობის შეთანხმებით უპასუხა.

"წლების განმავლობაში, საქართველო რუსეთის ბოიკოტისა და უსაფრთხოების მუქარის სამიზნე იყო. მართალია, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველობისას ქვეყანა ნაკლებად ანტირუსული იქნება, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს იყო, თუმცა საქართველო ამავდროულად გეგმავს ვილნიუსში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პარაფირებას, რითაც იმის სიგნალს იძლევა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ეროვნული მისწრაფებაა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის არჩევანი", - წერს კარლ გერშმანი.

"დემოკრატიის ხელშემწყობი ფონდის" პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის დაშინება კონტრ-პროდუქტიული გამოდგა უკრაინაშიც, რომელსაც რუსეთი ტრადიციულად ხშირად ემუქრება ეკონომიკური და სავაჭრო სანქციებით, მათ შორის უკრაინული შოკოლადის რუსეთში იმპორტის აკრძალვით.

"ევროპაში მიმდინარე პროცესმა ნაკლები ყურადღება მიიპრო ამერიკული მედიისა და ობამას ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ძირითად შუა აღმოსავლეთისა და აზიის საკითხით იყო დაკავებული. მაგრამ არსებობს შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი გზები, რითიც ვაშინგტონს შეუძლია დახმარება. აშშ-მა უნდა ითანამშრომლოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს, რომ მიმდინარე რეფორმებმა არა მხოლოდ განვითარებასა და ვაჭრობის საკითხებს შეუწყოს ხელი, არამედ შექმნას ნაკლებად კორუმპირებული და საკუთარი ხალხის წინაშე მეტად ანგარიშვალდებული მთავრობები. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არა როგორც დასასრული, არამედ უფრო ღრმა რეფორმებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის საწყის ეტაპად უნდა განვიხილოთ", - აღნიშნავს კარლ გერშმანი.

მომზადებულია Washington Post-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა