ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტოლოგებთან შეხვედრას აფასებს.
"ბიძინას დამოკიდებულება ექსპერტებისადმი შეგვიძლია ასე გავიგოთ: რომ პრუტუნებთ ათას სისულელეს და არავინ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, ეგრე სადაა, ძმაო...
ვაიმე, ბიძო ადეიშვილს აქებს...ამას ამბავი მოყვებაააა....
მგონი ექსპერტების განკითხვის დღე დადგა. ივანიშვილმა მათგან დაიწყო საზოგადოების აღზრდა.
ეთერშია ბიძინა ივანიშვილის თოქშოუ სახელწოდებით "მომაწექი მოგაწვები".
ივანიშვილმა "პირველ არხზე" მაგარი ტოკშოუ გაჩითა. მგონი ამან დაიწყო იქ მუშაობა პაიჭაძე-კვესიტაძის მაგივრად",-წერს მეტრეველი.