პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უახ­ლო­ეს წლებ­ში რუ­სე­თის, რო­გორც იმ­პე­რი­ის დაშ­ლას და მის "ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოდ" გა­დაქ­ცე­ვას პროგ­ნო­ზი­რებს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 68-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი გზა ჩიხ­ში შევა, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი კი კრახს გა­ნიც­დის.

"რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი გან­წი­რუ­ლია წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის. დღე­ვან­დელ დღეს ვერც ერთი იმ­პე­რია ვერ იარ­სე­ბებს, მი­თუ­მე­ტეს, რუ­სუ­ლი. თუ ჩვენ შევ­ხე­დავთ ის­ტო­რი­ას, ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა კო­ლო­ნი­ე­ბი და­კარ­გეს არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კო­ლო­ნი­ე­ბი იბ­რძოდ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში აღარ სჯე­რო­დათ იმ­პე­რი­ის. ეს იმ­პე­რი­ე­ბი ეჭვქვეშ დად­გა, რო­გორც პე­რი­ფე­რი­ა­ში ისე ცენ­ტრებ­ში. სწო­რედ ეს ხდე­ბა ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში", - გან­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, იმ­პე­რი­უ­ლი ოც­ნე­ბის უარ­ყო­ფა, ჯერ პე­რი­ფე­რი­ებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ იმ­პე­რი­ას მო­მა­ვალ­ში უარ­ყო­ფენ ცენ­ტრშიც.

"ამ­გვა­რი უარ­ყო­ფა თავს ავ­ლენს არა მხო­ლოდ სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტში ან რუ­სე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში ოპო­ზი­ცი­ის მზარდ მხარ­და­ჭე­რა­ში. ეს უარ­ყო­ფა უპირ­ვე­ლე­სად რუ­სუ­ლი ელი­ტე­ბის მხრი­დან პუ­ტი­ნის პრო­ექ­ტის - ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის მი­მართ ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. სწო­რედ იმ ხალ­ხს არ სწამს ამ პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც უნდა ემ­სა­ხუ­როს მას. ამ­გვა­რად, რო­გორც გა­ნა­პი­რა ქვეყ­ნებ­ში, ისე ცენ­ტრში უარ­ყო­ფის შე­დე­გად, იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი გზა ჩიხ­ში შე­დის, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი კი კრახს გა­ნიც­დის. რუ­სე­თი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ერ-სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მელ­საც გა­ნა­პი­რა მხა­რე­ე­ბის ნაც­ვლად ექ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი სა­ზღვრე­ბი", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აზ­რით, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყებს რუ­სე­თი მე­ზობ­ლებ­თან სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

"სწო­რედ ამის შემ­დეგ ჩა­ა­ნაც­ვლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­პი­რის­პი­რე­ბას.

ეს მოხ­დე­ბა უფრო სწრა­ფად, ვიდ­რე ბევრ ადა­მი­ანს ჰგო­ნია. აქე­დან იხე­ი­რე­ბენ გა­ნა­პი­რა ქვეყ­ნე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამით რუსი ხალ­ხი მო­ი­გებს.

ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა იმ თა­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ინ­ტერ­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, იმ­პე­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი აბ­სურ­დია. ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს, ვერ მო­ახ­დენს კონ­სო­ლი­დი­რე­ბას და ვერ გახ­დის რუ­სეთს ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფოდ. ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის უსას­რუ­ლო რე­სურ­სე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ შე­მო­სა­ვალს, საფრ­თხეს უქ­მნის ფიქლის გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ გაზი ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს ეკო­ნო­მი­კურ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას. ეს მოხ­დე­ბა კო­რუფ­ცი­ი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო. ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ რომ მთე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი გა­უ­ცხოვ­და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ძა­ლა­დო­ბის გამო; რად­გან ჩეჩ­ნე­თი, ინ­გუ­შე­თი, და­ღეს­ტა­ნი, სა­თათ­რე­თი თუ სხვა ად­გი­ლე­ბი იმ­დე­ნად შე­ვიწ­რო­ვე­ბულ­ნი არი­ან რომ თავს მოს­კოვ­თან ერ­თი­ა­ნი პრო­ექ­ტის წევ­რე­ბად აღარ გრძნო­ბენ. ეს მოხ­დე­ბა იმი­ტომ რომ სიბ­რა­ზე და ზი­ზღი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი იდე­ა­ლი კი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს. ეს მოხ­დე­ბა არა მო­მა­ვალ ათწლე­უ­ლებ­ში, არა­მედ უახ­ლო­ეს წლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პროგ­ნო­ზით, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აღარ იქ­ნე­ბა არც კრემლში და არც რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი აპი­რებს პოსტზე დარ­ჩე­ნას.

"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის იგი დარ­ჩე­ბა ძვე­ლი დრო­ის აჩ­რდი­ლად, იმ­პე­რი­ი­სა, კო­რუფ­ცი­ი­სა და ჩაგ­ვრის აჩ­რდი­ლად. არა­ვინ უწყის ეს პრო­ცე­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ ძა­ლა­დობ­რივ. არა­ვინ უწყის პუ­ტი­ნის მემ­კვიდ­რე ლი­ბე­რა­ლი იქ­ნე­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი თუ ორი­ვე. აქ მთა­ვა­რი სხვა რამ არის: რუ­სე­თი აღარ იქ­ნე­ბა იმ­პე­რია და იგი გა­და­იქ­ცე­ვა ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოდ. ეს ის პერ­სპექ­ტი­ვაა, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ერ­თად უნდა მო­ვემ­ზა­დოთ", - გან­მარ­ტა პრე­ზი­დენ­ტმა.

გარ­და ამი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მა­შინ, როცა ეს მოხ­დე­ბა, ყო­ფი­ლი და­მო­ნე­ბუ­ლი ერე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბის ნაც­ვლად, უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ.

"წარ­სულ­ში, ზო­გი­ერთ ლი­დე­რებ­სა და ქვეყ­ნებს, მა­გა­ლი­თად იო­სებ პილ­სუდსკის პო­ლო­ნეთს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩაგ­რულ ერს პო­ლო­ნე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო­შის ქვეშ იხ­მობ­და, ეს­მო­დათ რომ ერთი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და­მო­ნე­ბუ­ლი ერე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეც, თუმ­ცა არას­დროს ჩვენს წი­ნაპ­რებს არ უხე­ი­რი­ათ ისე­თი დიდი ძა­ლის­გან, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მის სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი - შე­ნარ­ჩუნ­დეს ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი - ეს ძალა კი არის ევ­რო­პის კავ­ში­რი", - დას­ძი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს.

როგორც სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიალისტური გზა ჩიხში შევა, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის.

"რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. დღევანდელ დღეს ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს, მითუმეტეს, რუსული. თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის. ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა, როგორც პერიფერიაში ისე ცენტრებში. სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, იმპერიული ოცნების უარყოფა, ჯერ პერიფერიებში ხდება, მაგრამ იმპერიას მომავალში უარყოფენ ცენტრშიც.

"ამგვარი უარყოფა თავს ავლენს არა მხოლოდ სახალხო პროტესტში ან რუსეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციის მზარდ მხარდაჭერაში. ეს უარყოფა უპირველესად რუსული ელიტების მხრიდან პუტინის პროექტის - ევრაზიული კავშირის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში ვლინდება. სწორედ იმ ხალხს არ სწამს ამ პროექტის, რომელიც უნდა ემსახუროს მას. ამგვარად, როგორც განაპირა ქვეყნებში, ისე ცენტრში უარყოფის შედეგად, იმპერიალისტური გზა ჩიხში შედის, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. რუსეთი ჩამოყალიბდება ერ-სახელმწიფოდ, რომელსაც განაპირა მხარეების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს რუსეთი მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

"სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლებს თანამშრომლობა დაპირისპირებას.

ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს ჰგონია. აქედან იხეირებენ განაპირა ქვეყნები, მაგრამ ყველაზე მეტად ამით რუსი ხალხი მოიგებს.

ეს მოხდება იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეთა იმ თაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, იმპერიული პროექტი აბსურდია. ეს მოხდება იმიტომ, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, ვერ მოახდენს კონსოლიდირებას და ვერ გახდის რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ. ეს მოხდება იმიტომ, რომ ნავთობისა და გაზის უსასრულო რესურსებით განპირობებულ შემოსავალს, საფრთხეს უქმნის ფიქლის გაზისა და ნავთობის განვითარება. ეს მოხდება იმიტომ, რომ გაზი ვერ ჩაანაცვლებს ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ეს მოხდება კორუფციისა და სამართლიანობის არარსებობის გამო. ეს მოხდება იმიტომ რომ მთელი რეგიონები გაუცხოვდა დისკრიმინაციის, ძალადობის გამო; რადგან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, სათათრეთი თუ სხვა ადგილები იმდენად შევიწროვებულნი არიან რომ თავს მოსკოვთან ერთიანი პროექტის წევრებად აღარ გრძნობენ. ეს მოხდება იმიტომ რომ სიბრაზე და ზიზღი ძალიან ძლიერია გამაერთიანებელი იდეალი კი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს მოხდება არა მომავალ ათწლეულებში, არამედ უახლოეს წლებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს პოსტზე დარჩენას.

"რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიისა, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად. არავინ უწყის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივ. არავინ უწყის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ. ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ", - განმარტა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მაშინ, როცა ეს მოხდება, ყოფილი დამონებული ერები დაპირისპირების ნაცვლად, უნდა გაერთიანდნენ.

"წარსულში, ზოგიერთ ლიდერებსა და ქვეყნებს, მაგალითად იოსებ პილსუდსკის პოლონეთს, რომელიც ყველა ჩაგრულ ერს პოლონეთის თავისუფლების დროშის ქვეშ იხმობდა, ესმოდათ რომ ერთი ქვეყნის თავისუფლება დამოკიდებული იყო დამონებული ერების თავისუფლებაზეც, თუმცა არასდროს ჩვენს წინაპრებს არ უხეირიათ ისეთი დიდი ძალისგან, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი სტრატეგიული ინტერესი - შენარჩუნდეს ჩვენი სუვერენიტეტი - ეს ძალა კი არის ევროპის კავშირი", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა