მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე
ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე

"ორ­შა­ბათს, 23 სექ­ტემ­ბერს ეთერ­ში გა­ვე­დით, მაგ­რამ ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ერ­თად ვმუ­შა­ობთ", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, "იმე­დის" "დღის შოუს" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი, რო­მელ­საც წელს ორ ახალ პარტნი­ორ­თან (სოფო ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი და ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი) ერ­თად უწევს პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა.

- ნა­ნი­კო, რო­გორ გრძნობ თავს ახალ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, როცა გვერ­დით აღარ გყავს დო­დოშ­კა ხურ­ცი­ლა­ვა და ია ფა­რუ­ლა­ვა?

- სა­მა­გი­ე­როდ, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფი­კო და ჯა­ნე­ტი. მათ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია მუ­შა­ო­ბა... პირ­და­პირ ეთერ­ში ისე გა­ვე­დით, "პრა­გო­ნიც" არ გვქო­ნია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­ი­ტინ­გიც გვაქვს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- შოუს ახა­ლი წევ­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, რო­გორც ამ საქ­მე­ში გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ან­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ მი­ი­ღე?

- კი, რო­გორ არა, ჯა­ნეტს კას­ტინ­გებ­ზე ვეს­წრე­ბო­დი და მინ­და, გი­თხრათ, რომ მან სრუ­ლი­ად გა­მა­ო­ცა, საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სოდ შე­ას­რუ­ლა, მკაცრ კას­ტინ­გებს გა­უძ­ლო. ის კი არა, ერთ-ერთ დღეს ისე აგ­რე­სი­უ­ლად შე­ვუ­ტიე, - და­ვა­ლე­ბა იყო ასე­თი, გვა­ინ­ტე­რე­სებ­და თავს რო­გორ და­ი­ცავ­და და გაგ­ვაკ­ვირ­ვა, - ოს­ტა­ტუ­რად და­იც­ვა თავი. მა­გა­რი გო­გოა... მომ­წონს, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენს შო­უ­ში. რო­გორც ჩანს, "დღის შოუ" ხალ­ხსაც მო­ე­წო­ნა, რად­გა­ნაც, რო­გორც გი­თხა­რით, 3 დღის ფონ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი გვაქვს.

- რას გვე­ტყვი შენს მე­ო­რე პარტნი­ორ­ზე - სოფო ნარ­ჩე­მაშ­ვილ­ზე?

- სო­ფი­კო გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია და ამას­თან, და­დე­ბი­თი, და­დე­ბი­თი, და­დე­ბი­თი და კი­დევ და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი. ამ სი­ტყვას და­უს­რუ­ლებ­ლად გა­ვი­მე­ო­რებ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ერ­თად ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ვმუ­შა­ობთ.

- გა­და­ცე­მა­ში, რო­გორც ადრე, ექ­სპრომ­ტე­ბი თუ გექ­ნე­ბათ. ამა­ში რამ­დე­ნად აგ­ყვე­ბი­ან თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი?

- კი, გვექ­ნე­ბა. მე სა­კუ­თარ თავს ოლეგ პო­პოვს ვუ­წო­დებ, რად­გა­ნაც პირ­და­პირ ეთერ­ში ყო­ველ­თვის სა­ო­ცა­რი ექ­სპრომ­ტე­ბის კე­თე­ბა მი­წევს... მა­გა­ლი­თად, გუ­შინ, გა­და­ცე­მა­ში მე და ჯა­ნეტ­მა იმ­დე­ნი ვი­ვარ­ჯი­შეთ, რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ, ეს შოუს ნა­წი­ლია ...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე

ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე

"ორშაბათს, 23 სექტემბერს ეთერში გავედით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ერთად ვმუშაობთ", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე, "იმედის" "დღის შოუს" ერთ-ერთი წამყვანი, რომელსაც წელს ორ ახალ პარტნიორთან (სოფო ნარჩემაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი) ერთად უწევს პირდაპირ ეთერში მუშაობა.

- ნანიკო, როგორ გრძნობ თავს ახალ პარტნიორებთან ერთად, როცა გვერდით აღარ გყავს დოდოშკა ხურცილავა და ია ფარულავა?

- სამაგიეროდ, მყავს არაჩვეულებრივი სოფიკო და ჯანეტი. მათთან ერთად, საკმაოდ კომფორტულია მუშაობა... პირდაპირ ეთერში ისე გავედით, "პრაგონიც" არ გვქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე შესანიშნავი რეიტინგიც გვაქვს, რაც ძალიან მიხარია.

- შოუს ახალი წევრების შერჩევისას, როგორც ამ საქმეში გამოცდილმა ადამიანმა, მონაწილეობა თუ მიიღე?

- კი, როგორ არა, ჯანეტს კასტინგებზე ვესწრებოდი და მინდა, გითხრათ, რომ მან სრულიად გამაოცა, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულა, მკაცრ კასტინგებს გაუძლო. ის კი არა, ერთ-ერთ დღეს ისე აგრესიულად შევუტიე, - დავალება იყო ასეთი, გვაინტერესებდა თავს როგორ დაიცავდა და გაგვაკვირვა, - ოსტატურად დაიცვა თავი. მაგარი გოგოა... მომწონს, მისი მონაწილეობა ჩვენს შოუში. როგორც ჩანს, "დღის შოუ" ხალხსაც მოეწონა, რადგანაც, როგორც გითხარით, 3 დღის ფონზე საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს.

- რას გვეტყვი შენს მეორე პარტნიორზე - სოფო ნარჩემაშვილზე?

- სოფიკო გამოცდილი ჟურნალისტია და ამასთან, დადებითი, დადებითი, დადებითი და კიდევ დადებითი ადამიანი. ამ სიტყვას დაუსრულებლად გავიმეორებ. ხომ გეუბნებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთად ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობთ.

- გადაცემაში, როგორც ადრე, ექსპრომტები თუ გექნებათ. ამაში რამდენად აგყვებიან თანაწამყვანები?

- კი, გვექნება. მე საკუთარ თავს ოლეგ პოპოვს ვუწოდებ, რადგანაც პირდაპირ ეთერში ყოველთვის საოცარი ექსპრომტების კეთება მიწევს... მაგალითად, გუშინ, გადაცემაში მე და ჯანეტმა იმდენი ვივარჯიშეთ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ, ეს შოუს ნაწილია ...

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები