საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს
გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

ხვე­დე­ლი­ძემ მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დღეს მო­სა­მარ­თლის კი­თხვას უპა­სუ­ხა, აღი­ა­რებ­და თუ არა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ. ხვე­დე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის ად­ვო­კატ­მა ემ­ზარ პაქ­სა­ძემ და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც არ ასა­ხავს ხვე­დე­ლი­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბას, საქ­მე არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე აღარ გა­და­ი­ცეს და ხვე­დე­ლი­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდეს.

თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა საქ­მის პრო­კუ­რო­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ხვე­დე­ლი­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბა დას­ტურ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლე და­ვით ჯუ­ღელ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ხვე­დე­ლი­ძის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის თა­რი­ღად 10 ოქ­ტომ­ბე­რი და­ა­სა­ხე­ლა.

დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ ხვე­დე­ლი­ძემ სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბა უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო დაბ­რა­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხვე­დე­ლი­ძეს და­უს­ვეს შე­კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ გრძნობს, რას უკავ­ში­რებს მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, თუმ­ცა გელა ხვე­დე­ლი­ძემ სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვა.

გელა ხვე­დე­ლი­ძეს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა ეპი­ზოდს, საქ­მე ეხე­ბა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბას, რო­მელ­საც ხვე­დე­ლი­ძეს ედა­ვე­ბი­ან. ხვე­დე­ლი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს, ხოლო შემ­დგომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­ტი­ვად სწო­რედ აღიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების ბრალდებას უარყოფს.

ხვედელიძემ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო პროცესზე დღეს მოსამართლის კითხვას უპასუხა, აღიარებდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ. ხვედელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დღევანდელ პროცესზე მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდების მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც არ ასახავს ხვედელიძის ბრალეულობას, საქმე არსებით განხილვაზე აღარ გადაიცეს და ხვედელიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულები, რომლის საფუძველზეც ხვედელიძის ბრალეულობა დასტურდება. მოსამართლე დავით ჯუღელმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვის თარიღად 10 ოქტომბერი დაასახელა.

დღევანდელი პროცესის შემდეგ ხვედელიძემ სასამართლო შენობა უკომენტაროდ დატოვა.

ჟურნალისტებმა სასამართლო დაბრაზიდან გამოსვლის შემდეგ ხვედელიძეს დაუსვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, რას უკავშირებს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, თუმცა გელა ხვედელიძემ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

გელა ხვედელიძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებას გულისხმობს. რაც შეეხება ეპიზოდს, საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში განთავსებას, რომელსაც ხვედელიძეს ედავებიან. ხვედელიძე თავდაპირველად დააკავეს, ხოლო შემდგომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მისი თანამდებობიდან მოხსნის ერთ-ერთ მთავარ მოტივად სწორედ აღიშნული ბრალდებაა დასახელებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ