"ნიკორას" სუპერმარკეტებში ბრენდ "ოკეანეს" წარმოებულ პროდუქციაზე აქცია გრძელდება. პროექტის ახალი ეტაპი, ტრადიციულად, ხუთშაბათ დღეს იწყება და მის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს თევზის ერთ-ერთ სახეობას განსაკუთრებულ ფასად სთავაზობს. 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, აქციაშია ქორჭილა (ოკუნი). შესაბამისად, დედაქალაქის მასშტაბით, "ნიკორას" ყველა სავაჭრო ობიექტში, აღნიშნული პროდუქტის შეძენა 9.70 ლარად იქნება შესაძლებელი (ძველი ფასი: 12.10 ლარი).
გარდა ამისა, ხუთშაბათობით "ნიკორას" 15 სუპერმარკეტში, მომხმარებელს, "ოკეანეს" პროდუქციისაგან დამზადებული სპეციალური კერძის დაგემოვნებაც შეუძლია. კერძი სწორედ იმ პროდუქტისგან გახლავთ დამზადებული, რომელზეც კონკრეტულ ხუთშაბათს ფასდაკლების აქცია ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბრიდან "ნიკორას" ქსელში ყოველი ხუთშაბათი თევზის დღეა. შესაბამისად, 28 ნოემბრის ჩათვლით, ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე, ბრენდი "ოკეანე" თევზის ერთ-ერთ სახეობაზე განსაკუთრებულ ფასს შემოგთავაზებთ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9