მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში
როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში

თუკი თქვენ ოფის­ში მუ­შა­ობთ, ეს არ უნდა იქ­ცეს იმის სა­ბა­ბად, რომ ზედ­მე­ტი წონა და­აგ­რო­ვოთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ.

1. თან წა­ი­ღეთ სა­უზ­მე

ხილი, გა­ხუ­ხუ­ლი პური ყვე­ლით ან იო­გურ­ტი - ამ პრო­დუქ­ტე­ბის ჭამა ყო­ველ­თვის სჯობს პი­ცის ჭა­მას, გარ­და ამი­სა, თქვენ და­ზო­გავთ ფულ­საც.

2. მო­იხ­მა­რეთ უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი

მუ­შა­ო­ბის დროს წა­ხემ­სე­ბა ხში­რად გვინ­დე­ბა, მაგ­რამ ამ დროს არ უნდა მი­ვი­ღოთ ჩიფ­სე­ბი ან ორ­ცხო­ბი­ლა. უმ­ჯო­ბე­სია თან მუ­დამ გვქონ­დეს ხილი - ვაშ­ლი ბა­ნა­ნი, თხი­ლი ან ჩირი.

3. სა­დი­ლის­თვის ოფი­სი­დან გას­ვლა

ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ცო­ტა­ო­დენ და­ვი­მუხ­ტოთ. შე­ნო­ბი­დან გა­დით და ფე­ხით გა­ი­ა­რეთ.

4. მო­უ­ა­რეთ პი­რად სივ­რცეს

კლა­ვი­ა­ტუ­რა და ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლი მიკ­რო­ბე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია, მო­ნი­ტორს კი გა­უ­წყვეტ­ლივ ეფი­ნე­ბა მტვე­რი, რო­მელ­საც ჩვენ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსუნ­თქავთ. და­ა­სუფ­თა­ვეთ სა­მუ­შაო მა­გი­და - იქო­ნი­ეთ ნა­ჭე­რი და საწ­მენ­დი სი­თხე, ან საწ­მენ­დად გა­მო­ი­ყე­ნეთ სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცი.

5. და­ლი­ეთ ბევ­რი წყა­ლი და არა ყავა

ზო­გი­ერთს ყა­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩაის და ყა­ვას შარ­დმდე­ნი თვი­სე­ბე­ბი აქვს და თუკი ჩვენ ორ­გა­ნიზ­მი­დან სი­თხის გა­მო­დევ­ნას წყლის მი­ღე­ბით არ და­ვა­კომ­პენ­სი­რებთ, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა. ამი­ტომ, სცა­დეთ, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკვე ჩვე­ვა­ში გა­და­სუ­ლი ყა­ვის სმა, 1 ჭიქა წყლის მი­ღე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლოთ - ნა­ხავთ, რომ თავს უფრო უკეთ იგ­რძნობთ.

6. და­ის­ვე­ნეთ

ეს არ არის მო­წო­დე­ბა სა­ბო­ტა­ჟის­კენ, მაგ­რამ თა­ვა­დაც ვი­ცით, რომ გა­დაბ­მუ­ლად მუ­შა­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გო­ნე­ბა გა­თი­შოს, შე­საძ­ლოა იჯდე კომ­პი­უ­ტერ­თან და ვე­რა­ფერს აკე­თებ­დე. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია 2 წუ­თით სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­ა­კე­თოთ და კო­რი­დორ­ში გა­ი­სე­ირ­ნოთ.

7. კი­ბე­ე­ბი ლიფ­ტის ნაც­ვლად

ამ­გვა­რი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის შე­სა­ხებ უკვე დიდი ხა­ნია ყვე­ლამ იცის. ლიფტ­ზე უა­რის თქმა კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

8. გა­სე­ირ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ

აქ­ცი­ეთ ჩვე­ვად სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ფე­ხით გა­სე­ირ­ნე­ბა. ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ გან­სა­მუხ­ტად. დატ­კბით სა­ღა­მოს ქა­ლა­ქით და ჩა­ი­სუნ­თქეთ სუფ­თა ჰა­ე­რი - ეს მშვი­დად და­ძი­ნე­ბა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში

თუკი თქვენ ოფისში მუშაობთ, ეს არ უნდა იქცეს იმის საბაბად, რომ ზედმეტი წონა დააგროვოთ. გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.

1. თან წაიღეთ საუზმე

ხილი, გახუხული პური ყველით ან იოგურტი - ამ პროდუქტების ჭამა ყოველთვის სჯობს პიცის ჭამას, გარდა ამისა, თქვენ დაზოგავთ ფულსაც.

2. მოიხმარეთ უვნებელი პროდუქტი

მუშაობის დროს წახემსება ხშირად გვინდება, მაგრამ ამ დროს არ უნდა მივიღოთ ჩიფსები ან ორცხობილა. უმჯობესია თან მუდამ გვქონდეს ხილი - ვაშლი ბანანი, თხილი ან ჩირი.

3. სადილისთვის ოფისიდან გასვლა

ეს საშუალებას მოგვცემს ცოტაოდენ დავიმუხტოთ. შენობიდან გადით და ფეხით გაიარეთ.

4. მოუარეთ პირად სივრცეს

კლავიატურა და ტელეფონის ყურმილი მიკრობების საყვარელი ადგილია, მონიტორს კი გაუწყვეტლივ ეფინება მტვერი, რომელსაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვსუნთქავთ. დაასუფთავეთ სამუშაო მაგიდა - იქონიეთ ნაჭერი და საწმენდი სითხე, ან საწმენდად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი.

5. დალიეთ ბევრი წყალი და არა ყავა

ზოგიერთს ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩაის და ყავას შარდმდენი თვისებები აქვს და თუკი ჩვენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას წყლის მიღებით არ დავაკომპენსირებთ, თავის ტკივილები გარანტირებული გვექნება. ამიტომ, სცადეთ, რომ  მთელი დღის განმავლობაში, უკვე ჩვევაში გადასული ყავის სმა, 1 ჭიქა წყლის მიღებით ჩაანაცვლოთ - ნახავთ, რომ თავს უფრო უკეთ იგრძნობთ.

6. დაისვენეთ

ეს არ არის მოწოდება საბოტაჟისკენ, მაგრამ თავადაც ვიცით, რომ  გადაბმულად მუშაობამ შეიძლება გონება გათიშოს, შესაძლოა იჯდე კომპიუტერთან და ვერაფერს აკეთებდე. ამ შემთხვევაში უმჯობესია 2 წუთით საერთოდ არაფერი გააკეთოთ და კორიდორში გაისეირნოთ.

7. კიბეები ლიფტის ნაცვლად

ამგვარი ფიზიკური ვარჯიშის შესახებ უკვე დიდი ხანია ყველამ იცის. ლიფტზე უარის თქმა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანსაღი ცხოვრების გზაზე.

8. გასეირნება სამსახურის შემდეგ

აქციეთ ჩვევად სამსახურის შემდეგ ფეხით გასეირნება. ეს საუკეთესო საშუალებაა სამსახურის შემდეგ განსამუხტად. დატკბით საღამოს ქალაქით და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი - ეს მშვიდად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს