პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!
”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!

სა­კუ­თა­რი თავი არ უნდა შე­ი­ცო­დო, - აქე­დან კარ­გი არა­ფე­რი გა­მო­დის, თუმ­ცა მე მა­ინც, ჩემ­თან ერ­თად, ყვე­ლა ის ჟურ­ნა­ლის­ტი მე­ცო­დე­ბა, ვინც სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ზე მუ­შა­ობს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, - რამ­დენ­ჯე­რაც ვთქვი, ამა­ზე უა­რე­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს-მეთ­ქი, მე­ო­რე­ჯერ უფრო უა­რე­სი სი­ღა­ტა­კე ვნა­ხე. ამ­ჯე­რა­დაც ჯიხ­ვა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მი­სულ­მა თვა­ლებ­ზე ხელი ავი­ფა­რე და ჩა­მო­ღე­ბა აღარ მინ­დო­და... თუმ­ცა ვიდ­რე ამ კოშ­მარს აღვწერ­დე, მა­ნამ­დე მა­ინც მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, - ამ უბე­დუ­რე­ბის ამ­ბა­ვი უც­ნობ­მა ხალ­ხმა გაგ­ვა­გე­ბი­ნა. გვწერ­დნენ, - ვეხ­მა­რე­ბით ამ უბე­დუ­რებს, თუმ­ცა მარ­ტო­ნი ვე­რაფ­რით შევ­ძლებთ, კა­ტას­ტრო­ფა ავა­შო­რო­თო! და ეს მარ­თლაც ასეა, - ვაშ­ლი­ჯვარ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, ბინ­ძურ "კა­ჩი­გა­რი­ა­ში" შე­ხიზ­ნულ სამ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ნამ­დვი­ლად ემუქ­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფა, თუ მათ­ზე გან­გა­ში წი­ნას­წარ არ ატყდა და არა, რო­გორც ჩვენ ვი­ცით, - მათი ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბის ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ. როცა ნან­გრე­ვებ­ში მო­თა­მა­შე ამ ბავ­შვებს მი­ვა­დე­ქი, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, - სამი და-ძმი­დან უფ­რო­სი, ჭუ­ჭყი­ან სა­რა­ფან­ში (არა­და, ცი­ო­და!) გა­მო­წყო­ბი­ლი 6 წლის ნინო ნან­გრე­ვებ­ში ქვი­თა და ჯო­ხით დარ­ბო­და და იქვე შეკ­რე­ბილ მე­ზო­ბელ ბი­ჭებს ცხოვ­რე­ბი­სა­გან გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქა­ლი­ვით უხე­შად ემუქ­რე­ბო­და.

გო­გო­ნა ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ისე იყო ჩარ­თუ­ლი, ჩემს ძა­ხილ­ზე არც მო­უ­ხე­დავს. მერე რო­მე­ლი­ღაც ბიჭი სა­ცე­მად გა­მო­ე­კი­და და ბავ­შვი ნან­გრე­ვებ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ამა­სო­ბა­ში ნან­გრე­ვე­ბის სხვა მხრი­დან ნი­ნოს 5 წლის ძმა, ნიკა და დედა, ნატო ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლი­სა­კენ წა­მი­ძღვნენ, თუკი შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ეწო­დოს ათას­გვა­რი ნა­გა­ვი­სა­გან შე­კო­წი­წე­ბულ ხუ­ხუ­ლას, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ორი ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­წო­ლი და ასე­ვე ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­ბავ­შვო ეტლი ძლივს ეტე­ვა. ეტ­ლში, ძველ სა­ფე­ნებ­ში გახ­ვე­უ­ლი პა­ტა­რა იწვა, - ჯიხ­ვა­ძე­ე­ბის უმ­ცრო­სი შვი­ლი, დათო. ის სულ სამი კვი­რის წინ და­ი­ბა­და. ჩვი­ლის გარ­შე­მო კო­ღო­ე­ბის მთე­ლი გუნ­დი დაფ­რი­ნავ­და, რო­მე­ლე­ბიც აქ ნეს­ტი­ან ნან­გრე­ვებ­ში ბუ­დო­ბენ. გარ­შე­მო ყველ­გან მომ­წამ­ვლე­ლი სუნი იდგა, - ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა, რო­მელ­საც სუნ­თქვა ისე­დაც უჭირ­და "ეზო­ში" მდგარ დამ­წვა­რი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის­გან ან­თე­ბულ "ფეჩ­ზე" ჩვი­ლის­თვის ფა­ფის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო!

მეც იქვე დაგ­დე­ბულ ხის ნა­ჭერ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი, სა­დაც ბავ­შვე­ბი ისე ამე­წეპ­ნენ, ხე­ლის გან­ძრე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მომ­ცეს, - ჩემ­ზე მოკ­რუ­ლე­ბი ჩემი ჩან­თის­კენ ისე ხარ­ბად იცქი­რე­ბოდ­ნენ, სას­წრა­ფოდ ფული ამო­ვი­ღე და მი­ვე­ცი. ბიჭ­მა გო­გო­ნას ფული არ და­ა­ნე­ბა, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ის­ტე­რი­კუ­ლად ატირ­და. ბავ­შვს ის­ტე­რი­კამ დიდ­ხანს არ გა­უ­ა­რა. ამ დროს შიმ­ში­ლი­სა­გან გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბუ­ლი დე­და­მი­სი მშვი­დად მე­უბ­ნე­ო­და, - ნევ­რო­ზი აქვს, ასე­თი ის­ტე­რი­კა ხში­რად ემარ­თე­ბა, მალე გა­და­უვ­ლი­სო. პა­ტა­რა ნი­კაც "მა­ი­მე­დებ­და", - ნუ გე­ში­ნია, იტი­რებს, იტი­რებს და გა­ჩუმ­დე­ბაო და... იცი­ნო­და. მოკ­ლედ, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბო­და, რომ ორი­ვე ბავ­შვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ორი­ვე­ნი უბ­რა­ლოდ, არა­ბავ­შვუ­რი, სას­ტი­კი გა­რე­მო­სა და შიმ­ში­ლის მსხვერ­პლნი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ამით შეძრწუ­ნე­ბულ­მა ბავ­შვე­ბის დე­დას პირ­და­პირ ვკი­თხე, - ნუთუ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ აქ შენი შვი­ლე­ბი იღუ­პე­ბი­ან. რო­გორ ვერ მო­ა­ხერ­ხე, რომ რო­მე­ლი­მე ბავ­შვთა სახ­ლი მო­გე­ძებ­ნა( თუმ­ცა, ასე­თი ბავ­შვთა სახ­ლის მო­ძებ­ნაც პრობ­ლე­მაა, - გა­სულ წლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ბავ­შვთა სახ­ლი და­ხუ­რა), ბავ­შვე­ბი მი­გეყ­ვა­ნა და არა­ა­და­მი­ა­ნურ გა­რე­მო­ში გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეს აგე­რი­დე­ბი­ნა-მეთ­ქი?! მან დაფ­ლე­თილ სა­ფე­ნებ­ში გახ­ვე­უ­ლი ჩვი­ლი მუხ­ლებ­ზე და­იწ­ვი­ნა და მი­პა­სუ­ხა:

- მა­გას ვერ ვი­ზამ!

- კი მაგ­რამ რა­ტომ?

- იმი­ტომ რომ თა­ვად ინ­ტერ­ნატ­ში ვარ გაზ­რდი­ლი, - ოთხი და-ძმა ვართ, მა­მამ მიგ­ვა­ტო­ვა, დე­დამ ბინა გა­ყი­და და ჩვენ ინ­ტერ­ნატ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, - აფ­რი­კა რომ ჰქვია, იქ იყო ის ინ­ტერ­ნა­ტი. რა სი­ბინ­ძუ­რე აღარ ხდე­ბო­და, ვინ ვის "ეზა­სა­ვე­ბო­და" ყუ­რა­დღე­ბა­საც აღა­რა­ვინ აქ­ცევ­და. სულ მში­ე­რი ვი­ყა­ვით. მა­შინ გათ­ბო­ბა არ იყო და "ფე­ჩით" ვთბე­ბო­დით. ცე­ცხლის და­სან­თე­ბად თხი­ლის ნა­ჭუ­ჭე­ბი მოჰ­ქონ­დათ... ღამ­ღა­მო­ბით იმ ნა­ჭუ­ჭებ­ში დარ­ჩე­ნილ თხილს ვე­ძებ­დით და ვჭამ­დით. ისე მო­ვი­წამ­ლე, ერთი თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!

”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!

საკუთარი თავი არ უნდა შეიცოდო, - აქედან კარგი არაფერი გამოდის, თუმცა მე მაინც, ჩემთან ერთად, ყველა ის ჟურნალისტი მეცოდება, ვინც სოციალურ თემაზე მუშაობს. ჩვენს ქვეყანაში ეს საშინელებაა, - რამდენჯერაც ვთქვი, ამაზე უარესი არაფერი მინახავს-მეთქი, მეორეჯერ უფრო უარესი სიღატაკე ვნახე. ამჯერადაც ჯიხვაძეების ოჯახში მისულმა თვალებზე ხელი ავიფარე და ჩამოღება აღარ მინდოდა... თუმცა ვიდრე ამ კოშმარს აღვწერდე, მანამდე მაინც მადლობა საქართველოს, - ამ უბედურების ამბავი უცნობმა ხალხმა გაგვაგებინა. გვწერდნენ, - ვეხმარებით ამ უბედურებს, თუმცა მარტონი ვერაფრით შევძლებთ, კატასტროფა ავაშოროთო! და ეს მართლაც ასეა, - ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბინძურ "კაჩიგარიაში" შეხიზნულ სამ მცირეწლოვან ბავშვს ნამდვილად ემუქრება კატასტროფა, თუ მათზე განგაში წინასწარ არ ატყდა და არა, როგორც ჩვენ ვიცით, - მათი ფსიქიკურად დაავადების ან უარეს შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილის შემდეგ. როცა ნანგრევებში მოთამაშე ამ ბავშვებს მივადექი, შოკში ჩავვარდი, - სამი და-ძმიდან უფროსი, ჭუჭყიან სარაფანში (არადა, ციოდა!) გამოწყობილი 6 წლის ნინო ნანგრევებში ქვითა და ჯოხით დარბოდა და იქვე შეკრებილ მეზობელ ბიჭებს ცხოვრებისაგან გაუბედურებული ქალივით უხეშად ემუქრებოდა.

გოგონა ამ საქმიანობაში ისე იყო ჩართული, ჩემს ძახილზე არც მოუხედავს. მერე რომელიღაც ბიჭი საცემად გამოეკიდა და ბავშვი ნანგრევებში გაუჩინარდა. ამასობაში ნანგრევების სხვა მხრიდან ნინოს 5 წლის ძმა, ნიკა და დედა, ნატო ბასილაშვილი გამოჩნდნენ. ისინი საცხოვრებლისაკენ წამიძღვნენ, თუკი შეიძლება საცხოვრებელი ეწოდოს ათასგვარი ნაგავისაგან შეკოწიწებულ ხუხულას, რომელშიც მხოლოდ ორი ჭუჭყიანი საწოლი და ასევე ჭუჭყიანი საბავშვო ეტლი ძლივს ეტევა. ეტლში, ძველ საფენებში გახვეული პატარა იწვა, - ჯიხვაძეების უმცროსი შვილი, დათო. ის სულ სამი კვირის წინ დაიბადა. ჩვილის გარშემო კოღოების მთელი გუნდი დაფრინავდა, რომელებიც აქ ნესტიან ნანგრევებში ბუდობენ. გარშემო ყველგან მომწამვლელი სუნი იდგა, - ოჯახის დიასახლისმა, რომელსაც სუნთქვა ისედაც უჭირდა "ეზოში" მდგარ დამწვარი პოლიეთილენისგან ანთებულ "ფეჩზე" ჩვილისთვის ფაფის მომზადება დაიწყო!

მეც იქვე დაგდებულ ხის ნაჭერზე ჩამოვჯექი, სადაც ბავშვები ისე ამეწეპნენ, ხელის განძრევის საშუალება აღარ მომცეს, - ჩემზე მოკრულები ჩემი ჩანთისკენ ისე ხარბად იცქირებოდნენ, სასწრაფოდ ფული ამოვიღე და მივეცი. ბიჭმა გოგონას ფული არ დაანება, ეს უკანასკნელი კი ისტერიკულად ატირდა. ბავშვს ისტერიკამ დიდხანს არ გაუარა. ამ დროს შიმშილისაგან გაძვალტყავებული დედამისი მშვიდად მეუბნეოდა, - ნევროზი აქვს, ასეთი ისტერიკა ხშირად ემართება, მალე გადაუვლისო. პატარა ნიკაც "მაიმედებდა", - ნუ გეშინია, იტირებს, იტირებს და გაჩუმდებაო და... იცინოდა. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორივე ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ორივენი უბრალოდ, არაბავშვური, სასტიკი გარემოსა და შიმშილის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. ამით შეძრწუნებულმა ბავშვების დედას პირდაპირ ვკითხე, - ნუთუ ვერ აცნობიერებ, რომ აქ შენი შვილები იღუპებიან. როგორ ვერ მოახერხე, რომ რომელიმე ბავშვთა სახლი მოგეძებნა( თუმცა, ასეთი ბავშვთა სახლის მოძებნაც პრობლემაა, - გასულ წლებში ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო ბავშვთა სახლი დახურა), ბავშვები მიგეყვანა და არაადამიანურ გარემოში განადგურების საფრთხეს აგერიდებინა-მეთქი?! მან დაფლეთილ საფენებში გახვეული ჩვილი მუხლებზე დაიწვინა და მიპასუხა:

- მაგას ვერ ვიზამ!

- კი მაგრამ რატომ?

- იმიტომ რომ თავად ინტერნატში ვარ გაზრდილი, - ოთხი და-ძმა ვართ, მამამ მიგვატოვა, დედამ ბინა გაყიდა და ჩვენ ინტერნატში შეგვიყვანა, - აფრიკა რომ ჰქვია, იქ იყო ის ინტერნატი. რა სიბინძურე აღარ ხდებოდა, ვინ ვის "ეზასავებოდა" ყურადღებასაც აღარავინ აქცევდა. სულ მშიერი ვიყავით. მაშინ გათბობა არ იყო და "ფეჩით" ვთბებოდით. ცეცხლის დასანთებად თხილის ნაჭუჭები მოჰქონდათ... ღამღამობით იმ ნაჭუჭებში დარჩენილ თხილს ვეძებდით და ვჭამდით. ისე მოვიწამლე, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია