მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს
სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა სკარ­ლეტ იო­ჰან­სონ­მა ჟურ­ნალ 7 Дней-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ამ­ხი­ლა თუ რო­გორ მა­მა­კა­ცებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

რა­ი­ან რე­ი­ნოლდსთან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ (ისი­ნი 3 წელი ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად) მსა­ხი­ო­ბი შონს პენს ხვდე­ბო­და, რის გა­მოც მას მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ. თუმ­ცა ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც შონ პე­ნია, იო­ჰან­სონს ოჯა­ხის დან­გრე­ვის გა­და­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბის თქმით, უპი­რა­ტე­სო­ბას სწო­რედ რთულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანი­ჭებს.

"რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბო­და საქ­მე, ვინც გვიყ­ვარ­დე­ბა ისე რომ იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც ჩვენ გვინ­და. ეს ოც­ნე­ბაა. მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, არას­წო­რია და არც ამარ­თლებს. არა­სო­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ სწო­რედ სირ­თუ­ლე­ე­ბი ხდის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს და მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. და ჩვენ მხო­ლოდ მო­გე­ბულ­ნი ვრჩე­ბით, თუ ვსწავ­ლობთ, სა­კუ­თარ თავს კომ­პრო­მის­ზე წას­ვლას ვა­ი­ძუ­ლებთ და ვცდი­ლობთ მი­ვი­ღოთ ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან. ადრე გა­გო­ნე­ბაც კი არ შე­მეძ­ლო ამ სი­ტყვის - "კომ­პრო­მი­სი". კრი­ტი­კა მიყ­ვარ­და. ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბე­ბის მი­მართ შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. თავ­საც ვქან­ცავ­დი და სხვებ­დაც ტკი­ვილს ვა­ყე­ნებ­დი".

ახლა, მსა­ხი­ო­ბის თქმით, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ის უფრო ბრძე­ნი და მომთმე­ნი გახ­და:

"დიახ, დავ­ჭკვი­ან­დი. სა­კუ­თარ თავ­ში უკეთ გა­ვერ­კვიე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბას იწყებ და გინ­და, რომ აე­წყოს. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის შე­მიძ­ლია წინ წა­ვი­დე. სხვაგ­ვა­რად აბა რო­გორ? ან მზად ხარ ამის­თვის, ანა - არა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მე მზად ვარ. ბევ­რი ქალი აშა­ვებს იმით, რომ პარტნი­ორ­ში წარ­მო­სახ­ვით, არა­რე­ა­ლურ მა­მა­კაცს ხე­დავს. სა­კუ­თარ სტან­დარ­ტებ­სა და წარ­მოდ­გე­ნებს არ­გებს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მარ­თა­ლია, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ აღი­ა­რებს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბას ჯერ კი­დევ გა­ნიც­დის.

"ეს ად­ვი­ლი არ იყო, მას შემ­დეგ, რაც ჩემი მშობ­ლე­ბი გა­ე­ყარ­ნენ, გან­ქორ­წი­ნე­ბას მძი­მედ აღ­ვიქ­ვამ. ჩემ­თვის ეს დიდი დარ­ტყმა იყო. შე­საძ­ლოა, ამას სხვა ბავ­შვებ­ზე მე­ტად გან­ვიც­დი­დი. ამის გამო დეპ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლიც კი გავ­ხდი. თუმ­ცა ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი ქორ­წი­ნე­ბაც ასე დას­რულ­დე­ბო­და. ამის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ იყო მზად. ასეთ დროს ვე­რა­ვინ მოგ­ცემს ზუსტ პა­სუხს, რო­გორ დაძ­ლიო ეს გა­მოც­და", - აღი­ა­რებს იო­ჰან­სო­ნი.

ამ დღე­ებ­ში სკარ­ლეტს ახალ­მა საყ­ვა­რელ­მა - ფრან­გმა ჟურ­ნა­ლის­ტმა რო­მენ დო­რი­აკ­მა ხელი სთხო­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს მსა­ხი­ო­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს

სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა ჟურნალ 7 Дней-სთან საუბარში გაამხილა თუ როგორ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას.

რაიან რეინოლდსთან განქორწინების შემდეგ (ისინი 3 წელი ცხოვრობდნენ ერთად) მსახიობი შონს პენს ხვდებოდა, რის გამოც მას მკაცრად აკრიტიკებდნენ. თუმცა ისეთ საინტერესო პიროვნებასთან ურთიერთობა, როგორიც შონ პენია, იოჰანსონს ოჯახის დანგრევის გადატანაში ეხმარებოდა. მსახიობის თქმით, უპირატესობას სწორედ რთულ ურთიერთობებს ანიჭებს.

"რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივად იქნებოდა საქმე, ვინც გვიყვარდება ისე რომ იქცეოდეს, როგორც ჩვენ გვინდა. ეს ოცნებაა. მაგრამ ეს შეუძლებელია, არასწორია და არც ამართლებს. არასოდეს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ სირთულეები ხდის ურთიერთობას საინტერესოს და მის განვითარებას უწყობს ხელს. და ჩვენ მხოლოდ მოგებულნი ვრჩებით, თუ ვსწავლობთ, საკუთარ თავს კომპრომისზე წასვლას ვაიძულებთ და ვცდილობთ მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. ადრე გაგონებაც კი არ შემეძლო ამ სიტყვის - "კომპრომისი". კრიტიკა მიყვარდა. ჩემთვის ახლობელი ადამიანების გრძნობების მიმართ შეუწყნარებელი ვიყავი. თავსაც ვქანცავდი და სხვებდაც ტკივილს ვაყენებდი".

ახლა, მსახიობის თქმით, ბევრი რამ შეიცვალა. ის უფრო ბრძენი და მომთმენი გახდა:

"დიახ, დავჭკვიანდი. საკუთარ თავში უკეთ გავერკვიე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა, როდესაც ურთიერთობას იწყებ და გინდა, რომ აეწყოს. ამიტომაც ყოველთვის შემიძლია წინ წავიდე. სხვაგვარად აბა როგორ? ან მზად ხარ ამისთვის, ანა - არა. მეჩვენება, რომ მე მზად ვარ. ბევრი ქალი აშავებს იმით, რომ პარტნიორში წარმოსახვით, არარეალურ მამაკაცს ხედავს. საკუთარ სტანდარტებსა და წარმოდგენებს არგებს", - ამბობს მსახიობი.

მართალია, კინოვარსკვლავი ძალიან ბედნიერად გამოყურება, მაგრამ აღიარებს, რომ განქორწინებას ჯერ კიდევ განიცდის.

"ეს ადვილი არ იყო, მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები გაეყარნენ, განქორწინებას მძიმედ აღვიქვამ. ჩემთვის ეს დიდი დარტყმა იყო. შესაძლოა, ამას სხვა ბავშვებზე მეტად განვიცდიდი. ამის გამო დეპრესიისკენ მიდრეკილიც კი გავხდი. თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქორწინებაც ასე დასრულდებოდა. ამისთვის შეუძლებელია წინასწარ იყო მზად. ასეთ დროს ვერავინ მოგცემს ზუსტ პასუხს, როგორ დაძლიო ეს გამოცდა", - აღიარებს იოჰანსონი.

ამ დღეებში სკარლეტს ახალმა საყვარელმა - ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ დორიაკმა ხელი სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსახიობი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება