მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

22 წლამდე ქალები დაბალი IQ-ს მქონე ბავშვებს აჩენენ

22 წლამდე ქალები დაბალი IQ-ს მქონე ბავშვებს აჩენენ

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 11 წლის განმავლობაში 200 ოჯახს აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა დედების შვილები მაღალი ინტელექტით არ გამოირჩევიან.

მეცნიერები ამ კანონზომიერებას იმით ხსნიან, რომ ქალები, რომლებმაც 22 წლის ასაკში მოასწრეს დედობა, ორსულობის დროს უფრო ხშირად იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ მათ უმრავლესობას ბავშვის გაჩენა თავად არ დაუგეგმავს.

გაირკვა, რომ 15-დან 18 წლამდე ქალების  42%-ს აღენიშნებოდა მშობიარობის წინა დეპრესია, მაშინ როცა 19-დან 22 წლამდე ასაკის ქალებში ეს რიცხვი 36% იყო.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც ახალგაზრდა დედები ჰყავდათ,  საკმაოდ დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდათ. მათი IQ-ს დონე საშუალოზე დაბალი იყო. აგრეთვე, ბავშვების 19.4%-ს თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობის დროს ჰქონდათ ემოციური პრობლემები. 19-დან 22 წლამდე დედების 23.2%-შიც იგივე პრობლემა გამოიკვეთა.

რაც შეეხება მოზრდილი ადამიანების შვილებს, ისინი თანატოლების გარემოცვაში კარგად იქცეოდნენ და კარგად გრძნობდნენ თავს.

მომზადებულია bigmir.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს