მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმაღლესი განათლების კანონში ძირეული ცვლილებები შედის
უმაღლესი განათლების კანონში ძირეული ცვლილებები შედის

ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად შეც­ვლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას! - კა­ნო­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. რო­გორც "რე­ზო­ნან­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, მას­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მალე დას­რულ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სი უკვე მი­ი­ღეს. ამას უნდა მოჰ­ყო­ლო­და რექ­ტო­რე­ბის შეც­ვლა, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს ხე­ლა­ხა­ლი და­კომ­პლექ­ტე­ბა, დე­კა­ნე­ბის თა­ვი­დან არ­ჩე­ვა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის ისევ დაშ­ლა და ა.შ. თუმ­ცა, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დი რექ­ტო­რე­ბი, დე­კა­ნე­ბი და ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი პირი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვა­დის გას­ვლამ­დე დარ­ჩა.

"რო­გორც დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, ყვე­ლა ძი­რი­თა­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის (ააიპ) სტა­ტუ­სი, გა­და­კეთ­და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რად (სსიპ)," - აცხა­დებს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აკა­დე­მი­კო­სი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე. " - ამას, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი დის­კუ­სი­ე­ბი უძღო­და წინ. იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სსიპ-ებად გა­და­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის რექ­ტო­რი უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად არ მოხ­და. ბო­ლოს მი­ღე­ბულ­მა დე­ბუ­ლე­ბამ და ნორ­მა­ტი­ულ­მა აქ­ტებ­მა მათ შე­უ­ნარ­ჩუ­ნა ის ვა­დე­ბი, რო­მე­ლი ვა­დე­ბი­თაც იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლი. მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. ამ­ჟა­მად გან­სა­ზღვრუ­ლია ასე, რომ ისი­ნი, ვი­საც კონ­კურ­სის წე­სით უკა­ვი­ათ თა­ნამ­დე­ბო­ბა, იმ ვა­დით დარ­ჩე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რა ვა­დი­თაც არი­ან არ­ჩე­ულ­ნი. ანუ სსიპ-ებად გა­და­კე­თე­ბას ავ­ტო­მა­ტუ­რად რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია არ მოჰ­ყო­ლია."

სი­ლა­გა­ძის თქმით, "კა­ნონ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­ში 20 სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვი­და.

"ეს თა­ვის მხრივ ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, რა­ზეც იყო დის­კუ­სი­ე­ბი: თუ ადა­მი­ანს სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი არ აქვს, ის არ შე­იძ­ლე­ბა იყოს რექ­ტო­რი. ამ ცვლი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ თუ დე­კა­ნი აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას არ იკა­ვებს, უნდა გა­დად­გეს, 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც უკვე ამუ­შავ­და: ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ვერ და­ი­კა­ვებს დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის გარ­და ვე­რა­ვინ; ასე­ვე - პრო­ფე­სორ­თა შე­მად­გენ­ლო­ბის სა­თა­ვე­ში იყო სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ახლა არის პრო­ფე­სო­რი. ტერ­მი­ნი "სრუ­ლი" მო­ა­ცი­ლეს; კი­დევ შე­მო­ი­ღეს ასის­ტენ­ტის და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა. ეს ად­გი­ლი შე­უძ­ლი­ათ და­ი­კა­ვონ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა".

სი­ლა­გა­ძე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ უფრო ძირ­ფეს­ვი­ა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მზად­დე­ბა.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნი შე­მუ­შავ­დეს. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში უფრო სა­ფუძ­ვლი­ან ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ეს პრო­ცე­სი დიდი ხანი არ გაგ­რძელ­დე­ბა. ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ დღეს მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ ეს ვერ უზ­რუნ­ველ­ყო. იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც ახლა სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის მიერ მზად­დე­ბა, იმე­დი მაქვს, რაც არ გა­კეთ­და, ის გა­კეთ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს. ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა".

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უმაღლესი განათლების კანონში ძირეული ცვლილებები შედის

უმაღლესი განათლების კანონში ძირეული ცვლილებები შედის

ძირეული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად შეცვლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ ვითარებას! - კანონი უმაღლესი განათლების შესახებ რადიკალურად იცვლება. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, მასზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უკვე მიიღეს. ამას უნდა მოჰყოლოდა რექტორების შეცვლა, აკადემიური საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება, დეკანების თავიდან არჩევა, გაერთიანებული ფაკულტეტების ისევ დაშლა და ა.შ. თუმცა, მთავრობის დადგენილებით, მოქმედი რექტორები, დეკანები და ყველა არჩეული პირი თანამდებობაზე ვადის გასვლამდე დარჩა.

"როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ყველა ძირითადი უნივერსიტეტი, რომლებსაც ჰქონდათ არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსი, გადაკეთდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ)," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. " - ამას, მოგეხსენებათ, დიდი დისკუსიები უძღოდა წინ. იყო საუბარი იმაზე, რომ სსიპ-ებად გადაკეთების შემთხვევაში ყველა უმაღლესი სასწავლებლის რექტორი უნდა შეცვლილიყო. მაგრამ, რეალურად არ მოხდა. ბოლოს მიღებულმა დებულებამ და ნორმატიულმა აქტებმა მათ შეუნარჩუნა ის ვადები, რომელი ვადებითაც იყვნენ არჩეული. მაგრამ ეს არ ეხება ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს. ამჟამად განსაზღვრულია ასე, რომ ისინი, ვისაც კონკურსის წესით უკავიათ თანამდებობა, იმ ვადით დარჩებიან უნივერსიტეტში, რა ვადითაც არიან არჩეულნი. ანუ სსიპ-ებად გადაკეთებას ავტომატურად რეორგანიზაცია არ მოჰყოლია."

სილაგაძის თქმით, "კანონში უმაღლესი განათლების შესახებ" ახალი ცვლილებებია, რომლებიც ძალაში 20 სექტემბრიდან შევიდა.

"ეს თავის მხრივ ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს უნივერსიტეტებში. ასე მაგალითად, რაზეც იყო დისკუსიები: თუ ადამიანს სამეცნიერო ხარისხი არ აქვს, ის არ შეიძლება იყოს რექტორი. ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ თუ დეკანი აკადემიურ თანამდებობას არ იკავებს, უნდა გადადგეს, 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს თანამდებობა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც უკვე ამუშავდა: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას ვერ დაიკავებს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა ვერავინ; ასევე - პროფესორთა შემადგენლობის სათავეში იყო სრული პროფესორი, ახლა არის პროფესორი. ტერმინი "სრული" მოაცილეს; კიდევ შემოიღეს ასისტენტის დამატებითი პედაგოგიური თანამდებობა. ეს ადგილი შეუძლიათ დაიკავონ აკადემიური ხარისხის არმქონე პირებმა".

სილაგაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფრო ძირფესვიანი ცვლილებები მზადდება.

"შესაძლებელია საერთოდ უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონი შემუშავდეს. იმედია, მომავალში უფრო საფუძვლიან ცვლილებებს გამოიწვევს. მე რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი დიდი ხანი არ გაგრძელდება. ძირეული ცვლილებების გარეშე ახალი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. სამწუხაროდ დღეს მიღებულმა კანონმდებლობამ ეს ვერ უზრუნველყო. იმ კანონპროექტით, რომელიც ახლა სამინისტროში არსებული სპეციალური ჯგუფის მიერ მზადდება, იმედი მაქვს, რაც არ გაკეთდა, ის გაკეთდება. ცვლილებები კი აუცილებლად უნდა მოხდეს. ცვლილებების გარეშე თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნის შესრულება ძალიან გართულდება".

(შემოკლებული ვერსია)

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია