პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა
ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა

მომ­ღე­რა­ლი ოთო ნემ­სა­ძე სო­ლო­კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, რო­მე­ლიც 5 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვა. უკ­რა­ი­ნუ­ლი გეგ­მე­ბი­სა და პირ­ვე­ლი სო­ლო­კონ­ცე­რის დე­ტა­ლებ­ზე მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა.

"ჩემს მწვრთნელ­თან, ცნო­ბილ მომ­ღე­რალ სლა­ვა ვა­კარ­ჩუკ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე, რო­მე­ლიც ექ­ვსთვი­ა­ნი გახ­ლავთ. ასე სწრა­ფად მის საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმი­ტომ გა­ფორმ­და, რომ სხვას­თან არ მო­მე­წე­რა ხელი. ეს, უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ლო­ბაა, რად­გან მას­თან ძა­ლი­ან ახლო და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ფორმ­დე­ბა უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ ან ხუთ წელ­ზე. 18 ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ლვოვ­ში გა­დავ­დი­ვარ. უკვე ჩავ­წე­რეთ შვი­დი სიმ­ღე­რის დე­მო­ვერ­სია. ჯერ არ ვი­ცით, აქე­დან რას დავ­ტო­ვებთ და რას - არა, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი მი­დის ალ­ბომ­ზე... თუკი უკ­რა­ი­ნა­ში რა­ი­მეს გა­ვა­კე­თებ და მი­ვაღ­წევ, იმ პრო­ექტს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­ვი­ტან", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

ოთო ნემ­სა­ძის სო­ლო­კონ­ცერ­ტი "ბრა­ვო რე­კორდსის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მე­ი­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ოთოს ალ­ბო­მი, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ­წლი­ა­ნი მზა­დე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და. მას­ში ოთარ რა­მიშ­ვი­ლის ათი სიმ­ღე­რა შე­ვი­და, რო­მელ­საც მომ­ღე­რა­ლი ახ­ლე­ბუ­რად ას­რუ­ლებს.

მომ­ღერ­ლის თქმით, კონ­ცერ­ტი ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სწო­რედ ეს ათი სიმ­ღე­რა შეს­რულ­დე­ბა, რო­მელ­თა არან­ჟი­რე­ბე­ბი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს ეკუთ­ვნის, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ოთო ნემ­სა­ძი­სა და მისი რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის დუ­ე­ტებს და­ეთ­მო­ბა "ბრა­ვო ბენ­დის" აკომ­პა­ნე­მენ­ტით.

"ჩემი სო­ლო­კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლია ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ხუთ ოქ­ტომ­ბერს მე­ი­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, თბი­ლი­სო­ბის ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა და ღია ცის ქვეშ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა. ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე­სა და "ნი­უ­ტონ­თან" ერ­თად წარ­მო­ვად­გენ ახა­ლი ალ­ბო­მი­დან ათი­ვე კომ­პო­ზი­ცი­ას, ოთარ რა­მიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რებს. არან­ჟი­რე­ბე­ბი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძემ გა­ა­კე­თა, რაც ჩემი სურ­ვი­ლით მოხ­და და ასე­ვე ჩემი სურ­ვი­ლი იყო, რომ ალ­ბო­მი "ბრა­ვო რე­კორდსში" ჩა­წე­რი­ლი­ყო. ეს ალ­ბო­მი პა­უ­ზე­ბის გამო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და, მას შემ­დეგ, რაც "ჯე­ოს­ტა­რი" დას­რულ­და", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

კონ­ცერ­ტის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, გა­მოს­ვლამ­დე გარ­კვე­უ­ლი დროა დარ­ჩე­ნი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით არ ნერ­ვი­უ­ლობს, მაგ­რამ კონ­ცერ­ტის თა­რი­ღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ღელ­ვაც იმა­ტებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა

ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა

მომღერალი ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ, რომელიც 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, საცხოვრებლად უკრაინაში გადავა. უკრაინული გეგმებისა და პირველი სოლოკონცერის დეტალებზე მომღერალი ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ჩემს მწვრთნელთან, ცნობილ მომღერალ სლავა ვაკარჩუკთან კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც ექვსთვიანი გახლავთ. ასე სწრაფად მის საპროდიუსერო კომპანიასთან ხელშეკრულება იმიტომ გაფორმდა, რომ სხვასთან არ მომეწერა ხელი. ეს, უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან მასთან ძალიან ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. შემდეგ ეტაპზე გაფორმდება უფრო გრძელვადიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, სამ ან ხუთ წელზე. 18 ოქტომბრიდან საცხოვრებლად ლვოვში გადავდივარ. უკვე ჩავწერეთ შვიდი სიმღერის დემოვერსია. ჯერ არ ვიცით, აქედან რას დავტოვებთ და რას - არა, მაგრამ ლაპარაკი მიდის ალბომზე... თუკი უკრაინაში რაიმეს გავაკეთებ და მივაღწევ, იმ პროექტს აუცილებლად საქართველოშიც ჩამოვიტან", - აღნიშნა მომღერალმა.

ოთო ნემსაძის სოლოკონცერტი "ბრავო რეკორდსის" ორგანიზებით მეიდანზე გაიმართება. ოთოს ალბომი, დაახლოებით, სამწლიანი მზადების შემდეგ გამოვიდა. მასში ოთარ რამიშვილის ათი სიმღერა შევიდა, რომელსაც მომღერალი ახლებურად ასრულებს.

მომღერლის თქმით, კონცერტი ორნაწილიანი იქნება. პირველ განყოფილებაში სწორედ ეს ათი სიმღერა შესრულდება, რომელთა არანჟირებები ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის, მეორე ნაწილი კი ოთო ნემსაძისა და მისი რამდენიმე მეგობრის დუეტებს დაეთმობა "ბრავო ბენდის" აკომპანემენტით.

"ჩემი სოლოკონცერტი, რომელიც პირველია ჩემს შემოქმედებაში, ხუთ ოქტომბერს მეიდანზე გაიმართება, თბილისობის ერთ-ერთი ცენტრალური კონცერტი იქნება და ღია ცის ქვეშ ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ზვიად ბოლქვაძესა და "ნიუტონთან" ერთად წარმოვადგენ ახალი ალბომიდან ათივე კომპოზიციას, ოთარ რამიშვილის სიმღერებს. არანჟირებები ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა, რაც ჩემი სურვილით მოხდა და ასევე ჩემი სურვილი იყო, რომ ალბომი "ბრავო რეკორდსში" ჩაწერილიყო. ეს ალბომი პაუზების გამო სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მას შემდეგ, რაც "ჯეოსტარი" დასრულდა", - აღნიშნა მომღერალმა.

კონცერტის რეპეტიციები უკვე დაწყებულია. როგორც მომღერალი ამბობს, გამოსვლამდე გარკვეული დროა დარჩენილი და ჯერჯერობით არ ნერვიულობს, მაგრამ კონცერტის თარიღის მოახლოებასთან ერთად ღელვაც იმატებს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება