საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"
გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"

ეკო­ნო­მის­ტი გია მა­ი­საშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი სი­გუ­ას სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს და აცხა­დებს, რომ სტა­ლი­ნით სი­ა­მა­ყე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა. (შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­გუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სტა­ლი­ნის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტად ქცე­ვა ქვეყ­ნის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.)

"სტა­ლი­ნი ჰიტ­ლერ­თან და მაო ძე­დუნ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რა­დაა ცნო­ბი­ლი და ის, რომ პა­ტა­რა ერი ამით ამა­ყობ­დეს, სა­მარ­ცხვი­ნოა და თა­ვის მოჭ­რა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ ჩი­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი და ა.შ. მოვ­ხიბ­ლოთ არა ისე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნით, რო­გო­რიც სტა­ლი­ნი იყო, არა­მედ ჩვე­ნი კულ­ტუ­რით, ეკო­ლო­გი­უ­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. სირ­ცხვი­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სტა­ლი­ნით ვი­ა­მა­ყოთ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ბა­რო­სო­ბას­თან გა­ა­ი­გი­ვებს. მსოფ­ლი­ოს თვალ­ში გა­მო­ჩე­ნა კი­ა­რა, კარ­გად გა­მო­ჩე­ნა უნდა გვინ­დო­დეს. გარ­და ამი­სა, დღეს სტა­ლი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის და არა­ნა­ირ მის­ტე­რი­ას აღარ წარ­მო­ად­გენს. არი­ქა ახლა, და­ვა­ნა­ხებთ ყვე­ლას რამ­დე­ნი სტა­ლი­ნის ძეგლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთე­ლი მსოფ­ლიო თავ­პი­რის­მტვრე­ვით ჩა­მო­ვა", - აცხა­დებს გია მა­ი­საშ­ვი­ლი.

ეკო­ნო­მის­ტი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ვაჭ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის კუ­თხით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას აფა­სებს და მას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თოს უწო­დებს.

"ეს ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რი და სა­ში­ში პრო­ცე­სია. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თი სა­დაც უნდა იქ აგებს სა­ზღვარს და ამა­ზე ჩვენ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა და ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია. ამ პი­რო­ბებ­ში სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნით რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კურ ბერ­კე­ტებ­საც გა­და­ვუ­ლო­ცავთ - ანუ, მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთი დარ­ტყმა მოგ­ვა­ყე­ნოს.

მთავ­რო­ბას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ლაფ­სი­სა­კენ მიჰ­ყავს. რუ­სეთს შე­უძ­ლია, გა­ა­კე­თოს, რაც მო­ე­სურ­ვე­ბა და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი­სა­გან კი არა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გია არ ჩანს. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ ვუ­წევთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ­პო­ტენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო. რო­დე­საც ამას არა­მარ­ტო შენი მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ გარე თვა­ლიც უყუ­რებს და ხე­დავს, რომ ეს ქვე­ყა­ნა იმ­პო­ტენ­ტია და არ შე­უძ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მა­შინ მისი სურ­ვი­ლი, რომ და­გეხ­მა­როს, მცირ­დე­ბა და მტა­ცე­ბე­ლი რუ­სის ბერ­კე­ტი იზ­რდე­ბა. ასე­თი იმ­პო­ტენ­ტი და სრუ­ლი­ად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი მტრე­ბის­თვის ხელ­შემ­წყო­ბია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დახ­რჩო­ბის საქ­მე­ში", - აცხა­დებს ეკო­ნო­მის­ტი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"

გია მაისაშვილი - "ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა"

ეკონომისტი გია მაისაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას სტალინის შესახებ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სტალინით სიამაყე საქართველოსთვის სამარცხვინოა. (შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სიგუამ განაცხადა, რომ სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.)

"სტალინი ჰიტლერთან და მაო ძედუნთან ერთად ყველაზე პირსისხლიან დიქტატორადაა ცნობილი და ის, რომ პატარა ერი ამით ამაყობდეს, სამარცხვინოა და თავის მოჭრა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩინელები, გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მოვხიბლოთ არა ისეთი სამარცხვინო ადამიანით, როგორიც სტალინი იყო, არამედ ჩვენი კულტურით, ეკოლოგიური მიმზიდველობითა და შესაძლებლობებით. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში სტალინით ვიამაყოთ. ეს საქართველოს ბარბაროსობასთან გააიგივებს. მსოფლიოს თვალში გამოჩენა კიარა, კარგად გამოჩენა უნდა გვინდოდეს. გარდა ამისა, დღეს სტალინი საინტერესო აღარ არის და არანაირ მისტერიას აღარ წარმოადგენს. არიქა ახლა, დავანახებთ ყველას რამდენი სტალინის ძეგლია საქართველოში და მთელი მსოფლიო თავპირისმტვრევით ჩამოვა", - აცხადებს გია მაისაშვილი.

ეკონომისტი რუსეთთან მიმართებაში, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, ახალი ხელისუფლების პოლიტიკას აფასებს და მას ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს.

"ეს ძალიან არასტაბილური და საშიში პროცესია. ფაქტობრივად, რუსეთი სადაც უნდა იქ აგებს საზღვარს და ამაზე ჩვენ არანაირი რეაგირება და ქმედითი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ პირობებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით რუსეთს ეკონომიკურ ბერკეტებსაც გადავულოცავთ - ანუ, მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ, სურვილის შემთხვევაში, მომავალში კიდევ ერთი დარტყმა მოგვაყენოს.

მთავრობას ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად, კოლაფსისაკენ მიჰყავს. რუსეთს შეუძლია, გააკეთოს, რაც მოესურვება და ჩვენი სახელმწიფოს მეთაურებისაგან კი არანაირი სტრატეგია არ ჩანს. წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. ფაქტობრივად, იმპოტენტის მდგომარეობაში ვართ, პარალიზებულია ჩვენი სახელმწიფო. როდესაც ამას არამარტო შენი მოსახლეობა, არამედ გარე თვალიც უყურებს და ხედავს, რომ ეს ქვეყანა იმპოტენტია და არ შეუძლია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება, მაშინ მისი სურვილი, რომ დაგეხმაროს, მცირდება და მტაცებელი რუსის ბერკეტი იზრდება. ასეთი იმპოტენტი და სრულიად არაკომპეტენტური ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩვენი მტრებისთვის ხელშემწყობია ქართული სახელმწიფოს დახრჩობის საქმეში", - აცხადებს ეკონომისტი.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა