პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა
ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა

30 წლის კა­ლათ­ბურ­თელ ანა­ტო­ლი ბო­ი­სას "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ალ­ბათ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ვარ­სკვლა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი მე­წყვი­ლე, სა­ლო­მე ჭა­ჭუა ჰყავს. ამის გამო ბევ­რი მას გა­მარ­ჯვე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. თა­ვად ანა­ტო­ლი არ ფიქ­რობს, რომ კარ­გი მე­წყვი­ლე გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტია. ანა­ტო­ლი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია. ერთი მხრივ, მოს­წონს, სა­ლო­მე რო­მაა მისი მე­წყვი­ლე და, მე­ო­რე მხრივ, ნერ­ვი­უ­ლობს. სა­ლო­მეს ფონ­ზე ჩემი ყვე­ლა შეც­დო­მა უფრო გა­მოჩ­ნდე­ბაო. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და ალ­ბათ პირ­ვე­ლი­ვე კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვის ფა­ვო­რიტს აირ­ჩევს.

- ანა­ტო­ლი, რო­გორც ვიცი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­შიც შე­მოგ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ახლა და­თან­ხმდი.

- ახლა შე­და­რე­ბით უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კი მაქვს. სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი არც ერთ ევ­რო­თას­ზე არ თა­მა­შობს. ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, პრო­ექ­ტის მე­სა­მე სე­ზონ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­გორც გა­ვი­გე, სა­ლო­მე ჭა­ჭუა იქ­ნე­ბა მე­წყვი­ლე. რო­დე­საც შენი მე­წყვი­ლე ძა­ლი­ან კარ­გად ცეკ­ვავს, ეს ალ­ბათ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მე­ტია და როცა ასეთ მა­გარ მე­წყვი­ლეს­თან ცეკ­ვავ, თი­თო­ე­უ­ლი შენი შეც­დო­მა უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ ვეც­დე­ბი, კარ­გად ვი­ცეკ­ვო, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა, არ ვიცი.

- რო­გორც ვიცი, ცეკ­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გე­ხერ­ხე­ბა.

- სა­მე­გობ­რო წრე­ში ცეკ­ვა და გარ­თო­ბა, რო­გორც ყვე­ლას, მეც მომ­წონს, მაგ­რამ ქორ­წი­ლებ­სა და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე იმის გამო არ დავ­დი­ვარ, რომ ვი­ცეკ­ვო.

- უკვე და­ი­წყე ვარ­ჯი­ში. შე­გიძ­ლია თქვა, რამ­დე­ნად რთუ­ლია სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი?

- გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე მე­გო­ნა, მი­ჭირს ცეკ­ვის სწავ­ლა. კა­ლათ­ბურთში გა­მო­ვი­მუ­შა­ვე ფუნ­და­მენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რომ მუხ­ლებ­ში უნდა ჩავ­ჯდე და ტერ­ფებ­ზე ვიდ­გე. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა. ფე­ხის წვე­რებ­ზე უნდა იდგე, ამი­ტომ მი­ჭირს ცეკ­ვა. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და დამ­ღლე­ლია ცეკ­ვის სწავ­ლა და დავ­რწმუნ­დი, რომ არაა ტყუ­ი­ლი, როცა ამ­ბო­ბენ, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა სპორ­ტი­აო.

- რო­გორ ფიქ­რობ, პრო­ექ­ტში რო­მელ ეტა­პამ­დე მიხ­ვალ?

- სპორ­ტსმე­ნი ვარ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი. რად­გან პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თე, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ და­ვიხ­ვე­წო და მა­ყუ­რე­ბელს ჩემი თავი სხვა კუ­თხით და­ვა­ნახ­ვო. იმე­დია, იტყვი­ან, რომ ცეკ­ვა­ში მა­გა­რი თუ არა, კარ­გი მა­ინც ვარ. მინ­და, პრო­ექ­ტის ბო­ლომ­დე გა­ვი­დე. მით უფრო, რომ ასე­თი გა­მოც­დი­ლი მე­წყვი­ლე მყავს.

- უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ვარ­ჯი­შობთ. რას ამ­ბობს სა­ლო­მე, პერ­სპექ­ტი­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ხარ?

- მო­ცეკ­ვა­ვის კა­რი­ე­რა ალ­ბათ არ მექ­ნე­ბა, მაგ­რამ მოს­წონს, რომ არ მე­ზა­რე­ბა ვარ­ჯი­ში და მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ.

- პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლად რა ცეკ­ვას შე­ას­რუ­ლებთ?

- ჯა­ივს ვი­ცეკ­ვებთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფია. პირ­ვე­ლი ორი დღე რომ ვი­ვარ­ჯი­შე, ვამ­ბობ­დი, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი. ვარ­ჯი­შის მე­სა­მე დღეს ჩემი ცეკ­ვა ცეკ­ვას და­ემ­სგავ­სა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა

ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა

30 წლის კალათბურთელ ანატოლი ბოისას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ალბათ ყველა მონაწილე ვარსკვლავისთვის სასურველი მეწყვილე, სალომე ჭაჭუა ჰყავს. ამის გამო ბევრი მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. თავად ანატოლი არ ფიქრობს, რომ კარგი მეწყვილე გამარჯვების გარანტია. ანატოლი ძალიან მონდომებულია. ერთი მხრივ, მოსწონს, სალომე რომაა მისი მეწყვილე და, მეორე მხრივ, ნერვიულობს. სალომეს ფონზე ჩემი ყველა შეცდომა უფრო გამოჩნდებაო. "ცეკვავენ ვარსკვლავები" ოქტომბრიდან დაიწყება და ალბათ პირველივე კონცერტზე მაყურებელი თავის ფავორიტს აირჩევს.

- ანატოლი, როგორც ვიცი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონშიც შემოგთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ ახლა დათანხმდი.

- ახლა შედარებით უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს. საქართველოს გუნდი არც ერთ ევროთასზე არ თამაშობს. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, პროექტის მესამე სეზონში მიმეღო მონაწილეობა.

- როგორც გავიგე, სალომე ჭაჭუა იქნება მეწყვილე. როდესაც შენი მეწყვილე ძალიან კარგად ცეკვავს, ეს ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.

- პასუხისმგებლობაც მეტია და როცა ასეთ მაგარ მეწყვილესთან ცეკვავ, თითოეული შენი შეცდომა უფრო გამოჩნდება. ამიტომ ვეცდები, კარგად ვიცეკვო, რამდენად გამომივა, არ ვიცი.

- როგორც ვიცი, ცეკვა მაინცდამაინც არ გეხერხება.

- სამეგობრო წრეში ცეკვა და გართობა, როგორც ყველას, მეც მომწონს, მაგრამ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე იმის გამო არ დავდივარ, რომ ვიცეკვო.

- უკვე დაიწყე ვარჯიში. შეგიძლია თქვა, რამდენად რთულია სამეჯლისო ცეკვები?

- გაცილებით რთულია, ვიდრე მეგონა, მიჭირს ცეკვის სწავლა. კალათბურთში გამოვიმუშავე ფუნდამენტური მოძრაობები, რომ მუხლებში უნდა ჩავჯდე და ტერფებზე ვიდგე. სამეჯლისო ცეკვებში ყველაფერი პირიქითაა. ფეხის წვერებზე უნდა იდგე, ამიტომ მიჭირს ცეკვა. ძალიან შრომატევადი და დამღლელია ცეკვის სწავლა და დავრწმუნდი, რომ არაა ტყუილი, როცა ამბობენ, სამეჯლისო ცეკვა სპორტიაო.

- როგორ ფიქრობ, პროექტში რომელ ეტაპამდე მიხვალ?

- სპორტსმენი ვარ და აქედან გამომდინარე - ძალიან აზარტული. რადგან პროექტში ჩავერთე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიხვეწო და მაყურებელს ჩემი თავი სხვა კუთხით დავანახვო. იმედია, იტყვიან, რომ ცეკვაში მაგარი თუ არა, კარგი მაინც ვარ. მინდა, პროექტის ბოლომდე გავიდე. მით უფრო, რომ ასეთი გამოცდილი მეწყვილე მყავს.

- უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობთ. რას ამბობს სალომე, პერსპექტიული მოცეკვავე ხარ?

- მოცეკვავის კარიერა ალბათ არ მექნება, მაგრამ მოსწონს, რომ არ მეზარება ვარჯიში და მონდომებული ვარ.

- პროექტში პირველად რა ცეკვას შეასრულებთ?

- ჯაივს ვიცეკვებთ, რომელიც ძალიან სწრაფია. პირველი ორი დღე რომ ვივარჯიშე, ვამბობდი, არაფერი გამომივა-მეთქი. ვარჯიშის მესამე დღეს ჩემი ცეკვა ცეკვას დაემსგავსა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია