მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?
ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?

სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის 28 წლის მე­გო­ბარ­მა ფრან­ჩეს­კა პას­კა­ლემ, ჟურ­ნალ Vanity Fair-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ ერთი სული აქვს, რო­დის სთხოვს იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ხელს. ფრან­ჩეს­კა პას­კა­ლეს უკვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლია ბერ­ლუს­კო­ნის სა­ცო­ლედ იც­ნო­ბენ.

ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, მან ბერ­ლუს­კო­ნის ყუ­რა­დღე­ბა ჯერ კი­დევ 18 წლის ასაკ­ში მი­აქ­ცია. "18 წლი­საც არ ვი­ყა­ვი, რომ გა­დავ­წყვი­ტე - მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და",- აღი­ა­რა პას­კა­ლემ. გო­გო­ნას სა­ერ­თოდ არ აწუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ მათ შო­რის 49 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა.

ბერ­ლუს­კო­ნის გამო ფრან­ჩეს­კა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პარ­ტი­ა­შიც კი გა­წევ­რი­ან­და. სილ­ვიო და ფრან­ჩეს­კა პირ­ვე­ლად 2006 წელს შეხ­ვდნენ - გო­გო­ნამ ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და პო­ლი­ტი­კოსს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის გაც­ვლა შეს­თა­ვა­ზა. მალე მათ ფა­რუ­ლი რო­მა­ნი გა­ა­ბეს - ბერ­ლუს­კო­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და არ უნ­დო­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის აფი­ში­რე­ბა.

"ის მე­უბ­ნე­ბო­და: შენ საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ხარ და ვერ მოგ­ცემ იმ მო­მა­ვალს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებ", - აღ­ნიშ­ნა ფრან­ჩეს­კამ. სა­ბო­ლო­ოდ, მან და­არ­წმუ­ნა ბერ­ლუს­კო­ნი, რომ მისი სიყ­ვა­რუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა იყო. "ის მე მე­ოც­ნე­ბედ მთვლი­და, არ იყო ად­ვი­ლი მისი დარ­წმუ­ნე­ბა", - აღი­ა­რა მან.

"მე ის ვი­პო­ვე, ვუვ­ლი­დი, ვა­ი­ძუ­ლე შევ­ყვა­რე­ბო­დი და გავ­ხდი მისი მე­გო­ბა­რი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე. ახლა მან მხო­ლოდ "დიახ" უნდა თქვას",- გა­ნა­ცხა­და ფრან­ჩეს­კამ.

თუკი ფრან­ჩეს­კა მო­ა­ხერ­ხებს და ბერ­ლუს­კო­ნის სა­კურ­თხე­ველ­თან მი­იყ­ვანს, ეს ბერ­ლუს­კო­ნის­თვის მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა. ამას­თან, ეს მას შემ­დეგ მოხ­დე­ბა, რაც ბერ­ლუს­კო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ეყ­რე­ბა ვე­რო­ნი­კა ლა­რი­ოს. ვე­რო­ნი­კამ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი 2009 წელს შე­ი­ტა­ნა და ბერ­ლუს­კო­ნი ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?

ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?

სილვიო ბერლუსკონის 28 წლის მეგობარმა ფრანჩესკა პასკალემ,  ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ერთი სული აქვს, როდის სთხოვს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს.  ფრანჩესკა პასკალეს უკვე ნახევარი წელია ბერლუსკონის საცოლედ იცნობენ.

ახალგაზრდა ქალბატონის თქმით, მან ბერლუსკონის ყურადღება ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მიაქცია.  "18 წლისაც არ ვიყავი, რომ გადავწყვიტე - მასთან ერთად ცხოვრება მინდოდა",- აღიარა პასკალემ. გოგონას საერთოდ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მათ შორის 49 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ბერლუსკონის გამო ფრანჩესკა  ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაშიც კი გაწევრიანდა. სილვიო და ფრანჩესკა პირველად 2006 წელს შეხვდნენ - გოგონამ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და პოლიტიკოსს ტელეფონის ნომრების გაცვლა შესთავაზა. მალე მათ ფარული რომანი გააბეს - ბერლუსკონი დაქორწინებული იყო და არ უნდოდა ამ ურთიერთობის აფიშირება.

"ის მეუბნებოდა: შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და ვერ მოგცემ იმ მომავალს, რასაც იმსახურებ", - აღნიშნა ფრანჩესკამ. საბოლოოდ, მან დაარწმუნა ბერლუსკონი, რომ მისი სიყვარული სერიოზული გრძნობა იყო. "ის მე მეოცნებედ მთვლიდა, არ იყო ადვილი მისი დარწმუნება", - აღიარა მან.

"მე ის ვიპოვე, ვუვლიდი, ვაიძულე შევყვარებოდი და გავხდი მისი მეგობარი. პრაქტიკულად, ყველაფერი მე გავაკეთე. ახლა მან მხოლოდ "დიახ" უნდა თქვას",- განაცხადა ფრანჩესკამ.

თუკი ფრანჩესკა მოახერხებს და ბერლუსკონის საკურთხეველთან მიიყვანს, ეს ბერლუსკონისთვის მესამე ქორწინება იქნება. ამასთან, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ბერლუსკონი ოფიციალურად გაეყრება ვერონიკა ლარიოს. ვერონიკამ განქორწინებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა და ბერლუსკონი ღალატში დაადანაშაულა.

მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა