მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამ თვეში "გადავლილი" მერობის სურვილი...
სამ თვეში "გადავლილი" მერობის სურვილი...

ქუ­თა­ი­სი კვლავ მე­რის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ქა­ლა­ქის ბოლო მერ­მა - ამე­რი­კი­დან დიდი იმე­დე­ბი­თა და და­პი­რე­ბე­ბით ჩა­მო­სულ­მა დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ან­მა თა­ვი­სი ნე­ბით და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ და ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლომ ისე­თი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მისი მო­თხოვ­ნა, კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და ხალ­ხში არ­სე­ბუ­ლი ეჭვი, რომ პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რად მარ­თუ­ლი იყო და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა ქა­ლა­ქის რი­გით მე­თერ­თმე­ტე მერს, სუ­ლაც არ გა­და­უ­წყვე­ტია სა­კუ­თა­რი ნება-სურ­ვი­ლით. საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლი" წევ­რე­ბი, რო­გორც წესი, ხელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­კენ" იშ­ვე­რენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი კი თვალ­ში სა­ცე­მი თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბი­თა და სიმ­შვი­დით აცხა­დე­ბენ, რომ დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნი თა­ვი­სი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფრო გა­მო­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნას და დას­ძე­ნენ, რომ მის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძე­ლია გამ­ზა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ქუ­თა­ის­სა და ქუ­თა­ი­სე­ლებს ამ ეტაპ­ზე ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ კო­პა­ლი­ა­ნის მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა და იმას დარ­დო­ბენ, რომ ქა­ლა­ქის ერთ ნორ­მა­ლუ­რად მო­მუ­შა­ვე მერს ვერ იხ­სე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და ბევ­რს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­შიც შე­ე­პა­რა უკვე ეჭვი:

მი­ხე­ილ ბუ­ა­ჩი­ძე, 69 წლის პენ­სი­ო­ნე­რი:

- არც ერთი მერი არ მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის­თვის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნოს. და­ნიშ­ნა­ვენ, აბურ­თა­ვე­ბენ თა­ვის ჭკუ­ა­ზე ყვე­ლა დრო­ის ყვარ­ყვა­რე­ე­ბი და მერე უსარ­გებ­ლო ნივ­თი­ვით თა­ვი­დან იშო­რე­ბენ. ისე, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ ვინ­მეს რამე გა­უ­კე­თე­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია მე­რო­ბამ, თე­ი­მუ­რაზ შა­ში­აშ­ვი­ლი იყო...

ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლის ნათ­ქვა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის ქა­ლა­ქის იმ ათი მე­რის გახ­სე­ნე­ბა მე­თხო­ვა, კო­პა­ლი­ა­ნამ­დე რომ იკის­რეს ქა­ლა­ქის მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

ალექ­სან­დრე მი­ხე­ლი­ძე, 71 წლის პენ­სი­ო­ნე­რი:

- ამ წუთ­ში ბად­რი მელ­ქა­ძე მახ­სენ­დე­ბა და ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო... რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ა­კე­თა თუ არა ქა­ლა­ქის­თვის, ვერ გე­ტყვით, ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ... თუ არ ვცდე­ბი, ბად­რი მელ­ქა­ძემ თე­ი­მუ­რაზ შა­ში­აშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა და ქა­ლაქ­ში, არა მგო­ნია, ახლა ვინ­მეს ახ­სოვ­დეს მისი ნაღ­ვა­წი...

ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი არ­ჩე­უ­ლი მერი კი ნუგ­ზარ ფა­ლი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბით დიდი გეგ­მე­ბი კი ჰქონ­და, მაგ­რამ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სულ­მა მთავ­რო­ბამ რა­ტომ­ღაც უპი­რო­ბოდ მო­ინ­დო­მა მისი გაშ­ვე­ბა და აქ­ცი­ებს აქ­ცი­ებ­ზე უწყობ­დნენ სწო­რედ ის "ახალ­გაზ­რდა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი", ბო­ლომ­დე რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ერ­თგუ­ლე­ბი დარ­ჩნენ და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ქა­ლა­ქის მე­რი­ა­სა თუ საკ­რე­ბუ­ლო­ში. ფა­ლი­ა­ნი სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას მო­ე­რი­და და წა­ვი­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჭკვი­ა­ნი იყო და კარ­გად იცო­და, რა­ზეც იყო წამ­სვლე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", მისი გა­ჯი­უ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში...

ნელი ქე­მერ­ტე­ლა­ძე, 44 წლის დი­ა­სახ­ლი­სი:

- გიგა ჩო­გო­ვა­ძე მახ­სენ­დე­ბა. ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აბ­რა­ლებ­დნენ: მისი კა­ბი­ნე­ტი­დან ნარ­კო­ტი­კის სუნი გა­მო­დი­ო­და, რად­გან წა­მალს პირ­და­პირ მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში ხარ­შავ­დნენ ახალ­გაზ­რდა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბიო...

მარ­თა­ლია თუ არა ქალ­ბა­ტო­ნი ნე­ლის ნათ­ქვა­მი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ მსგავ­სი ჭორი რომ და­დი­ო­და ქა­ლაქ­ში, მეც მახ­სოვს. უფრო კარ­გად კი ქა­ლა­ქის კი­დევ ერთი "სამ­თვი­ა­ნი მერი" მახ­სოვს, - ბა­ტო­ნი ბესო გუ­ლორ­და­ვა, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დე გა­ზეთ "ალი­ას" კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო და რო­გორც კო­ლე­გას, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ზე უკეთ ვიც­ნობ­დი. დღემ­დე ვერ გა­მი­გია, რა­ტომ და­თან­ხმდა თა­ნამ­დე­ბო­ბას, რო­მე­ლიც აშ­კა­რად არ იყო მისი საქ­მე. ცოტა ხან­ში კი ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ბაზ­რო­ბა­ზე და­ვი­ნა­ხე დახ­ლთან მდგო­მი და სუ­ლაც არ გამ­კვირ­ვე­ბია: ოჯა­ხი ჰქონ­და და უნდა ერ­ჩი­ნა. იმე­დია, ბიზ­ნეს­ში უფრო გა­უ­მარ­თლებ­და...

თა­ვი­სი ნე­ბით გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ შა­მუ­გი­აც და არა­ვინ იცის, მარ­თლა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო თუ არა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მის­ვლა, მაგ­რამ იმ­ხა­ნად მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი ვაჟი - პა­პუ­ნა შა­მუ­გია და­ა­კა­ვეს ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის გამო და უთ­ქვამს: ჩემი შვი­ლის პატ­რონს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს, ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი პირი მერ­ქვა­სო. მო­რა­ლუ­რად მარ­თლაც კა­ცუ­რად მო­იქ­ცა ალ­ბათ, ბევ­რი მისი კო­ლე­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მკვლე­ლი შვი­ლე­ბის გა­მარ­თლე­ბა­საც კი რომ ურ­ცხვად ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი ვერ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ შვი­ლი სწორ გზა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა: ცოტა ხნის წინ პა­პუ­ნა შა­მუ­გი­ამ ეზო­ში დო­მი­ნოს თა­მა­ში­სას სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლი, ლუკა კუბ­ლაშ­ვი­ლი და რო­გორც ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ა­სა და მის ოჯახს ამ­ჯე­რად მე­ზობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბაც კი მო­უ­წევთ, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო...

ქა­ლა­ქის ბოლო მერი კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერ­თგუ­ლი წევ­რი და დღემ­დე მყა­რი და­საყ­რდე­ნი - გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე იყო, რო­მელ­საც ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბა ერგო ჯილ­დოდ და ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ცდი­ლობს საყ­ვა­რე­ლი პარ­ტი­ის რე­ა­ნი­მი­რე­ბას...

სწო­რედ გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ან­მა და... სამ­წუ­ხა­როდ, მა­ნაც ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა ისე­თი, რომ დიდ­ხანს დარ­ჩეს ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის მახ­სოვ­რო­ბა­ში. ახალ მერს მხო­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ნიშ­ნა­ვენ, მა­ნამ­დე კი საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქუ­თა­ისს მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეყო­ლე­ბა: ოთხი ვიცე-მე­რი­დან ერთ-ერთი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღარც აქვს ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ბა - რო­მე­ლი...

ოც­და­ა­თამ­დე ქუ­თა­ი­სელს ვთხო­ვე, ერ­თსა და იმა­ვე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა: აქვს თუ არა მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ იქ­ნე­ბა მათი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის მერი და სამ­წუ­ხა­როდ, 23-მა მი­პა­სუ­ხა, რომ პი­რა­დად მის­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ოთხმა: ოღონდ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" - არაო! ერ­თმა: ამე­რი­კი­დან კი ნუ ჩა­მო­იყ­ვანთ ისეთ ვინ­მეს, რო­მე­ლიც ღრუბ­ლებ­ში დაფ­რი­ნავს და აზ­რზე არაა, ხალ­ხს რამ­დე­ნი რამე სტკი­ვა და აწუ­ხებ­სო. პი­რა­დად მე, შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნის ნათ­ქვა­მი უფრო მე­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა: აღარც ქა­ლა­ქის მერი მა­ინ­ტე­რე­სებს და აღარც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბა. თავი შე­მა­ძუ­ლეს ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რომ­ლებ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ხალ­ხის არ­სე­ბო­ბა აშ­კა­რად აღი­ზი­ა­ნებთ და ვერ გვი­ტა­ნენ... სულ რომ გა­უქ­მდეს მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და ამ­დე­ნი მუქ­თა­ხო­რა არ ვარ­ჩი­ნოთ, არ შე­იძ­ლე­ბა?!

ამ კი­თხვა­ზე მე ვერ გავ­ცემ პა­სუხს, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ ხომ უნდა გას­ცეს ბო­ლოს და ბო­ლოს, პა­სუ­ხი ხალ­ხს...

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სამ თვეში "გადავლილი" მერობის სურვილი...

სამ თვეში "გადავლილი" მერობის სურვილი...

ქუთაისი კვლავ მერის გარეშეა დარჩენილი. ქალაქის ბოლო მერმა - ამერიკიდან დიდი იმედებითა და დაპირებებით ჩამოსულმა დიმიტრი კოპალიანმა თავისი ნებით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ქალაქის საკრებულომ ისეთი ოპერატიულობით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, კიდევ უფრო გაღრმავდა ხალხში არსებული ეჭვი, რომ პროცესი პოლიტიკურად მართული იყო და თანამდებობის დატოვება ქალაქის რიგით მეთერთმეტე მერს, სულაც არ გადაუწყვეტია საკუთარი ნება-სურვილით. საკრებულოს "ნაციონალი" წევრები, როგორც წესი, ხელს "ქართული ოცნებისკენ" იშვერენ. "ქართული ოცნების" წევრები კი თვალში საცემი თვითკმაყოფილებითა და სიმშვიდით აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით განათლების სისტემაში დასაქმების შემთხვევაში უფრო გამოადგება ქვეყანას და დასძენენ, რომ მისთვის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის სავარძელია გამზადებული. თუმცა, ქუთაისსა და ქუთაისელებს ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებთ კოპალიანის მომავალი კარიერა და იმას დარდობენ, რომ ქალაქის ერთ ნორმალურად მომუშავე მერს ვერ იხსენებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ბევრს ამ თანამდებობის არსებობის საჭიროებაშიც შეეპარა უკვე ეჭვი:

მიხეილ ბუაჩიძე, 69 წლის პენსიონერი:

- არც ერთი მერი არ მახსენდება, რომელსაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინოს. დანიშნავენ, აბურთავებენ თავის ჭკუაზე ყველა დროის ყვარყვარეები და მერე უსარგებლო ნივთივით თავიდან იშორებენ. ისე, ამ თანამდებობაზე თუ ვინმეს რამე გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია მერობამ, თეიმურაზ შაშიაშვილი იყო...

ბატონი მიხეილის ნათქვამიდან გამომდინარე, სურვილი გამიჩნდა, ქუთაისელებისთვის ქალაქის იმ ათი მერის გახსენება მეთხოვა, კოპალიანამდე რომ იკისრეს ქალაქის მეთაურის მოვალეობის შესრულება.

ალექსანდრე მიხელიძე, 71 წლის პენსიონერი:

- ამ წუთში ბადრი მელქაძე მახსენდება და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეზობელი იყო... რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთა თუ არა ქალაქისთვის, ვერ გეტყვით, ვერაფერს ვიხსენებ... თუ არ ვცდები, ბადრი მელქაძემ თეიმურაზ შაშიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც გუბერნატორად დაინიშნა და ქალაქში, არა მგონია, ახლა ვინმეს ახსოვდეს მისი ნაღვაწი...

ქუთაისის პირველი არჩეული მერი კი ნუგზარ ფალიანი იყო, რომელსაც ქალაქთან დაკავშირებით დიდი გეგმები კი ჰქონდა, მაგრამ "ვარდების რევოლუციით" მოსულმა მთავრობამ რატომღაც უპირობოდ მოინდომა მისი გაშვება და აქციებს აქციებზე უწყობდნენ სწორედ ის "ახალგაზრდა რევოლუციონერები", ბოლომდე რომ "ნაციონალების" ერთგულები დარჩნენ და დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობებს ქალაქის მერიასა თუ საკრებულოში. ფალიანი სისხლიან დაპირისპირებას მოერიდა და წავიდა. როგორც ამბობენ, ჭკვიანი იყო და კარგად იცოდა, რაზეც იყო წამსვლელი "ნაციონალური მოძრაობა", მისი გაჯიუტების შემთხვევაში...

ნელი ქემერტელაძე, 44 წლის დიასახლისი:

- გიგა ჩოგოვაძე მახსენდება. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ აბრალებდნენ: მისი კაბინეტიდან ნარკოტიკის სუნი გამოდიოდა, რადგან წამალს პირდაპირ მერიის შენობაში ხარშავდნენ ახალგაზრდა ჩინოვნიკებიო...

მართალია თუ არა ქალბატონი ნელის ნათქვამი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მსგავსი ჭორი რომ დადიოდა ქალაქში, მეც მახსოვს. უფრო კარგად კი ქალაქის კიდევ ერთი "სამთვიანი მერი" მახსოვს, - ბატონი ბესო გულორდავა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაზეთ "ალიას" კორესპონდენტი იყო და როგორც კოლეგას, ბუნებრივია, ყველაზე უკეთ ვიცნობდი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ დათანხმდა თანამდებობას, რომელიც აშკარად არ იყო მისი საქმე. ცოტა ხანში კი ქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე დავინახე დახლთან მდგომი და სულაც არ გამკვირვებია: ოჯახი ჰქონდა და უნდა ერჩინა. იმედია, ბიზნესში უფრო გაუმართლებდა...

თავისი ნებით გადადგა თანამდებობიდან ბატონი ნუგზარ შამუგიაც და არავინ იცის, მართლა დასახელებული მიზეზი იყო თუ არა, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა, მაგრამ იმხანად მისი არასრულწლოვანი ვაჟი - პაპუნა შამუგია დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო და უთქვამს: ჩემი შვილის პატრონს მორალური უფლება არ მაქვს, ქალაქის პირველი პირი მერქვასო. მორალურად მართლაც კაცურად მოიქცა ალბათ, ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, მკვლელი შვილების გამართლებასაც კი რომ ურცხვად ცდილობენ, მაგრამ გაღებული მსხვერპლი ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვილი სწორ გზაზე დაეყენებინა: ცოტა ხნის წინ პაპუნა შამუგიამ ეზოში დომინოს თამაშისას სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი თანატოლი, ლუკა კუბლაშვილი და როგორც ქუთაისელები ამბობენ, ნუგზარ შამუგიასა და მის ოჯახს ამჯერად მეზობლების მოთხოვნით, ქალაქის დატოვებაც კი მოუწევთ, ზემოთ ხსენებული ტრაგედიის გამო...

ქალაქის ბოლო მერი კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული წევრი და დღემდე მყარი დასაყრდენი - გიორგი თევდორაძე იყო, რომელსაც ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრობა ერგო ჯილდოდ და ახალი თანამდებობიდან ცდილობს საყვარელი პარტიის რეანიმირებას...

სწორედ გიორგი თევდორაძე ჩაანაცვლა დიმიტრი კოპალიანმა და... სამწუხაროდ, მანაც ვერაფერი გააკეთა ისეთი, რომ დიდხანს დარჩეს ქუთაისელების მახსოვრობაში. ახალ მერს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დანიშნავენ, მანამდე კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუთაისს მერის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ეყოლება: ოთხი ვიცე-მერიდან ერთ-ერთი და სიმართლე გითხრათ, აღარც აქვს ალბათ მნიშვნელობა - რომელი...

ოცდაათამდე ქუთაისელს ვთხოვე, ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა: აქვს თუ არა მათთვის მნიშვნელობა, ვინ იქნება მათი მშობლიური ქალაქის მერი და სამწუხაროდ, 23-მა მიპასუხა, რომ პირადად მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ოთხმა: ოღონდ "ნაციონალები" - არაო! ერთმა: ამერიკიდან კი ნუ ჩამოიყვანთ ისეთ ვინმეს, რომელიც ღრუბლებში დაფრინავს და აზრზე არაა, ხალხს რამდენი რამე სტკივა და აწუხებსო. პირადად მე, შუახნის ქალბატონის ნათქვამი უფრო მენიშნა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: აღარც ქალაქის მერი მაინტერესებს და აღარც მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. თავი შემაძულეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თანამდებობებზე მოხვედრის შემდეგ ხალხის არსებობა აშკარად აღიზიანებთ და ვერ გვიტანენ... სულ რომ გაუქმდეს მერის თანამდებობა და ამდენი მუქთახორა არ ვარჩინოთ, არ შეიძლება?!

ამ კითხვაზე მე ვერ გავცემ პასუხს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გასცეს ბოლოს და ბოლოს, პასუხი ხალხს...

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია