საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ
"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ

"გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" - ასე ჰქვია ბერ­ლი­ნის, ჰონ­კონ­გის, პა­რი­ზის, ოდე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო, ვო­ი­სის ევ­რო­პუ­ლი და სხვა მრა­ვა­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბულ, ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის ერ­თობ­ლივ ნა­მუ­შე­ვარს. ფილ­მს "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წა­რად­გე­ნენ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, სუ­ლი­ერ სი­ნათ­ლეს... ბნე­ლო­და, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, დე­დაშ­ვი­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს ანა­თებ­და. ფილ­მის პრე­მი­ე­რა ქარ­თულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში უკვე შედ­გა.

ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- 90-იანი წლე­ბის ყო­ფი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი თა­ვად მაქვს გან­ცდი­ლი. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით, გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი და სულ ვფიქ­რობ­დი იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც ჩემს ქვე­ყა­ნა­ში დავ­ტო­ვე. ამა­ზე ფიქ­რმა ფილ­მის სცე­ნა­რამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. დრო­დად­რო, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ის პე­რი­ო­დი სხვა მოვ­ლე­ნებ­მა გა­და­ფა­რა და თით­ქოს ეს თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ იყო. არა­და, ჩემ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, რად­გან მე სწო­რედ იმ დროს დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა. ფილ­მს არ აქვს დრა­მა­ტურ­გია, რო­მე­ლიც ეფექ­ტზეა გათ­ვლი­ლი, იგი გმი­რე­ბის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ყვე­ლას ის­ტო­რი­აა, რად­გან ის პე­რი­ო­დი ასე თუ ისე, ყვე­ლას შე­ე­ხო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფილ­მი "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით უნდა წა­რად­გი­ნოთ...

- აზ­რა­დაც არ მოგ­ვსვლია, რომ ფილ­მი შე­იძ­ლე­ბო­და, "ოს­კარ­ზე" წარ­გვედ­გი­ნა, რომ ამ ნა­მუ­შე­ვარს ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა ხვდე­ბო­და წი­ლად. და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის, იან­ვარ­ში, სა­მოც­და­ა­თი ფილ­მი­დან ათი შე­ირ­ჩე­ვა, აქე­დან კი ხუთი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა უკვე მო­ი­ა­რა ამე­რი­კა, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, ყა­ზა­ხე­თი, მონ­ღო­ლე­თი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი, იტა­ლია, მი­ლა­ნი და უამ­რა­ვი პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა. მი­ლან­ში მა­ყუ­რებ­ლის პრი­ზი ავი­ღეთ, რა­მაც ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა და ამავდრო­უ­ლად, გაგ­ვიკ­ვირ­ვა, რად­გან ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე "და­უნ­დო­ბე­ლი" პრი­ზია.

- რო­გორ აღიქ­ვეს ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა ევ­რო­პე­ლებ­მა?

- ევ­რო­პე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ ის­ტო­რი­ა­ში არ ხე­დავს სიბ­ნე­ლე­სა და უი­მე­დო­ბას, ფილ­მს პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვამს. ხაზს იმა­საც უს­ვა­მენ, რომ ამ ნა­მუ­შე­ვარ­ში გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბია წა­მოჭ­რი­ლი. 90-იან წლებ­ში პა­ტა­რა გო­გო­ნა ვი­ყა­ვი და გა­გო­ნი­ლიც კი არ მქონ­და სი­ტყვა "უფ­ლე­ბა"; არა­თუ ქა­ლის, არა­მედ, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა. არ­სე­ბობს ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, შენ გა­წუ­ხებ­დეს, აღიქ­ვამ­დე რე­ა­ლო­ბას. ფილმმა მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლამ­დე მი­აღ­წია და ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლია. ჩემი სა­მო­მავ­ლო ნა­მუ­შევ­რე­ბის თემა კვლავ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა...

სი­მონ გრო­სი, რე­ჟი­სო­რი:

- ნა­ნას უკვე ათი წე­ლია, ვიც­ნობ და შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ვიცი მისი გან­ცდე­ბი თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნის მი­მართ. 90-იანი წლე­ბის რე­ა­ლო­ბა მის­თვის ძა­ლი­ან ახლო და მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. ფილ­მი მძაფრ შეგ­რძნე­ბებს იწ­ვევს, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ვფიქ­რობ, ის არის, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი სა­კუ­თარ რო­ლებს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ას­რუ­ლე­ბენ.

მა­რი­ამ ბო­კე­რია, მსა­ხი­ო­ბი:

- 90-იან წლებ­ზე მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის­გან, გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დი, მაგ­რამ ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ყვე­ლამ სრუ­ლი სი­ცხა­დით აღ­ვიქ­ვით მა­შინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. ჩემი გმი­რი საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლია, მე კი რე­ა­ლუ­რად ასე­თი არ ვარ. მა­გა­ლი­თად, რას ვერ ვბე­დავ? - თუნ­დაც, გა­თხო­ვე­ბას (იცი­ნის)...

ლიკა ბაბ­ლუ­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- გა­და­ღე­ბა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ეს იყო ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ სა­ხა­ლი­სო სა­მუ­შაო. გა­და­ღე­ბამ­დე დიდ­ხანს გვქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ამი­ტომ მუ­შა­ო­ბი­სას სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შეგვქმნია. მა­რი­ა­მი კას­ტინგზე გა­ვი­ცა­ნი და ფილმმა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. მე სკო­ლა­ში ამარ­ჩი­ეს, კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს და სა­ბო­ლო­ოდ, ფილმში როლი მომ­ცეს. 14 წლის ვარ და ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს, მო­მა­ვალ­ში რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა რომ მომ­წონს, ეს ფაქ­ტია. ამ ფილმმა ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი.

მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, მსა­ხი­ო­ბი:

- ამ ფილმში ჩემი გმი­რი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სხვა რო­ლე­ბი­სა­გან. მინ­და, ნა­ნას დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ნდო­ბის­თვის, რად­გან კინო ბეწ­ვის ხი­დია, სა­დაც მცი­რე დე­ტალ­საც კი შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრი­ოს. ეს წლე­ბი მძი­მე, ტკი­ვი­ლი­ა­ნი და სიბ­ნე­ლით მო­ცუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვი­თაც მიხ­ვდე­ბა ყვე­ლა, რომ მა­ინც გვქონ­და "სი­ნათ­ლე"... შე­იძ­ლე­ბა, არ იყო ელექტრო­გა­ნა­თე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს სუ­ლე­ბი არ ჰქონ­დათ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი... არ მი­მაჩ­ნია, რომ წარ­სულს უნდა მის­ტი­რო­დე, მაგ­რამ ის უნდა გახ­სოვ­დეს თუნ­დაც იმის­თვის, რომ გქონ­დეს აწ­მყო და იყუ­რო მო­მავ­ლი­სა­კენ.

ბერ­ტა ხა­ფა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- მარ­თა­ლია, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო წლე­ბი გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ გვინ­და თუ არ გვინ­და, ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­აა და ჩვენ­ში­ვეა და­ლე­ქი­ლი. ის სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი თუნ­დაც იმი­ტომ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ მსგავ­სი რამ აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს. მა­შინ ნა­თე­ლი იყო თუ არა? რა თქმა უნდა, იყო! მი­უ­ხე­და­ვად სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ "გა­ფუჭ­და", გა­ჭირ­ვე­ბამ ბავ­შვებ­სა და დი­დებს ბოღ­მა მა­ინც არ და­უ­ტო­ვა გულ­ში...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ

"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ

"გრძელი ნათელი დღეები" - ასე ჰქვია ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, ოდესის საერთაშორისო, ვოისის ევროპული და სხვა მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებულ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივ ნამუშევარს. ფილმს "ოსკარის" ცერემონიალზე საქართველოს სახელით წარადგენენ... მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი იყო, ადამიანები მაინც ინარჩუნებდნენ ღირებულებებს, სულიერ სინათლეს... ბნელოდა, მაგრამ ბავშვობა, სიყვარული, მეგობრობა, დედაშვილობა ყველაფერს ანათებდა. ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში უკვე შედგა.

ნანა ექვთიმიშვილი, რეჟისორი:

- 90-იანი წლების ყოფითი სირთულეები თავად მაქვს განცდილი. ამ დროს საქართველოში ვცხოვრობდი, მოგვიანებით კი, სწავლის გაგრძელების მიზნით, გერმანიაში წავედი და სულ ვფიქრობდი იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც ჩემს ქვეყანაში დავტოვე. ამაზე ფიქრმა ფილმის სცენარამდე მიმიყვანა. დროდადრო, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, ვხვდებოდი, რომ ის პერიოდი სხვა მოვლენებმა გადაფარა და თითქოს ეს თემა აქტუალური აღარ იყო. არადა, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, რადგან მე სწორედ იმ დროს დავტოვე ქვეყანა. ფილმს არ აქვს დრამატურგია, რომელიც ეფექტზეა გათვლილი, იგი გმირების შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს. ეს ყველას ისტორიაა, რადგან ის პერიოდი ასე თუ ისე, ყველას შეეხო.

- როგორც ცნობილია, ფილმი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს სახელით უნდა წარადგინოთ...

- აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ფილმი შეიძლებოდა, "ოსკარზე" წარგვედგინა, რომ ამ ნამუშევარს ამხელა წარმატება ხვდებოდა წილად. დაჯილდოებისთვის, იანვარში, სამოცდაათი ფილმიდან ათი შეირჩევა, აქედან კი ხუთი ნომინირებული ფილმი გამოვლინდება. ამ ნამუშევარმა უკვე მოიარა ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი, სანქტ-პეტერბურგი, იტალია, მილანი და უამრავი პრიზი დაიმსახურა. მილანში მაყურებლის პრიზი ავიღეთ, რამაც ძალიან გაგვახარა და ამავდროულად, გაგვიკვირვა, რადგან ეს ყველაზე რთულად მოსაპოვებელი და ყველაზე "დაუნდობელი" პრიზია.

- როგორ აღიქვეს ქართული რეალობა ევროპელებმა?

- ევროპელი მაყურებელი ამ ისტორიაში არ ხედავს სიბნელესა და უიმედობას, ფილმს პოზიტიურად აღიქვამს. ხაზს იმასაც უსვამენ, რომ ამ ნამუშევარში გენდერული საკითხებია წამოჭრილი. 90-იან წლებში პატარა გოგონა ვიყავი და გაგონილიც კი არ მქონდა სიტყვა "უფლება"; არათუ ქალის, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლება. არსებობს ნაწარმოების შექმნის სხვადასხვა მიდგომა, მაგრამ მთავარია, შენ გაწუხებდეს, აღიქვამდე რეალობას. ფილმმა მაყურებლის გულამდე მიაღწია და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემი სამომავლო ნამუშევრების თემა კვლავ საქართველო იქნება...

სიმონ გროსი, რეჟისორი:

- ნანას უკვე ათი წელია, ვიცნობ და შესაბამისად, კარგად ვიცი მისი განცდები თუ დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ. 90-იანი წლების რეალობა მისთვის ძალიან ახლო და მტკივნეული თემაა. ფილმი მძაფრ შეგრძნებებს იწვევს, ამის მთავარი მიზეზი კი ვფიქრობ, ის არის, რომ მსახიობები საკუთარ როლებს ძალიან ბუნებრივად ასრულებენ.

მარიამ ბოკერია, მსახიობი:

- 90-იან წლებზე მხოლოდ მშობლებისგან, გადმოცემით ვიცოდი, მაგრამ ფილმზე მუშაობისას ყველამ სრული სიცხადით აღვიქვით მაშინდელი რეალობა. ჩემი გმირი საკმაოდ გაბედულია, მე კი რეალურად ასეთი არ ვარ. მაგალითად, რას ვერ ვბედავ? - თუნდაც, გათხოვებას (იცინის)...

ლიკა ბაბლუანი, მსახიობი:

- გადაღება თბილისში მიმდინარეობდა. ეს იყო ძალიან დამღლელი და შრომატევადი, მაგრამ სახალისო სამუშაო. გადაღებამდე დიდხანს გვქონდა რეპეტიციები, ამიტომ მუშაობისას სირთულეები არ შეგვქმნია. მარიამი კასტინგზე გავიცანი და ფილმმა ძალიან დაგვაახლოვა. მე სკოლაში ამარჩიეს, კასტინგზე დამიბარეს და საბოლოოდ, ფილმში როლი მომცეს. 14 წლის ვარ და ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მომავალში რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ მსახიობობა რომ მომწონს, ეს ფაქტია. ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.

მარინა ჯანაშია, მსახიობი:

- ამ ფილმში ჩემი გმირი სრულიად განსხვავდება ჩემ მიერ შესრულებული სხვა როლებისაგან. მინდა, ნანას დიდი მადლობა ვუთხრა ნდობისთვის, რადგან კინო ბეწვის ხიდია, სადაც მცირე დეტალსაც კი შეუძლია, ყველაფერი დაანგრიოს. ეს წლები მძიმე, ტკივილიანი და სიბნელით მოცული იყო, მაგრამ სათაურის მიხედვითაც მიხვდება ყველა, რომ მაინც გვქონდა "სინათლე"... შეიძლება, არ იყო ელექტროგანათება, მაგრამ ადამიანებს სულები არ ჰქონდათ ჩაბნელებული... არ მიმაჩნია, რომ წარსულს უნდა მისტიროდე, მაგრამ ის უნდა გახსოვდეს თუნდაც იმისთვის, რომ გქონდეს აწმყო და იყურო მომავლისაკენ.

ბერტა ხაფავა, მსახიობი:

- მართალია, არასასიამოვნო წლები გავიარეთ, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ჩვენი ისტორიაა და ჩვენშივეა დალექილი. ის საშინელი პერიოდი თუნდაც იმიტომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. მაშინ ნათელი იყო თუ არა? რა თქმა უნდა, იყო! მიუხედავად სიდუხჭირისა, ბევრი ადამიანი არ "გაფუჭდა", გაჭირვებამ ბავშვებსა და დიდებს ბოღმა მაინც არ დაუტოვა გულში...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება