საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ყიფიანის უკანასკნელი სიყვარული და საზოგადოებისთვის უცნობი ქალიშვილი
დავით ყიფიანის უკანასკნელი სიყვარული და საზოგადოებისთვის უცნობი ქალიშვილი

ეკა­ტე­რი­ნე ყი­ფი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნას მას შემ­დეგ მო­ევ­ლი­ნა, რაც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, და­ვით ყი­ფი­ა­ნი დავ­კარ­გეთ - ის 2001 წელს, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა... ნანა გორ­გა­ძე სამი თვის ფეხ­მძი­მე იყო, როცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბეს. ეს ტრა­გე­დია მის­თვის დღემ­დე წა­რუშ­ლელ ემო­ცი­ად რჩე­ბა. თუმ­ცა, ამ სი­ცა­რი­ე­ლეს კა­ტოს წყა­ლო­ბით ივ­სებს... უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი - ნანა გორ­გა­ძე ჟურ­ნალ "გზის­თვის" 2013 წელს მი­ცე­მულ ინტტერ­ვი­უ­ში სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ყვე­ბა, პა­ტა­რა კატო კი სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

კატო:

- პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვსწავ­ლობ. მე­ექ­ვსე კლას­ში ვარ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლეს­თან არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დი­ის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლა­ვართ. ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი აფხა­ზა­ვაა, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი კი ზორა ეგუ­ტია. მსა­ხი­ო­ბო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად მაქვს გან­ზრა­ხუ­ლი და იმე­დია, ჩემს გეგ­მებს აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. სცე­ნა უზო­მოდ მიყ­ვარს. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე. მე­უბ­ნე­ბი­ან, - კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქ­ვსო. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა უდი­დეს სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მე­ო­რე სახ­ლი და ჩემი სამ­ყა­როა, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს - პე­და­გო­გე­ბიც, ბავ­შვე­ბიც. ამა თუ იმ რო­ლის მორ­გე­ბა საკ­მა­ოდ იო­ლად შე­მიძ­ლია.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის, იყო იმ დიდი ფეხ­ბურ­თე­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე უდი­დეს პა­ტივს სცემს და ნო­მერ პირ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნევს?

- სამ­წუ­ხა­როდ, მამა არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ რო­დე­საც ხალ­ხს ვე­უბ­ნე­ბი, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნის შვი­ლი ვარ, ყვე­ლას უკ­ვირს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან: იცი, მა­მა­შე­ნი ვინ იყოო?! ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ! მას ძა­ლი­ან ვამ­სგავ­სებ ჩემს ბი­ძას - გოგი ყი­ფი­ანს, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს, ჩემ­ზე დიდი ამა­გი აქვს. სამი ძმა მყავს - ლე­ვა­ნი, ნი­კუ­შა და გი­ორ­გი, მაგ­რამ ნი­კუ­შა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჩემს ძმებ­თან და მათ შვი­ლებ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­მი­და ხარო, - მე­უბ­ნე­ბი­ან (იცი­ნის). ნი­კუ­შას შვი­ლი - ირინ­კა ზუს­ტად ჩემი ხნი­საა, ლე­ვა­ნის შვი­ლე­ბი კი დათი და ზუკა არი­ან. ვერ გად­მოგ­ცემთ, რამ­დე­ნად ბევ­რს ნიშ­ნავს ჩემ­თვის, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნის შვი­ლი ვარ.

ნანა:

- და­თოს შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. კა­ტოს ძა­ლი­ან ამ­სგავ­სე­ბენ და­თოს: გა­რეგ­ნო­ბით მას ჰგავს და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სურ­ნე­ლიც კი მისი ას­დის. ზოგ­ჯერ ისე გა­ირ­ბენს, რო­გორც დათო მირ­ბო­და ხოლ­მე. ნი­კუ­შაც ამას ამ­ბობს. ვი­სურ­ვებ­დი, ჩემი კატო ისე­თი­ვე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს, რო­გო­რიც დათო გახ­ლდათ. გო­ნი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. სა­სახ­ლე­ში სპექ­ტაკლს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვამ­ბობ­დი: ნე­ტავ, კა­ტოს მსა­ხი­ო­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ვის­გან გა­მოჰ­ყვა-მეთ­ქი? ნი­კუ­შამ მი­თხრა, - რო­გორ, დათო მსა­ხი­ო­ბი არ იყო სტა­დი­ონ­ზე? მა­მა­მისს ჰგავს, ისიც მა­ესტრო იყო მო­ე­დან­ზე და კა­ტოს პირ­ვე­ლი რო­ლიც მა­ესტრო­აო! შარ­შან მა­ესტრო გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ახლა კი შექ­სპი­რის "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მის­ცეს. როცა კატო სცე­ნა­ზე დგას, მე ვნერ­ვი­უ­ლობ, თვი­თონ კი ისე უკომ­პლექ­სოდ დგას, სულ მიკ­ვირს. კა­ტოს და­თოს მსგავ­სად, სხვა­ნა­ი­რი ხიბ­ლი აქვს, ადა­მი­ა­ნებს იზი­დავს.

- კატო, ფეხ­ბურ­თი თუ გი­თა­მა­შია?

- კი, მაგ­რამ არ გა­მომ­დის (იცი­ნის). ჩემს მე­გობ­რებს სულ უკ­ვირთ: მა­მა­შე­ნი ასე­თი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, შენ კი სა­ერ­თოდ ვერ თა­მა­შო­ბო. რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, ცურ­ვა­ზე დავ­დი­ვარ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, თქვენ და დათო ყი­ფი­ან­მა რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- 1999 წლის 29 აგ­ვის­ტოს გა­ვი­ცა­ნი. ეთერ კა­კუ­ლია ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო, ჩემი მე­გო­ბა­რი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი. მას ქუ­თა­ის­ში სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია ჰქონ­და და იქ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან და სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად წა­ვე­დით. მა­შინ დათო "ტორ­პე­დოს" მწვრთნე­ლი იყო და როცა დი­ლით რეს­ტო­რან­ში ვსა­უზ­მობ­დით, გვეს­ტუმ­რა. ამის შემ­დეგ მო­წა­მე­თა­ში დაგვპა­ტი­ჟა, სა­დაც ვარ­დე­ბის უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი და­მახ­ვედ­რა და ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა - "გა­ზა­ფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ" მიმ­ღე­რა. რო­გორც პა­ტა­რა ბიჭი, ისე იქ­ცე­ო­და. ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. რო­გორც ქალს, რა თქმა უნდა, მსი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევ­დი. გვერ­დი­დან არ მშორ­დე­ბო­და და როცა იქი­დან წა­მო­ვე­დით, და­მი­რე­კა: ხვალ დი­ლით თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ვარ და უნდა გნა­ხოო. - ჩემ გამო ნუ ჩა­მოხ­ვალთ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი, მაგ­რამ - რას ამ­ბობთ, მე თბი­ლი­სე­ლი ვარ და ნუ და­მიშ­ლით მანდ ჩა­მოს­ვლა­სო (იცი­ნის).

მა­შინ ჩემს ძმას­თან, დი­დუ­ბე­ში, სა­გუ­რა­მოს ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ის ად­გი­ლი, სა­დაც მე და და­თოს პა­ემ­ნე­ბი გვქონ­და ხოლ­მე, ახლა დათო ყი­ფი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს. პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ შევ­ხვდით და მე­რეც ხში­რად მა­კი­თხავ­და. უზარ­მა­ზა­რი ვარ­დე­ბით სავ­სე მან­ქა­ნით მო­დი­ო­და ხოლ­მე. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ყვა­ვი­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს: სა­გან­გე­ბოდ გა­ვახ­მე და შვი­ლებს ვე­უბ­ნე­ბი: როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ჩემი და­თოს ნა­ყი­დი ვარ­დე­ბი გულ­ზე და­მა­ყა­რეთ-მეთ­ქი. მისი ყვე­ლა ნივ­თი აქ მაქვს. მა­გა­ლი­თად, ვი­ნა­ხავ სი­გა­რე­ტის ნამ­წვავს, რო­მე­ლიც ბო­ლოს მოს­წია; სვი­ტერს, რო­მე­ლიც ბო­ლოს ეცვა და მისი სურ­ნე­ლი კარ­გა ხანს ჰქონ­და...

- ბა­ტო­ნი დათო თქვენც თა­ვი­დან­ვე შე­გიყ­ვარ­დათ? რას ფიქ­რობ­დით, როცა თქვენ მი­მართ ასეთ დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და?

- როცა ეძი­ნა და ვუ­ყუ­რებ­დი, მი­ფიქ­რია: ნე­ტავ, ეს კაცი ასე უგო­ნოდ რა­ტომ მიყ­ვარს-მეთ­ქი? მა­სა­ვით არა­სო­დეს არა­ვინ მყვა­რე­ბია! და­თოს შემ­დეგ ხომ სხვა სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. მის საფ­ლავ­ზე ხში­რად ავ­დი­ვართ. ჩვენ და კა­ტოს ძმე­ბი 17 სექ­ტემ­ბერს - მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს და და­ბა­დე­ბის დღეს - 18 ივ­ნისს ყო­ველ­თვის ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. ტრა­გე­დი­ის დროს 12 კვი­რის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი... როცა დათო გარ­და­იც­ვა­ლა, თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი და მიც­ვა­ლე­ბულს ვთხო­ვე: არ მი­მა­ტო­ვო და როცა ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბი, მაგ­რძნო­ბი­ნე-მეთ­ქი. მისი მან­ქა­ნის ნო­მე­რი 090 იყო და მეც არ ვიცი, რა­ტომ, უცებ ვთქვი: მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს, ისე­თი მან­ქა­ნა შე­მახ­ვედ­რე, რო­მელ­საც ასე­თი­ვე ნო­მე­რი ექ­ნე­ბა-მეთ­ქი და მარ­თლაც, ყო­ველ­თვის, როცა რა­ი­მე გვი­ჭირს ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, არ არ­სე­ბობს, გზა­ზე "090"-მა არ გა­დაგ­ვირ­ბი­ნოს.

შარ­შან­წინ კატო ცუ­დად მყავ­და, სამი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქით და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ფან­ჯა­რას­თან იდგა მან­ქა­ნა, რო­მელ­საც 090 ეწე­რა. რომ არა მისი ძმე­ბი­სა და ბი­ძე­ბის თა­ნად­გო­მა, ამას ვერ გა­და­ვი­ტან­დი. ბევ­რჯერ ხილ­ვაც მქო­ნია, დათო დამ­სიზ­მრე­ბია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ცა­რი­ე­ლეს ახლა კა­ტო­თი ვივ­სებ. მარ­თა­ლია, დათო მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­უკ­ვდა, მაგ­რამ არა­ვის მო­უკ­ვდა ისე, რო­გორც მე. რომ არა მამა ელიზ­ბარ ოდიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­მი­ყო­ლია, რომ ბავ­შვი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, დღეს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლი­ყო და ამი­სათ­ვის მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უფალ­მა ინე­ბა, კატო ამ სამ­ყა­როს მოვ­ლი­ნე­ბო­და. დათო მე­უბ­ნე­ბო­და: გო­გოს თუ გა­მი­ჩენ, ჩათ­ვა­ლე, შენ­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი არ იქ­ნე­ბა, სულ მე გავზრდიო.

- რო­გორ გა­მო­გი­ტყდათ სიყ­ვა­რულ­ში?

- და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე და მე­უბ­ნე­ბო­და, - ვგიჟ­დე­ბი შენ­ზეო. სულ "საყ­ვა­რე­ლო­თი" მომ­მარ­თავ­და და ბუშ­ტის მე­ძახ­და, არა­და, მა­ღა­ლი და გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი (იღი­მის). შვი­ლი რომ შეგ­ვე­ძი­ნე­ბა, მა­საც ბუშტს და­ვუ­ძა­ხებ-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბო­დი. ჩვე­ნი გაც­ნო­ბის მე­ო­რე დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო, მაგ­რამ ვორ­ჭო­ფობ­დი; ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ჯერ ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­ვიც­ნოთ და მერე გა­დავ­წყვი­ტოთ-მეთ­ქი. ქორ­წი­ნე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ტკი­ვი­ლი ორი­ვეს გან­ცდი­ლი გვქონ­და და ვი­ნა­ი­დან ერთხელ არ გა­მი­მარ­თლა, ამ ნა­ბი­ჯის მე­ო­რედ გა­დად­გმა მი­ჭირ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც გო­გო­ნა მყავს. და­თოს სიყ­ვა­რუ­ლი რომ არა, ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნა­ზე არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი... ვი­ნა­ი­დან დათო თბი­ლის­ში სტა­ბი­ლუ­რად არ ცხოვ­რობ­და და სულ სა­დღაც უწევ­და წას­ვლა, მისი ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლა ჩემ­თვის ზე­ი­მი იყო, ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი და ეს მო­ლო­დი­ნი ჩვენს სიყ­ვა­რულს უფრო აძ­ლი­ე­რებ­და. როცა ბავ­შვი ჩა­ი­სა­ხა და უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, დათო გაქ­რა...

- და­თოს და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ?

- იმ პა­რას­კევს დათო ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში წა­ვი­და. კვი­რას უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ორ­შა­ბათს და­მი­რე­კა, - საყ­ვა­რე­ლო, დღეს სა­ღა­მოს სახ­ლში ვიქ­ნე­ბი, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლაო. გა­მიკ­ვირ­და, ასე არას­დროს უთ­ქვამს და ვკი­თხე: ხომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის-მეთ­ქი? ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი. რო­გორც მერე გა­ვი­გე, სა­ღა­მოს შვიდ სა­ათ­ზე და­ღუ­პუ­ლა და ზუს­ტად ამ დროს მეც ცუ­დად გავ­ხდი, ვიხ­რჩო­ბო­დი. არა­და, ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ნამ­დე ასე­თი რამ არას­დროს დამ­მარ­თვია. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მკი­თხა, - დათო სად არის? ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რე­ბო? გა­ვი­ფიქ­რე: ხომ არ და­ი­ჭი­რეს-მეთ­ქი? და­ვაგ­დე ყურ­მი­ლი და სას­წრა­ფოდ და­თოს მო­ბი­ლურ­ზე დავ­რე­კე, მაგ­რამ გა­თი­შუ­ლი იყო. მერე და­თოს ახ­ლო­ბელ­თან - ზურა ყი­ფი­ან­თან დავ­რე­კე. რომ მი­თხრა, დათო აღარ არი­სო, სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. ჩვენს სახ­ლს შიგ­ნით დიდი კიბე ჰქონ­და და თურ­მე, გა­უ­ჩე­რებ­ლად ავ­რბო­დი და ჩა­მოვრბო­დი, თან - ვკი­ო­დი და ვტი­რო­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მახ­სოვს.

როცა გონს მო­ვე­დი, პირ­და­პირ მამა ელიზ­ბარს და­ვუ­რე­კე. მი­თხრა: ახლა ზუს­ტად შენ­ზე ვფიქ­რობ­დი. ფსალ­მუ­ნე­ბი წა­ი­კი­თხე და დი­ლით ჩემ­თან მო­დიო. ვფიქ­რობ­დი: რა გა­ვა­კე­თო? სად წა­ვი­და ეს კაცი? სად ვე­ძე­ბო? ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მე­სიზ­მრა-მეთ­ქი?! ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ექიმს და­უ­რე­კეს, რო­მელ­მაც და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წა­მა­ლი გა­მი­კე­თა, მაგ­რამ არ მოქ­მე­დებ­და... მა­ნამ­დე სამი თვე წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და, და­თოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი აღარც გა­მოკ­ვლე­ვებს ვი­ტა­რებ­დი, აღარც ექიმ­თან დავ­დი­ო­დი და ღვთის წყა­ლო­ბით, კატო ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და. ალ­ბათ ასე ინე­ბა გან­გე­ბამ, რომ და­თოს ნა­ნატ­რი გოგო მის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. მერე უკვე, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მოვ­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყა­ვი, მე­არ­სე­ბა, რად­გან კა­ტოს­თვის უნდა მი­მე­ხე­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, თქვენ­სა და და­თოს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა საკ­მა­ოდ დიდი იყო, არა?

- კი, დათო 50 წლის იყო, მე - 35-ის. ამას ვერ ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მის მი­მართ მა­ინც, უფრო მეტი რიდი, ხათ­რი და პა­ტი­ვის­ცე­მა მქონ­და. მა­ნამ­დე ხომ ორი ცოლი ჰყავ­და და სულ მე­უბ­ნე­ბო­და: შენ­შიც რომ არ გა­მი­მარ­თლოს, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი იაღ­ლი­ში იქ­ნე­ბაო. დათო იმი­ტომ არ მყვა­რე­ბია, რომ დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ის პი­როვ­ნუ­ლად მიყ­ვარ­და და როცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ნანა, იცი, შენ რა ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ზი­ხა­რო? სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­თვის, ის პირ­ველ რიგ­ში, უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

ორი წელი უბ­რა­ლოდ ვიც­ნობ­დი, ბოლო შვი­დი თვე კი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და ჯვრის და­წე­რას ვა­პი­რებ­დით. როცა მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი აე­წყო, სახ­ლი გა­ვა­რე­მონ­ტეთ და ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად მო­ვემ­ზა­დეთ, სწო­რედ მა­შინ და­ი­ღუ­პა. 2001 წლის 17 სექ­ტემ­ბრამ­დე ჩემი ცხოვ­რე­ბა ზე­ი­მი იყო. ალ­ბათ ბედ­ნი­ე­რე­ბა ხან­მოკ­ლეა და იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, და­თომ იმ­დე­ნი ლა­მა­ზი დღე და სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა, სა­კუ­თა­რი თავი ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში მე­გო­ნა. ბო­ლოს ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და: რა­ღაც ისე­თი მინ­და გა­ჩუ­ქო, როცა ამ სამ­ყა­რო­დან წა­ვალ, სა­მუ­და­მოდ შენ­ში დავ­რჩეო და მარ­თლაც, კატო მა­ჩუ­ქა... როცა და­თოს­თან ასე­თი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ვი­პო­ვე, სულ რა­ღა­ცის და­კარ­გვის შიში მქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე კაცი ასე ნა­ად­რე­ვად და­ი­ღუ­პე­ბო­და.

- სა­ჩუქ­რებს ხში­რად გი­კე­თებ­დათ?

- დღემ­დე ვი­ყე­ნებ მის მიერ ნა­ყიდ ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს, სამ­კა­ულს. ის ათას­ნა­ირ სი­ურპრიზს მი­წყობ­და. ახა­ლი გაც­ნო­ბი­ლი მყავ­და, როცა ბულ­გა­რეთ­ში წა­ვიდ­ნენ, იქი­დან ჩა­მო­სულ­მა კი სამ­სა­ხურ­ში ლა­მაზ პარკში ჩა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი კაბა მო­მი­ტა­ნა. მერე მისი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და: ვერ წარ­მო­იდ­გენ, მა­ღა­ზი­ებ­ში რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით არ­ჩევ­და იმ კა­ბას. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რომ არ მოგრგე­ბო­დაო. მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო და ჩვენ­თან სულ ქა­ო­სი გახ­ლდათ. სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მა ჰქონ­და. მის გვერ­დით თავს დე­დოფ­ლად ვგრძნობ­დი და ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი არ­სად მე­გუ­ლე­ბო­და. არ მახ­სოვს, მას ჩემ­თვის რა­ი­მე მკაც­რად ეთ­ქვა ან შე­ნიშ­ვნა მო­ე­ცა.

- თქვენს ქა­ლიშ­ვილ­თან - მა­რი­ამ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი! თუ ჩემ­თვის რა­ი­მე ჩა­მოჰ­ქონ­და, მა­რი­ამს არაფ­რით გა­მო­ტო­ვებ­და, მას­ზეც ზრუ­ნავ­და. მისი თო­ჯი­ნე­ბი კა­ტოს შე­ვუ­ნა­ხე.

კატო:

- ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ისე­თი ამ­ბე­ბით, რაც და­თოს სი­ახ­ლო­ვეს გვაგ­რძნო­ბი­ნებს. ზოგ­ჯერ მგო­ნია, იმ ქვეყ­ნი­დან უფრო მეტ რა­მეს გვი­კე­თებს, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი გაგ­ვი­კე­თებ­და. მინ­და ისე­თი ვიყო, რო­გო­რი შვი­ლის ყო­ლაც მას გა­ა­ხა­რებ­და.

ნანა:

- კა­ტოს ვე­უბ­ნე­ბი, რომ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად და­თოს შვი­ლო­ბა არ უნდა ჰქონ­დეს, პი­რი­ქით - თა­ვად უნდა იყოს ისე­თი ღირ­სე­უ­ლი, რომ იკი­თხონ, ეს გო­გო­ნა ვისი შვი­ლი­აო? მან დათო უნდა ასა­ხე­ლოს! სხვა­თა შო­რის, დათო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მას­თან ლა­პა­რა­კი არას­დროს მბეზ­რდე­ბო­და. დღემ­დე მისი შე­გო­ნე­ბე­ბით ვცხოვ­რობ. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ის სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­თან იქ­ნე­ბა, მერე კი მეც წა­ვალ და მჯე­რა, ჩემს და­თოს შევ­ხვდე­ბი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
4

14 ან 15 სექტემბეტი იყო სურამის სახლში შემოიარა მისი სახლის წინ მდებარე ტაძრის გალავანი კეთდებოდა მოგვესალმა მოგვიკითხა და დაგვპირდა მალე შემოგვივლიდა წავიდა გაფრინდა საუკეთესო ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დავით ყიფიანის უკანასკნელი სიყვარული და საზოგადოებისთვის უცნობი ქალიშვილი

დავით ყიფიანის უკანასკნელი სიყვარული და საზოგადოებისთვის უცნობი ქალიშვილი

ეკატერინე ყიფიანი ამ ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დავკარგეთ - ის 2001 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა... ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს. ეს ტრაგედია მისთვის დღემდე წარუშლელ ემოციად რჩება. თუმცა, ამ სიცარიელეს კატოს წყალობით ივსებს... უმშვენიერესი ქალბატონი - ნანა გორგაძე ჟურნალ "გზისთვის" 2013 წელს მიცემულ ინტტერვიუში საკუთარი სიყვარულის ამბავს ყვება, პატარა კატო კი საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.

კატო:

-  პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ. მეექვსე კლასში ვარ, პარალელურად კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული თეატრალური სტუდიის მსახიობი გახლავართ. ჩვენი რეჟისორი გიორგი აფხაზავაა, მეტყველების პედაგოგი კი ზორა ეგუტია. მსახიობობა სერიოზულად მაქვს განზრახული და იმედია, ჩემს გეგმებს აუცილებლად განვახორციელებ. სცენა უზომოდ მიყვარს. ეს ის ადგილია, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. მეუბნებიან, - კარგი მონაცემები გაქვსო. რეპეტიციები, სცენაზე გამოსვლა უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მეორე სახლი და ჩემი სამყაროა, ყველაფერი მომწონს - პედაგოგებიც, ბავშვებიც. ამა თუ იმ როლის მორგება საკმაოდ იოლად შემიძლია.

-  რას ნიშნავს შენთვის, იყო იმ დიდი ფეხბურთელის ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე უდიდეს პატივს სცემს და ნომერ პირველ ფეხბურთელად მიიჩნევს?

-  სამწუხაროდ, მამა არ მინახავს, მაგრამ როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ, ყველას უკვირს და აღფრთოვანებულები მეკითხებიან: იცი, მამაშენი ვინ იყოო?! ამით ძალიან ვამაყობ! მას ძალიან ვამსგავსებ ჩემს ბიძას - გოგი ყიფიანს, რომელიც უზომოდ მიყვარს, ჩემზე დიდი ამაგი აქვს. სამი ძმა მყავს - ლევანი, ნიკუშა და გიორგი, მაგრამ ნიკუშა ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ძმებთან და მათ შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიდა ხარო, - მეუბნებიან (იცინის). ნიკუშას შვილი - ირინკა ზუსტად ჩემი ხნისაა, ლევანის შვილები კი დათი და ზუკა არიან. ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ.

ნანა:

-  დათოს შვილები ძალიან მიყვარს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კატოს ძალიან ამსგავსებენ დათოს: გარეგნობით მას ჰგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, სურნელიც კი მისი ასდის. ზოგჯერ ისე გაირბენს, როგორც დათო მირბოდა ხოლმე. ნიკუშაც ამას ამბობს. ვისურვებდი, ჩემი კატო ისეთივე ღირსეული ადამიანი გაიზარდოს, როგორიც დათო გახლდათ. გონიერი და ნიჭიერი გოგონაა. სასახლეში სპექტაკლს რომ ვუყურებდი, ვამბობდი: ნეტავ, კატოს მსახიობური მონაცემები ვისგან გამოჰყვა-მეთქი? ნიკუშამ მითხრა, - როგორ, დათო მსახიობი არ იყო სტადიონზე? მამამისს ჰგავს, ისიც მაესტრო იყო მოედანზე და კატოს პირველი როლიც მაესტროაო! შარშან მაესტრო განასახიერა, ახლა კი შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" სერიოზული როლი მისცეს. როცა კატო სცენაზე დგას, მე ვნერვიულობ, თვითონ კი ისე უკომპლექსოდ დგას, სულ მიკვირს. კატოს დათოს მსგავსად, სხვანაირი ხიბლი აქვს, ადამიანებს იზიდავს.

-  კატო, ფეხბურთი თუ გითამაშია?

-  კი, მაგრამ არ გამომდის (იცინის). ჩემს მეგობრებს სულ უკვირთ: მამაშენი ასეთი დიდი ფეხბურთელი იყო, შენ კი საერთოდ ვერ თამაშობო. რა ვქნა, არ შემიძლია. სამაგიეროდ, ცურვაზე დავდივარ.

-  ქალბატონო ნანა, თქვენ და დათო ყიფიანმა როგორ გაიცანით ერთმანეთი?

-  1999 წლის 29 აგვისტოს გავიცანი. ეთერ კაკულია ჩემი კარის მეზობელი იყო, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანი. მას ქუთაისში სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა და იქ მისი ოჯახის წევრებთან, კომპოზიტორებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად წავედით. მაშინ დათო "ტორპედოს" მწვრთნელი იყო და როცა დილით რესტორანში ვსაუზმობდით, გვესტუმრა. ამის შემდეგ მოწამეთაში დაგვპატიჟა, სადაც ვარდების უზარმაზარი თაიგული დამახვედრა და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა - "გაზაფხული შემოსულა, ლენ" მიმღერა. როგორც პატარა ბიჭი, ისე იქცეოდა. ძალიან მომხიბვლელი იყო და ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. როგორც ქალს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გვერდიდან არ მშორდებოდა და როცა იქიდან წამოვედით, დამირეკა: ხვალ დილით თბილისში ჩამოვდივარ და უნდა გნახოო. - ჩემ გამო ნუ ჩამოხვალთ-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ - რას ამბობთ, მე თბილისელი ვარ და ნუ დამიშლით მანდ ჩამოსვლასო (იცინის).

მაშინ ჩემს ძმასთან, დიდუბეში, საგურამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი და ის ადგილი, სადაც მე და დათოს პაემნები გვქონდა ხოლმე, ახლა დათო ყიფიანის სახელს ატარებს. პირველად სწორედ იქ შევხვდით და მერეც ხშირად მაკითხავდა. უზარმაზარი ვარდებით სავსე მანქანით მოდიოდა ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყვავილები შენახული მაქვს: საგანგებოდ გავახმე და შვილებს ვეუბნები: როცა გარდავიცვლები, ჩემი დათოს ნაყიდი ვარდები გულზე დამაყარეთ-მეთქი. მისი ყველა ნივთი აქ მაქვს. მაგალითად, ვინახავ სიგარეტის ნამწვავს, რომელიც ბოლოს მოსწია; სვიტერს, რომელიც ბოლოს ეცვა და მისი სურნელი კარგა ხანს ჰქონდა...

-  ბატონი დათო თქვენც თავიდანვე შეგიყვარდათ? რას ფიქრობდით, როცა თქვენ მიმართ ასეთ დიდ ყურადღებას იჩენდა?

-  როცა ეძინა და ვუყურებდი, მიფიქრია: ნეტავ, ეს კაცი ასე უგონოდ რატომ მიყვარს-მეთქი? მასავით არასოდეს არავინ მყვარებია! დათოს შემდეგ ხომ სხვა სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მის საფლავზე ხშირად ავდივართ. ჩვენ და კატოს ძმები 17 სექტემბერს - მისი გარდაცვალების დღეს და დაბადების დღეს - 18 ივნისს ყოველთვის ვიკრიბებით ხოლმე. ტრაგედიის დროს 12 კვირის ფეხმძიმე ვიყავი... როცა დათო გარდაიცვალა, თავს ცუდად ვგრძნობდი და მიცვალებულს ვთხოვე: არ მიმატოვო და როცა ჩემ გვერდით იქნები, მაგრძნობინე-მეთქი. მისი მანქანის ნომერი 090 იყო და მეც არ ვიცი, რატომ, უცებ ვთქვი: მნიშვნელოვან დროს, ისეთი მანქანა შემახვედრე, რომელსაც ასეთივე ნომერი ექნება-მეთქი და მართლაც, ყოველთვის, როცა რაიმე გვიჭირს ან განსაკუთრებული ხდება, არ არსებობს, გზაზე "090"-მა არ გადაგვირბინოს.

შარშანწინ კატო ცუდად მყავდა, სამი დღე საავადმყოფოში ვიწექით და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენს ფანჯარასთან იდგა მანქანა, რომელსაც 090 ეწერა. რომ არა მისი ძმებისა და ბიძების თანადგომა, ამას ვერ გადავიტანდი. ბევრჯერ ხილვაც მქონია, დათო დამსიზმრებია. მისი გარდაცვალებით გამოწვეულ სიცარიელეს ახლა კატოთი ვივსებ. მართალია, დათო მთელ საქართველოს მოუკვდა, მაგრამ არავის მოუკვდა ისე, როგორც მე. რომ არა მამა ელიზბარ ოდიშვილი, რომელმაც დამიყოლია, რომ ბავშვი შემენარჩუნებინა, შესაძლოა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო და ამისათვის მისი მადლიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, კატო ამ სამყაროს მოვლინებოდა. დათო მეუბნებოდა: გოგოს თუ გამიჩენ, ჩათვალე, შენზე ბედნიერი ქალი არ იქნება, სულ მე გავზრდიო.

-  როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში?

-  დამირეკავდა ხოლმე და მეუბნებოდა, - ვგიჟდები შენზეო. სულ "საყვარელოთი" მომმართავდა და ბუშტის მეძახდა, არადა, მაღალი და გამხდარი ვიყავი (იღიმის). შვილი რომ შეგვეძინება, მასაც ბუშტს დავუძახებ-მეთქი, - ვეუბნებოდი. ჩვენი გაცნობის მეორე დღიდან მოყოლებული, დაჟინებით მთხოვდა, ცოლად გამომყევიო, მაგრამ ვორჭოფობდი; ვეუბნებოდი, - ჯერ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ და მერე გადავწყვიტოთ-მეთქი. ქორწინებაში იმედგაცრუება და ტკივილი ორივეს განცდილი გვქონდა და ვინაიდან ერთხელ არ გამიმართლა, ამ ნაბიჯის მეორედ გადადგმა მიჭირდა. პირველი ქორწინებიდანაც გოგონა მყავს. დათოს სიყვარული რომ არა, ახალი ოჯახის შექმნაზე არასდროს ვიფიქრებდი... ვინაიდან დათო თბილისში სტაბილურად არ ცხოვრობდა და სულ სადღაც უწევდა წასვლა, მისი ყოველი ჩამოსვლა ჩემთვის ზეიმი იყო, ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და ეს მოლოდინი ჩვენს სიყვარულს უფრო აძლიერებდა. როცა ბავშვი ჩაისახა და უნდა დავქორწინებულიყავით, დათო გაქრა...

-  დათოს დაღუპვის ამბავი ვინ შეგატყობინათ?

-  იმ პარასკევს დათო ქუთაისსა და ბათუმში წავიდა. კვირას უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ორშაბათს დამირეკა, - საყვარელო, დღეს საღამოს სახლში ვიქნები, თუ არაფერი შეიცვალაო. გამიკვირდა, ასე არასდროს უთქვამს და ვკითხე: ხომ ყველაფერი კარგად არის-მეთქი? ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. როგორც მერე გავიგე, საღამოს შვიდ საათზე დაღუპულა და ზუსტად ამ დროს მეც ცუდად გავხდი, ვიხრჩობოდი. არადა, ორსულობის მიუხედავად, მანამდე ასეთი რამ არასდროს დამმართვია. მეგობარმა დამირეკა და მკითხა, - დათო სად არის? ტელევიზორს უყურებო? გავიფიქრე: ხომ არ დაიჭირეს-მეთქი? დავაგდე ყურმილი და სასწრაფოდ დათოს მობილურზე დავრეკე, მაგრამ გათიშული იყო. მერე დათოს ახლობელთან - ზურა ყიფიანთან დავრეკე. რომ მითხრა, დათო აღარ არისო, საშინელ დღეში ჩავვარდი. აგონიაში ვიყავი. ჩვენს სახლს შიგნით დიდი კიბე ჰქონდა და თურმე, გაუჩერებლად ავრბოდი და ჩამოვრბოდი, თან - ვკიოდი და ვტიროდი, მაგრამ ეს ყველაფერი არ მახსოვს.

როცა გონს მოვედი, პირდაპირ მამა ელიზბარს დავურეკე. მითხრა: ახლა ზუსტად შენზე ვფიქრობდი. ფსალმუნები წაიკითხე და დილით ჩემთან მოდიო. ვფიქრობდი: რა გავაკეთო? სად წავიდა ეს კაცი? სად ვეძებო? ეს ყველაფერი დამესიზმრა-მეთქი?! ჩემმა მეგობრებმა ექიმს დაურეკეს, რომელმაც დამამშვიდებელი წამალი გამიკეთა, მაგრამ არ მოქმედებდა... მანამდე სამი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, დათოს სიკვდილის შემდეგ კი აღარც გამოკვლევებს ვიტარებდი, აღარც ექიმთან დავდიოდი და ღვთის წყალობით, კატო ჯანმრთელი დაიბადა. ალბათ ასე ინება განგებამ, რომ დათოს ნანატრი გოგო მის გარეშე დაბადებულიყო. მერე უკვე, იძულებული ვიყავი, გამოვცოცხლებულიყავი, მეარსება, რადგან კატოსთვის უნდა მიმეხედა.

-  ქალბატონო ნანა, თქვენსა და დათოს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, არა?

-  კი, დათო 50 წლის იყო, მე - 35-ის. ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მის მიმართ მაინც, უფრო მეტი რიდი, ხათრი და პატივისცემა მქონდა. მანამდე ხომ ორი ცოლი ჰყავდა და სულ მეუბნებოდა: შენშიც რომ არ გამიმართლოს, ეს ჩემი ცხოვრების დიდი იაღლიში იქნებაო. დათო იმიტომ არ მყვარებია, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. ის პიროვნულად მიყვარდა და როცა მეუბნებოდნენ: ნანა, იცი, შენ რა ბუმბერაზი ადამიანის გვერდით ზიხარო? სულ ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, ის პირველ რიგში, უდიდესი პიროვნება, მოსიყვარულე, თბილი მამაკაცი იყო.

ორი წელი უბრალოდ ვიცნობდი, ბოლო შვიდი თვე კი ერთად ვცხოვრობდით და ჯვრის დაწერას ვაპირებდით. როცა მეგონა, რომ ყველაფერი აეწყო, სახლი გავარემონტეთ და ოჯახის შესაქმნელად მოვემზადეთ, სწორედ მაშინ დაიღუპა. 2001 წლის 17 სექტემბრამდე ჩემი ცხოვრება ზეიმი იყო. ალბათ ბედნიერება ხანმოკლეა და იმ მოკლე პერიოდში, დათომ იმდენი ლამაზი დღე და სიხარული მაჩუქა, საკუთარი თავი ზღაპრულ სამყაროში მეგონა. ბოლოს ხშირად მეუბნებოდა: რაღაც ისეთი მინდა გაჩუქო, როცა ამ სამყაროდან წავალ, სამუდამოდ შენში დავრჩეო და მართლაც, კატო მაჩუქა... როცა დათოსთან ასეთი დიდი ბედნიერება ვიპოვე, სულ რაღაცის დაკარგვის შიში მქონდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სიცოცხლით სავსე კაცი ასე ნაადრევად დაიღუპებოდა.

-  საჩუქრებს ხშირად გიკეთებდათ?

-  დღემდე ვიყენებ მის მიერ ნაყიდ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულს. ის ათასნაირ სიურპრიზს მიწყობდა. ახალი გაცნობილი მყავდა, როცა ბულგარეთში წავიდნენ, იქიდან ჩამოსულმა კი სამსახურში ლამაზ პარკში ჩადებული წითელი კაბა მომიტანა. მერე მისი მეგობარი მიყვებოდა: ვერ წარმოიდგენ, მაღაზიებში როგორი სიყვარულით არჩევდა იმ კაბას. გამორიცხული იყო, რომ არ მოგრგებოდაო. მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ჩვენთან სულ ქაოსი გახლდათ. საოცარი ქარიზმა ჰქონდა. მის გვერდით თავს დედოფლად ვგრძნობდი და ჩემზე ბედნიერი ქალი არსად მეგულებოდა. არ მახსოვს, მას ჩემთვის რაიმე მკაცრად ეთქვა ან შენიშვნა მოეცა.

-  თქვენს ქალიშვილთან - მარიამთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

-  შესანიშნავი! თუ ჩემთვის რაიმე ჩამოჰქონდა, მარიამს არაფრით გამოტოვებდა, მასზეც ზრუნავდა. მისი თოჯინები კატოს შევუნახე.

კატო:

-  ჩვენი ცხოვრება სავსეა ისეთი ამბებით, რაც დათოს სიახლოვეს გვაგრძნობინებს. ზოგჯერ მგონია, იმ ქვეყნიდან უფრო მეტ რამეს გვიკეთებს, ვიდრე ცოცხალი გაგვიკეთებდა. მინდა ისეთი ვიყო, როგორი შვილის ყოლაც მას გაახარებდა.

ნანა:

-  კატოს ვეუბნები, რომ სავიზიტო ბარათად დათოს შვილობა არ უნდა ჰქონდეს, პირიქით - თავად უნდა იყოს ისეთი ღირსეული, რომ იკითხონ, ეს გოგონა ვისი შვილიაო? მან დათო უნდა ასახელოს! სხვათა შორის, დათო ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მასთან ლაპარაკი არასდროს მბეზრდებოდა. დღემდე მისი შეგონებებით ვცხოვრობ. სანამ ცოცხალი ვარ, ის სიყვარული ჩემთან იქნება, მერე კი მეც წავალ და მჯერა, ჩემს დათოს შევხვდები.

თამთა დადეშელი

ჟურნალ ”გზის" არქივიდან