მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ
მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გარ­შე­მო სტა­ბი­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის არ­სე­ბო­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 68-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მუდ­მი­ვი ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში - ეს არის ის, რა­საც ეს­წრაფ­ვის კრემ­ლი.

"ახლა, როცა მე აქ, თქვენს წი­ნა­შე ვსა­უბ­რობ, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეს­წრაფ­ვი­ან, გახ­დნენ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რე­ბი, გა­ნიც­დი­ან მუდ­მივ ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რას. სომ­ხე­თი კუ­თხე­ში მო­იმ­წყვდი­ეს და აი­ძუ­ლეს სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, რაც არ შე­დის არც მის და არც ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში. მოლ­დო­ვას ბლო­კა­და გა­მო­უ­ცხა­დეს, უკ­რა­ი­ნას თავს ეს­ხმი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლის პი­რის­პი­რა არის დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო კი - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი... რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ძვე­ლი იმ­პე­რია ცდი­ლობს და­იბ­რუ­ნოს და­კარ­გუ­ლი სა­ზღვრე­ბი. თუმ­ცა სი­ტყვა "სა­ზღვა­რი" აქ უად­გი­ლოა, რად­გან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას, საბ­ჭო­თა კავ­შირს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას თუ ევ­რა­ზი­ის კავ­შირს არას­დროს ჰქო­ნი­ათ სა­ზღვრე­ბი - მათ მხო­ლოდ გა­ნა­პი­რა მხა­რე­ე­ბი, ზღვა­რი ჰქონ­დათ. მე დღეს სწო­რედ ამ "გა­ნა­პი­რა მხა­რე­თა" სა­ხე­ლით ვსა­უბ­რობ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კრემ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რად უარ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში ძლი­ე­რი მთავ­რო­ბე­ბის იდე­ას, ისე­თე­ბი­საც კი, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მართ მე­გობ­რუ­ლად იქ­ნე­ბა გან­წყო­ბი­ლი.

"მე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც ფრან­გე­ბი ამ­ბო­ბენ, La langue de bois-ს ფანი, მაგ­რამ დღეს, რო­დე­საც ჩემი მე­ო­რე ვადა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, უფრო მე­ტად მსურს, ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვფიქ­რობ. მო­დით, ვი­ყოთ სრუ­ლი­ად გახ­სნი­ლი და და­ვა­კონ­კრე­ტოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. რო­გორ ფიქ­რობთ, მა­გა­ლი­თად, სურს თუ არა ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რომ სომ­ხეთ­მა ბო­ლომ­დე გა­ი­მარ­ჯვოს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე? არა, რად­გან ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სომ­ხე­თი ზედ­მე­ტად ძლი­ე­რი და ზედ­მე­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ფიქ­რობთ თუ არა, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა რე­ა­ლო­ბა, ანუ მოს­კოვს სურს ბა­ქოს გა­მარ­ჯვე­ბა ერე­ვან­ზე? რა თქმა უნდა, არა. მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აღ­ზე­ვე­ბა რუსი ლი­დე­რე­ბის­თვის კოშ­მა­რის ტოლ­ფა­სია. არა, მათ არც ერთი მხა­რის გა­მარ­ჯვე­ბა არ სურთ. მათი მი­ზა­ნი სა­კუთ­რივ კონ­ფლიქ­ტია, რად­გან ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს ორი­ვე ქვეყ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და აფერ­ხებს მათ ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. რო­გორ გგო­ნი­ათ, გა­ნა­პი­რო­ბა თუ არა ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ძა­ლე­ბის სა­არ­ჩევ­ნო მარ­ცხმა მოს­კო­ვის უკ­რა­ი­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა?

პი­რი­ქით. ია­ნუ­კო­ვი­ჩის მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ობი­ექ­ტია. რუ­სეთ­მა ვილ­ნი­უს­ში და­გეგ­მი­ლი სა­მი­ტის წინ, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ვაჭ­რო ომი წა­მო­ი­წყო, რუსი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი კი ღიად სა­უბ­რო­ბენ ამ სა­ხელ­მწი­ფოს დაშ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე. რო­გორ გგო­ნი­ათ, არის თუ არა კრემ­ლი მზად, გა­ნი­ხი­ლოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ო­კუ­პა­ცი­ის სა­კი­თხი დღეს, როცა მთავ­რო­ბა უკვე შე­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში? სუ­ლაც არა! ქარ­თუ­ლი მი­წის ანექ­სია რუ­სუ­ლი ჯა­რის მიერ კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ

რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი.

"ახლა, როცა მე აქ, თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან, გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას. სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირა არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული... რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა "საზღვარი" აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები - მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ. მე დღეს სწორედ ამ "განაპირა მხარეთა" სახელით ვსაუბრობ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, კრემლი ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი.

"მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, La langue de bois-ს ფანი, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს, ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ. მოდით, ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია. როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება. ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია. არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ. მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას. როგორ გგონიათ, განაპირობა თუ არა ნარინჯისფერი რევოლუციის ძალების საარჩევნო მარცხმა მოსკოვის უკრაინისადმი დამოკიდებულების ცვლილება?

პირიქით. იანუკოვიჩის მთავრობა მუდმივი თავდასხმების ობიექტია. რუსეთმა ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, უკრაინის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო, რუსი თანამდებობის პირები კი ღიად საუბრობენ ამ სახელმწიფოს დაშლის პერსპექტივაზე. როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა