სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის
ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წე­ბის შე­ძე­ნა­ზე უცხო­ე­ლე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მა, უფრო ზუს­ტად კი, მო­რა­ტო­რი­უ­მი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უკვე გა­ა­სა­ჩივ­რეს.

მო­სარ­ჩე­ლე ავ­სტრი­ის მო­ქა­ლა­ქე მა­თი­ას ჰუ­ტე­რია. ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 წე­ლია ცხოვ­რობს და ამ­ჟა­მად "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ში" მუ­შა­ობს. ის თვლის, რომ მო­რა­ტო­რი­უ­მი არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აღი­ა­რე­ბულ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ რე­ჟიმ­ში აყე­ნებს უცხო­ე­ლებს. მი­ი­ღებს თუ არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ სარ­ჩელს, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა.

17 სექ­ტემ­ბერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ითხოვს იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის გა­უქ­მე­ბას, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის შე­ძე­ნა­ზე აკ­რძალ­ვას 2014 წლის ბო­ლომ­დე უწე­სებს. მო­სარ­ჩე­ლეა ავ­სტრი­ის მო­ქა­ლა­ქე მა­თი­ას ჰუ­ტე­რი.

"შე­იძ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ზე იმ მო­ტი­ვით თქვას უარი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რი სა­კი­თხი მას უკვე გან­ხი­ლუ­ლი ჰქონ­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც გა­მო­ტა­ნი­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნორ­მა გა­უქ­მდე­ბა. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტით, რად­გან წინა ეხე­ბო­და მუდ­მი­ვი აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბას, ახლა კი სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ დრო­ე­ბით მო­რა­ტო­რი­უმ­ზე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ეს სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღოს და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყოს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­დეგს, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო", - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას სა­მარ­თლის დოქ­ტორ­მა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.

მი­ი­ღებს თუ არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ სარ­ჩელს, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ისაა, სარ­ჩე­ლი არ­სე­ბობს და პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­წე­სე­ბულ მო­რა­ტო­რი­უმს არა მარ­ტო უცხო­ე­ლე­ბი, არა­მედ თა­ვად ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც აკ­რი­ტი­კე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი­ვე ტი­პის სარ­ჩელ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2012 წლის 26 ივ­ნისს სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო #3/1/5/512 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­უქ­მდა "სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უცხო­ელ­თა მიერ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის შეს­ყიდ­ვა­სა და სა­კუთ­რე­ბა­ში ქო­ნა­ზე. რო­გორც სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ამ­ჯე­რად სა­სა­მარ­თლომ ახა­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი თქვას.

"შე­იძ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ზე იმ მო­ტი­ვით თქვას უარი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რი სა­კი­თხი მას უკვე გან­ხი­ლუ­ლი ჰქონ­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც გა­მო­ტა­ნი­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნორ­მა გა­უქ­მდე­ბა. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტით, რად­გან წინა ეხე­ბო­და მუდ­მი­ვი აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბას, ახლა კი სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ დრო­ე­ბით მო­რა­ტო­რი­უმ­ზე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ეს სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღოს და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყოს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­დეგს, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო", - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, 17 სექ­ტემ­ბერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ითხოვს იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის გა­უქ­მე­ბას, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის შე­ძე­ნა­ზე აკ­რძალ­ვას 2014 წლის ბო­ლომ­დე უწე­სებს. მო­სარ­ჩე­ლეა ავ­სტრი­ის მო­ქა­ლა­ქე მა­თი­ას ჰუ­ტე­რი "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­დან", რო­მელ­მაც მო­რა­ტო­რი­უ­მის და­წე­სე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებ­და იმის გამო, რომ ის არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აღი­ა­რე­ბულ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ რე­ჟიმ­ში აყე­ნებს უცხო­ე­ლებს.

მო­სარ­ჩე­ლე მა­თი­ას ჰუ­ტე­რი შუ­ამ­დგომ­ლობს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მან შე­ა­ჩე­როს სა­და­ვო აქ­ტის მოქ­მე­დე­ბა. ივ­ნი­სი­დან მოქ­მე­დებს ახა­ლი წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს, რომ შე­ა­ჩე­როს სა­და­ვო აქტი იმ მო­ტი­ვით, რომ მის­მა მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს ერთ-ერთ მხა­რეს, მა­შინ ის ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ამ საქ­მე­ზე შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში - მაქ­სი­მუმ 45 დღე­ში მი­ი­ღოს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა მო­რა­ტო­რი­უ­მი 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე გა­მო­ა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, 2014 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე უცხო­ელ­ზე მი­წას ვერც ფი­ზი­კუ­რი პირი და ვერც სა­ხელ­მწი­ფო ვე­ღარ გა­ას­ხვი­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, მა­სი­უ­რად და­ი­წყო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის­თვის სტა­ტუ­სის შეც­ვლა და შედმგომ მისი გას­ხვი­სე­ბა, ამი­ტომ მო­რა­ტო­რი­უ­მის ინი­ცი­ა­ტო­რებ­მა კი­დევ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე მი­წის­თვის სტა­ტუ­სის შეც­ვლაც შე­ა­ჩე­რეს.

ივ­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის­თვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეც­ვლა, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პირ­ველ და მე­ო­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ექ­სპერ­ტი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­კი­თხებ­ში პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე აკ­რი­ტი­კებ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას არ ურ­ჩევ­და.

"მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, ამას ვამ­ბობ­დი ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გახ­მა­ურ­და. მო­რა­ტო­რი­უმ­ზე სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს შე­ექ­მნათ, უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­გა­ლი­თი. მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის კა­ნონ­ში სწო­რედ ის ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­სუ­ლი­ყო, რაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ვამ­ზა­დეთ და კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ხით პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­ტა­ნეთ. ეს ასე არ მოხ­და და მი­ი­ღეს მო­რა­ტო­რი­უ­მი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ახლა კი ვი­ღაც ავ­სტრი­ის მო­ქა­ლა­ქემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლა და ვფიქ­რობ, რომ ის პრო­ცესს მო­ი­გებს", - ამ­ბობს კო­ღუ­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვილ­მა, სა­მარ­თლის დოქ­ტორ­მა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა და იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა ზაურ ჯინ­ჯო­ლა­ვამ შე­ი­მუ­შა­ვეს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უცხო­ე­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის შე­ძე­ნა დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ 25 ჰა ოდე­ნო­ბით. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, არ­სე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ფონ­დის მხო­ლოდ 5% შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო­ელ­თა სა­კუთ­რე­ბა­ში.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტში დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი თუ რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მა­ინც მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ა­ცხა­დეს, რაც კარგ შე­დეგს არ მო­ი­ტანს", - ამ­ბობს კო­ღუ­აშ­ვი­ლი.

აქვე ექ­სპერტს ავ­სტრი­ი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს და ამ­ბობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ მთავ­რო­ბა ამას კარ­გად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მისი თქმით, ავ­სტრი­ა­ში უცხო­ელ­თა მიერ მი­წის შე­ძე­ნა რე­გუ­ლირ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი მი­წე­ბის კა­ნო­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი მი­წის (ბურ­გერ­ლან­დის) კა­ნო­ნით "უცხო­ე­ლის მიერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ", უცხო­ე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო­ებს ნე­ბარ­თვას. ნე­ბარ­თვა კი თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნეს თუ "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი" ინ­ტე­რე­სე­ბი არ იქ­ნე­ბა შე­ლა­ხუ­ლი და თუ: არ­სე­ბობს მი­წის (ბურ­გერ­ლან­დის) ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­რე­სი უცხო­ე­ლი ავ­სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ნი­მუმ 10 წელი ლე­გა­ლუ­რად, კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა და მისი შე­ნა­ძე­ნით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ან სხვა სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი არ ილა­ხე­ბა.

"თუ უცხო­ელს (და მათ შო­რის არ მო­ი­აზ­რე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი) ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის შე­ძე­ნა სურს, მას ზე­მოთ­მო­ცე­მულ ნე­ბარ­თვას­თან ერ­თად, სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც გა­ი­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ.

და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რე­გუ­ლი­რე­ბაა ავ­სტრი­ის სხვა მი­წე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბი­თაც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ობე­როს­ტე­რრე­ი­ხის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ის ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ უცხო­ე­ლის მიერ ყო­ველ­გვა­რი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას (ყიდ­ვით, ჩუ­ქე­ბით, ან გაც­ვლით) არ სჭირ­დე­ბა ნე­ბარ­თვა; მაგ­რამ უცხო­ე­ლის მიერ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის (1 ჰექ­ტარ­ზე მე­ტის) არა­თუ შე­ძე­ნას, არა­მედ იჯა­რით აღე­ბა­საც კი სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა.

უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნის ნე­ბარ­თვა იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია უცხო­ელ­მა მი­ი­ღოს, თუ: ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ პი­რო­ბებს, რო­მელ­საც სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნი­სას ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს; არ შე­ი­ლა­ხე­ბა ავ­სტრი­ის კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ალ-პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი ან უშიშ­რო­ე­ბა. უცხო­ელ­თა მიერ მი­წის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ავ­სტრი­ის ყვე­ლა ფე­დე­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ვხვდე­ბით მსგავს რე­გუ­ლი­რე­ბას", - აცხა­დებს კო­ღუ­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა შვე­ი­ცა­რი­ას, იქ უცხო­ე­ლე­ბის მიერ მი­წის შე­ძე­ნა დაშ­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ ნე­ბარ­თვის აღე­ბის პი­რო­ბით. შვე­ი­ცა­რი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი უცხო­ელ­თა მიერ მი­წის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი მუხ­ლით ად­გენს ამ კა­ნო­ნის მი­ზანს. ეს არის: "უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­თა მიერ შვე­ი­ცა­რი­ის მი­წის შე­ძე­ნის შე­ზღუდ­ვა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი მი­წის "გა­უ­ცხო­ე­ბა". ამ კა­ნო­ნით შე­ზღუდ­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, იმ პი­რებ­ზე წეს­დე­ბა, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და არა იმ უცხო­ე­ლებ­ზე რომ­ლე­ბიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში კა­ნო­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა ავ­სტრი­ის მო­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან სა­სა­მარ­თლო დავა, ჯერ გა­უკრვე­ვე­ლია, მაგ­რამ მა­ნამ­დე კი­დევ უფრო დიდ სა­გო­ნე­ბელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩა­აგ­დო. გუ­შინ ექ­სპერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ მო­რა­ტო­რი­უ­მი აღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მას ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან. "რაც მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­და მი­წა­ზე, გა­მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბით. რა­ტომ გა­მო­ცხად­და, ამას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. მო­რა­ტო­რი­უ­მი რომ არ გაგ­რძელ­დეს, გუ­შინ მი­ვი­ღეთ ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულს თქვენ უახ­ლო­ეს დრო­ში ნა­ხავთ. იჯა­რით მა­ინც სას­წრა­ფოდ უნდა და­ვი­წყოთ ყვე­ლა­ზე გა­ცე­მა.

რაც მეტი იქ­ნე­ბა შე­ზღუდ­ვა ეკო­ნო­მი­კა­ში და მო­რა­ტო­რი­უ­მე­ბი, მით ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლია ბა­ზა­რი. ეს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლას ხელს უშ­ლის. მაგ­რამ, სა­ხელ­მწი­ფოა, მას სხვა­დას­ხვა ტი­პის დაც­ვა სიჭრ­დე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ეკო­ნო­მი­კურ­მა გუნ­დმა, ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბია. მო­რა­ტო­რი­უმ­ზე პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მი­ი­ღო და მისი შეც­ვლა მთავ­რო­ბას არ ძა­ლუძს. რო­გორ და რა ფორ­მით მოხ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის კა­ნო­ნის შეც­ვლა, ალ­ბათ, პრე­მი­ე­რი თა­ვად გან­მარ­ტავს.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის

ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე უცხოელებისთვის დაწესებული ამკრძალავი ნორმა, უფრო ზუსტად კი, მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

მოსარჩელე ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერია. ის დამოუკიდებელი ჟურნალისტია, საქართველოში 4 წელია ცხოვრობს და ამჟამად "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მუშაობს. ის თვლის, რომ მორატორიუმი არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს უცხოელებს. მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს. მოსარჩელეა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი.

"შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვაზე იმ მოტივით თქვას უარი, რომ დაახლოებით ამგვარი საკითხი მას უკვე განხილული ჰქონდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში ნორმა გაუქმდება. მეორე ვარიანტით, რადგან წინა ეხებოდა მუდმივი აკრძალვის გაუქმებას, ახლა კი საუბარია მხოლოდ დროებით მორატორიუმზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში მიიღოს და არსებითი განხილვა დაიწყოს. რაც შეეხება შედეგს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაიშვილმა.

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს, ეს მოგვიანებით გაირკვევა. ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, სარჩელი არსებობს და პარლამენტის მიერ დაწესებულ მორატორიუმს არა მარტო უცხოელები, არამედ თავად ქართველი ექსპერტებიც აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაახლოებით, ასეთივე ტიპის სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს. როგორც ცნობილია, 2012 წლის 26 ივნისს სასამართლომ მიიღო #3/1/5/512 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში გათვალისწინებული შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. როგორც სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ამბობს, აღნიშნული ფაქტის გამო, გამორიცხული არ არის, რომ ამჯერად სასამართლომ ახალი სარჩელის განხილვაზე უარი თქვას.

"შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვაზე იმ მოტივით თქვას უარი, რომ დაახლოებით ამგვარი საკითხი მას უკვე განხილული ჰქონდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში ნორმა გაუქმდება. მეორე ვარიანტით, რადგან წინა ეხებოდა მუდმივი აკრძალვის გაუქმებას, ახლა კი საუბარია მხოლოდ დროებით მორატორიუმზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში მიიღოს და არსებითი განხილვა დაიწყოს. რაც შეეხება შედეგს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ანა ფირცხალაიშვილმა.

ცნობისათვის, 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს. მოსარჩელეა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან", რომელმაც მორატორიუმის დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა იმის გამო, რომ ის არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს უცხოელებს.

მოსარჩელე მათიას ჰუტერი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მან შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება. ივნისიდან მოქმედებს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში - მაქსიმუმ 45 დღეში მიიღოს.

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე პარლამენტმა მორატორიუმი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გამოაცხადა. შესაბამისად, 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე უცხოელზე მიწას ვერც ფიზიკური პირი და ვერც სახელმწიფო ვეღარ გაასხვისებს. აღნიშნული აკრძალვის შემდეგ, მასიურად დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და შედმგომ მისი გასხვისება, ამიტომ მორატორიუმის ინიციატორებმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს და 2015 წლის 1-ელ იანვრამდე მიწისთვის სტატუსის შეცვლაც შეაჩერეს.

ივლისში პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის დანიშნულების შეცვლა, მხოლოდ სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე - მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

პირველ და მეორე გადაწყვეტილებასაც ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში პაატა კოღუაშვილი თავიდანვე აკრიტიკებდა და ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ ურჩევდა.

"მორატორიუმი გამოსავალი არ არის, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული ინიციატივა გახმაურდა. მორატორიუმზე საუბარი ყოველთვის პრობლემებთან ასოცირდება. პრობლემები, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შეექმნათ, უნდა ყოფილიყო მაგალითი. მიწათსარგებლობის კანონში სწორედ ის ცვლილებები უნდა შესულიყო, რაც რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ და კანონპროექტის სახით პარლამენტში შევიტანეთ. ეს ასე არ მოხდა და მიიღეს მორატორიუმი, რაც ძალიან ცუდია. ახლა კი ვიღაც ავსტრიის მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა და ვფიქრობ, რომ ის პროცესს მოიგებს", - ამბობს კოღუაშვილი.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა კოღუაშვილმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაიშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ჯინჯოლავამ შეიმუშავეს, აღნიშნულია, რომ უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ 25 ჰა ოდენობით. საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.

"კანონპროექტში დეტალურად იყო აღწერილი თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მაინც მორატორიუმი გამოაცხადეს, რაც კარგ შედეგს არ მოიტანს", - ამბობს კოღუაშვილი.

აქვე ექსპერტს ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ კარგი იქნებოდა თუ მთავრობა ამას კარგად გაითვალისწინებდა. მისი თქმით, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) კანონით "უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ", უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას. ნებართვა კი თავის მხრივ შეიძლება მიღებული იქნეს თუ "სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური" ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.

"თუ უცხოელს (და მათ შორის არ მოიაზრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა მოქალაქეები) ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას ზემოთმოცემულ ნებართვასთან ერთად, სჭირდება დამატებითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ.

დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის სხვა მიწების კანონმდებლობებითაც, როგორიცაა, მაგალითად, ობეროსტერრეიხის კანონმდებლობა. ის ითვალისწინებს, რომ უცხოელის მიერ ყოველგვარი ქონების შეძენას (ყიდვით, ჩუქებით, ან გაცვლით) არ სჭირდება ნებართვა; მაგრამ უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის (1 ჰექტარზე მეტის) არათუ შეძენას, არამედ იჯარით აღებასაც კი სჭირდება სპეციალური ნებართვა.

უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის ნებართვა იმ შემთხვევაში შეუძლია უცხოელმა მიიღოს, თუ: ის აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელსაც საკუთრების შეძენისას ქვეყნის მოქალაქეც უნდა აკმაყოფილებდეს; არ შეილახება ავსტრიის კულტურული, სოციალ-პოლიტიკური და საჯარო ინტერესი ან უშიშროება. უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ ავსტრიის ყველა ფედერაციულ ერთეულში ვხვდებით მსგავს რეგულირებას", - აცხადებს კოღუაშვილი.

რაც შეეხება შვეიცარიას, იქ უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს. ეს არის: "უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენის შეზღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარიული მიწის "გაუცხოება". ამ კანონით შეზღუდვები, ძირითადად, იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და არა იმ უცხოელებზე რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ.

როგორ დასრულდება ავსტრიის მოქალაქის საქართველოს მთავრობასთან სასამართლო დავა, ჯერ გაუკრვეველია, მაგრამ მანამდე კიდევ უფრო დიდ საგონებელში საზოგადოება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩააგდო. გუშინ ექსპერტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება.

ივანიშვილის მტკიცებით, მას ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან. "რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ უახლოეს დროში ნახავთ. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე გაცემა.

რაც მეტი იქნება შეზღუდვა ეკონომიკაში და მორატორიუმები, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მაგრამ, სახელმწიფოა, მას სხვადასხვა ტიპის დაცვა სიჭრდება და ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო", - აღნიშნა პრემიერმა.

რა გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურმა გუნდმა, ძნელი გამოსაცნობია. მორატორიუმზე პარლამენტმა კანონი მიიღო და მისი შეცვლა მთავრობას არ ძალუძს. როგორ და რა ფორმით მოხდება პარლამენტის კანონის შეცვლა, ალბათ, პრემიერი თავად განმარტავს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია