Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს
ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს

მალე შე­საძ­ლოა, ენის ინ­სპექ­ცია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც არას­წო­რი ქარ­თუ­ლის­თვის მე­დი­ას 1000-დან 5 ათას ლა­რამ­დე ჯა­რი­მას, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს კი სა­ხელ­მწი­ფო ენის არ­ცოდ­ნის მო­ტი­ვით გან­ცხა­დე­ბის ან წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმი­სათ­ვის 200-დან 500 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას და­ა­კის­რებს.

10 წლის შემ­დეგ თა­ვი­დან მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, უკვე და­ვის მი­ზე­ზი გახ­და.

"ცალ­კე­უ­ლი ნორ­მე­ბის დახ­ვე­წა მოხ­დე­ბა და ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ენის სიწ­მინ­დის დაც­ვი­სათ­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­სარ­გებ­ლოა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ენის პა­ლა­ტის ფუნ­ქცია დას­ჯა კი არ იყოს, არა­მედ მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭოს", - აცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე.

ამა­ვე კო­მი­ტე­ტის წევ­რი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გო რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ქარ­თულ ენა­ზე ზრუნ­ვა ენის სწავ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბით და ამ სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბით და­წყე­ბუ­ლი­ყო და არა და­ჯა­რი­მე­ბით.

"იქ­მნე­ბა ენის ინ­სპექ­ცია. კი­დევ ერთი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ის წყა­რო გახ­დეს. მით უმე­ტეს, თუ არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი უაზ­რო ჯა­რი­მე­ბი იქ­ნე­ბა. რაც მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რად­გა­ნაც ლი­ტე­რა­ტუ­რულ ენა­ზე არას­წო­რად სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა და­ჯა­რი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს და ეს მე­დი­ას პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. თა­ნაც, არას­წო­რი ქარ­თუ­ლის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ სან­ქცია არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე მხო­ლოდ ის წე­რია, რომ თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რილ გან­ცხა­დე­ბას არ მი­ი­ღებს, იმი­ტომ რომ ენა არ ეცო­დი­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბა. არას­წო­რად სა­უ­ბა­რი კი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს შე­უძ­ლია, აი ჟურ­ნა­ლისტს კი - არა", - ამ­ბობს რა­ტი­ა­ნი.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი: "საქ­მე ისაა, რომ მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ერ­თოდ გა­უ­მარ­თა­ვია. მა­გა­ლი­თად, სი­ტყვა­ზე პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას, რო­დე­საც სა­ჯა­რო პირს ჩა­წერთ და მის ნათ­ქვამს შე­უს­წო­რებ­ლად და­ბეჭ­დავთ, თუკი ის არას­წო­რი ქარ­თუ­ლით იქ­ნე­ბა და­ბეჭ­დი­ლი, შე­იძ­ლე­ბა აქ პრობ­ლე­მა შე­იქ­მნას. სა­ჯა­რო პირი არ და­ჯა­რიმ­დე­ბა, და­ჯა­რიმ­დე­ბით თქვენ".

რა­ტი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­მაც ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, რად­გა­ნაც იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლისტს გა­უჩ­ნდეს აგ­რე­სია, იგი­ვე აგ­რე­სია შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს არა­ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც...

"სა­ხელ­მწი­ფომ სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი უნდა და­ხარ­ჯოს, რომ არა­ქარ­თულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ქარ­თუ­ლი ენა შე­ის­წავ­ლოს, მო­ტი­ვა­ცია უნდა გა­ვუ­ჩი­ნოთ, თუნ­დაც იმის გან­მარ­ტე­ბით, რომ თუ კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა სურთ, სა­ხელ­მწი­ფო ენა უნდა შე­ის­წავ­ლონ, ასე­ვე შე­ღა­ვა­თე­ბი მივ­ცეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და ა.შ. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი და არა დესტრუქ­ცი­უ­ლი და დას­ჯი­თი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სტი­ლია, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა აკ­რძალ­ვის და სან­ქცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ახ­დი­ნოს, ეს კი პრობ­ლე­მებს არ აგ­ვა­რებს", - დას­ძენს რა­ტი­ა­ნი.

"ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის არ­ცერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის დას­ჯა-და­ჯა­რი­მე­ბა არ მოხ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ის ქარ­თულ ენა­ზე გან­ცხა­დე­ბას არ მი­ი­ღებს. თუკი სა­ჯა­რო პირ­მა ენა სრულ­ყო­ფი­ლად არ იცის, ის თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით გას­ცემს მო­ქა­ლა­ქეს პა­სუხს. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით ის­ჯე­ბა არა ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნა, არა­მედ ამ მო­ტი­ვით გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმა", - რა­ტი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ ამ­ბობს გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე.

ის ამ­ბობს, რომ თა­ვა­დაც ცოტა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს ისეთ დათ­ქმას, რო­გო­რი­ცაა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის ან უცხო ენის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა, რად­გან გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და რა­ი­მე ტი­პის ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბა, მათ შო­რის ენობ­რი­ვის, მას­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა დას­ძენს, რომ "კა­ნონპ­რო­ექ­ტი ცალ­სა­ხად სა­სარ­გებ­ლოა".

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ცვლი­ლე­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გარ­და, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსშიც შე­დის.

კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ენის არ­ცოდ­ნის მო­ტი­ვით გან­ცხა­დე­ბის ან წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმა, გა­მო­იწ­ვევს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე. ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა 500 ლა­რი­დან 1500 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ზი­კუ­რი პი­რი­სათ­ვის ენობ­რი­ვი ნიშ­ნით გა­ნათ­ლე­ბის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ან დის­კრი­მი­ნა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში 200-დან 500 ლა­რამ­დე, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში 500 ლა­რი­დან 1500 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ზი­კურ პირ­ზე ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 500-დან 1500 ლა­რამ­დე, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში 3000 ლა­რამ­დე ადის.

ამა­ვე კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ჯა­რი­მა პირ­ველ ჯერ­ზე 1000-დან 5000 ლა­რამ­დე, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 10 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ზე იმ­სჯე­ლეს და ის სულ მალე გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა.

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რია, აცხა­დებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა არ იგეგ­მე­ბა და "ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ან არას­წო­რად გა­გე­ბუ­ლი, ან შეგ­ნე­ბუ­ლად შე­თი­თხნი­ლი სიც­რუ­ეა".

მისი თქმით, "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში წე­რია, რომ თუ ენის არ­ცოდ­ნის მო­ტი­ვით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ვი­ღა­ცას უარს ეტყვი­ან, ამის გამო ის ადა­მი­ა­ნი პა­სუხს აგებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ მო­ქა­ლა­ქემ არ იცის ენა, მას ამის მი­უ­ხე­და­ვად მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი არ უნდა ეთ­ქვას. და პი­რი­ქით - თუ მომ­სა­ხუ­რე პირ­მა არ იცის სა­ხელ­მწი­ფო ენა, ამის მი­უ­ხე­და­ვად არ აქვს უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც მას­თან სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე კონ­ტაქ­ტში შე­დის, მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი უთხრას.

პრე­სა­ში ზე­პი­რი ან წე­რი­თი მე­ტყვე­ლე­ბის დროს და­ჯა­რი­მე­ბა­ზე არა­ფე­რი თქმუ­ლა და ამ­გვა­რი მო­თხოვ­ნის პირ­ვე­ლი მტე­რი თა­ვად იქ­ნე­ბა.

"ეს აჟი­ო­ტა­ჟი სა­ხელ­მწი­ფო ენის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბის მცდე­ლო­ბაა. სერ­გო რა­ტი­ან­მა გა­მო­ი­ტა­ნა ეს აზრი შიგ­ნი­დან და ჟურ­ნა­ლის­ტებს ეს თემა მან მი­უგ­დო. თუმ­ცა რო­გორც მი­თხრეს, გან­ხილ­ვი­სას არა­ფე­რი უთ­ქვამს, პი­რი­ქით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რაო. ნე­ბის­მი­ერ­მა დე­პუ­ტატ­მა კე­თი­ლი ინე­ბოს, ჯერ თა­ვის კო­ლე­გებ­თან და­ა­ზუს­ტოს და გა­არ­კვი­ოს და მერე გა­ი­ტა­ნოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­კენ­წლა­ოდ", - აცხა­დებს ღვინ­ჯი­ლია.

მისი თქმით, თუ რო­მე­ლი­მე პრე­სის ორ­გა­ნოს ლინგვის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბი ექ­ნე­ბა, მას შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბე­ბი მი­ე­ცე­მა, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს, ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნელს და არა რი­გით ჟურ­ნა­ლისტს.

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია: "მე მას­წავ­ლით, რის­თვის შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ჯა­რიმ­დეს?! დიახ, რო­დე­საც რო­მე­ლი­ღაც ტე­ლე­არ­ხი რეკ­ლა­მა­ში გა­ავ­რცე­ლებს, რომ ქა­ლის ჰი­გი­ე­ნუ­რი პა­კე­ტი, ქათ­მის ბარ­კა­ლი ან ლუ­დის კა­თხა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­და­ცე­მის სპონ­სო­რი, ამ­გვა­რი რეკ­ლა­მის გამ­კე­თე­ბე­ლი არა თუ უნდა და­ა­ჯა­რი­მო, არა­მედ ხე­ლიც უნდა მო­აჭ­რა. სპონ­სო­რი - ვინ კა­ტე­გო­რი­ის სი­ტყვაა და არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლის ჰი­გი­ე­ნუ­რი პა­კე­ტი იყოს რა­ი­მე გა­და­ცე­მის სპონ­სო­რი. ამა­ზე ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი უნდა აგოს.

"უმეც­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, და­ჯა­რიმ­დეს, მაგ­რამ არა ჟურ­ნა­ლის­ტი, არა­მედ ვინც იქ ენის დაც­ვა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა გა­ზე­თი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი იყოს და სა­ხელ­წო­დე­ბა ზედ ინ­გლი­სუ­რად ეწე­როს. გარ­და ამი­სა, არას­წო­რია, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ერ­ქვას. სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში არ ხდე­ბა, სას­ჯელს იხ­დი­ან. აღას­რუ­ლე­ბენ გა­ნა­ჩენს. ეს ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით შე­უ­სა­ბა­მო შე­სი­ტყვე­ბაა და უნდა გას­წორ­დეს. ამ­გვარ რა­ღა­ცებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

"უნდა და­ვა­ზუს­ტოთ ისიც, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ენის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის არ უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რომ­ლებ­მაც კარ­გად არ იცი­ან ქარ­თუ­ლი, მაგ­რამ ამის გამო მათ არა­ვინ და­ა­ჯა­რი­მებს. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ზე­პი­რი მე­ტყვე­ლე­ბის­თვის და­ა­ჯა­რი­მო, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში არ უნდა მი­ი­ღო მო­ხე­ლე, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო ენა არ იცის".

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს

ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს

მალე შესაძლოა, ენის ინსპექცია შეიქმნას, რომელიც არასწორი ქართულისთვის მედიას 1000-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას, თანამდებობის პირებს კი სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმისათვის 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს.

10 წლის შემდეგ თავიდან მომზადებული დოკუმენტი, რომელიც "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონში ცვლილებას გულისხმობს, უკვე დავის მიზეზი გახდა.

"ცალკეული ნორმების დახვეწა მოხდება და ფორმულირებები გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ენის სიწმინდის დაცვისათვის კანონპროექტი სასარგებლოა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ენის პალატის ფუნქცია დასჯა კი არ იყოს, არამედ მას საგანმანათლებლო ფუნქცია მიენიჭოს", - აცხადებს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე.

ამავე კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ ენაზე ზრუნვა ენის სწავლის წახალისებით და ამ სწავლის დაფინანსებით დაწყებულიყო და არა დაჯარიმებით.

"იქმნება ენის ინსპექცია. კიდევ ერთი ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც შეიძლება კორუფციის წყარო გახდეს. მით უმეტეს, თუ არათანაზომიერი უაზრო ჯარიმები იქნება. რაც მედიასთან დაკავშირებით წერია, აბსოლუტურად არაადეკვატურია, რადგანაც ლიტერატურულ ენაზე არასწორად საუბარი შეიძლება დაჯარიმების საფუძველი გახდეს და ეს მედიას პრობლემებს შეუქმნის. თანაც, არასწორი ქართულისთვის თანამდებობის პირების მიმართ სანქცია არ არის გათვალისწინებული. თანამდებობის პირზე მხოლოდ ის წერია, რომ თუ თანამდებობის პირი ქართულ ენაზე დაწერილ განცხადებას არ მიიღებს, იმიტომ რომ ენა არ ეცოდინება, ამ შემთხვევაში დაჯარიმდება. არასწორად საუბარი კი თანამდებობის პირს შეუძლია, აი ჟურნალისტს კი - არა", - ამბობს რატიანი.

სერგო რატიანი: "საქმე ისაა, რომ მედიის მიმართულებით კანონპროექტი საერთოდ გაუმართავია. მაგალითად, სიტყვაზე პრობლემა შეიძლება შეიქმნას, როდესაც საჯარო პირს ჩაწერთ და მის ნათქვამს შეუსწორებლად დაბეჭდავთ, თუკი ის არასწორი ქართულით იქნება დაბეჭდილი, შეიძლება აქ პრობლემა შეიქმნას. საჯარო პირი არ დაჯარიმდება, დაჯარიმდებით თქვენ".

რატიანი აცხადებს, რომ ის იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც ეს კანონპროექტი გააპროტესტა, რადგანაც იქ, სადაც შეიძლება ჟურნალისტს გაუჩნდეს აგრესია, იგივე აგრესია შეიძლება გაუჩნდეს არაქართულ მოსახლეობასაც...

"სახელმწიფომ სერიოზული თანხები უნდა დახარჯოს, რომ არაქართულმა მოსახლეობამ ქართული ენა შეისწავლოს, მოტივაცია უნდა გავუჩინოთ, თუნდაც იმის განმარტებით, რომ თუ კარიერის გაკეთება სურთ, სახელმწიფო ენა უნდა შეისწავლონ, ასევე შეღავათები მივცეთ უნივერსიტეტებში და ა.შ. კონსტრუქციული ნაბიჯებია გადასადგმელი და არა დესტრუქციული და დასჯითი. "ქართული ოცნების" სტილია, პრობლემების მოგვარება აკრძალვის და სანქციების საშუალებით მოახდინოს, ეს კი პრობლემებს არ აგვარებს", - დასძენს რატიანი.

"ეროვნული უმცირესობის არცერთი წარმომადგენლის დასჯა-დაჯარიმება არ მოხდება იმისათვის, რომ ის ქართულ ენაზე განცხადებას არ მიიღებს. თუკი საჯარო პირმა ენა სრულყოფილად არ იცის, ის თარჯიმნის მეშვეობით გასცემს მოქალაქეს პასუხს. ამ კანონპროექტით ისჯება არა ქართული ენის არცოდნა, არამედ ამ მოტივით განცხადების მიღებაზე უარის თქმა", - რატიანის საპასუხოდ ამბობს განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე.

ის ამბობს, რომ თავადაც ცოტა ეჭვის თვალით უყურებს ისეთ დათქმას, როგორიცაა ბარბარიზმების ან უცხო ენის გამოყენებისათვის ჟურნალისტების დაჯარიმება, რადგან გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და რაიმე ტიპის ცენზურის დაწესება, მათ შორის ენობრივის, მასში წინააღმდეგობას იწვევს. თუმცა დასძენს, რომ "კანონპროექტი ცალსახად სასარგებლოა".

ცნობისათვის, საუბარია იმაზე, რომ ცვლილება "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის.

კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1500 ლარამდე იზრდება.

ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500-დან 1500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 3000 ლარამდე ადის.

ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1000-დან 5000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.

აღნიშნულ პროექტზე გუშინ პარლამენტის განათლების კომიტეტზე იმსჯელეს და ის სულ მალე განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

ფილოლოგიის დოქტორი, ლევან ღვინჯილია, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაჯარიმება არ იგეგმება და "ყველაფერი ჟურნალისტების მიერ ან არასწორად გაგებული, ან შეგნებულად შეთითხნილი სიცრუეა".

მისი თქმით, "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონში წერია, რომ თუ ენის არცოდნის მოტივით მომსახურებაზე ვიღაცას უარს ეტყვიან, ამის გამო ის ადამიანი პასუხს აგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქემ არ იცის ენა, მას ამის მიუხედავად მომსახურებაზე უარი არ უნდა ეთქვას. და პირიქით - თუ მომსახურე პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, ამის მიუხედავად არ აქვს უფლება, მოქალაქეს, რომელიც მასთან სახელმწიფო ენაზე კონტაქტში შედის, მომსახურებაზე უარი უთხრას.

პრესაში ზეპირი ან წერითი მეტყველების დროს დაჯარიმებაზე არაფერი თქმულა და ამგვარი მოთხოვნის პირველი მტერი თავად იქნება.

"ეს აჟიოტაჟი სახელმწიფო ენის წინააღმდეგ ამხედრების მცდელობაა. სერგო რატიანმა გამოიტანა ეს აზრი შიგნიდან და ჟურნალისტებს ეს თემა მან მიუგდო. თუმცა როგორც მითხრეს, განხილვისას არაფერი უთქვამს, პირიქით, კანონის მიღებას მხარი დაუჭირაო. ნებისმიერმა დეპუტატმა კეთილი ინებოს, ჯერ თავის კოლეგებთან დააზუსტოს და გაარკვიოს და მერე გაიტანოს ჟურნალისტების საკენწლაოდ", - აცხადებს ღვინჯილია.

მისი თქმით, თუ რომელიმე პრესის ორგანოს ლინგვისტური ხასიათის მასობრივი დარღვევები ექნება, მას შესაბამისი მითითებები მიეცემა, მაგრამ პასუხისმგებელ პირს, ორგანოს ხელმძღვანელს და არა რიგით ჟურნალისტს.

ლევან ღვინჯილია: "მე მასწავლით, რისთვის შეიძლება ჟურნალისტი დაჯარიმდეს?! დიახ, როდესაც რომელიღაც ტელეარხი რეკლამაში გაავრცელებს, რომ ქალის ჰიგიენური პაკეტი, ქათმის ბარკალი ან ლუდის კათხა შეიძლება იყოს გადაცემის სპონსორი, ამგვარი რეკლამის გამკეთებელი არა თუ უნდა დააჯარიმო, არამედ ხელიც უნდა მოაჭრა. სპონსორი - ვინ კატეგორიის სიტყვაა და არ შეიძლება ქალის ჰიგიენური პაკეტი იყოს რაიმე გადაცემის სპონსორი. ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს.

"უმეცრებისთვის, რა თქმა უნდა, დაჯარიმდეს, მაგრამ არა ჟურნალისტი, არამედ ვინც იქ ენის დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. არ შეიძლება გაზეთი ქართულენოვანი იყოს და სახელწოდება ზედ ინგლისურად ეწეროს. გარდა ამისა, არასწორია, რომ დაწესებულებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ერქვას. სასჯელის აღსრულება ბუნებაში არ ხდება, სასჯელს იხდიან. აღასრულებენ განაჩენს. ეს ენობრივი თვალსაზრისით შეუსაბამო შესიტყვებაა და უნდა გასწორდეს. ამგვარ რაღაცებზეა საუბარი.

"უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ თანამდებობის პირი ენის ნორმების დარღვევისთვის არ უნდა დაჯარიმდეს. ძალიან ბევრი თანამდებობის პირია თანამდებობაზე, რომლებმაც კარგად არ იციან ქართული, მაგრამ ამის გამო მათ არავინ დააჯარიმებს. არ შეიძლება ადამიანი ზეპირი მეტყველებისთვის დააჯარიმო, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მიიღო მოხელე, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია