პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!
სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე რუსი ვარ­სკვლა­ვის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ გვაც­ნო­ბეს, თუმ­ცა ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ი­შა­ლა და ამას დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგეგ­მე­ბო­და მი­ხა­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის, ანას­ტა­სია ვო­ლო­ჩკო­ვა­სა და ირი­ნა ალეგ­რო­ვას კონ­ცერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე არ გა­მარ­თუ­ლა. ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ასე თუ ისე, ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო და ბევ­რი ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბა მო­ის­მი­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და ზემ­ფი­რას მხა­რე­ე­ბი­დან, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ს­ექ­ტემ­ბროდ და­გეგ­მილ ვო­ლო­ჩკო­ვა­სა და ალეგ­რო­ვას კონ­ცერ­ტებს, აქ საქ­მე ერ­თსა და იმა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გვაქვს, სო­მეხ პრო­დი­უ­სერ­თა ჯგუფ­თან, რომ­ლე­ბიც, რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი ეკა ჩი­ტაშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ატყუ­ე­ბენ ხალ­ხს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეკა ჩი­ტაშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობს შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, აკე­თებს მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებს, აქვს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია, თა­ნამ­შრომ­ლობს არ­ტის­ტებ­თან, უზ­რუნ­ველ­ყოფს კონ­ცერ­ტე­ბის მო­წყო­ბას და ა.შ.

"ბოლო დროს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ დსთ-ს მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ი­შა­ლა. ყვე­ლა ამ კონ­ცერტს აერ­თი­ა­ნებს მა­ყუ­რებ­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი სა­კონ­ცერ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ათ­კა­ცი­ა­ნი თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს სქე­მით, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ. ქმნი­ან ახალ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ვარ­სკვლავს კონ­კრე­ტულ ქა­ლაქ­ში კონ­ცერ­ტზე უთან­ხმდე­ბა. შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­დან მი­ნი­მა­ლურ თან­ხას ავან­სად იხ­დი­ან, ვთქვათ 30 000 დო­ლა­რი­დან ხუთი ათასს. ამა­სო­ბა­ში ეძ­ლე­ვათ რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბის, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. შემ­დეგ კი, თუკი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კონ­ცერტს გა­ა­უქ­მებს, ზემ­ფი­რას რჩე­ბა ავან­სი, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ფულს ვერ იღებს, ვერც კონ­ცერტს ატა­რებს, ორ­გა­ნი­ზა­ტორს კი ბი­ლე­თე­ბის ფული მთლი­ა­ნად რჩე­ბა. შე­საძ­ლოა, რეკ­ლა­მა­ში ჰქონ­დეს ხარ­ჯი და ის ავან­სი, რო­მე­ლიც უკვე გა­დახ­დი­ლი აქვს. ვერც ერთი სა­სა­მარ­თლო ვერ მო­უ­გებს პრო­ცესს და ვერ და­აბ­რუ­ნე­ბი­ნებს თან­ხას მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის, ისე­თი ტი­პის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს უფორ­მე­ბენ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დარ­ბა­ზებს. გა­უქ­მე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის სია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია, მა­ყუ­რე­ბელს კი ფულს არ უბ­რუ­ნე­ბენ. მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ თაღ­ლი­თე­ბი ცვლი­ან კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბებს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კი არ იმა­ლე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, მათი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­კოტ­რე­ბუ­ლად ცხად­დე­ბა, ერთჯე­რა­დი კომ­პა­ნი­ე­ბით მუ­შა­ო­ბენ, რო­მელ­თაც არ გა­აჩ­ნი­ათ დი­ვი­დენ­დე­ბი, მომ­ჩი­ვან­მა მხა­რემ რომც მო­ი­გოს, თან­ხას მა­ინც ვერ ამო­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ეკა ჩი­ტაშ­ვილ­მა.

პრო­დუ­სე­რის თქმით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­საც და­უ­კავ­შირ­დნენ და რო­გორც პრო­დი­უ­სერს, ამ სქე­მა­ში ჩარ­თვა და ფუ­ლის შოვ­ნა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა ეკას­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღეს.

"სომ­ხე­თი­დან მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბაა. მათ მეც შე­მომ­თა­ვა­ზეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღეს. ისი­ნი ჩა­დი­ან სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, ერი­დე­ბი­ან ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებს და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რო­გორ გა­რის­კეს თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტის და­ნიშ­ვნა", - აღ­ნიშ­ნა პრო­დუ­სერ­მა.

ეკა ჩი­ტაშ­ვი­ლის თქმით, ამ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ქარ­თვე­ლებს კავ­ში­რი არ აქვთ, ვი­ნა­ი­დან ასეთ რის­კზე თა­ვად კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვერ წავ­ლენ. ამას­თან, რო­გორც პრო­დუ­სე­რი აღ­ნიშ­ნავს, თაღ­ლი­თე­ბის მო­გე­ბა საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას შე­ად­გენს.

"მხო­ლოდ ფი­ლარ­მო­ნი­ის კონ­ცერ­ტი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­დათ­ვა­ლოთ, 2000 ბი­ლეთს რომ 150 ლა­რად გა­ყიდ­დნენ, რა მო­გე­ბა დარ­ჩე­ბო­დათ. ამას მხო­ლოდ ავან­სის ფულს გა­მო­აკ­ლებ­დნენ და და­ნარ­ჩე­ნი მათი მო­გე­ბა იქ­ნე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ეკა ჩი­ტაშ­ვილ­მა.

პრო­დუ­სე­რი მა­ყუ­რე­ბელს ურ­ჩევს მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოს და ამა თუ იმ კონ­ცერ­ტზე ბი­ლე­თის შე­ძე­ნამ­დე დე­ტა­ლუ­რად მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

ბოლო პერიოდში თბილისში რამდენიმე რუსი ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ გვაცნობეს, თუმცა ზემფირას კონცერტები ჩაიშალა და ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, მოგვიანებით იგეგმებოდა მიხაილ შუფუტინსკის, ანასტასია ვოლოჩკოვასა და ირინა ალეგროვას კონცერტები, რომლებიც ასევე არ გამართულა. ზემფირას კონცერტებზე საზოგადოებამ, ასე თუ ისე, ინფორმაცია მიიღო და ბევრი ურთიერთბრალდება მოისმინა ორგანიზატორებისა და ზემფირას მხარეებიდან, რაც შეეხება სასექტემბროდ დაგეგმილ ვოლოჩკოვასა და ალეგროვას კონცერტებს, აქ საქმე ერთსა და იმავე ორგანიზაციასთან გვაქვს, სომეხ პროდიუსერთა ჯგუფთან, რომლებიც, როგორც პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში აცხადებს, თაღლითური სქემით უამრავ ქვეყანაში ატყუებენ ხალხს, მათ შორის, საქართველოში. ეკა ჩიტაშვილი დიდი ხანია, საზღვარგარეთ მუშაობს შოუბიზნესის სფეროში, აკეთებს მუსიკალურ კონკურსებს, აქვს საპროდიუსერო კომპანია, თანამშრომლობს არტისტებთან, უზრუნველყოფს კონცერტების მოწყობას და ა.შ.

"ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დსთ-ს მთელ რიგ ქვეყნებში დაგეგმილი კონცერტები ჩაიშალა. ყველა ამ კონცერტს აერთიანებს მაყურებლისთვის აბსოლუტურად უცნობი საკონცერტო ორგანიზაციები. ეს დაახლოებით ათკაციანი თაღლითური ჯგუფი რამდენიმე წელია მუშაობს სქემით, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ. ქმნიან ახალ კომპანიას, რომელიც ვარსკვლავს კონკრეტულ ქალაქში კონცერტზე უთანხმდება. შეთანხმებული ჰონორარიდან მინიმალურ თანხას ავანსად იხდიან, ვთქვათ 30 000 დოლარიდან ხუთი ათასს. ამასობაში ეძლევათ რეკლამის გაკეთების, ბილეთების გაყიდვის უფლება. შემდეგ კი, თუკი რამდენიმე დღით ადრე კონცერტს გააუქმებს, ზემფირას რჩება ავანსი, მაგრამ დანარჩენ ფულს ვერ იღებს, ვერც კონცერტს ატარებს, ორგანიზატორს კი ბილეთების ფული მთლიანად რჩება. შესაძლოა, რეკლამაში ჰქონდეს ხარჯი და ის ავანსი, რომელიც უკვე გადახდილი აქვს. ვერც ერთი სასამართლო ვერ მოუგებს პროცესს და ვერ დააბრუნებინებს თანხას მაყურებლებისთვის, ისეთი ტიპის ხელშეკრულებებს უფორმებენ სხვადასხვა ქვეყანაში დარბაზებს. გაუქმებული კონცერტების სია საკმაოდ ვრცელია, მაყურებელს კი ფულს არ უბრუნებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ თაღლითები ცვლიან კომპანიების დასახელებებს. ეს ადამიანები კი არ იმალებიან, უბრალოდ, მათი კომპანიები გაკოტრებულად ცხადდება, ერთჯერადი კომპანიებით მუშაობენ, რომელთაც არ გააჩნიათ დივიდენდები, მომჩივანმა მხარემ რომც მოიგოს, თანხას მაინც ვერ ამოიღებს", - განაცხადა ეკა ჩიტაშვილმა.

პროდუსერის თქმით, ზემოხსენებული ჯგუფის წარმომადგენლები მასაც დაუკავშირდნენ და როგორც პროდიუსერს, ამ სქემაში ჩართვა და ფულის შოვნა შესთავაზეს, თუმცა ეკასგან კატეგორიული უარი მიიღეს.

"სომხეთიდან მოსკოვში ჩასული დაჯგუფებაა. მათ მეც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. ისინი ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, ერიდებიან ცენტრალურ ქალაქებს და ძალიან გამიკვირდა, როგორ გარისკეს თბილისში კონცერტის დანიშვნა", - აღნიშნა პროდუსერმა.

ეკა ჩიტაშვილის თქმით, ამ კომპანიის საქმიანობასთან ქართველებს კავშირი არ აქვთ, ვინაიდან ასეთ რისკზე თავად კომპანიის წარმომადგენლები ვერ წავლენ. ამასთან, როგორც პროდუსერი აღნიშნავს, თაღლითების მოგება საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

"მხოლოდ ფილარმონიის კონცერტიდან შეგიძლიათ გადათვალოთ, 2000 ბილეთს რომ 150 ლარად გაყიდდნენ, რა მოგება დარჩებოდათ. ამას მხოლოდ ავანსის ფულს გამოაკლებდნენ და დანარჩენი მათი მოგება იქნებოდა", - აღნიშნა ეკა ჩიტაშვილმა.

პროდუსერი მაყურებელს ურჩევს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და ამა თუ იმ კონცერტზე ბილეთის შეძენამდე დეტალურად მოიძიოს ინფორმაცია კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის შესახებ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება